ავტორებისათვის – For Authors

ავტორებისათვის

 

 ჟურნალის რედკოლეგია ავტორების მიერ წარმოდგენილ სტატიებს სარეცენზიოდ გადასაგზავნად მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ სტატია შეესაბამება ჟურნალის მოთხოვნებს. ასევე, რედკოლეგია უფლებას იტოვებს უარი თქვას სტატიის დაბეჭდვაზე და არ გაუგზავნოს რეცენზენტს.

რედაქციაში გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიები იგზავნება რეცენზენტთან. რეცენზენტების ვინაობა ანონიმურია.

სტატია მოწმდება ანტიპლაგიატის პროგრამით.

ჟურნალში დასაბეჭდად ავტორებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ახალი და მანამდე სხვაგან გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები.

ავტორებმა სტატიის ელექტრონული ვერსია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  tverulava@cu.edu.ge

სტატიის გაფორმების წესი და ფორმატი:

  • სტატია მოგვაწოდეთ DOC (MS-Word) ფაილის სახით.
  • ტექსტი უნდა აიკრიფოს A4 ზომის ფურცელზე;
  • კიდეების ზღვარი: ზევით-ქვევით -2სმ; მარჯვნივ-მარცხნივ 2.5 სმ
  • შრიფტი: (ქართული – Sylfaen; ინგლისური – Times New Roman);
  • შრიფტის ზომა მთლიანი ნაშრომისთვის (11);
  • სტრიქონებს შორის ინტერვალი (1.15); ცხრილებში სტრიქონებს შორის მანძილი (1.0);
  • ნაშრომის დანომვრა – ნაშრომი ინომრება შესავალი გვერდიდან თანმიმდევრულად არაბული ციფრებით იმავე (ტექსტის) შრიფტითა და ზომით გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში.
  • ნაშრომის სათაური უნდა განთავსდეს ცენტრში, გამუქებული ასოებით, შრიფტის ზომა 12,
  • ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი იწერება გვერდის მარცხენა კუთხეში, გამუქებული ასოებით, შრიფტის ზომა 11, მას უნდა მოსდევდეს ავტორის (ავტორების) სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური წოდება და უნივერსიტეტის დასახელება, ელფოსტა, შრიფტის ზომა 11;
  • აბსტრაქტი ქართულ ენაზე მოიცავს შესავალს, მეთოდოლოგიას, შედეგებს, დისკუსიას და დასკვნას, მინიმუმ 150 და მაქსიმუმ 250 სიტყვას რომელსაც უნდა მოსდევდეს მაქსიმუმ 6 საკვანძო სიტყვა, დახრილი ასოებით, ’’საკვანძო სიტყვები’’ გამუქებული ასოებით, ტექსტიდან 1 ინტერვალით დაშორებული, შრიფტის ზომა 11.
  • ჟურნალი ორენოვანია (ქართული და ინგლისური). ქართულ ენაზე დაწერილ სტატიას თან უნდა ახლდეს აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე იმავე მოცულობით (მინიმუმ 150 და მაქსიმუმ 250 სიტყვა). აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე მოიცავს ნაშრომის სათაურს, ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი, სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური წოდება და უნივერსიტეტის დასახელება, ელფოსტა, შრიფტის ზომა 11; ინგლისურ ენაზე დაწერილი სტატია არ საჭიროებს აბსტრაქტს ქართულ ენაზე.
  • სტატიის ძირითადი ნაწილი შრიფტის ზომა 11, სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,15.
  • საილუსტრციო მასალა (გამოსახულებები, ცხრილები, ფოტოები, დიაგრამები, დანართები) ძირითად ტექსტში უნდა განთავსდეს მათი მითითების ადგილზე, თუ იქ ადგილი არასაკმარისია, შეიძლება მომდევნო გვერდზე. წარმოდგენილი უნდა იყოს – JPG ან PNG ფორმატში და უნდა მიეთითოს ტექსტში თანმიმდევრულად, მაგ. ცხრილი 1; ცხრილი 2; ან დიაგრამა 1, დიაგრამა 2, ან დანართი ა, დანართი ბ და ა.შ; ცხრილებს, გრაფიკებს და სქემებს უნდა ჰქონდეს დასახელება და ნუმერაცია:
    ცხრილები – სათაური ცხრილის თავზეა წარმოდგენილი;
    დიაგრამები – სათაური დიაგრამის ქვევითაა წარმოდგენილი;
    დანართები – უნდა განთავსდეს ახალ გვერდზე ნაშრომის ბოლოს გამოყენებული ლიტერატურის შემდეგ.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  • ავტორი ვალდებულია, დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი.
  • გამოყენებული ლიტერატურა არ ინომრება.
  • ყოველი წყარო, რომელიც აღნიშნულია ნაშრომში შიდა ტექსტური ციტირების წესით, აუცილებლად უნდა იყოს მოხსენებული გამოყენებული ლიტერატურის გვერდზეც;
  • გამოყენებული ლიტერატურა ანბანური პრინციპით ლაგდება, (ჯერ ეთითება ქართული, შემდეგ უცხო ენოვანი წყაროები და ინფორმაცია ელექტრონული გამოცემების შესახებ).

