ქართველი სტუდენტების დამოკიდებულება (ადიქცია) სერიალებზე

ლია ბაღდოშვილი, მარიამ კოზოლაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება.

აბსტრაქტი

სერიალი მასობრივი კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს ჟანრი უკვე წლებია საზოგადოებაში პოპულარობას ინარჩუნებს, იხვეწება გადაღების და მონტაჟის ტექნიკები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას საზოგადოებისთვის. სერიალები არ კარგავენ მაყურებელს, რადგან რეჟისორები და პროდიუსერები მაქსიმალურად ცდილობენ მოახდინონ სერიალის ყოველდღიურობასთან ადაპტაცია და მოარგონ ისინი საზოგადოების მოთხოვნილებებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს დამოკიდებულება, მაგალითად, მავნე ნივთიერებებზე ან აზარტულ თამაშებზე, მაგრამ 21-ე  საუკუნეში სულ უფრო რაღაც იწვევს ადიქციას, მათ შორის სერიალებიც. მეცნიერების უმრავლესობა თანხმდება, რომ სერიალების ყოველდღიურად განსაზღვრულ დროზე დიდხანს ყურება იწვევს ადიქციას. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სტუდენტები დღეში რვა საათზე მეტ ხანს უთმობენ სერიალებს, რაც კვირაში 40 საათზე მეტია და უტოლდება სამუშაო საათების რაოდენობას. აღნიშნული დიდ გავლენას ახდენს სტუდენტების ფსიქიკურ ჯამრთელობაზე. სერიალებს აქვთ როგორც ნეგატიური გავლენა, ასევე ისეთი დადებითი მხარეები, როგორიცაა სოციალიზაცია, ახალი კულტურისა და ენის შესწავლა და ა.შ. კვლევის მიზანია დადგინდეს თუ რამდენად შეინიშნება ეს ტენდენცია ქართველ სტუდენტებში. მეთოდოლოგია. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების გამოკითხვა. შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი სტუდენტებში არ იკვეთება სერიალებისადმი დამოკიდებულება (ადიქცია), მიუხედვად იმისა, რომ სერიალები ახალგაზრდებში საკმაოდ პოპულარულია.

საკვანძო სიტყვები: სერიალები, ქართველი სტუდენტები, ადიქცია, დამოკიდებულება 

Addiction to TV series among Georgian students

Abstract

Introduction. TV series are part of the mass media culture. this genre has been keeping popularity for years now. Shooting and editing techniques are getting better, this fact makes TV series more attractive for the society. Due to high demand TV series are not losing audition. Producers and directors try to produce TV shows which are very close to people’s requests. We all know that something can cause addictions, for example, drugs or video games, but in the 21st century, even TV series can become a source of addiction. A goal of our research was to investigate if there was this tendency in Georgian students. Methodology.  Within quantitative research, we interviewed students from various of universities in Tbilisi. Results:  According to our research, we got the result that in spite of the fact that TV series are very popular among Georgian Students, they are not addicted to them.

Keywords: Serials, Georgian Students, Addictions, Attitude

შესავალი

21-ე საუკუნე  დიდი ტექნოლოგიური მიღწევების პერიოდია. შესაბამისად მასმედიის გავლენა საზოგადოებაზე სულ უფრო ძლიერდება. მასობრივი კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სერიალები, რომელთა პოპულარობაც წლებთან ერთდ კიდევ უფრო იმატებს. იხვეწება გადაღების, მონტაჟის, გახმოვანების ტექნიკები და ეს ყოველივე მეტად მიმზიდველს ხდის მას მაყურებლისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის.

საქართველოში სერიალებს დიდი აუდიტორია ჰყავს, როგორც ტელე ისე ინტერნეტ სივრცეში. ბრაზილიური საპნის ოპერები, თურქული,  ინდური და ამერიკული სერიალები ქართველი მაყურებლის გულს აქტიურად იპყრობს.

  სერიალებს სხვადასხვა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც გასართობი  და სოციალიზაციის, ასევე შეიძლება შეითავსოს შემეცნებითი ფუნქცია.  ხშირად იყენებენ სერიალებს უცხო ენისა და კულტურის შესასწავლად, მაგრამ უფრო მეტად მას გართობის და დროის გაყვანის როლი აქვს.

ერთი შეხედვით, ასეთ უწყინარ გასართობს შესაძლებელია თუ არა ჰქონდეს ნეგატიური გავლენები? მაგალითად ისეთი, როგორიცაა მასზე დამოკიდებულება (ადიქცია)

ნაშრომში ‘’Prevalence of the Addictions: A Problem of the Majority or the Minority?‘’ აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება ადიქციების რაოდენობაც. ყველასთვის ცნობილია, რომ მაგალითად მავნე ნივთიერებების სისტემატიური მოხმარება ან აზარტულ თამაშებში ჩართვა იწვევს დამოკიდებულებას, მაგრამ საზოგადოება ნაკლებად აქცევს ყურადღებას, რომ იგივე ეფექტი შესაძლოა სერიალების ყურებამაც გამოიწვიოს. [5]

ნაშრომში ‘’Just entertainment: effects of TV series about intrigue on young adults’’ აღნიშნულია, რომ ზოგიერთი სერიალი და იქ განითარებული მოვლენები ახალგაზრდების მენტალიტეტზე ცუდ გავლენას ახდენს. [2]

სტატიაში „How Binge-Watching TV Is Almost As Harmful As Drug Addiction“ საუბარია იმაზე თუ რა ემციები შეიძლება გამოიწვიოს სერიალებზე დამოკიდებულებამ. მაგალითად  ისეთი გრძნობები როგორიცაა თვით უკმაყოფილება და საკუთარი იმიჯის შელახვა. ზოგჯერ ახალგზარდები იმ დროს რომელიც შიეძლება უფრო პროდუქტიულად გამოიყენენონ სერიალების ყურებას უთმობენ. ყოველი ახალი სერიის ჩართვა და კიდევ ერთი საათის „დაკარვა“ მათში იწვევს გაღიზიანებას საკუთარი თავის მიმართ. [3]

საქართველოში ჯერ-ჯერობით ეს თემა  მკვეთრად გამოხატულ პრობლემად არ აღიქმება, მაგრამ მიუხედავად ამისა ნაშრომის მიხედვით ‘’ახალგაზრდობის კვლევა საქართველოში’’ –  ახალგაზრდების 61% სისტემატიურად  უყურებს სერიალებს. [7 გვ.176]

როგორც ზემოთ ვახსენეთ, სერიალების ყურებას შესაძლოა ჰქონდეს როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური გავლენა. სტატიაში ‘’Is Watching TV Actually a Good Way to Rest Your Brain?’’აღნიშნულია, რომ  ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა მიზნით ვუყურებთ ჩვენ  მას. მეცნიერების აზრით, ტვინს მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ესაჭიროება დასვენება, ამის ერთ-ერთ გზას კი სერიალები წარმოადგენს, რა დროსაც ტვინი ნაკლებად იტვირთება. მისი ყურებისას ჩვენი სხეული დუნდება და გამოიყოფა ენდორფინები , რასაც „ბედნიერების ჰორმონსაც“ უწოდებენ. ამ დროს ჩვენ არ ვფიქრობთ სამუშაოსა და ყოვედღიურ პრობლემეზე. [1]

კვლევის მიზანია გავიგოთ არიან თუ არა ქართველი სტუდენტები სერიალებზე დამოკიდებულები. ახდენს თუ არა გავლენას სერიალების ყურება სტუდენტების ყოველდღიურობაზე, მათი განათლების ხარისხზე, ჩვევებზე და მსოფმხედველობაზე.

მეთოდოლოგია

თემის უკეთ შესწავლის და ინფორმაციის მოპოვების მიზნით გამოვიყენეთ რაოდენობრივი კვლევის ისეთი მეთოდი, როგორიცაა ანკეტირებაშევისწავლეთ ამ თემის გარშემო არსებული ლიტერატურა და კვლევები. მონაცემების და ინფორმაციის გაცნობის შემდეგ უფრო ნათლად გამოიკვეთა საქართველოში არსებული ვითარება ჩვენი საკვლევი თემის ირგვლივ.

რესპონდენტთა შერჩევა განხორციელდა  როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში. კვოტები გავანაწილეთ ფაკულტეტების მიხედვით, ხოლო სტუდენტთა გამოკითხვა მოხდა ადგილზე, პირისპირ (უნივერსიტეტების ტერიტორიაზე) შემთხვევითი შერჩევის შედეგად. ეს ყოველივე დაგვეხმარა რესპონდენტისგან დეტალური ინფორმაციის მოპოვებაში.

ინფორმაციის შეგროვების  შემდგომ დაიწყო მონაცემთა დამუშავება, რისთვისაც გამოვიყენეთ პროგრამა SPSS-ი.

ნაშრომის ჰიპოთეზა  : ქართველ  სტუდენტებს ახასიათებთ სერილებზე დამოკიდებულება (ადიქცია)

 შედეგები

   კვლევის შედეგად გამოიკითხა 525 ადამიანი.  აქედან 319 მდედრობითია და 206 მამრობითი. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რესპოდენტთა ნახევარზე მეტი სერიალების მაყურებელია. ‘’უყურებთ თუ არა სერიალებს ?‘’ ამ კითხვას გამოკითხულთა 98,1 % (n=515) უპასუხა. კითხვას არ უპასუხა 1,9%-მა (n=10).  აქედან 53.4% (n=275)  უყურებს სერიალებს, ხოლო 46,6% (n=240) არა.

პროცენტულ მაჩვენებლებზე დაკვირვებით გამოიკვეთა ტენდენცია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ამერიკულ სერიალებს ანიჭებს უპირატესობას. კითხვაზე ‘’ძირითადად რომელი ქვეყნის სერიალებს ანიჭებთ უპირატესობას?’’, უპასუხა  303-მა ადამიანმა აქედან- ამერიკულ სერიალებს უყურებს 74.9%, ქართულს – 9.9%, თურქულს – 5.0%, რუსულს – 2.3%. პასუხის გაცემა უჭირს 5.3%-ს. აღნიშნული მიგვანიშნებს იმაზე,რომ ქართველ სტუდენტებში ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალებია.

  რაც შეეხება სერილებზე დამოკიდებულებას, რესპონდენტთა უმრავლესობა თავს სერიალებზე დამოკიდებულად არ თვლის. ამას პროცენტული მაჩვენებელიც ამტკიცებს კითხვაზე ‘’მიიჩნევთ თუ არა თავს სერიალებზე დამოკიდებულად?’’ 55.2% პასუხობს რომ არაა დამოკიდებული სერიალებზე, დადებითი პასუხი 3.5%-მა დააფიქსირა. აქედან ვასკვნით, რომ სტუდენტებში სერიალებზე დამოკიდებულება არ შეინიშნება. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ კითხვაზე „საშუალოდ რამდენ საათს უთმობთ სერიალების ყურებას’’, 256 რესპოდენტიდან, მხოლოდ 27-მა დააფიქსირა 15 საათზე მეტი.

      გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სერიალები გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანურ ურთიერთობებზე სტუდენტებში. გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობა (68.9%) აღნბიშნავს, რომ სერიალები განხილვის საგანს წარმოადგენს ირგვლივ მყოფ ადამიანებთან. მხოლოდ 26.6%-მა გასცა ამ კითხვას უარყოფითი პასუხი. მიუხედავად ამისა, სერიალები არ წარმოადგენენ სტუდენტისთვის სოციალურად სასურველობის ფაქტორს. ამას ამტკიცებს მონაცემებიც, რომლის მიხედვით, კითხვაზე „ძირითადად რა მიზნით უყურებთ სერიალებს?“ მხოლოდ 6.2% უპასუხა – „ჩემი მეგობრები უყურებენ და მეც ვუყურებ“.

გავლენა გამოიკვეთა ასევე აკადემიურ მოსწრებაზეც. კითხვაზე ‘’ ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც სერიალის ყურების გამო მეცადინეობა არ დაგიწყიათ?’’ 76.8%-მა უპასუხა, რომ ასეთი შემთხვევა ყოფილა. რესპოდენტთა 23% აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევა ხშირად მომხდარა, 26.6%-მა დააფიქსირა პასუხი ზოგჯერ, ხოლო 27.2%-მა – იშვიათად. მხოლოდ 19%-მა აღნიშნა, რომ სერიალის გამო მეცადინეობაზე უარი არასდროს უთქვამს.

კითხვაზე ‘’ახდენს თუ არა გავლენას სერიალები თქვენს აკადემიურ მოსწრებაზე’’ მიღებული  პროცენტული მაჩვენებელი თანხვედრაში არ მოდის. 50.2% მტკიცედ უპასუხა, რომ მათ აკადემიურ მოსწრებაზე სერიალებს გავლენა არანაირი გავლენა არ აქვს, 38.6 % აღიარებს გარკვეულ გავლენას, მხოლოდ 11.1% აფიქსირებს გავლენის არსებობას. აღნიშნული ამტკიცებს, რომ პასუხები ბოლომდე სანდო არ არის.

რაც შეეხება სერიალების მიერ სტუდენტებზე ფსიქოლიური ზეგავლენას, მივიღეთ შემდეგი შედეგები. კითხვაზე ‘’ახდენს თუ არა გავლენას სერიალები თქვენს ჩაცმის სტილზე’’ გამოკითხულთა უმრავლესობა 55.4% არ აღიარებს ზეგავლენას. ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სერიალები მათ საუბრის მანერაზეც არ მოქმედებს (47.2%). რესპონდენტთა  უმრავლესობა ასევე არ აღიარებს, რომ სერიალები ზეგავლენას ახდენს მათ გემოვნებაზე (32.3%).  თუმცა, კითხვაზე  ‘’რომელიმე საკითხზე ხომ არ შეგიცვლიათ აზრი სერიალების ყურების შემდეგ?’’ 70% გამოკითხულთაგან გვპასუხობს, რომ ისინი განიცდიან სერიალების გარკვეულ გავლენას, მხოლოდ 30% აღნიშნავს, რომ არასდროს შეცვლია სერიალის გამო  აზრი რომელიმე საკითხზე.

