Posted by: burusi | December 28, 2017

V სამეცნიერო კონფერენცია “ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები”

ჟურნალი 4

2018 წლის 22 დეკემბერს

ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი

ატარებს

V სამეცნიერო კონფერენციას

“ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები”

კონფერენციის მიმართულებებია:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა;
  • ჯანდაცვის სოციოლოგია;
  • გლობალური ჯანდაცვა
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი;
  • ფარმაციის მენეჯმენტი;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • სადაზღვევო საქმე.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება სამეცნიერო ხარისხის მქონე პირების გარდა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და  დოქტორანტურის სტუდენტებს.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ნაშრომი ელფოსტაზე (tengiz.verulava@gmail.com)  2018 წლის 23 ნოემბრამდე. ნაშრომი გაივლის შიდა რეცენზირებას შესაბამისი მიმართულების რეცენზენტებთან.

დადებითი რეცენზირების შემთხვევაში შერჩეული სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნდება  ჟურნალში “ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია” No 5  ონლაინ სახით იმავე დღეს, ანუ 23 ნოემბრამდე მთელი წლის განმავლობაში 

სტატიის  გაფორმების   წესი  და   ტექსტის ფორმატი:

ავტორებმა უნდა გამოაგზავნოთ სტატიის სრული ტექსტი ქართულ ენაზე და მისი მოკლე რეზიუმე ინგლისურ ენაზე. სტატია მოგვაწოდეთ DOC (MS-Word) ფაილის სახით. ფურცლის ზომა A4; მინდორი: ზევით-ქვევით-მარჯვნივ – 2 სმ; მარცხნივ – 2,5 სმ. შრიფტი – ქართული ტექსტისათვის – უნიკოდი (Sylfaen); ინგლისური ტექსტისათვის- Times New Roman; შრიფტის ზომა -12; სტრიქონებს შორის მანძილი -1.5; გვერდების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

სტატიის თავში მოათავსეთ შემდეგი ინფორმაცია:

სტატიის სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14); ავტორის  (ავტორების) სახელი, გვარი ( შრიფტის ზომა  12); მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (შესავალი, მეთოდოლოგია, შედეგები, დისკუსია, დასკვნა), (შრიფტის ზომა 12). საკვანძო სიტყვები – არაუმეტეს ხუთისა (შრიფტის ზომა 12 ). სტატიის ძირითადი ნაწილი (შრიფტის ზომა 12).

ავტორი ვალდებულია, დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი.

ლიტერატურის სია უნდა შედგეს მხოლოდ ტექსტში მითითებული წყაროებისაგან – მათი დასახელების რიგითობის მიხედვით. ლიტერატურის შიდატექსტური დამოწმება სრულდება შემდეგნაირად:

ამა თუ იმ ავტორის ნაშრომიდან ციტირებისას, მას უნდა მიეთითოს წყარო შესაბამისი გვერდის აღნიშვნით კვადრატულ ფრჩხილებში შემდეგი სახით [3.გვ.21], სადაც პირველი ციფრი შეესაბამება ციტირებული წყაროს რიგით ნომერს გამოყენებული ლიტერატურის სიაში, ხოლო მეორე – იმ გვერდს, საიდანაც მოყვანილია ციტატა.

წყაროებს ასევე მიუთითებთ ნაშრომის ბოლოს ბიბლიოგრაფიაში. ეს ჩამონათვალი, ჩვეულებრივ, მოიცავს თითოეულ წყაროს, რომელიც მითითებულია ტექსტში. ბიბლიოგრაფიაში მითითებული თითოეული ერთეული შემდეგი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი:

ჩიქობავა, არნოლდ. 1965. იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია: სახელმძღვანელო ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. თბილისი: განათლება.

Johns, Adrian. 1998. The Nature of The book: Print and Knowledge in Making. Chicago: University of Chicago Press.

ნებისმიერი ინტერნეტ წყაროს მითითებისას დაურთეთ ამ წყაროზე უკანასკნელად წვდომის თარიღი. წვდომის თარიღი მიუთითეთ URL მისამართის შემდეგ და ჩასვით ფრჩხილებში.

მაგ.: (17.06.2006)  (წვდომის თარიღი 2006 წლის 17 მაისი).  (accessed May 17, 2006)

Julian Samora, and Patricia Vandel Simon, A History of the Mexican-American People, rev. ed. (East Lansing, MI: Julian Samora Research Institute, Michigan State University, 2000), under “Civil War in mexico,”

http://www.jsri.msu.edu/museum/pubs/MexAmHist/chapter14.html#six (19.12.2005).

საკონტაქტო პირი:

თენგიზ ვერულავა

ელფოსტა: tengiz.verulava@gmail.com

ტელეფონი : 577 28 48 49

ჟურნალის ვებ მისამართი: https://heconomic.wordpress.com/health-policy/

 

კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი


Leave a comment

Categories