ციტირების სტილი

  • ლიტერატურის შიდატექსტური ციტირებისას (დამოწმებისას) ტექსტში მიეთითება ავტორის გვარი, გამოცემის წელი (ქართულისა ქართულ ენაზე, უცხოურისა უცხოურ ენაზე). მაგ. (ვერულავა 2021).
  • ერთი ავტორის ერთსა და იმავე წელს გამოცემული რამდენიმე წიგნის მითითებისას გამოიყენება ანბანური რიგი, მაგალითად: ვერულავა 2021ა; ვერულავა 2021ბ.
  • წიგნის დამოწმებისას სათაური მიეთითება დახრილი შრიფტით, სტატიის შემთხვევაში ჟურნალის სახელწოდება მიეთითება დახრილი შრიფტით.
  • წყაროებს ასევე მიუთითებთ ნაშრომის ბოლოს ბიბლიოგრაფიაში. ეს ჩამონათვალი, ჩვეულებრივ, მოიცავს თითოეულ წყაროს, რომელიც მითითებულია ტექსტში. ბიბლიოგრაფიაში მითითებული თითოეული ერთეული შემდეგი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი:

წიგნი:

Johns, Adrian. (1998). The Nature of The book: Print and Knowledge in Making. Chicago: University of Chicago Press.

წიგნი ერთი ავტორით. გვარი, სახელი. (წელი). სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა.

ვერულავა, თ. (2021). პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში. თბილისი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

წიგნი ორი ან სამი ავტორით. თითოეული ავტორის გვარი, სახელი. (წელი). სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. როდესაც პუბლიკაციას რამდენიმე ავტორი ჰყავს, ჩამონათვალში ავტორები მიეთითება შემდეგნაირად: პირველი ავტორი – გვარით და სახელით; შემდეგი ავტორები კი – სახელითა და გვარით.

ვერულავა, თ., ჯორბენაძე, რ. (2018). ჯანდაცვის სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921). თბილისი: ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი.

ვერულავა, თ., შენგელია, კ., მახარაშვილი, გ. (2022). COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები. თბილისი: კავკასიის უნივერსიტეტი.

წიგნი რედაქტორით. ავტორის პოზიციაზე რედაქტორის გვარი, სახელი (გასწვრივ ყოველთვის მიუთითეთ სიტყვა – რედ.), წელი, სათაური, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა.

გაფრინდაშვილი, ლ. რედ. (2005). გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა. თბილისი: კავშირი “ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის”.

წიგნი ავტორით და რედაქტორით. გვარი, სახელი, წელი, სათაური, რედაქტორის სახელი, გვარი, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა.

რუსთაველი, შ. (1953). ვეფხისტყაოსანი. პავლე ინგოროყვას რედაქციით და შენიშვნებით. თბილისი: საბჭოთა მწერალი.

წიგნი ორგანიზაციის ავტორობით. ორგანიზაცია (ავტორად მიუთითეთ იმ შემთხვევაშიც, თუ ის სახელდება, როგორც მხოლოდ გამომცემელი), წელი, სათაური, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა.