კროსტაბულაციის შედეგების გაცნობის შემდგომ არ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი განსხვავებები სქესის ნიშნით. მაგალითად, კითხვაზე  სერიალებს უყურებს გამოკითხულ მამაკაცთა 46.8%, ხოლო მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა 57,5%, მაგრამ განსხვავებული შედეგები მოგვცა კითხვაზე – ‘’შეიძლება თუ არა სერიალების ყურება თქვენს ჰობად ჩაითვალოს?’’- მიღებულმა პასუხებმა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მამაკაცთა 50%  და მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა 33% მიიჩნევს, რომ სერიალების ყურება მათი ჰობია.

    რაც შეეხება სხვადასხვა მონაცემის ერთმანეთთან კორელაციას. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რამდენიმე კავშირი. მაგალითად ერთმანეთთან მაღალ კორელაციაშია სერიალების ყურება და უნივერსიტეტში სტიპენდიის ქონა.  ასევე სერიალების ყურება მაღალ კორელაციაშია სოციალური ქსელების მოხმარებასთან. ერთმანეთთან კავშირშია სტუდენტების ასაკი და სერიალების ყურებით გამოწვეული ფსიქოლოგიური ზეგავლენები.

დასკვნა

მიუხედავად არსებული თეორიისა, რომ სერიალების ყურება იწვევს ადიქციას, პრაქტიკაში ჩატარებულმა კვლევამ განსხვავებული შედეგი მოგვცა.

ჩვენი კვლევის მიზანს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ წარმოადგენდა იმის დადგენა იყვნენ თუ არა ქართველი სტუდენტები სერიელებზე დამოკიდებულნი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ჰიპოთეზა: ქართველი სტუდენტებს ახასიათებთ სერილებზე დამოკიდებულება (ადიქცია), არ გამართლდა.

როგორც აღმოჩნდა, ქართველი სტუდენტებისთვის სერიალები ძირითადად განტვირთვის საშუალებას წარმოადგენს და მათი ყურება სტუდენტების ყოველდღიურობაზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობა სერიალების ყურებას დიდ დროს არ უთმობს და შესაბამისად ეს უარყოფითად არ აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე, ძილის განრიგსა თუ სოციალურ ურთიერთობებზე.

  წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის მიხედვით მეცნიერები ასკვნიან, რომ დღეში ექვსი საათის განმავლობაში სერიალების ყურება ადიქციის ერთ-ერთი სიმპტომია. ეს  ტენდენცია ჩვენს კვლევაში არ დაფიქსირდა. მხოლოდ 27 გამოკითხული უყურებს სერიალებს  15 საათი კვირის განმავლობაში, რაც ზღვარზე ბევრად დაბალია, ეს მიუთითებს, რომ ამ დასკვნის ქართველ სტუდენტებზე განზოგადება არ ხდება.

ნაშრომის ‘’watching TV affect Social Interactions’’- ის მიხედვით სერიელები წარმოადგენენ სოციალურ ხიდს დამიანებს შორის. მათი ყურება საზოგადოებაში სოციალიზაციის განუყოფელი ნაწილია.  [4] ეს ტენდენცია ჩვენი კვლევის ფარგლებშიც დადასტურდა. გამოკითხულთა უმრავლესობამ  დააფიქსირა აზრი, რომ სერიალების ყურება მის სამეგობრო წრეში საერთო ინტერესს და განხილვის თემას წარმოადგენს, რაც მათ ეხმარებათ კომუნიკაციის დამყარებაში.

ნაშრომში “Effect of TV Fashion Shows on Dressing Style of Female Students” აღნიშნულია, რომ სერიალებს განუზაზღვრელი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე, განსაკუთრებით კი ჩაცმის სტილზე. ეს დავადასტურეთ ჩვენი კვლევის შედეგებითაც. რესპოდენტთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ სერიალებში არსებული მოდური ტენდენციები აქტიურად გადმოაქვთ რეალობაში. [6]

 

გამოყენებული ლიტერატურა

[1] Meghan Neal. (2016 წლის 18 Jan). From https://motherboard.vice.com/amp/en_us/article/3daqaj/is-watching-tv-actually-a-good-way-to-rest-your-brain?fbclid=IwAR1-jUMgIky44vcqa11G6nThFIBxLWeT7SZTLal-bkUYxmd07ErJwF4wMbM

[2] Fei Wang, Shengdong Lin, Xue Ke. (2015 წლის 25 April). http://www.ncbi.nlm.nih.go. From https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4429808/

[3] Heid, M. (2017 წლის 5 september ). http://www.menshealth.com. From https://www.menshealth.com.sg/health/how-binge-watching-tv-almost-harmful-drug-addiction/?fbclid=IwAR3gNjhukyQ3wpAsuVo_9Y90Q_MJo6W0aPM0Ils_wvaLaxvncOo_Rr4utqI

[4] Lokhandwala, H. (n.d.). From https://www.academia.edu/31343304/Does_Binge-watching_TV_affect_Social_Interactions

[5] Steve Sussman, Nadra Lisha, Mark Griffiths. (2011 წლის 11 Jul). http://www.ncbi.nlm.nih.gov. From https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3134413/

[6] Zareen, S. (n.d.). From https://www.academia.edu/5189993/Effect_of_TV_Fashion_Shows_on_Dressing_Style_of_Female_Students

[7] სოფო ომანაძე, ნინო გაჩეჩილაძე, ანა ლებანიძე, სოფო ჩაჩანიძე. (2016). http://www.fes-caucasus.org. From http://www.fes-caucasus.org/fileadmin/Publications/2016/Geo_YouthStudy_Georgia_Web.pdf

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

ექთნების საქმიანობის გარემოს მახასიათებლები და სამუშაოთი კმაყოფილება საქართველოში

თენგიზ ვერულავა1

1 ჯანდაცვის და დაზღვევის ინსტიტუტი, ბიზნესის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2015; 1(1)

Download PDF

 

აბსტრაქტი

შესავალი: ჯანდაცვის სისტემა და მოსახლეობისთვის მიწოდებული მომსახურება არსებითად არის დამოკიდებული ქსელში მომუშავე კადრების რაოდენობაზე, მათ მომზადებასა და შენარჩუნებაზე. საქართველოში აღინიშნება ექთნების რაოდენობის დეფიციტი რაც უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე და პაციენტის სამედიცინო მომსახურების შედეგებზე. კვლევის მიზანს წარმოადგენს ექთნების დეფიციტის მიზეზების, საექთნო პრაქტიკის გარემოს მახასიათებლების, მედდების შეკავების და სამუშაოთი კმაყოფილების პრობლემის შესწავლა საქართველოში. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხა თბილისის სავადმყოფოებში მომუშავე ექთნები სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. შედეგები: რესპოდენტთა უმრავლესობის მიხედვით ექთნების სამუშაოთი კმაყოფილება დაბალია. ასევე დაბალია საექთნო პრაქტიკის გარემოს მახასიათებლები, მათ შორის კადრების სათანადო დაკომპლექტება და რესურსები. შესაბამისად, მაღალია სამუშაოთი დატვირთვიანობის მაჩვენებელი, მაშინ როდესაც რესპოდენტთა უმრავლესობა (85%) არ არის კმაყოფილი ხელფასით. საკმაოდ მაღალია სამუშაოს დატოვების განზრახვის მაჩვენებელი (38%). კვლევის შედეგების მიხედვით არსებობს კორელაცია საექთნო პრაქტიკის გარემოს, სამუშაო კმაყოფილებას და ექთნების სამუშაო ადგილზე შეკავებას შორის. დისკუსია: ექთნების რაოდენობის დეფიციტი დაკავშირებულია სხვადასხვა მიზეზებთან, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის უუნარობა შეინარჩუნოს ექთანი სამუშაო ადგილზე. ექთნებისთვის მიმზიდველი არ არის, და შესაბამისად ნაკლები სურვილი აქვთ იმუშაონ არსებულ სამუშაო პირობებში. შედარებით უარყოფით გარემო პირობებში დაბალია სამუშაოთი კმაყოფილება და იზრდება სამედიცინო დაწესებულების დატოვების მზაობა. დასკვნა: მიზანშეწონილია საექთნო საქმიანობის გარემოს მახასიათებლების გაუმჯობესება, კერძოდ, სამუშაოთი კმაყოფილების გაზრდა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დიდ საავადმყოფოებში კადრებით დაკომპლექტებას და რესურსების განაწილებას. საექთნო საქმიანობის გარემოს გაუჯობესების პროგრამების შეიძლება ხელი შეუწყოს ექთნების სამუშაო ადგილზე შეკავებას და ამით შეამციროს ექთნების დეფიციტი.

ძირითადი საძიებო სიტყვები:  ჯანდაცვა,  ექთნების დეფიციტი, სამუშაოთი კმაყოფილება.

ციტირება: თენგიზ ვერულავა. ექთნების საქმიანობის გარემოს მახასიათებლები და სამუშაოთი კმაყოფილება საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2015; 1 (1).

Nurses’ Work Environment Characteristics and Job Satisfaction

Abstract

Background: There is an nursing shortage in Georgia. Improving the practice environment has been shown to be a successful strategy against this phenomenon, as the practice environment is associated with retention and job satisfaction. The purpose of this study was to measure practice environment characteristics, retention and job satisfaction. Methods: Questionnaire were administered to nurses working in hospitals. Retention was measured by intent to leave the organization and work experience. Results: Approximately 38% of the nurses reported their intention to leave job. A negative correlation was found between intention to leave and practice environment characteristics, with a moderate correlation between job satisfaction and practice environment characteristics. Conclusions:  Policy makers and hospital managers should address the practice environment, in order to improve job satisfaction and increase retention.

Keywords: Practice environment, Job satisfaction, Nurse retention.

Tengiz Verulava. (2015). Nurses’ Work Environment Characteristics and Job Satisfaction. Health Policy, Economics and Insurance, 1 (1).

შესავალი

საექთნო კადრებით უზრუნველყოფა

საექთნო საქმე დამოუკიდებელი ან ჯგუფური საქმიანობაა, რომლის ძირითადი მიზანია ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენა და შენარჩუნება, უნარშეზღუდულთა, ავადმყოფთა და ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა მოვლა, დაავადებათა პროფილაქტიკა[1].

ჯანდაცვის სისტემები და მოსახლეობისთვის მიწოდებული მომსახურება არსებითად არის დამოკიდებული ქსელში მომუშავე კადრების რაოდენობაზე, მათ მომზადებასა და შენარჩუნებაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2006 წლის მოწოდების თანახმად, “სათანადო კვალიფიკაციის კადრების მომზადება და მათი საჭირო ადგილას გამოყენება შესაბამისი დავალებების შესასრულებლად ჯანდაცვის საკადრო პოლიტიკის ძირითადი მიზანია”[2].

საბჭოთა სისტემიდან დამოუკიდებელ საქართველოს მემკვიდრეობად ერგო ჭარბი ინფრასტრუქტურა, დიდი საწოლთა ფონდით და პერსონალით. 1990-იანი წლების დასაწყისში ჯანდაცვის სისტემა ფუნქციონირება გრძელდებოდა წარსულის ინერციით. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შედეგად მრავალი ღონისძიება გატარდა სამედიცინო პერსონალის შესამცირებლად, მათი რაოდენობა მაინც მაღალი იყო. 100,000 მოსახლეზე ექიმთა რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 500-ს, ხოლო ექთნების რაოდენობა – 1000-ს, თუმცა 1994 წელს პირველად აღინიშნა ექთნების რაოდენობის კლება 7 %-ით.

ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს ერთ-ერთი მაღალი ადგილი უკავია ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის[3]. 2012 წლის მონაცემებით, 1000 სულ მოსახლეზე 4.8 ექიმი მოდის[4]. ექიმთა უზრუნველყოფის მაჩვენებლისაგან განსხვავებით, საქართველოში ექთნების რაოდენობა ერთ-ერთი დაბალია ევროპის რეგიონში და წლიდან წლამდე მცირდება[5] (ნახატი 1).

ნახატი 1. ექთნების უზრუნველყოფის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე

Picture1

წყარო: ჯანმო/ევროპის ბიურო, ევროპის ჯანმრთელობა ყველასათვის მონაცემთა ბაზა, 2012 წლის ივნისი; დკ&სჯეც.

ნახატი 2. ექთანთა რაოდენობა, 1913-2012 წ.

Picture2

წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 1994-2012 წწ.; Большая медицинская энциклопедия, М., 1989 г.

ნახატი 3. ექთანთა უზრუნველყოფის მაჩვენებელი 10 000 მოსახლეზე, 1913-2012 წ.

Picture3

წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 1994-2012 წწ.; Большая медицинская энциклопедия, М., 1989 г.

სტატისტიკის მიხედვით, დღესდღეისობით საქართველოში 13,000 ექთანი არის დასაქმებული, ხარისხიანი მუშაობისათვის კი, სპეციალისტების აზრით, საჭიროა ამ ციფრის 30,000-მდე გაზრდა, ევროპული მაჩვენებლის მისაღწევად კი, ქვეყანამ წელიწადში 1,400 ექთანი უნდა აწარმოოს.

სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს ექთნების რაოდენობის ექიმების რაოდენობასთან შეფარდება წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული შეფარდება არის 4:1[6].

1991 წელს ერთ ექიმზე მოდიოდა 2.2 ექთანი, 1994 წელს ექიმსა და ექთანს შორის თანაფარდობა 1.9-მდე შემცირდა, ხოლო 1997 წელს ერთ ექიმზე საშუალოდ ერთი ექთანი მოდიოდა[7]. შემდგომ წლებშიც ჯანდაცვის სისტემამ ვერ შეძლო სამედიცინო პერსონალის გეოგრაფიულად გადანაწილების, ექთნების რაოდენობის კატასტროფულად შემცირების პრობლემის მოგვარება. პერიოდის ბოლოს ექიმების რაოდენობა უკვე აღემატებოდა ექთნების რაოდენობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სისტემის ფუნქციონირებას, მის ხარჯ-ეფექტიანობასა და მდგრადობას[8]. 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 1:09-ს, რითაც ერთ-ერთი ბოლო ადგილზეა ევროპაში[9]. შედარებისათვის, ბელგიაში ეს თანაფარდობა შეადგენს 6 ექთანს ერთ ექიმზე, შვეიცარიაში – 5.3-ს, ხოლო გერმანიაში – 3.4-ს.[10]

ნახატი 4. ექიმებისა და ექთნების რაოდენობის შეფარდების მაჩვენებელი, 2010 წ.

Picture4

წყარო: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2013 წ.

