ჟურნალის შესახებ – About Journal

საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი “ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა” 

ჟურნალი ”ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა” შეიქმნა 2015 წელს. იგი რეფერირებადი, საერთაშორისო, ორენოვანი სამეცნიერო გამოცემაა.

ჟურნალის  მთავარი მიზნებია:

  • ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის მიმართულებებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია;
  • ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში, პერსონალური ციტირების ინდექსის მაჩვენებლის ამაღლება;
  • უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის პუბლიკაციისა და სამეცნიერო წრებრუნვაში ჩართვის დაჩქარება;
  • საინტერესო იდეებისა და კვლევითი საკითხების მიწოდება დაინტერესებული საზოგადოებისათვის;
  • სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჟურნალი ”ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა” განკუთვნილია ჯანდაცვისა და დაზღვევის პროფილის სპეციალისტებისათვის. ჟურნალი აქვეყნებს ჯანდაცვის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, სადაზღვევო საქმის და მომიჯნავე ინტერდისციპლინური სფეროებისთვის რელევანტურ, აქტუალური სამეცნიერო პრობლემების ამსახველ თეორიულ, მეთოდოლოგიურ, ემპირიულ-კვლევით და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სტატიებს. მასში წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა;
  • ფარმაციის პოლიტიკა და მენეჯმენტი;
  • ჯანდაცვის სოციოლოგია;
  • სადაზღვევო საქმე.

ჟურნალის საქმიანობას გაუძღვებიან სამეცნიერო რედაქტორი, სარედაქციო საბჭო, რომლის წევრებიც არიან შესაბამისი სამეცნიერო დარგების მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მკვლევრები.

ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ჯანდაცვის სოციოლოგია, ჯანდაცვის ეკონომიკა და სადაზღვევო საქმე ქართული მეცნიერების შედარებით ახალი დარგებია. ამ მიმართულებების განვითარებას ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერებისათვის, წმინდა მეცნიერულთან ერთად დიდი ეროვნული მნიშვნელობაც აქვს. ვიმედოვნებთ, რომ სამეცნიერო ჟურნალის დაარსება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების შემდგომ განვითარებასა და სამეცნიერო დონის ამაღლებას.

ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ერთხელ

საავტორო უფლებებილიცენზირებისა და წვდომის ტიპი

„ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა“ წარმოადგენს ღია წვდომის ჟურნალს, რაც ნიშნავს, რომ ჟურნალის კონტენტი გამოქვეყნებისთანავე სრულად არის უფასოდ ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს უფლება აქვთ ჟურნალის სტატიების სრული ტექსტები რეგისტრაციისა და  გამომცემლის ან/და ავტორის წინასწარი ნებართვის მოთხოვნის გარეშე იხილონ, წაიკითხონ, გადმოწერონ და გააზიარონ.

ჟურნალი „ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა“ ლიცენზირებულია Creative Commons – CC BY 4.0 შესაბამისად.

სტატიაზე საავტორო უფლებას ინარჩუნებს სტატიის ავტორი.

გამოქვეყნების ღირებულება

სტატიების წარდგენა, განხილვა, რედაქტირება და გამოქვეყნება ჟურნალში „ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა“ უფასოა.

სადეპოზიტო პოლიტიკა

ჟურნალის ღია წვდომის ლიცენზიის თანახმად, სტატიის გამოქვეყნებისთანავე, ავტორებს უფლება აქვთ განათავსონ თავიანთი სტატიის საბოლოო გამოქვეყნებული ვერსია, ისევე როგორც ხელნაწერი და გამოსაცემად მიღებული ვერსიები ინსტიტუციონალურ ან/და ცენტრალურ  არქივებში, იმ პირობით, რომ ჟურნალი მითითებული იქნება როგორც გამოქვეყნების თავდაპირველ ადგილი და დაცული იქნება ციტირების წესი. ავტორებს რეკომენდაცია ეძლევათ, PDF ვერსიის განთავსების გარდა მიუთითონ გამოქვეყნებული სტატიის ელექტრონული მისამართი.

თენგიზ ვერულავა

მთავარი რედაქტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი

PRINT ISSN 2449-2469

ONLINE ISSN 2346-7983

_______________________________________________________________________________________

About Journal

International Peer-Reviewed Scientific Journal “Health Policy and Insurance” was created in 2015. The journal is a bilingual journal, which is issued twice a year.

The main goals of the journal are:

  • Promotion of scientific research through health policy, healthcare economics and health sociology, raising awareness and development of research, popularization of scientific achievements;
  • Promoting young researchers and scientists in identifying their scientific capabilities, increasing the index of personal quotes;
  • Accelerating the introduction of the latest scientific information and scientific engagement;
  • Providing interesting ideas and research issues to interested society;
  • Provide opportunities for specialists to express their opinions about the ongoing processes in the country, and beyond, in the fields of health policy, health care, health economics and sociology.

The Journal “Health Policy and Insurance” is designed for health and insurance professionals.

The Journal publishes the theoretical, methodological, empirical research and practice-oriented articles reflecting relevant, current scientific problems for health, sociology, economics, insurance and related interdisciplinary fields.

The Journal contains the following directions:

  • Health policy and public health;
  • Health management;
  • Healthcare economy;
  • Pharmacy policy and management;
  • Health sociology;
  • Insurance case.

Health Care Policy, Healthcare Management, Health Sociology, Healthcare Economics and Insurance are relatively new directions of Georgian sciences. We hope that establishing a scientific journal will significantly contribute to further development of Georgian science and enhance scientific level.

The journal is published once a year.

Copyright, License and Access Types

Health Policy and Insurance “ is an open access journal, which means that all content is freely available upon publication without charge to the user or his/her institution. Users are allowed to read, download, copy, distribute, print, search, or link to the full texts of the articles of this journal without registration and requesting for prior permission from the publisher or the author.

Health Policy and Insurance“ published by Caucasus University is licensed under Creative Commons – CC BY 4.0 License.

Author retains the copyright over the publication.

Open Access Policy

This journal “Health Policy and Insurance” provides immediate open access to its content on the principle that making research freely available to the public supports a greater global exchange of knowledge.

Publication charges

The submission, reviewing, editing and publication of articles in the „Health Policy and Insurance“ is free of charge.

Depositing policy

Under the terms of the journals Open Access license, authors are entitled to deposit submitted and accepted as well as the published versions of their article in institutional and/or centrally organized repositories immediately upon publication, without embargo period, provided that the journal and Publishing House are attributed as the original place of publication and that correct citation details are given. Authors are also strongly encouraged to deposit the URL of their published article, in addition to the PDF version.

Tengiz Verulava

Chief Editor, Doctor of Medicine, Professor, Caucasus University

tengiz.verulava@gmail.com

PRINT ISSN 2449-2469

ONLINE ISSN 2346-7983

Leave a comment