ლიტერატურის მუზეუმი. (2018). ცისფერყანწელები. მიმოწერა, წიგნი I. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი.

წიგნი ავტორის გარეშე. სათაური, წელი, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა.

ქართული მწერლობა. 1984. ლექსიკონი-ცნობარი, წიგნი I. თბილისი: განათლება.

ნათარგმნი წიგნი. გვარი, სახელი, წელი, სათაური, მთარგმნელის სახელი, გვარი, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა.

ტულჩინსკი, თ., ვარავიკოვა, ე. (2012). ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მთარგმნელთა ჯგუფი. თბილისი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

თავი ან სხვა ნაწილი წიგნიდან, რომელსაც რამდენიმე ავტორი ჰყავს. გვარი, სახელი (ტექსტში მხოლოდ გვარი), წელი, თავის (ნაწილის) სათაური, წიგნის სათაური, რედაქტორი, თავის (ნაწილის) გვერდების საერთო რაოდენობა, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა.

ვერულავა, თ. (2016). “ჯანდაცვის ეკონომიკის საფუძვლები, ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოდელები, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მეთოდები, სამედიცინო ორგანიზაციების ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების თავისებურებები”, წიგნში საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი. გერზმავა, ო., 124-186. თბილისი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

სტატია

სტატია  სამეცნიერო ჟურნალიდან. გვარი, სახელი, წელი,  სათაური, ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, წელი, გვერდების საერთო მოცულობა.

ვერულავა, თ. (2017). სამედიცინო ბაზარი: არსი, სპეციფიკა, სტიმულები. ეკონომიკა და ბიზნესი 10 (4):73-90

ჯორბენაძე, ა., ვერულავა თ. (2021). დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდი და 1995 წლის ჯანდაცვის რეფორმები. ეკონომისტი 17(4): 31-41.

ვერულავა, თ., შენგელია, კ., მახარაშვილი გ. (2021). COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები. ეკონომისტი, 13(1): 67-85.

 სტატია პოპულარული/პერიოდული  ჟურნალიდან. გვარი, სახელი, წელი,  სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, თარიღი,  გვერდების საერთო რაოდენობა.

ვერულავა, თ., ნაროზაშვილი, ნ. (2021). ტელემედიცინა – XXI საუკუნის ჯანდაცვის გამოწვევა. Forbes Georgia. 7(65): 28-31.

მასალა გაზეთიდან. გვარი, სახელი, წელი,  სათაური, გაზეთის სახელწოდება, ნომერი, თარიღი.

ვერულავა, თ., ჯორბენაძე, ა. (2022). სახელმწიფო იწყებს საავადმყოფოს დაფინანსების ახალი მეთოდის დანერგვას. რეზონანსი, 6(254), 17 აგვისტო.

მასალა ინტერნეტიდან

ელექტრონული წიგნი. გვარი, სახელი, წელი,  სათაური,  წიგნი, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, URL მისამართი (არსებობის შემთხვევაში, DOI-ს შემცველი URL მისამართი) ან ბაზის სახელი, საიდანაც  მოძიებულია წიგნი (იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ელექტრონულ რესურს არ აქვს URL მისამართი).

გოგოლაძე, ლ., ვერულავა, თ., კაჭკაჭიშვილი, ი., კონცელიძე, ო. (2019). პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები საქართველოში ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მაგალითზე. ევროკავშირი საქართველოსათვის. https://www.asocireba.ge/files/Chemi-Imereti-2019-Primary-Healthcare.pdf

სამეცნიერო ჟურნალის სტატია. გვარი, სახელი, წელი,  სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, გვერდები საერთო მოცულობა, DOI ან  DOI–ს შემცველი URL  მისამართი, არარსებობის შემთხვევაში  მხოლოდ URL   მისამართი ან  მონაცემთა ბაზის სახელი.