ასევე პრობლემას წარმოადგენს ექთნების არათანაბარი გეოგრაფიული განაწილება ქვეყანაში. ექთნებით უზრუნველყოფა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია მხოლოდ თბილისსა და  რაჭა-ლეჩხუმში; ექიმების რაოდენობა აჭარბებს ან უტოლდება ექთნების რაოდენობას ქვეყნის უმეტეს რეგიონში, მხოლოდ რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონია ექთნებისა და ექიმების რაოდენობის თანაფარდობის სასურველ დონესთან (2:1) მიახლოვებული[11].

ნახატი 5. ექიმებისა და ექთნების უზრუნველყოფის მაჩვენებლის გეოგრაფიული განაწილება, 2011 წელი

Picture5

წყარო: ჯანმო/ევროპის ბიურო, ევროპის ჯანმრთელობა ყველასათვის მონაცემთა ბაზა, 2012 წლის ივნისი; დკ&სჯეც.

ქვეყნის მასშტაბით ექთნების რაოდენობის შემცირებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა ხელფასის დაბალმა დონემ. ექთნებისა და მათი თანაშემწეების ხელფასების საკითხებს სახელმწიფო არ არეგულირებს და ის, თუ რამდენს გადაუხდიან სამედიცინო პერსონალს, სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ზოგი ექსპერტის აზრით, საქართველოში ექთნების დაბალი ხელფასი მათი დაბალი კვალიფიციურობითაც არის გამოწვეული. ექთნების დაბალ კვალიფიკაციაზე ზემოქმედებს ის გარემოება, რომ ქვეყანაში არ არსებობს ექთნებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები[12]. არაიშვიათად, ექთნების ხელფასი 150 ლარზეც ნაკლებია. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სოფლად ექთნის დაფინანსება 350 ლარიდან 455 ლარამდე გაიზარდა.

სავალალო მდგომარეობაა ექთნების დაბერების მაჩვენებელშიც, საბჭოური სამედიცინო განათლება მიღებული და მაღალი კვალიფიკაციის ექიმების და ექთნების საშუალო ასაკი უკვე გადაცდა 50 წელს, ხოლო უახლოეს წლებში მოსალოდნელია მათი დეფიციტი[13].

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში წელიწადში 100-მდე ექთანი ამთავრებს სასწავლებელს, მაშინ, როდესაც საშუალო ევროპული მაჩვენებლით, ქვეყანამ წელიწადში 1400 ექთანი უნდა აწარმოოს[14].

დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით 2007-2011 გადამზადებული პირველადი ჯანდაცვის ექთნების რაოდენობამ 1934 შეადგინა, რაც პჯდ-ის განვითარების გეგმით განსაზღვრული საჭიროების 80 %-ს აღემატება[15].

ნახატი 6. გადამზადებული ექთნების რაოდენობის გეოგრაფიული განაწილება

Picture6

წყარო: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2013 წ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყანაში მოქმედი ადამიანური რესურსების განვითარების სისტემა საჭიროებს რეფორმირებას, რათა მოხდეს ჯანდაცვის სექტორში საჭიროებებიდან გამომდინარე, ექთნების როლის, ფუნქციების განსაზღვრა და რაოდენობის გაზრდა.

საექთნო საქმის რეფორმა გულისხმობს მის დამოუკიდებელ პროფესიად ჩამოყალიბებას, რომლის მიზანია პროფესიონალი ექთნების მიერ კვალიფიციური მომსახურების გაწევა. ამისათვის საჭიროა საექთნო საქმიანობის პოპულარიზაცია,  საექთნო სასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობის გაზრდა და მათი განათლების ხარისხის ამაღლება.

ექთნების რაოდენობის დეფიციტი საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს და განსაკუთრებით მწვავედ დგას დაბალი და საშაულო შემოსავლების მქონე ქვეყნების უმრავლესობაში. იგი უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე და პაციენტის სამედიცინო მომსახურების შედეგებზე[16]. საექთნო კადრების დეფიციტი დაკავშირებულია სხვადასხვა მიზეზებთან, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჯანდაცვის სისტემის უუნარობას შეინარჩუნოს ექთანი სამუშაო ადგილზე[17]. ექთნებისთვის მიმზიდველი არ არის, და შესაბამისად ნაკლები სურვილი აქვთ იმუშაონ არსებულ სამუშაო პირობებში[18]. საექთნო პრაქტიკის გარემო პირობები ბევრ ქვეყნებში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მათი ადგილზე შეკავებისა და სამუშაოთი კმაყოფილების თვალსაზრისით[19];[20];[21]. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია ექთნების დეფიციტის პირობებში[22];[23], სამედიცინო დაწესებულების შედარებით უარყოფით გარემო პირობებში დაბალია სამუშაოთი კმაყოფილება და იზრდება სამედიცინო დაწესებულებიდან წასვლის მზაობა.

კვლევის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი დაეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს გაერკვნენ თუ რასთან არის დაკავშირებული ექთნების დეფიციტი. კვლევა აღწერს საექთნო პრაქტიკის გარემოს მახასიათებლებს, მათ კავშირს ექთნების შეკავების და სამუშაოთი კმაყოფილების პრობლემასთან საქართველოში.

 საექთნო საქმიანობის გარემო პირობები

საქმიანობის გარემო პირობები განისაზღვრება, როგორც სამუშაო გარემოს ორგანიზაციული მახასიათებლები, რომლებიც ხელს უწყობენ ან ხელს უშლიან პროფესიულ საექთნო პრაქტიკას[24];[25]. საქმიანობის გარემო პირობები შედგება ხუთი მახასიათებლისგან:

  1. ექთნების მონაწილეობა საავადმყოფოს მართვაში;
  2. ექთნების წვლილი სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფაში;
  3. საექთნო ადმინისტრირების უნარიანობა, შესაძლებლობები, ლიდერობა და ექთნების მხარდაჭერა;
  4. საშტატო დაკომპლექტება და საკადრო რესურსების შესაბამისი გამოყენება;
  5. ექიმებისა და ექთნების ურთიერთობები.

საექთნო საქმიანობის გარემო როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პირობებში (გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურება) შესწავლილ იქნა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, კანადა, ისლანდია და ტაივანი[26], ესტონეთი[27], ფინეთი და ჰოლანდია[28], ირლანდია[29]. ქვეყნებს შორის განსხვავებული შედეგები იქნა მიღებული საექთნო საქმიანობის გარემოს მასშტაბის გაზომვის (Practice Environment Scale – PES) გამოყენებით[30].

ექთნების სამუშაო ადგილზე შეკავება / ბრუნვა

ბევრ ქვეყანაში აღინიშნება ექთნების სამუშაო ადგილზე შეკავების პრობლემა[31]. მსოფლიოში ექთნების მიერ სამუშაოს დატოვების განზრახვის მაჩვენებელი მერყეობს 13.5-67.5%[32];[33]. მაგალითად, აშშ-ში ექთნების სამუშაო ადგილების საშუალოდ 8.5-14% ვაკანტურია, ამასთან, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია გადაუდებელი (რეანიმაციული) სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტებში[34]. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ისრაელის საავადმყოფოების კლინიკურ დეპრტამენტებში შეინიშნება ექთნების მაღალი ბრუნვა, კერძოდ, რეანიმაციული დეპარტამენტის ექთნების 48% მიღებულ იქნა შინაგანი მედიცინის დეპარტამენტიდან[35]. ისრაელში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გაიზარდა ექთნების დაინტერესება ქვეყნის გარეთ დაეწყოთ სამუშაო[36];[37]. ამის მიზეზები გახლდათ საექთნო კადრებით დაკომპლექტების ნაკლებობა, რომელიც იწვევს არსებული ექთნების ზედმეტად დატვირთვას; მომსახურების დაბალი ხარისხი; ექთნების მიერ არაპროფესიონალური დავალებების შესრულება[38]. კვლევების მიხედვით, საექთნო საქმიანობის გარემო პირობებსა ექთნების მიერ სამსახურის დატოვების განზრახვას შორის არსებობს მნიშვნელოვანი უარყოფითი კორელაცია[39]. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საექთნო საქმიანობის გარემო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენდა ექთნების სამუშაო ადგილზე შეკავების მნიშვნელოვან სტრატეგიას[40];[41].

სამუშაოთი კმაყოფილება

კვლევების მიხედვით, ექთნების სამუშაოთი კმაყოფილება კორელაციაშია სამუშაო პირობებთან და ორგანიზაციულ გარემოსთან[42];[43]. სამუშაოთი კმაყოფილება მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ექთნების სამუშაო ადგილზე შეკავებაზე[44]. ექიმსა და ექთნების შორის ურთიერთობები, ასევე საავადმყოფოს დეპარტამენტში მართვის თავისებურებები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს სამუშაოთი კმაყოფილებაზე[45]. კვლევების მიხედვით, ექთნები, რომლებსაც ჰქონდათ მაღალი დატვირთვა, ნაკლებად იყვნენ სამუშაოთი კმაყოფილები[46]. გადაუდებელი დახმარების ექთნების ამერიკული ასოციაციის მიერ შემუსავებულ იქნა “ჯანსაღი სამუშაო გარემოს” კონცეფცია, რომლის მიზანია ექთნების სამუშაოთი კმაყოფილების ამაღლება[47]. განისაზღვრა ექვსი სტანდარტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯანმრთელი სამუშაო გარემოს განვითარების მიზნით: საკომუნიკაციო უნარები, ხელმძღვანელობის ნდობა, მნიშვნელოვანი აღიარება, შესაბამისი საშტატო დაკომპლექტება, ეფექტური გადაწყვეტილების მიღება და თანამშრომლებს შორის კოლეგიალური თანამშრომლობა[48].

ამრიგად, კვლევების მიხედვით, საექთნო საქმიანობის გარემოს, ექთნების სამუშაო ადგილზე შეკავებასა და სამუშაო კმაყოფილებას შორის არსებობს კორელაცია. აღნიშნული საკითხი არ არის გამოკვლეული საქართველოში. შესაბამისად, კვლევის მიზანია საქართველოში საექთნო საქმიანობის გარემოს, ექთნების შეკავებისა და სამუშაოთი კმაყოფილების და ამ ფაქტორებს შორის კორელაციის შესწავლა. ამ გზით, შესაძლებელია იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებენ გამოვლენას და გადაწყვეტას.

მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია საექთნო საქმიანობის საკითხებზე არსებული ლიტერატურა. კვლევა მოიცავდა რაოდენობრივ კომპონენტს. რაოდენობრივი კომპონენტის ფარგლებში გამოიკითხა თბილისის 3 სავადმყოფოს ექთნების გარკვეული რაოდენობა (100 ექთანი). კვლევა ჩატარდა სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით.

იმის გამო, რომ კვლევა ტარდებოდა შეზღუდულ დროში, კვლევის არეალს წარმოადგენდა თბილისის კლინიკები.

შედეგები

რაოდენობრივი კომპონენტის ფარგლებში გამოიკითხა თბილისის 3 სავადმყოფოს ექთნების გარკვეული რაოდენობა (100 ექთანი). რესპოდენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ ქალები (n = 100, 100%). რესპოდენტთა უმრავლესობა (38%) შეადგენდა 40-49 წლის ასაკს.  (ცხრილი 1).

გამოკითხულთა უმრავლესობას შეადგენდნენ დაოჯახებული ქალები (45%), ხოლო მარტოხელა ქალები შეადგენდნენ მესამედს (32%), ექთნების უმეტესობა მუშაობდა სრული განაკვეთით (68%) (ცხრილი 1).

ცხრილი 1: დემოგრაფიული და პროფესიული მახასიათებლები (N = 100)

Picture7

ექთნების მონაწილეობა საავადმყოფოს საქმიანობაში

ექთნების უმრავლესობა (56%) მიიჩნევს რომ მათ არ აქვთ საექთნო საქმიანობის კარიერული განვითარების, კლინიკური სრულყოფის შესაძლებლობა. ექთნების უმრავლესობის (63%) აზრით,  მათ არ აქვთ შესაძლებლობა მონაწილობა მიიღონ საავადმყოფოს პოლიტიკის გადაწყვეტილებებში. თითქმის თანაბრად გადანაწილდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა რომლებიც მიიჩნევენ (49%)/ან არ მიიჩნევენ (51%), რომ მთავარი ექთანი თვალშისაცემი და შესამჩნევი პერსონალია. რესპოდენტთა 60% არ მიიჩნევს რომ მთავარ ექთანს აქვს ისეთივე ძალაუფლება და უფლებამოსილებები როგორც საავადმყოფოს სხვა მაღალი დონის აღმასრულებელ კადრებს. რესპოდენტთა 70% არ მიიჩნევს რომ ექთნისათვის საავადმყოფოში არის შესაძლებლობები წინსვლისთვის. რესპოდენტთა 55% მიიჩნევს, რომ ადმინისტრაცია ყოველთვის ისმენს და პასუხობს თანამშრომელთა პრობლემებს, საზრუნავს. რესპოდენტთა 69% მიიჩნევს, რომ ექთნები ჩართული არ არიან საავადმყოფოს შიდა მმართველობაში (მაგალითად, კომიტეტების საქმიანობაში მონაწილეობა, პოლიტიკის განსაზღვრა). რესპოდენტთა 66% მიიჩნევს, რომ ექთნებს არ აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ საავადმყოფოს კომიტეტებში. რესპოდენტთა უმრავლესობა (76%) მიიჩნევს რომ საექთნო საქმის ხელმძღვანელები ყოველდღიურ პრობლემებზე და პროცედურებზე კონსულტაციებს ატარებენ ექთნებთან.

ცხრილი 2: ექთნის მონაწილეობა საავადმყოფოს საქმიანობაში

Picture8

ექთნების წვლილი სამედიცინო მომსახურების ხარისხთან მიმართებით

რესპოდენტთა უმრავლესობა (64%) მიიჩნევს, რომ საავადმყოფო ცდილობს განავითაროს ექთნების საგანმანათლებლო პროგრამები. რესპოდენტთა უმრავლესობა (77%) მიიჩნევს, რომ ადმინისტრაცია ჩვენგან ელოდება საექთნო საქმიანობის მაღალ სტანდარტებს. რესპოდენტთა უმრავლესობა (70%) მიიჩნევს, საავადმყოფოში არ არის აღიარებული საექთნო საქმიანობის წმინდა ფილოსოფია, და ამ ფილოსოფიით არ არის გამსჭვალული პაციენტის მოვლის გარემო. რესპოდენტთა უმრავლესობა (60%) მიიჩნევს, ისინი მუშაობენ ექთნებს შორის, რომლებიც არიან კლინიკურად კომპეტენტურნი.

რესპოდენტთა უმრავლესობა (66%) მიიჩნევს, რომ საავადმყოფოში არის ხარისხის უზრუნველყოფის საკმაოდ მოქმედი პროგრამა. რესპოდენტთა უმრავლესობა (55%) მიიჩნევს, რომ საავადმყოფოში არის სპეციალური პროგრამა ახლად დაქირავებულთათვის. რესპოდენტთა უმრავლესობა 62% არ მიიჩნევს, რომ საექთნო საქმიანობა ეფუძნება საექთნო მოდელს, ვიდრე სამედიცინო მოდელს.

ცხრილი 3: ექთნების წვლილი სამედიცინო მომსახურების ხარისხთან მიმართებით

Picture9

რესპოდენტთა უმრავლესობა 74% მიიჩნევს, რომ საავადმყოფოში არსებობს ყოველდღიური საექთნო მოვლის წერილობითი გეგმები ყველა პაციენტისათვის

რესპოდენტთა უმრავლესობა 79% მიიჩნევს, რომ საავადმყოფოში არის პაციენტის უწყვეტი მოვლის პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მომსახურების უწყვეტობას, ანუ ერთიდაიგივე ექთანი ზრუნავს პაციენტზე რამოდენიმე დღის განმავლობაში.

ექთნების მენეჯერიალური უნარები, ლიდერობა, ექთნების მხარდაჭერა

რესპოდენტთა უმრავლესობა (66%) არ მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელი კადრები ყოველთვის ცდილობენ იყვნენ ექთნების მხარდამჭერები.

რესპოდენტთა უმრავლესობა (63%) არ მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელი კადრები ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს იყენებენ როგორც სასწავლო, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას და არა ჩვენს გასაკრიტიკებლად და დასასჯელად.

რესპოდენტთა უმრავლესობა (71%) მიიჩნევს, რომ მთავარი ექთანი კარგი მენეჯერი და ლიდერია.

რესპოდენტთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ სამუშაოს კარგად შესრულებას ყოველთვის მოჰყვება ქება და აღიარება.

რესპოდენტთა უმრავლესობა (72%) მიიჩნევს, რომ მთავარი ექთანი მხარს უჭერს საექთნო პერსონალს გადაწყვეტილების მიღებისას, თუნდაც ამან განაპირობოს ექიმებთან კონფლიქტი.

ცხრილი 4: ექთნების მენეჯერიალური უნარები, ლიდერობა, მედდების მხარდაჭერა

Picture10

კადრებით დაკომპლექტება და რესურსების ადექვატურობა

რესპოდენტთა უმრავლესობა (63%) მიიჩნევს, რომ მას აქვს სათანადო პირობები, რომ თავის პაციენტთან გაატაროს შესაბამისი დრო.

რესპოდენტთა უმრავლესობა (54%) მიიჩნევს, რომ საკმარისი დრო და შესაძლებლობა აქვს, რომ სხვა ექთანთან განიხილოს პაციენტის სამედიცინო მომსახურების პრობლემები.

რესპოდენტთა უმრავლესობა (66%) არ მიიჩნევს, რომ საკმარისი ექთნებია, რომ ჩატარდეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.

რესპოდენტთა უმრავლესობა (73%) არ მიიჩნევს, რომ სამუშაოს შესასრულებლად საკმარისი პერსონალია.

ცხრილი 5: კადრებით დაკომპლექტება და რესურსების ადექვატურობა

Picture11

ექთნებისა და ექიმების კოლეგიალური ურთიერთობები

რესპოდენტთა უმრავლესობა (73%) მიიჩნევს, რომ ექიმებსა და ექთნებს ერთმანეთთან აქვთ კარგი სამუშაო ურთიერთობები.

რესპოდენტთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ ექთნებსა და ექიმებს შორის გუნდური მუშაობებია.

რესპოდენტთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ საავადმყოფოში არის ექთნებსა და ექიმებს შორის თანამშრომლობა (ერთობლივი პრაქტიკა).

ცხრილი 6: ექთნისა და ექიმების კოლეგიალური ურთიერთობები

Picture12

აღსანიშნავია, რომ რესპოდენტთა 38%-ს აქვს მზაობა დატოვოს სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამინდელი სამუშაო ადგილი.

ცხრილი 7: ექთნის სამუშაოს ადგილზე შეკავება

Picture13

ექთნებს უნდა შეეფასებინათ 1-დან 5 ქულამდე სამუშაოთი კმაყოფილება. 1 ქულა წარმოადგენდა უმდაბლეს მაჩვენებელს, ხოლო 5 ქულა უმაღლეს მაჩვენებელს. როგორც კვლევიდან ირკვევა, რესპოდენტთა უმრავლესობის მიხედვით ექთნების სამუშაოთი კმაყოფილება დაბალია.

ცხრილი 8: ექთნის სამუშაოთი კმაყოფილება

Picture14

ექთნებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე, კვირაში თუ რამდენი საათი მუშაობენ საავადმყოფოში. რესპოდენტთა უმრავლესობა კვირაში 42 საათიდან 59 საათამდე მუშაობს (42%), ასევე  საყურადღებოა, რომ რესპოდენტთა 29% აღნიშნავს, რომ კვირაში 60-დან 79 სთ-მდე უწევთ მუშაობა.

ცხრილი 9: კვირაში რამდენი საათი გიწევთ მუშაობა საავადმყოფოში

Picture15

რესპოდენტთა უმრავლესობა (85%) უკმაყოფილოა ხელფასით, კმაყოფილი აღმოჩნდა ძალიან მცირე რაოდენობა (15%).

ცხრილი 10: რამდენად კმაყოფილი ხართ ხელფასით?

Picture16

კვლევამ აჩვენა რომ არსებობს კორელაცია საექთნო საქმიანობის გარემოს მახასიათებლებსა და სამედიცინო დაწესებულების დატოვების განზრახვას შორის, ასევე კორელაცია აღინიშნებოდა საექთნო საქმიანობის გარემოს მახასიათებლებსა და სამუშაოთი კმაყოფილებას შორის.

დისკუსია

კვლევის შედეგების მიხედვით არსებობს კორელაცია საექთნო პრაქტიკის გარემოს, სამუშაო კმაყოფილებას და ექთნების სამუშაო ადგილზე შეკავებას შორის.

საექთნო პრაქტიკის გარემოს შეფასების საუკეთესო მაჩვენებელია სამუშაოთი კმაყოფილება. როგორც კვლევიდან ირკვევა, რესპოდენტთა უმრავლესობის მიხედვით ექთნების სამუშაოთი კმაყოფილება დაბალია. ასევე კორელაცია აღინიშნება სამუშაოთი კმაყოფილებასა და ექთნის საქმიანობის გარემოს  შორის. მსგავსი შედეგი იქნა მიღებული სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მიხედვითაც[49];[50].

როგორც კვლევიდან ჩანს, საექთნო პრაქტიკის გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელის “კადრების სათანადო დაკომპლექტება და რესურსები” მხრივ აღინიშნება პრობლემა. თუმცა, მიღებული შედეგები არ არის მოულოდნელი, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი შედარებით მაღალია. პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება თუ გავითვალისწინებთ, რომ ექთნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით აღინიშნება კლების ტენდენცია. ასევე შეინიშნება კორელაცია საექთნო საქმიანობის გარემოს, სამუშაოთი კმაყოფილებასა და საექთნო კადრებით დაკომპლექტებას შორის.

ექთნების სამუშაო ადგილზე შეკავება გაზომილ იქნა მეთოდით – სამუშაოს დატოვების განზრახვით. სამუშაოს დატოვების განზრახვის დონე საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელი აღმოჩნდა (38%). შედარებისათვის, საერთაშორისო დონეზე, ექთნების მიერ სამუშაოს დატოვების განზრახვის დონე მერყეობს 13.5-67.5%-მდე[51];[52].

კვლევის შედეგად დასტურდება კორელაცია საექთნო საქმიანობის გარემოს მაჩვენებლებსა და სამუშაოს დატოვების განზრახვას შორის. იგივე შედეგები იქნა მიღებული სხვა ქვეყნების კვლევების მიხედვით[53];[54],[55].

აქვე აღსანისნავია, რომ რესპოდენტთა საკმაოდ დიდი ნაწილი აღნიშნავს სამუშაოთი დატვირთვიანობის მაღალ მაჩვენებელს, მაშინ როდესაც რესპოდენტთა დიდი უმრავლესობა (85%) არ არის კმაყოფილი ანაზღაურების არსებული დონით.

აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ექთნის სამუშაო პირობები (ექთნისა და პაციენტის თანაფარდობა, ხელფასი) საქართველოში განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების დონეზე, რომელშიც არანაირ მონაწილეობას არ ღებულებს ჯანდაცვის სამინისტრო და ექთანთა ასოციაცია. ექთნების ხელფასის პირობებთან მიმართებით საავადმყოფოებს შორის აღინიშნება მნიშვნელოვანი განსხვავებები. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ექთნებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების გამო შეიცვალონ თავიანთი სამუშაო ადგილი.

ექთნის რაოდენობის დეფიციტი დაკავშირებულია სხვადასხვა მიზეზებთან, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის უუნარობა შეინარჩუნოს ექთანი სამუშაო ადგილზე. ექთნებისთვის მიმზიდველი არ არის, და შესაბამისად ნაკლები სურვილი აქვთ იმუშაონ არსებულ სამუშაო პირობებში. შედარებით უარყოფით გარემო პირობებში დაბალია სამუშაოთი კმაყოფილება და იზრდება სამედიცინო დაწესებულების დატოვების მზაობა.

რეკომენდაციები

იმის გათვალისწინებით, რომ ექთნების დეფიციტი სავარაუდოდ მომავალშიც შენარჩუნდება, მიზანშეწონილია საექთნო საქმიანობის გარემოს მახასიათებლების გაუმჯობესება, კერძოდ, სამუშაოთი კმაყოფილების გაზრდა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დიდ საავადმყოფოებში კადრებით დაკომპლექტებას და რესურსების განაწილებას. საექთნო საქმიანობის გარემოს გაუჯობესების პროგრამების შეიძლება ხელი შეუწყოს ექთნის სამუშაო ადგილზე შეკავებას და ამით შეამციროს ექთნების დეფიციტი.

გამოყენებული ლიტერატურა 

[1]    გერზმავა ოთარ. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი. თბილისი. 2008 წ.

[2] World Health Organization. The world health report 2006: working together for health, Geneva, 2006.

[3] ჯანდაცვის სამინისტრო, 2013. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

[4] ჯანდაცვის სამინისტრო, 2013. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. გვ. 28.

[5] იქვე.

[6] ჯანდაცვა, სტატისტიკური ცნობარი, 2012. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. თბილისი. 2013 წ. გვ.30.

[7] დამოუკიდებელი საქართველო-სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სისტემები. 2011 წ.

[8] დამოუკიდებელი საქართველო-სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სისტემები. 2011 წ.

[9] ჯანდაცვის სამინისტრო, 2013. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

[10] იქვე.

[11] იქვე.

[12] ფრანგიშვილი ია. რა ღირს ექთნის შრომა. გაზეთი ბათუმელები. 2014.06.13.

http://batumelebi.netgazeti.ge/GE/batumelebi/weekly1/32590/

[13] დამოუკიდებელი საქართველო – სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სისტემები. თბილისი. 2011.

[14] კახიშვილი ნინო, ექიმთა რაოდენობა და ხარისხი. ნეტგაზეთი. 28.11.2011. http://www.netgazeti.ge/GE/81/News/7143/

[15] ჯანდაცვის სამინისტრო, 2013. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

[16] Buchan J, Aiken L: Solving nursing shortages: a common priority. J Clin Nurs 2008, 17:3262–3268.

[17] Coomber B, Bariball KL: Impact of job satisfaction components on intent to leave and turnover for hospital-based nurses: a review of the research literature. Int J Nurs Stud 2007, 44(2):297–314

[18] Buchan J, Aiken L: Solving nursing shortages: a common priority. J Clin Nurs 2008, 17:3262–3268.

[19] Kramer M: The magnet hospitals: excellence revisted. J Nurs Admin 1990, 20(9):35–44.

[20] Kramer M, Schmalenberg C: Magnet hospitals institutions of excellence. J Nurs Admin 1988, 18(1):13–24.

[21] Schmalenberg C, Kramer M: Essentials of a productive nurse work environment. Nurs Res 2008, 57:2–13.

[22] McClure ML: Magnet hospitals insights and issues. Nurs Admin Q 2005, 29(3):198–201.

[23] Kramer M, Schmalenberg CE: Best quality patient care: a historical perspective on magnet hospitals. Nurs Admin Q 2005, 29(3):275–287

[24] Lake ET: Development of the practice environment scale of the nursing work index. Res Nurs Health 2002, 25(3):176–188.

[25] Lake ET, Friese CR: Variations in nursing practice environments. Nurs Res 2006, 55:1–9.

[26] Warshawsky NE, Havens DS: Global use of the practice environment scale of the nursing work index. Nurs Res 2011, 60(1):17–31.

[27] Hinno S, Partanen P, Vehvilainen-Julkunen K, Aaviksoo A: Nurses perceptions of the organizational attributes of their practice environment in acute care hospitals. J Nurs Mgmt 2009, 17:965–974.

[28] Hinno S, Partanen P, Vehvilainen-Julkunen K: The professional nursing practice environment and nurse-reported job outcomes in two European countries: a survey of nurses in Finland and the Netherlands. Scan J Caring Sci 2012, 26:133–143.

[29] Flynn M, McCarthy G: Magnet hospital characteristics in acute general hospitals in Ireland. J Nurs Mgmt 2008, 16(8):1002–1011.

[30] Warshawsky NE, Havens DS: Global use of the practice environment scale of the nursing work index. Nurs Res 2011, 60(1):17–31.

[31] Twigg D, McCullough K: Nurse retention: a review of strategies to create and enhance positive practice environments in clinical settings. Int J Nurs Stud 2014, 51:85–92.