Verulava, T. (2022). Factors influencing medical students’ choice of family medicine. Family Medicine & Primary Care Review. 2022;24(1):66-70. doi:10.5114/fmpcr.2022.113017

Verulava, T., Jorbenadze, R. (2022). The impact of part-time employment on students’ health: A Georgian Case. Malta Medical Journal 34(1):50-57. https://www.um.edu.mt/library/oar/bitstream/123456789/91260/1/MMJ34%281%29A6.pdf

პოპულარული/პერიოდული  ჟურნალების  სტატიები. გვარი, სახელი, წელი,  სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება, ტომის (სერიის) ნომერი, თარიღი, გვერდების საერთო რაოდენობა.  ამ ტიპის ჟურნალის სტატიას, თუ ის ინტერნეტით არის მოძიებული, უნდა მიეთითოს  URL მისამართი. ასეთი მისამართის არარსებობის შემთხვევაში –  მონაცემთა ბაზის სახელი.

ვერულავა, თ. ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა ბრუნდება? Forbes Georgia. 3 (15), 15/07/2021: 12-16.

ვებგვერდი (ვებგვერდის შინაარის შემთხევავში). ვებგვერდის სახელწოდება, წელი,  მასალის სათაური,  ატვირთვის ან მოძიების თარიღი, URL მისამართი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი. 2021. სტაციონარული სერვისები ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში: სახელმწიფო ზედამხედველობის გარეშე. მოძიებულია 11.13.2022

https://socialjustice.org.ge/ka/products/statsionaruli-servisebi-fsikikuri-janmrtelobis-programashi-sakhelmtsifo-zedamkhedvelobis-gareshe

კონფერენციის/ სიმპოზიუმის გამოქვეყნებული  მასალები. გვარი, სახელი, წელი,  სათაური, კონფერენციის/სიმპოზიუმის სახელწოდება, გვერდების საერთო მოცულობა. გამოცემის ადგილი, გამომცემლობა,   URL მისამართი (თუ მასალა მოძიებულია ელექტრონული რესურებიდან).

ვერულავა, თ. (2019). საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევების გადაწყვეტის გზები. IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” შრომების კრებული: 137-143. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

დისერტაცია. ავტორი (გვარი, სახელი),  სათაური, დისერტაციის ტიპი,  დაცვის ადგილი, წელი. URL მისამართი (თუ მასალა მოძიებულია ელექტრონული რესურებიდან).

ვერულავა, თ. (1999) სამედიცინო დახმარების ანაზღაურების მეთოდების კომპლექსური შეფასება. დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ნებისმიერი ინტერნეტ წყაროს მითითებისას დაურთეთ ამ წყაროზე უკანასკნელად წვდომის თარიღი. წვდომის თარიღი მიუთითეთ URL მისამართის ან მუდმივი იდენტიფიკატორის შემდეგ და ჩასვით ფრჩხილებში.

მაგ.: (16.08.2010)  (წვდომის თარიღი 2010 წლის 16 აგვისტო).  (accessed August 16, 2010)

***

საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული მისამართი:

 577 28 48 49.

e-Mail:  tverulava@cu.edu.ge

____________________________________________________________________________________________

For authors

The journal’s editorial board will accept the articles submitted by the authors for review if the article meets the journal’s requirements. Also, the editorial board reserves the right to refuse to print the article and not to send it to the reviewer.

Articles accepted for publication in the editorial office are sent to the reviewer. The identity of the reviewers is anonymous.

The article is checked by an anti-plagiarism program.

To be published in the journal, authors should submit only new and previously unpublished scientific papers.

Authors should send the electronic version of the article to the following email address: tverulava@cu.edu.ge

The format of the article:

  • Submit the article as a DOC (MS-Word) file.
  • The text should be typed on A4 size paper;
  • Edge margin: top-bottom -2cm; Right-left 2.5 cm
  • Font: (Georgian – Sylfaen; English – Times New Roman);
  • Font size for the entire paper (11);
  • Spacing between lines (1.15); spacing between rows in tables (1.0);
  • Paper numbering – the paper is numbered from the introductory page consecutively with Arabic numerals in the same (text) font and size in the lower right corner of the page.
  • The title of the paper should be placed in the center, in bold letters, in font size 12,
  • The name and surname of the author (authors) is written in the left corner of the page, in bold letters, font size 11, it should be followed by the author’s (authors’) scientific degree, academic title and name of the university, e-mail, font size 11;
  • The abstract in Georgian includes an introduction, methodology, results, discussion and conclusion, a minimum of 150 and a maximum of 250 words, which must be followed by a maximum 6 keywords, in italics, “keywords” in bold letters, separated from the text by 1 space, font size 11.
  • The journal is bilingual (Georgian and English). The article written in Georgian must be accompanied by an abstract in English of the same length (minimum 150 and maximum 250 words). The abstract in English includes the title of the paper, the name and surname of the author(s), scientific degree, academic title and name of the university, e-mail, font size 11; An article written in English does not require an abstract in Georgian.
  • Article font size 11, line spacing 1.15.
  • Illustrative material (images, tables, photos, diagrams, appendices) should be placed in the main text at the place of their reference, if there is not enough space, it can be on the next page. Must be submitted – in JPG or PNG format and must be referenced consistently in the text, e.g. Table 1; Table 2; or Chart 1, Chart 2, or Annex A, Annex B, etc.; Tables, graphs and charts should have a title and numbering:
    Tables – the title is presented at the top of the table;
    Diagrams – the title is presented below the diagram;
    Appendices – should be placed on a new page after the literature used at the end of the paper.

References

  • The author is obliged to follow the citation style of the journal.
  • References are not numbered.
  • Each source, which is mentioned in the paper by the method of internal text citation, must be reported on the used literature page;
  • The used literature is arranged alphabetically (Georgian sources are indicated first, then foreign language sources and information about electronic publications).

Citation style

  • When citing literature within the text, the author’s last name, the year of publication are indicated in the text. e.g. (Verulava 2021).
  • When referring to several books published in the same year by the same author, alphabetical order is used, for example: Verulava 2021a; Verulava 2021b.
  • When verifying a book, the title is indicated in italics, in the case of an article, the name of the journal is indicated in italics.
    You also indicate the sources in the bibliography at the end of the paper. This list usually includes each source cited in the text. Each unit mentioned in the bibliography should be presented in the following form:

Book:

A book with one author. Surname, Name. (year). title. Place of publication: publishing house.

Verulava, T. (2021). Primary health care system and its role in raising health capital. Tbilisi: Shota Rustaveli National Scientific Foundation.

A book with two or three authors. Surname, first name of each author. (year). title. Place of publication: publishing house. When the publication has several authors, the authors are indicated in the list as follows: the first author – by last name and first name; The following authors – by name and surname.

Verulava, T., Zorbenadze, R. (2018). Healthcare system in the Democratic Republic of Georgia (1918-1921). Tbilisi: Health and Insurance Center.

Verulava, T., Shengelia, K., Makharashvili, G. (2022). Challenges of distance learning in universities during the COVID-19 pandemic. Tbilisi: Caucasus University.

A book with an editor. In the position of the author, the editor’s last name, first name (always specify the word – ed.), year, title, place of publication, publishing house.

Gaprindashvili, L. Ed. (2005). Gender, culture, modernity. Tbilisi: Union “Women’s Initiative for Equality”.

Book with author and editor. Last name, first name, year, title, editor’s name, last name, place of publication, publisher.

Rustaveli, sh. (1953). panther Edited by Pavle Ingoroqva and with notes. Tbilisi: Soviet writer.

The book is authored by the organization. Organization (indicate the author even if it is named as the publisher only), year, title, place of publication, publisher.

OECD/WHO. (2016). International Regulatory Co-operation and International Organisations: The Case of the World Health Organization (WHO). OECD and WHO.

Translated book. Last name, first name, year, title, translator’s name, last name, place of publication, publisher.

Tulchinsky, T., Varavikova, E. (2012). New Public Health, Translation Group. Tbilisi: Tbilisi State Medical University.

A chapter or other part of a book that has several authors. Last name, first name (only last name in the text), year, chapter (part) title, book title, editor, total number of chapter (part) pages, place of publication, publisher.

Verulava, T. (2016). “Basics of healthcare economics, financing models of the healthcare system, methods of reimbursement for medical services, peculiarities of economic and financial relations of medical organizations”, in the book Public Health and Management, eds: Gerzmava, O., 123-187. Tbilisi: Tbilisi State Medical University.