[32] El-Jardali F, Alameddine M, Dumit N, Dimassi H, Jamal D, Maalouf S: Nurses’ work environment and intent to leave in Lebanese hospitals: implications for policy and practice. Int J Nurs Stud 2011, 48(2):204–214.

[33] Estryn-Behar M, van der Heijden BIJM, Fry C, Hasselhorn HM: Longitudinal analysis of personal and work-related factors associated with turnover among nurses. Nurs Res 2010, 59(3):166–177.

[34] Levatak L, Buck R: Factors influencing work productivity and intent to stay in nursing. Nurs Econ 2008, 26(3):159-165.

[35] Nirel N, Yair Y, Smuel H, Riba S, Reicher S, Toren O: Registered nurses in Israel: Work force-patterns and goals. Jerusalem, Israel: Meyers-Joint Brookdale Institute of Health Policy Research; 2010:47 [In Hebrew].

[36] Ministry of Health: Annual Report of the Nursing Division [In Hebrew]. 2006. http://www.health.gov.il/PublicationsFiles/nr_2006.pdf.

[37] Nursing Division, Ministry of Health: Annual Report of the Nursing Division [In Hebrew]. 2007. http://www.health.gov.il/PublicationsFiles/nr_2007.pdf.

[38] Freda DeKeyser Ganz, Orly Toren. Israeli nurse practice environment characteristics, retention, and job satisfaction. Israel Journal of Health Policy Research 2014, 3:7. http://www.ijhpr.org/content/3/1/7

[39] Warshawsky NE, Havens DS: Global use of the practice environment scale of the nursing work index. Nurs Res 2011, 60(1):17–31.

[40] Twigg D, McCullough K: Nurse retention: a review of strategies to create and enhance positive practice environments in clinical settings. Int J Nurs Stud 2014, 51:85–92

[41] Lin S-Y, Chiang H-Y, Chen I-L: Comparing nurses’ intent to leave or stay: differences of practice environment perceptions. Nurs Health Sci 2011, 13:463–467.

[42] Lu H, Barriball KL, Zhang X, While AE: Job satisfaction among hospital nurses revisted: a systematic review. Int J Nurs Stud 2012, 49:1017–1038.

[43] Manojlovich M, Laschinger HKS: Application of the nursing worklife model to the ICU setting. Crit Care Nurs Clin N Am 2008, 20(4):481–487.

[44] Currie EJ, Carr Hill RA: What are the reasons for high turnover in nursing? A discussion of presumed causal factors and remides. Int J Nurs Stud 2012, 49:1180–11.89

[45] Van Bogaert P, Clarke S, Vermeyen K, Meulemans H, Van de Heyning P: Practice environments and their associations with nurse-reported outcomes in Belgian hospitals: development and preliminary validation of a Dutch adaptation of the revised nursing work index. Int J Nurs Stud 2009, 46:55–65.

[46] Nirel N, Yair Y, Smuel H, Riba S, Reicher S, Toren O: Registered nurses in Israel: Work force-patterns and goals. Jerusalem, Israel: Meyers-Joint Brookdale Institute of Health Policy Research; 2010:47 [In Hebrew].

[47] American Association of Critical Care Nurses: AACN standards for establishing and sustaining healthy work environments: a journal to excellence. Am J Crit Care 2005, 14(3):187–197

[48] Ulrich BT, Lavandero R, Hart KA, Woods D, Leggett J, Taylor D: Critical care nurses’ work environments: a baseline status report. Crit Care Nurs 2006, 26(5):46–48, 49-50, 52-57

[49] Chen HC, Chu CI, Wang YH, Lin LC: Turnover factors revisited: a longitudinal study of Taiwan-based staff nurses. Int J Nurs Stud 2008, 45(2):277–285.

[50] Chen YM, Johantgen ME: Magnet hospital attributes in European hospitals: a multilevel model of job satisfaction. Int J Nurs Stud 2010, 47(8):1001–1012

[51] El-Jardali F, Alameddine M, Dumit N, Dimassi H, Jamal D, Maalouf S: Nurses’ work environment and intent to leave in Lebanese hospitals: implications for policy and practice. Int J Nurs Stud 2011, 48(2):204–214.

[52] Estryn-Behar M, van der Heijden BIJM, Fry C, Hasselhorn HM: Longitudinal analysis of personal and work-related factors associated with turnover among nurses. Nurs Res 2010, 59(3):166–177.

[53] El-Jardali F, Alameddine M, Dumit N, Dimassi H, Jamal D, Maalouf S: Nurses’ work environment and intent to leave in Lebanese hospitals: implications for policy and practice. Int J Nurs Stud 2011, 48(2):204–214

[54] Ujarine AS, Zrinyi M, Toth H, Zekanyne IR, Szogedi I, Betlehem J: Intent to stay in nursing: internal and external migration in Hungary. J Clin Nurs 2011, 20(5-6):882–891.

[55] Fitzpatrick JJ, Campo TM, Graham G, Lavandero R: Certification, empowerment and intent to leave current position among critical care nurses. Am J Crit Care 2010, 19(3):218–226.

თამბაქოს მოხმარების დაწყების მიზეზები ახალგაზრდებში

დავით ნემსაძე –სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თენგიზ ვერულავა –  ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი, ბიზნესის ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (2)

Download PDF

აბსტრაქტი

შესავალი. თამბაქოს მოხმარებაზე გავლენას ახდენს სოციალური გარემო, განსაკუთრებით ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა განათლების და ინფორმირებულობის დონე, ახლო სოციალური წრე, მშობლების ქცევა, ოჯახის წევრთა მხარდაჭერა.კვლევის მიზანია იმ თვისებათა და ფაქტორთა გამოვლენა, რაც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების დაწყებას თინეიჯერობის ასაკში. მეთოდოლოგია. ჩატარდა თვისებრივი კვლევა, პირდაპირი გამოკითხვისა და ფოკუს-ჯგუფის სახით, არაშემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ ახალგაზრდებში. შედეგები. რესპონდენტების უმრავლესობა თამბაქოს მოხმარებას იწყებს არასრულწლოვან ასაკში. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია სამეგობრო წრის და ოჯახის გავლენა. თამბაქოს მოხმარების დაწყებისადმი გადამწყვეტი როლი ახლო სოციუმმა ითამაშა. ახალგაზრდებში უფრო დადებითად აღიქმება თამბაქოს მოხმარება ვიდრე უარყოფითად. რესპოდენტებმა თამბაქოს მოხმარება პირველად მეგობრებისა და კლასელების წრეში დაიწყო. იმისმიუხედავდ, რომ ახალგაზრდების ორგანიზმი უარყოფითად რეაგირებდა თამბაქოს მოხმარებაზე, ისინი ამ ქცევას მაინც აგრძელებდნენ. დისკუსია. ახალგაზრდები საკუთარი პიროვნული მომწიფების სადემონსტრაციოდ მოიხმარენ თამბაქოს, ამგვარი ქცევა სხვაზე ორიენტირებულია, მათთვის ახდენს იმის აფიშირებას, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი და ზრდასრული წევრები არიან,  ემსახურება სხვათა მიმართ მათი ქცევითი, ნებითი თუ ვიზუალური მხარის დადებითი რეპუტაციის შექმნის მიზანს. დასკვნა. მიზანშეწონილია თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ღონისძიებების ხელშემწყობა. ამ მხრივ, მისასალმებელია საქართველოში „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ამოქმედება, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, სასწავლო და სხვა სახის დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარებას და რეკლამირებას, ასევე სკოლებთან ახლოს თამბაქოს ნაწარმის გაიყიდვას.

საკვანძო სიტყვები: თამბაქოს მოხმარება, ქცევა.

ციტირება: დავით ნემსაძე, თენგიზ ვერულავა. თამბაქოს მოხმარების დაწყებაზე მოქმედი ფაქტორები ახალგაზრდებში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (2).

Reasons for smoking among the teenagers of Georgia

Davit Nemsadze, Tengiz Verulava

Abstract

Introduction: Influence on tobacco consumption makes social environment. Especially such factors as the friend’s and parent’s attitude towards behavior, also level of the information about tobacco real damages. This research aims to identify the characteristics and factors that contribute to tobacco use in the launch of the teenager. Methodology: Qualitative research method was carried out in direct interviews, among young people selected by the non-random selection principle. Results: All respondents have consumed tobacco consumption at a juvenile age. In all cases, the community played a decisive role in tobacco consumption. Respondents started smoking in the circle of friends and classmates. Interviews show, that the youth’s organism responded negatively to tobacco consumption, but despite this, they continued to do this behavior. The surveyor showed that consumption of tobacco, in the teenagers, is perceived as good reputable social behavior. Those who didn’t consumption nowadays tobacco, says, that they didn’t have communication with those community, in which relationship times was started smoking. Conclusion – It is advisable to encourage tobacco use restrictions. In this regard, it is welcome to introduce the Law on Tobacco Control in Georgia that prohibits tobacco consumption and advertising in public places, particularly in educational and other institutions, as well as selling tobacco products near schools.

Keywords: tobacco consumption, behavior

Quote: David Nemsadze, Tengiz Verulava. Reasons for smoking among the teenagers of Georgia. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (2)

შესავალი

მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ–ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. იგი იწვევს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, ფილტვის კიბოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით [1], გლობალურად  ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების შედეგად. აქედან 6 მილიონზე მეტი ადამიანი თამბაქოს პირდაპირი მოხმარების, ხოლო 890 000 ადამიანი პასიური მწეველობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლის ზემოქმედების) მსხვერპლია. მსოფლიოში  მილიარდი ადამიანი თამბაქოს მომხმარებელია, რომელთაგან 80%  განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების და სიკვდილის ტვირთი მძიმეა[2]. თამბაქოს მოხმარებით განსაკუთრებით გამოირჩევიან მამაკაცები, მოზარდები, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის და განათლების ადამიანები[3].

თამბაქოს მოხმარება აქტუალური პრობლემაა საქართველოშიც[4]. 2016 წელს ჩატარებული „არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის“ მონაცემებით[5], ზრდასრული მოსახლეობის 31% (მამაკაცების 57% და ქალების 7%), რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სიკვდილის გამომწვევ ძირითად რისკ ფაქტორებს შორის მას მე-3 ადგილი უკავია. მიუხედავად იმისა, რომ ქალებს შორის მწეველების ოფიციალური მაჩვენებელი ჯერ კიდევ შედარებით დაბალია (დაახლოებით 10%), ბოლო წლების განმავლობაში მწეველი ქალების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა საქართველოში. ყოველი მეოთხე სკოლის მოსწავლე მოიხმარს თამბაქოს რომელიმე პროდუქტს. მოსახლეობის 40%-ზე მეტი, მათ შორის ბავშვები და ორსულები, თამბაქოს კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მოზარდებში თამბაქოს მოხმარება [6]. მსოფლიო ბანკის ცნობით, ყოველდღე 18 წლამდე ასაკის 82 000-დან 99 000-მდე მოზარდი და ახალგაზრდა ხდება თამბაქოს რეგულარული მომხმარებელი[7]. აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თამბაქოს ახალი მომხმარებლების დაახლოებით 60%-ს 18 წლამდე ასაკის მოზარდები და ახალგაზრდები შეადგენდნენ[8]. ჩინეთში 15-18 წლის ახალგაზრდების 28% მოიხმარს თამბაქოს[9]. თურქეთში ჩატარებული კველევების მიხედვით, სტუდენტებს შორის თამბაქოს მოხმარება მერყეობს 24%-დან 52%-მდე[10].

2016 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით[11], მასში მონაწილე 14-დან 25 წლამდე ასაკის 210 რესპონდენტიდან 40%-ს გასინჯული ჰქონდა თამბაქო. სიგარეტის გასინჯვის ასაკი ვარირებდა 4-დან 19 წლამდე; სიგარეტის ყოველდღიური მოხმარების დაწყების ასაკი მერყეობდა 12-დან 24 წლამდე, საშუალო ასაკი იყო 15 წელი. თამბაქოს რეგულარულ მომხმარებლებს შორის, დღეში 1-5 ღერ სიგარეტს ეწევა გამოკითხულთა 15%, დღეში 6-10 სიგარეტს – 10%, დღეში ერთ კოლოფამდე ეწევა ახალგაზრდების 11%, ხოლო დღეში ერთ კოლოფზე მეტის მოხმარებას აღიარებს გამოკითხულთა 4%. მოზარდები სათანადოდ ვერ აცნობიერებენ ყოველდღიურად თამბაქოს მოხმარების საფრთხეს; ყოველდღიურად 10 ღერ სიგარეტზე ნაკლების მოხმარებას მაღალი რისკის შემცველად გამოკითხულთა მხოლოდ 40% მიიჩნევს, ხოლო ყოველი მესამე რესპონდენტის აზრით, დღეში 1 კოლოფი სიგარეტის მოწევა არ შეიცავს მაღალ რისკს. კვლევა ხაზს უსვამს, რომ ბავშვობიდან მოზარდობასა და ზრდასრულ ცხოვრებაში გადასვლისას განსაკუთრებით მძაფრდება თამბაქოს მოხმარების, როგორც სიახლის გამოცდის ფაქტორი.

2016 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით[12], ქართველ მოსწავლეებში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%-ია (გოგონებში – 30%, ბიჭებში – 54%). მოსწავლეების 18%-მა განაცხადა, რომ სიგარეტი მოწია უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში (ბიჭებში – 26%, გოგონებში – 9%). რეგულარული მწეველია მოსწავლეთა 12% (ბიჭების 19% და გოგონების 4%). მოსწავლეთა 21%-მა (ბიჭების 28% და გოგონების 13%) მოწევა პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა. მოსწავლეთა 4% (ბიჭების 6% და გოგონების 2%) აღნიშნავს, რომ ყოველდღიური მოწევა 13 წლის ასაკში ან უფრო ადრე დაიწყო. 60%-მა განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი ან ძალიან ადვილია.

კვლევები ადასტურებენ, რომ თამბაქოს მოხმარებაზე გავლენას ახდენს სოციალური გარემო, განსაკუთრებით ოჯახი. ამ მხრივ, გამოიკვეთა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ოჯახის განათლების და ინფორმირებულობის დონე, მშობლების ქცევა, ოჯახის წევრთა მხარდაჭერა, ახლო სოციალური წრე[13],[14].