Article

Article from a scientific journal. Last name, first name, year, title, journal name, volume (series) number, year, number of pages.

Verulava, T. (2017). Medical market: essence, specifics, incentives. Economics and Business 10 (4):73-90

Jorbenadze, A., Verulava T. (2021). The diagnosis-restricted group (DRG) method of hospital financing and the 1995 health care reforms. Economist 17(4): 31-41.

Verulava, T., Shengelia, K., Makharashvili G. (2021). Challenges of distance learning in universities during the COVID-19 pandemic. Economist, 13(1): 67-85.

An article from a popular/periodical journal. Last name, first name, year, article title. Journal name, volume (series) number, date, number of pages.

Verulava, T., Narozashvili, N. (2021). Telemedicine – the health care challenge of the 21st century. Forbes Georgia. 7(65): 28-31.

Material from the newspaper. Surname, first name, year, title, name of newspaper, number, date.

Verulava, T., Zorbenadze, A. (2022). The state is starting to introduce a new method of financing the hospital. Resonance, 6(254), 17 August.

Material from the Internet

E-book. Surname, first name, year, title, book, place of publication, publisher, URL address (if available, URL address containing DOI) or database name from which the book was retrieved (if such electronic resource does not have a URL address).

Gogoladze, L., Verulava, T., Kachkachishvili, I., Kontselidze, O. (2019). Primary health care challenges in Georgia on the example of Kharagauli and Chiaturi municipalities. European Union for Georgia. https://www.asocireba.ge/files/Chemi-Imereti-2019-Primary-Healthcare.pdf

Scientific journal article. Last name, first name, year, article title. Journal name, volume (series) number, pages, total volume, DOI or URL containing DOI, if not available, only URL or database name.

Verulava, T. (2022). Factors influencing medical students’ choice of family medicine. Family Medicine & Primary Care Review. 2022;24(1):66-70. doi:10.5114/fmpcr.2022.113017

Verulava, T., Jorbenadze, R. (2022). The impact of part-time employment on students’ health: A Georgian Case. Malta Medical Journal 34(1):50-57. https://www.um.edu.mt/library/oar/bitstream/123456789/91260/1/MMJ34%281%29A6.pdf

Popular/periodical journal articles. Last name, first name, year, article title. Journal name, volume (series) number, date, number of pages. A journal article of this type, if it is to be found online, must provide a URL address. In the absence of such an address – the name of the database.

Verulava, T. Is the social health insurance system coming back? Forbes Georgia. 3 (15), 15/07/2021: 12-16.

Website (in the context of the website). Website name, year, title of material, date of upload or retrieval, URL address.

Center for Social Justice. 2021. Inpatient Services in the Mental Health Program: Without State Oversight. Retrieved on 11.13.2022

https://socialjustice.org.ge/ka/products/statsionaruli-servisebi-fsikikuri-janmrtelobis-programashi-sakhelmtsifo-zedamkhedvelobis-gareshe

Published materials of the conference/symposium. Surname, first name, year, title, conference/symposium name, total number of pages. Place of publication, publisher, URL address  (if the material is retrieved from electronic resources).

Verulava, T. (2019). Ways to solve the challenges of the health care system of Georgia. Proceedings of IV International Scientific Conference “Challenges of Globalization in Economy and Business”: 137-143. Tbilisi: Tbilisi State University Publishing House.

Thesis. Author (last name, first name), title, type of thesis, place of protection, year. URL address (if the material is retrieved from electronic resources).

Verulava, T. (1999) A Complex Evaluation of Medical Care Reimbursement Methods. Dissertation for obtaining the scientific degree of Candidate of Medical Sciences, Tbilisi State Medical University.

When citing any Internet source, include the date the source was last accessed. Enter the access date after the URL address or persistent identifier and enclose it in parentheses.

Eg: (16.08.2010)  (date of access 16 August 2010). (accessed August 16, 2010)

***

Contact

Mobil – 577 28 48 49.

E-mail: tverulava@cu.edu.ge

Leave a comment