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება ხდება მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი აცნობიერებს მის მავნე ზემოქმედებას. თამბაქოზე დამოკიდებულებას ხელს უწყობს, როგორც რუტინულად დასწავლილი ქცევა და სოციალური ფაქტორები, ასევე თამბაქოში შემავალი ნიკოტინი, რომელიც დამოკიდებულების, შეჩვევის მაღალი მაჩვენებელით ხასიათდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, თამბაქოზე დამოკიდებულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა დაავადებათა შორის[15].

საქართველოში 2015 წელს ჩატარდა კვლევა,  რომლის მიზანს შეადგენდა თამბაქოს და სხვა ქცევითი რისკ‐ფაქტორების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის,  შეხედულებებისა და ქცევის შესწავლა[16]. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არსებობს კავშირი თამბაქოს მოხმარებასა და ცოდნა-დამოკიდებულებს შორის. მოსახლეობაში დაბალია თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების შედეგად განვითარებული დაავადებების (მაგ., გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები) შესახებ ცოდნის დონე, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირებში.  რესპოდენტებს, ვისაც არ ჰქონდა ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის შესახებ ჯანმრთელობისათვის, ან ვისაც მიაჩნდა რომ, თამბაქოს მეორადი კვამლი არაა საზიანო, საშუალოდ 1.3-ჯერ მეტი შანსი ჰქონდათ ყოფილიყვნენ თამბაქოს მომხმარებლები. თითქმის 8-ჯერ მაღალი იყო თამბაქოს მოხმარების შანსი იმ პირებში, რომელთა მეგობრები მოიხმარდნენ სიგარეტს. 1.2-ჯერ და 1.3-ჯერ მაღალი იყო თამბაქოს მოხმარების შანსი მათში ვისაც არ ჰქონდა თამბაქოს მოხმარების აკრძალვის წესი სახლში და მანქანაში. თითქმის სამჯერ მაღალი იყო თამბაქოს მოხმარების შანსი პირებში, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვისა და თამბაქოს პროდუქტებზე გადასახადების გაზრდის პოლიტიკას.

თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე ყველაზე უფრო ეფექტურად მოქმედებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები: საზოგა­დოებრივი განათლება, სიგარეტზე გადასახადების გაზრდა და თამ­ბაქოს მოხმარების შეზღუდვა საზოგადოებრივ ადგილებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია, რომელიც ძალაში 2005 წლის 27 თებერვალს შევიდა. საქართველომ მოახდინა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირება (2005 წ.), რითაც აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ხელშეწყობის მიზნით, 2017 წლის 17 მაისს საქართველოში მიღებულ იქნა კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ”, რომლის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალა 2018 წლის 1 მაისიდან დახურულ საზოგადოებრივ და სამუშაო ადგილებში, აგრეთვე ზოგიერთი ღია ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასევე იკრძალება თამბაქოს ნებისმიერის გზით რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა.

კვლევის მიზანია იმ თვისებათა და ფაქტორთა გამოვლენა, რაც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების დაწყებას თინეიჯერობის ასაკში.

კვლევის კითხვა – რატომ იწყებენ ახალგაზრდები თამბაქოს მოხმარებას?

კვლევის ჰიპოთეზა – ახალგაზრდები სტუდენტობის პერიოდში საკუთარი პიროვნული მომწიფების სადემონსტრაციოდ მოიხმარენ თამბაქოს, ამგვარი ქცევა სხვაზე ორიენტირებულია, მათთვის ახდენს იმის აფიშირებას, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი და ზრდასრული წევრები არიან,  ემსახურება სხვათა მიმართ მათი ქცევითი, ნებითი თუ ვიზუალური მხარის დადებითი რეპუტაციის შექმნის მიზანს.

მეთოდოლოგია

ჩატარდა თვისებრივი კვლევა, პირდაპირი გამოკითხვისა და ფოკუს-ჯგუფის სახით, არაშემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ ახალგაზრდებში, რაც აჩვენებს მოხმარების დაწყების ტენდენციებს ახალგაზრდებში.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 17 დან 21 წლამდე ასაკის 4 რესპონდენტი, სიღრმისეული ინტერვიუს პრინციპით. ინტერვიუს მიმდინაროების პროცესში დაისვა დამატებითი კითხვები. თითო რესპონდენტის გამოკითხის დრო 90 წუთი. თანაბრად არის წარმოდგენილი ორივე სქესი.

შედეგები

ინტერვიუ 1  – 17 წლის,  მამრობითი სქესის

ზოგად შეკითხვაზე თუ რატომ იწყებენ ახალგაზრდები თამბაქოს მოხმარებას, რესპონდენტმა უპასუხა, რომ გასინჯვის ინტერესით. ინტერვიუს შემდგომ მიმდინარეობიდან კი გამოირკვა, რომ გასინჯვის ინტერესი პირდაპირ დაკავშირებული იყო მის ახლო სოციუმთან, მეგობრებთან:

„მე-6 კლასში დავიწყე მარკების შეგროვება,  რომელიც სიგარეტის კოლოფებისგან კეთდებოდა. რადგან ისეთი წრე ჩამოყალიბდა, სადაც მსგავსი თემა იყო აქტუალური, მარკებს ვინც აგროვებდა ჩვენზე ორი წლით უფროსები იყვნენ, 14 წლისები, და ისინი ეწეოდნენ. მაშინ ჩემთვის ისინი დიდები იყვნენ. შემდეგ მე და ჩემმა თანატოლმაც მოვინდომეთ მოწევა, მაგრამ ნაფაზის დარტყმა არ ვიცოდით და რო გავსინჯეთ შევეშვით”.

ორგანიზმის უარყოფითი რეაქციის მიუხედავად განაგრძობდა მოწევას, რაც სხვაზე ორიენტაციის ჰიპოთეზის მნიშვნელობას კიდევ უფრო წარმომადგენლობითს ხდის.

“ბავშვობიდან  ვვარჯიშობდი და ჩემი ორგანიზმი ვერ ეგუება. ერთი ღერის ან ორი ღერის მერე  ცუდად ვხდები და გული მერევა.”

მოცემული რესპონდენტი სიგარეტის ხელახალ მოხმარებას უბრუნდება 15 წლის ასაკში, მე-9 კლასში. ხაზი უნდა გაესვას გარემოებას, რომ სიგარეტის განმეორებითი მოხმარებაც სოციუმთან კავშირმა გამოიწვია:

“გარემომ იმოქმედა. ორი დღით ვიყავით კლასი წასული ექსკურსიაზე და ერთი ღერი მოვწიე. ერთი ბიჭი ეწეოდა ამ პერიოდში ხშირად და იმან შემოგვთავაზა დანარჩენებს.”

ინტერვიუ აჩვენებს, რომ თამბაქოს მოხმარებას კლასელები ზრდასრულობის, სიმწიფის, გამომხატველ ქცევად მიიჩნევენ და მათი ქცევა, უწინარესად თუ არა, მნიშვნელოვანწილად იყო განპირობებული სხვაზე ორიენტაციის საფუძვლით.

„სიგარეტს უკიდებდნენ გოგოებთან და კაცობდნენ, ეგონათ ამით სხვაზე ძლიერად წარმოაჩენდნენ თავს“.

ასევე რესპონდნეტის მშობლებიც იყვნენ თამბაქოს მომხმარებლები.

შეკითხვაზე, “თამბაქოს მოხმარება ახალგაზრდებში უფრო დადებითად აღიქმება თუ უფრო უარყოფითად?”, რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს ქცევა, ახალგაზრდებში, უფრო დადებითად აღიქმება. კითხვაზე, თუ რატომ თვლიდა ასე მნიშვნელოვნად, შენიშნავს ასაკობრივ გამოცდილებას:

„ბევრის გონება გვიან ყალიბდება, ზოგს ახალგაზრდა ასაკში უყალიბდება, მაგრამ უმეტესი ვერ ხვდება. მაგ ასაკში მე რომ ეს ჭკუა მქონოდა, მაშინ არანაირ სიგარეტს არ გავსინჯავდი, მაგრამ ბევრი ჩემს ასაკშიც ვერ ხვდება.“

ქცევისა და ორგანიზმის ბიოლოგიურ მიმართებათა დამოკიდებლებებს შორის დომინანტური წილის საპოვნელად, რესპონდენტს დაესვა შეკითხვა, თუ ძირითადად რა სიტუაციებში მოიხმარდა თამბაქოს და თვლიდა თუ არა ამას აკვიატებულ ქცევად, თუ უფრო მეტად ფიზიოლოგიურ სიამოვნების განცდას თვლიდა ამ ქცევის მასტიმულირებლად.

„სიგარეტი აწყნარებსო იძახიან, მაგრამ მე მაინც მგონია რო მაგ დროს ფსიქოლოგიურად გგონია, რომ გაწყნარებს, ისე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ნერვებზე“.

კვლევის ძირითადი ჰიპოთეზის გარდა, ინტერვიუს პროცესში გამოიკვეთა კიდევ ერთი ფაქტორი, სტრესის როლი.

„მე-9 კლასი რომ მოვრჩი დიდი ტრავმა გადავიტანე და მინდოდა რამე მექნა და ყოველდღე 1 პაჩკას ვეწეოდი ალბათ.“

უნდა აღნიშნოს, რომ ამ პერიოდისათვის თამბაქოს მოხმარება ინდივიდს უკვე დასწავლილი ჰქონდა ახლო სოციუმის გავლენით, ამდენად ეს წმინდა ტიპის, თავისთავად, ავტონომიურ ფაქტორად ვერ იქნება მხედველობაში მიღებული, ვინაიდან არ ვიცით, მოწევდა თუ არა თამბაქოს სტრესის დროს მოცემული ინდივიდი, რომ არა მოხმარებასთან დაკავშირებული წინარე გამოცდილება.

ინტერვიუ 2 – 21 წლის, მდედრობითი სქესის

რესპონდენტმა თამბაქოს მოხმარება დაიწყო უნივერსიტეტში სწავლის დაწყების პერიოდში, როდესაც მშობლიური ქალაქიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, რამაც მისი ახლო სოციუმის შემადგენლობა დიდწილად განაახლა. შესაძლოა, ეს ერთის შეხედვით ცვლილებისადმი სტრესის გამო წარმოქმნილი ქცევაა, მაგრამ რესპონდენტის გამოკითხვით დასტურდება, რომ უმთავრესი როლი, ძირითადი ზეგვალენა, კვლავ სოციუმის მხრიდან, თამბაქოს მოხმარების, დადებითი რეპუტაციის მქონე ქცევად დანახვამ მოახდინა.

“ამ ქცევაში თავისუფლებას ვხედავდი.” – ეს ციტატა ხაზს უსვამს სწორედ იმას, რომ ინდივიდი ამას თვლიდა, როგორც ზრდასრულობის, სიმწიფის გამომხატველ ქცევას, რის დემოსტრირებასაც ახდენდა იმ ინდივიდების მიმართ, რომელნიც მისი სოციუმის მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ.

კითხვაზე, თუ როგორ აღიქვამდა თავდაპირველად მისი თანატოლების მხრიდან თამბაქოს მოხმარებას, ვიდრე თავად დაიწყებდა მოწევას, რესპონდენტმა აღნიშნა, რომ დადებითად მიიჩნევდა.

დღეისათვის მოხმარებას თავი დაანება და შენიშნავს:

“დღეს იშვიათად ვხედავ, ადრე ყოველდღიურად ვხვდებოდი მაგ ადამიანებს, ვისთან ურთიერთობის დროსაც დავიწყე მოწევა”.

ინტერვიუ 3 – 19 წლის, მამრობითი სქესის

რესპონდენტთან იტერვიუში პირდაპირ და ცხადად გამოიკვეთა ჰიპოთეზის პირდაპირი დადასტურება:

“აქტიური სპორტით ვიყავი დაკავებული და როცა ამ საქმიანობას ჩამოვშორდი, სკოლაში კლასელების გავლენის გამო გადავდგი ეს ცუდი ნაბიჯი.”

პირველ ინტერვიუში გამოკითხულმა პიროვნებამ აღნიშნა სტრესის როლი, შესაბამისად, შემდგომ ინტერვიუშიც არ დარჩა სტრესის და სიამოვნების ფაქტორები ყურადღების მიღმა, და რესპონდენტს დაესვა შესაბამისი კითხვები ამ ცვლადების მნიშვნელობის გამოსარკვევად, მის შემთხვევაში.

” – როგორ ფიქრობთ რატომ მოიხმარენ ადამიანები თამბაქოს?

 – სიამოვნების მისაღებად ან სტრესული გარემოს შესამსუბუქებლად.

– მოხმარების დაწყების მიზეზადაც ამას თვლით თუ არა?

– არ ვთვლი. ზოგი ადრეულ ასაკში ინტერესდება და მიმბაძველი ხდება ამ მავნე ჩვევის მიმართ.”

ამრიგად ეს პასუხი ხაზს უსვამს კვლევის ჰოპოთეზის სწორ ფორმულირებას, რომ მოხმარების დაწყების მიზეზები, ახალგაზრდებში, სწორედ, რომ სოციალურად არსებულ რეპუტაციულ ქცევად აღიქმება, რაც იწვევს მათ ინტერესს თამბაქოს მოხმარებისადმი.

შეკითხვაზე, ახლო სოციუმის გარდა, სხვა რა ფაქტორებს გამოკვეთდა სიგარეტის მიმართ მისი ინტერესის გამოწვევაში, შენიშნავს კინოს როლს, რამაც ეს ქცევა კიდევ უფრო ესთეტიკურად წარმოუდგინა.

„უფრო მეტად „ესთეტიკის“  გამო მოვიხმარდი, კინოკულტურის გავლენაც იყო.”

ასევე გამოკითხული პიროვნება თვლიდა, რომ ახალგაზრდებში კინოგმირების მიერ თამბაქოს მოხმარება, უმეტესობისათვის დადებითად აღიქმება. ჩაძიებულ შეკითხვაზე, თუ რატომ თვლიდა ასე, რესპონდენტმა უპასუხა:

“მაგ ასაკში ყურადღება არ ექცევა იმ ცუდ ფაქტორებს, რაც შეიძლება თამბაქომ გამოიწვიოს. ამ ცუდ შედეგებზე არც მეფიქრებოდა ოდნავადაც კი, სანამ თმის ცვენა არ გამიხშირდა და მივხვდი, რომ საშინელება იყო თამბაქოს მოხმარება.”

გამოიკვეთა ასევე მოხმარების სიხშირე და გარემოება, თუ რა ვითარებაში მოიხმარდა ძირითადად თამბაქოს.

“კვირაში დაახლოებით 2 კოლოფს, მეგობრების ან კლასელების გარემოცვაში.”

ფიზიოლოგიურ სიამოვნებასთან დაკავშირებით შენიშნა, რომ ამას ყველაზე ნაკლებად განიცდიდა.

“ეგ ყველაზე ნაკლებად იყო, დიდ დისკომფორტს განვიცდიდი, რადგანაც აქტიური სპორტით ვიყავი დაკავებული. იმ მავნე ნივთიერებებს ჩემი ორგანიზმი მარტივად ვერ ეგუებოდა, ენდოკრინული სისტემა განსაკუთრებით.”

რამდენადაც ჰიპოთეზაში აღნიშნულია სხვაზე ორიენტაციის მიზანი, იმდენად მრავალფეროვანია სხვისთვის საკუთარი დადებითი რეპუტაციის მოხდენის განზომილებები, ქცევით რამდენიმე ასპექტი იხსნება, როგორც საკუთარი სიმწიფის ასევე საკუთარი, მსუბუქი ფორმის “ნარცისიზმის” აფიშირება ხდება, ფრომის[17] თვალსაზისით, აუცილებელი არ არის ნარცისულმა ადამიანმა თავისი ნარცისიზმის ობიექტად მთელი პიროვნება აქციოს: ზოგჯერ ნარცისულ შეფერილობას იძენს პიროვნების რაიმე ასპექტი – ფიზიკური უნარები, მახვილგონიერება, ქცევითი შესაძლებლობა თუ სხვა.  ამ შემთხვევაში კი რესპონდენტმა თამბაქოს მოხმარების ქცევაში, შემდეგი რამ აღნიშნა:

“მოწევით მეგობრებთან  ლამაზ, გრძელ თითებს ვუხდენდი აფიშირებას. თითქოს თავდაჯერებულს გხდის.”

ინტერვიუ 4 – 18 წლის,  მდედრობითი სქესის

რესპონდენტმა თამბაქოს მოხმარება მეცხრე კლასში დაიწყო, როცა ძველი სკოლიდან ახალ სკოლაში გადავიდა. შეკითხვას, მოიხმარდა თუ არა მისი ახალი კლასის უმეტესი ნაწილი თამბაქოს, მან დადებითი პასუხი გასცა. გარდა ამისა, სხვაზე საორიენტაციო „მაქსიმად“, იქცა სიმპათია ბიჭის მიმართ, რომელიც თავად მოიხმარდა თამბაქოს.

კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო თამბაქოს მოხმარება, აღნიშნა:

“ყველა ერთი მიზეზით იწყებს რა, რო კაი ტიპი გამოჩნდეს.”

ასევე მისი ოჯახის წევრებიც მოიხმარენ თამბაქოს, მამა და ძმა.

ინტერვიუში გამოირკვა, რომ მას არაერთხელ უცდია თავის დანებება, თუმცა, მუდამ ხვდებოდა ისეთ სიტუაციაში, სადაც სოციუმის უმეტესობას მწეველები შადგენდნენ და ხელახლა იწყებდა მის მოხმარებას. ამასთან, ჯგუფისადმი იდენტობის გამოსახატავად, გოგონა მიმართავდა თამბაქოს მოხმარებას.

სტრესის როლი მოცემული რესპონდენტის შემთხვევაშიც გამოიკვეთა, შევნიშნავ, რომ სტრესთან თამბაქოს მოხმარებით გამკლავება, როგორც პასუხებიც გვიჩვენებს, წარმოადგენს შედეგს იმისა, რომ მოცემული ქცევა დანახულია სწორ ნორმად, რომელიც გამოხატავს პიროვნების სიმწიფეს, თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას.

დასკვნა

რესპონდენტების უმრავლესობა თამბაქოს მოხმარებას იწყებს არასრულწლოვან ასაკში. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია სამეგობრო წრის და ოჯახის გავლენა.   გამოკითხული ოთხი რესპონდენტიდან ორმა სრულად დაანება თამბაქოს მოხმარებას თავი, ერთი პასიურ მწეველად რჩება, ერთი კი კვლავ აქტიურად აგრძელებს. სამმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მათ აღარ აქვთ მჭიდრო კავშირი იმ სოციუმთან რომელშიც ყოფნის დროსაც დაიწყეს თამბაქოს მოხმარება. ხსენებულ სამს შორის არის ორი რესპონდენტი, რომელმაც თავი დაანება მოხმარებას და ერთი, რომელიც პასიურად განაგრძობს სიგარეტის მოწევას. ერთი, რომელიც აქტიური მწეველია, კვლავ ურთიერთობს იმ სოციუმთან ინტენსიურად, რომელთან ურთიერთქმედების პერიოდშიც დაიწყო თამბაქოს მოხმარება.

ჩატარებული ინტერვიუებიდან გამომდინარე, დამატებით შეინიშნება შემდეგი:

  • რომ ახალგაზრდების ორგანიზმი უარყოფითად რეაგირებდა თამბაქოს მოხმარებაზე, ისინი ამ ქცევას მაინც აგრძელებდნენ.
  • რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებში უფრო დადებითად აღიქმება თამბაქოს მოხმარება ვიდრე უარყოფითად.
  • მათგანის შემთხვევაში, თამბაქოს მოხმარების დაწყებისადმი გადამწყვეტი როლი ახლო სოციუმმა ითამაშა.

ინტერვიუს ბოლოს ოთხივე რესპონდენტს წარედგინა კვლევის ჰიპოთეზა. ოთხივე მათგანმა ცალსახად დაადასტურა თანხმობა, მოცემული ჰიპოთეზის შინაარსის მიმართ.

კვლევის ხასიათიდან გამომდინარე ის არ გენერირდება სრულ ერთობლიობაზე, პოპულაციაზე, თუმცა კვლევის შედეგები საგულისხმოა ტენდენციის გამოსაკვეთად, ოთხივე შემთხვევაში საერთო ფაქტორები მეორდებოდა.

მიზანშეწონილია თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ღონისძიებების ხელშემწყობა. ამ მხრივ, მისასალმებელია საქართველოში „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ამოქმედება, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, სასწავლო და სხვა სახის დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარებას და რეკლამირებას, ასევე სკოლებთან ახლოს თამბაქოს ნაწარმის გაიყიდვას.   

გამოყენებული ლიტერატურა


[1] WHO. (2018). Tobacco, Key facts. World Health Organization. [Link]

[2] Hosseinpoor, A. R., Parker, L. A., Tursan d’Espaignet, E., & Chatterji, S. (2011). Social determinants of smoking in low- and middle-income countries: results from the World Health Survey. PloS one, 6(5), e20331. [PMC]

[3] Bergman, A. W. Caporaso, N. Cigarette smoking. journal of the national cancer Institute, 1999; 91 (16)

[4] ვერულავა თ. ჯანდაცვის პოლიტიკა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი 2016.

[5] ჯანმრთელობის დაცვა, სტატისტიკური ცნობარი, საქართველო 2016. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2017.

[6] Reddy KS, Gupta PC, editors. Report of tobacco control in India. New Delhi: Ministry of Health and Family Welfare, Government of India; 2004.

[7] Jha P, Chaloupka FJ, eds. Curbing the Epidemic: Governments   and   the   Economics   of   Tobacco Control. Washington DC: The World Bank; 1999.

[8] Smoking and Adolescent. National institute on drug abuse. [Link]

[9] Grenard J. L., Guo Q., Jasuja G. K., et al. (2006). Influences affecting adolescent smoking behavior in China. Nicotıne & Tobacco Research, 8(2): 245–255.

[10] Suzuki K., Ohida T., Yokohama E., Kaneita Y., Takemura S. (2005). Smoking among Japanase nursıng students: natıonwide survey. Journal Of Advanced Nursıng, 49(3): 268–275.

[11] თამარ სირბილაძე, მაია კობაიძე, მაია ჯავახიშვილი, დავით ღონღაძე, გიორგი თავბერიძე, თამარ ჭიჭინაძე. (2016). ჯანსაღი ცხოვრების წესთან წესთან დაკავშირებული ქცევა თელავის მუნიციპალიტეტის მოზარდებსა და ახალგაზრდებში. კვლევის ანგარიში. თბილისი.

[12] დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. (2016). ალკოჰოლის, თამბაქოსა და  სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასწავლო კვლევა.  გვ: 16-17. [Link]

[13] Telli C. G., Aytemur S. Z., Ozol D., Sayiner A. (2004). The smoking habits of new university students. Respiratory Journal, 6(3): 101–106.

[14] Inal S., Yildiz S. (2006). The investigation of the knowledge and belief of smoking in elementary school students and the smoking status of the family members and teachers. Journal of Ataturk University Nursing School, 9(1): 1-9.

[15] Çavuşoğlu F., Bahar Z. Influence of Socioeconomic Factors and Family Social Support on Smoking and Alcohol Use among Health School Students. International Journal of Caring Sciences, 2010; 3 (2).

[16] თამბაქოსა და სხვა ქცევითი რისკ-ფაქტორების შესახებ, ინფორმირებულობის, შეხედულებებისა და ქცევის კვლევა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, 2015.

[17] სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი /- თბ.: ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ.; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2)

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რისკების აღქმა და ქცევები

თინათინ გზირიშვილი, ანა გიგუაშვილი, ნინო ჩიხლაძე

მედიცინის ფაკულტეტი,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (2)

 

აბსტრაქტი

შესავალი. საგზაო უსაფრთხოება გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რისკების აღქმის და ქცევის შეფასება. მეთოდოლოგია. გამოკითხვა ჩატარდა სპეციალურად შედგენილი სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით. შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 250 რესპონდენტი თბილისში. შედეგები და დისკუსია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს ქვეყანაში არსებული ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი რაოდენობა, მაგრამ გამოკითხულთაგან უმრავლესობამ აღიარა რომ არღვევს მოძრაობის წესებს, აჭარბებს სიჩქარის ლიმიტს, განსაკუთრებით ავტომაგისტრალებზე და ქალაქებს შორის გზებზე. დასკვნა. მნიშვნელოვანია, რომ ავტოსაგზაო უსაფრთხოება განისაზღვროს ქვეყნის პრიორიტეტად. ავტოსაგზაო უსაფრთხოების  გასაუმჯობესებლად უნდა განხორციელდეს რიგი ღონისძიებები, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოსახლეობის განათლება და სხვა.

საკვანძო სიტყვები: ტრავმული დაზიანება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რისკები, აღქმა, მოსახლეობა.  

ციტირება: თინათინ გზირიშვილი, ანა გიგუაშვილი, ნინო ჩიხლაძე. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რისკების აღქმა და ქცევები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (2).

Perception of road  traffic safety among road users and their behavior

Tinatin Gzirishvili, Ana Giguashvili, Nino Chikhladze

Faculty of Medicine, Ivane Javakhishvili Tbilisi State University.

Abstract

Introduction. Disease caused by injuries is one of the main problems in public health all over the world. According to the European status report on road safety (2009) the general tendency of mortality caused by road accident trauma in Georgia corresponds to the general European tendency. In Georgia there is a lack of research in Road traffic Safety. Objectives. The aim of the study is to explore the attitudes of the population regarding road traffic safety issues in Georgia. Methodology. Special questionnaire was designed for the survey. 250 randomly selected respondents were interviewed in Tbilisi (capital of Georgia). Results. Population across Georgia are informed about the road traffic safety issues; however, respondents declare risky behavior. Conclusion. It is important to prioritize road traffic safety, raise the awareness of the population toward road traffic safety issues, improve the infrastructure etc. 

Key words: injury, roadtraffic safety risks,perception, population. 

Quote: Perception of road  traffic safety among road users and their behavior. Tinatin Gzirishvili, Ana Giguashvili, Nino Chikhladze. 2015; 1 (2).

შესავალი

2010 წელს მსოფლიო მასშტაბით საგზაო-სატრანსპორტო სიკვდილიანობის მაჩვენებელი  დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 100 000 სულ მოსახლეზე იყო 18, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 20.1, ხოლო  მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში 8.7 (1, 2).

      საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის 80% აღირიცხება საშუალო შემოსავლების მქონე იმ ქვეყნების ჯგუფში, სადაც არის მსოფლიო მოსახლეობის 72% და მსოფლიოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 52% და რომლებსაც ახასიათებთ სწრაფი მოტორიზაციის პროცესი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ათწლეულის მიზნის (რომელიც 2011 წელს დაიწყო) პერიოდული მონიტორინგის განხორციელებისათვის შეგროვილ საბაზისო მონაცემებთან შედარებით (2007, 2010) ანგარიშები გვიჩვენებს, რომ მაღალი შემოსავლების ქვეყნების უმეტესობაში აღინიშნება საგზაო-სატრანსპორტო ავარიებში სიკვდილიანობის შემცირების ტენდენცია, ხოლო საშუალო შემოსავლის ქვეყნების უმრავლესობაში ადგილი აქვს სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდის ტენდენცია.

მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისაგან განსხვავებით საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში  გზით მოსარგებლეთა გაცილებით დიდ წილს შეადგენენ ფეხით მოსიარულეები, ველოსიპედისტები და მოტორიზებული ორ ან სამბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები. გლობალური საგზაო მოძრაობის სიკვდილიანობის ნახევარზე მეტი მოდის მოწყვლად გზით მოსარგებლეებზე – მოტოციკლეტისტები (23%), ფეხით მოსიარულეები (22%) და ველოსიპედისტები (5%), ხოლო დანარჩენი – ავტომობილების მგზავრებზე 31% და დაუზუსტებელი ტიპის გზით მოსარგებლეებზე 19%.

დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს აქვთ ფატალური ტრამვატიზმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოწყვლად გზით მოსარგებლეთა ჯგუფშია, სადაც მაჩვენებელი უტოლდება 57%-ს, იგივე მაჩვენებელი საშუალო შემოსავლების ქვეყნებში უტოლდება 51%-ს, ხოლო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში 39%-ს (1, 2).                                      

სიკვდილიანობისა და სხეულის სერიოზული დაზიანებების მონაცემების შედარებისას, მაღალი შემოსავლის  მქონე ქვეყნებშიც კი მეტწილად სწორედ მოწყვლადი გზით მოსარგებლენი არიან ყველაზე ხშირად დაზარალებულები. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის გზებზე, შორ დისტანციებზე სხვადასხვა რეჟიმის გზებით სარგებლობის შედარებისას (მილიარდი მილის), ათჯერ მეტი ფეხით მოსიარულე და ველოსიპედისტი დაიღუპა,  ვიდრე მანქანაში მყოფი მგზავრი. (მოტოციკლისტების შემთხვევაში ეს განაკვეთი დაახლოებით 40-ჯერ მაღალი იყო). ეს განსხვავება კიდევ უფრო იზრდება, როდესაც განვიხილავთ სიკვდილიანობის ან სერიოზული ტრავმების რისკს მილიარდი მილის მასშტაბით. დიდ ბრიტანეთში ყოველ ავტომობილის მძღოლზე მოდის 20-ჯერ მეტი ფეხით მოსიარულისა და დაახლოებით 40-ჯერ მეტი ველოსიპედისტის გარდაცვალება ან სერიოზული ტრავმირება საგზაო მოძრაობის ავარიებში. მოტოციკლეტისტები უფრო მეტად ექვემდებარებიან რისკს, რამდენადაც არსებობს მათი დაღუპვის ან სერიოზული დაზიანების 75-ჯერ დიდი რისკი, ვიდრე მანქანის მძღოლებისა (4, 5)

15-დან და 44 წლამდე ასაკის პირები გლობალური საგზაო მოძრაობის სიკვდილიანობის 59%-ს შეადგენს.

ყველა საგზაო შემთხვევის დაზარებულთა სამი მეოთხედი (77%) მამაკაცები არიან. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, 70 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება  საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. ძირითადი გავლენის მქონე  ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ ამ ქვეყნებში დღეგრძელობის უფრო მაღალი მაჩვენებელი და მასთან შერწყმული უნარების შეზღუდვა, რაც იწვევს ამ შედეგების მიღებას (1, 2).

საგზაო-სატრანსპორტო სიკვდილიანობის მაჩვენებლებში სხვადასხვა რეგიონებსა და რეგიონების ფარგლებში არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები.

ფატალური ტრავმის უდიდესი რისკი დაფიქსირებულია აფრიკაში 24.1 შემთხვევით 100,000 სულ მოსახლეზე, ხოლო აღნიშნული რისკი ყველაზე დაბალია ევროპაში – 100,000 სულ მოსახლეზე 10.3 შემთხვევა. დადგენილია, რომ დაახლოებით აფრიკული ქვეყნების ნახევარზე მეტში შეიძლება ფატალური ტრავმის  მაჩვენებელი იყოს 30 შემთხვევა 100 000 სულ მოსახლეზე ან მეტი (3).

 2010 წლის მონაცემებით ყველაზე დაბალი გლობალური სიკვდილიანობის მაჩვენებლები აღინიშნებოდა, ისლანდიაში (100 000 მოსახლეზე 2.5 შემთხვევა) და შვედეთში (100 000 მოსახლეზე 2.8 შემთხვევა).

ისტორიული გლობალური ტენდენციების მოდელირება მიუთითებს, რომ თუ  საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები გადაწყვეტენ  სიკვდილიანობისა  და ტრავმატიზმის შემცირებისათვის გამოიყენონ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ძვირადღირებული ევოლუციური გზა, მაშინ ქვედა საშუალო  და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, საგზაო-სატრანსპორტო სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდება (კოპიტსი და კროპერი, 2003; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია  2013b). მიმდინარე ტენდენციებზე დაყრდნობით, პროგნოზირებულლია, რომ 2030 წლისთვის მთლიანი გლობალური  საგზაო სიკვდილიანობის 96% სავარაუდოდ  საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში  დაფიქსირდება (1).

ყველაზე მასშტაბური რეგიონალური სიკვდილიანობის მაჩვენებლები (100,000 ადამიანზე) 2030 წლისათვის ნავარაუდებია საჰარის სამხრეთ აფრიკაში (38),  სამხრეთ აზიაში (29), ახლო აღმოსავლეთში  და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში (28), ხოლო აღნიშნული მაჩვენებლების ცვლილება ნავარაუდებია  აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის, ლათინური ამერიკისა და კარიბის რეგიონებში, განსაკუთრებით, კი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში 2015 და 2030 წლებში (იხ. ცხრილი №1). საგულისხმო რეგიონალური სხვაობა 100000 მოსახლეზე სიკვდილიანობის რაოდენობის მონაცემებში შეიმჩნევა საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, სადაც ყველაზე მაღალი მონაცემები ოთხჯერ აღემატება ყველაზე დაბალს.

2015 წლისათვის საგზაო მოძრაობის ავარიით გამოწვეული 100 000 პირზე სიკვდილის დაახლოებით  8 შემთხვევაა ნავარაუდები  მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, 2030 წლისათვის ეს რიცხვი 6-მდე შემცირდება, ხოლო საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 100000 მოსახლეზე პროგნოზის თანახმად 20 გარდაცვალების შემთხვევაა მოსალოდნელი 2030 წლისათვის (1,2)

ცხრილი №1  სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 სულ მოსახლეზე

მსოფლიო(მსოფლიო ბანკის რეგიონები)        2015 წელი           2030 წელი
სამხრეთ აზია              21              29
აღმოსავლეთ აზია              22              18
საჰარა, სამხრეთ აფრიკა              25              38
ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა              26              28
ლათინური ამერიკა და კარიბები              20              19
ევროპული და ცენტრალური აზია              14               9
მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები              8              6
მსოფლიო             20              22

წყარო: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია  (2013ა)

ნავარაუდებია, რომ საგზაო მოძრაობის ტრავმების ფარდობითი მნიშვნელობა სხვა დაავადებების ტვირთთან მიმართებაში, ასევე მკვეთრად გაიზრდება. 2030 წლის გლობალური სიკვდილიანობის ტენდენციების პროგნოზები მიუთითებს, რომ სიკვდილიანობის მიზეზებში საგზაო მოძრაობის ტრავმატიზმით გამოწვეული სიკვდილიანობა  მე-9 პოზიციიდან მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლებს (1,2).

ქვეყნის საგზაო უსაფრთხოების მართვის დონის მიმოხილვა და სხვა კვლევები ცხადყოფს, რომ საგზაო შემთხვევების  უმეტესობა ხდება გზების გარკვეულ მცირე მონაკვეთში. ასეთი გზები, როგორც წესი, არის როგორც ურბანული, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში. ინდოეთში, სიკვდილიანობის დაახლოებით ორ მესამედს ადგილი აქვს ეროვნულ და სახელმწიფო გზატკეცილებზე, რაც მთლიანი ქსელის მხოლოდ 6% -ს შეადგენს (6). ბანგლადეშში არტერიული გზების მხოლოდ 3%-ზე ადგილი აქვს საგზაო სიკვდილიანობის შემთხვევების 40%-ს (6). მთელი რიგი ქვეყნების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ როგორც წესი, საგზაო სიკვდილიანობის შემთხვევების 50%-ს ადგილი აქვს გზათა ქსელი მხოლოდ 10%-ზე (6).  ამ გზებს აქვს მაღალი სტრატეგიული პრიორიტეტი, იზიდავს მსხვილ ინვესტიციებს და განსაკუთრებით გამოდგება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზანმიმართული მეთოდების უზრუნველსაყოფად.

როგორც წესი, მთავარ საავტომობილო ქსელში, ტრანსპორტის მოცულობა და ავტომობილის სიჩქარეები მაღალია, შერეულია ძრავიანი და ძრავის არ მქონე  ტრანსპორტი და ასევე შერეულია სიჩქარის რეჟიმები.  მთავარი პრობლემა ისაა, რომ გზის სტანდარტები, რომლებიც გამოიყენება  საშუალო შემოსავლის ქვეყნებში  გზების დაპროექტებისას არ ითვალისწინებს გზის ქსელის გამოყენების პროცესში ჩართულ ადამიანთა მოწყვლადობის ხარისხს.

გარდა ამისა, ამ ჯგუფის ქვეყნებში არ არის შემუშავებული უსაფრთხო ქცევის შედეგიანი და ეფექტური პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობდა მაღალი  შემოსავლის მქონე ქვეყნებში დამკვიდრებული საგზაო უსაფრთხოების საინჟინრო სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფას.  შემაერთებელი ხაზების საპროექტო სტანდარტები და საგზაო მართვა იყენებს, როგორც დაბალი, ასევე მაღალი ზღვრული სიჩქარეების რეჟიმებს. იმის მოლოდინს რომ გზით მოწყვლადი მოსარგებლენი შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ უფრო სწრაფ და დიდ ავტსატრანსპორტო საშუალებებს მთავრდება ტრაგიკული შედეგებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი გზები ქმნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს, ასევე ზრდის სიკვდილისა და სერიოზული დაზიანებების რისკს, განსაკუთრებით როდესაც მოძრაობის ხაზები განცალკევებულია და დაშვებულია უფრო მაღალი სიჩქარით გადაადგილება. ასევე მაშინ, როდესაც არ არის თავიდან აცილებული ხაზოვანი დასახლებები და არ არის მაღალი კლასის ბილიკები ფეხით მოსიარულეთათვის, ველოსიპედისტებისა და მოტოციკლეტებისათვის.

სკანდინავიაში საგზაო უსაფრთხოებაში არსებული პრობლემების დიდი მოცულობის ანალიზზე დაყრდნობით (7, 8) საგზაო უსაფრთხოების მთავარი პრობლემები დაჯგუფდა რამდენიმე კატეგორიებად. განისაზღვრა ავტოსაგზაო შემთხვევების ხელისშემწყობი სულ 20 მიზეზი, რომელიც საგზაო  უსაფრთხოების ეროვნულ პროგრამის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ნებისმიერ ქვეყანაში.

საგზაო საფრთხეებს მიეკუთვნება მაგალითად,  გზის სავალ ნაწილზე ჩამოწოლილი მთის ქანები ან ხეები,  ცუდად დაპროექტებული საავტომობილო გზების ელემენტები,  მაგალითად გზის სტანდარტის მოულოდნელ ცვლილება ან მკვეთრი მოსახვევები,  რომლებიც მძღოლზე გარკვეულ ზეგავლენას იწვევენ.

საგზაო ნიშნების გამოყენება უმეტეს ქვეყნებში დეტალური სახელმძღვანელო მითითებების დაცვით ხორციელდება. თუმცა ცნობილია, რომ ყველა საგზაო ნიშანი არ შეესაბამება ამ სახელმძღვანელო მითითებებს და ბევრი ძველი ნიშნის სიბნელეში აღმქა ძნელი ან შეუძლებელია. ასევე სერიოზული პრობლემაა პირისპირ შეჯახებები, რეგიონთაშორის დამაკავშირებელ გზებზე, რომლებზეც ინტენსიური მოძრაობაა. ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს გზებზე დამცავი მოწყობილობების გამოყენებით, ან  ავტომაგისტრალების აგებით.

ავტოსაგზაო შემთხვევებისას შეჯახების სიჩქარისა და დაზიანებათა სიმძიმეს შორის კავშირი გვიჩვენებს, რომ ქვეითები და ველოსიპედისტები არ აღმოჩდებიან საგზაო შემთხვევებში 30 კმ/სთ  სიჩქარის გადაადგილების დროს. შესაბამისად, ფეხით მოსიარულეების, ველოსიპედისტების და ავტომანქანების ერთდროული მოძრაობა არ არის უსაფრთხო ისეთ გზებზე, სადაც დაშვებულია 30 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარე.   ფართოდ არის აღიარებული, რომ კომპლექსური სატრანსპორტო გარემო ავარიული შემთხვევების ხელშემწყობი ფაქტორია. ავტომობილები განსხვავდება შეჯახებისადმი მდგრადობის თვალსაზრისით; იმის გამო, რომ ყველა ავტომობილი ვერ უზრუნველყოფს შეჯახებისგან საუკეთესო დაცვას, ეს საგზაო უსაფრთხოების პრობლემად უნდა იქნას მიჩნეული. საგზაო შემთხვევების ხელშემწყობი გარემო ფაქტორებია სიბნელე, ნალექი, თოვლი ან ყინვა და გარეული ცხოველები.

გზის მომხმარებლები ძალიან დაუცველნი არიან, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ პასუხისმგებლობა აიღონ როგორც საკუთარ, ასევე შვილების უსაფრთხოებაზე. ავარიის მაღალი რისკის წინაშე დგანან ასევე ახალგაზრდა მძღოლებიც, რადგან ისინი უფრო ნაკლებად არიან დაცული ტრავმებისგან, ვიდრე გზის სხვა მომხმარებლები (ხანდაზმული მძღოლები, დაუცველი გზის მომხმარებლები). საბოლოოდ მაინც, ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მთავარი მიზეზი, ყველა ქვეყანაში,  არის გზის მომხმარებელთა მხრიდან მოძრაობის წესების დარღვევა. გზის მომხმარებელთა ქცევის სამი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რომლებიც უბედურ შემთხვევების წარმოქმნას უწყობს ხელს,  არის სიჩქარის გადამეტება, ნასვამ მდგომარეობაში მართვა და დამცავი მოწყობილობების გამოუყენებლობა, როგორიცაა ღვედი ან ჩაფხუტი. კიდევ ერთი პრობლემა, ეს არის ავტოავარიების დაგვიანებული შეტყობინება, განსაკუთრებით ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებში. შედეგად გვიან გაწეული  სამედიცინო დახმარება ამძიმებს  ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას და აბრკოლებს  მათი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობის შანსს. ასევე მნიშვნელოვანია, ჩატარებული მკურნალობის ხარისხი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას  ახდენს დაზარალებულთა სრული განკურნების შესაძლებლობაზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის  ამბიციური მიზანია “მთელს მსოფლიოში საგზაო მოძრაობის დროს სიკვდილიანობის საპროგნოზო მაჩვენებლის სტაბილიზაცია და შემდგომი შემცირება’’ (9,10). ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება 5 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა და 50 მილიონი სერიოზული ტრავმის თავიდან აცილება, რისი დადგენილი სოციალურ-ეკონომიკური სარგებელიც შეადგენს 3 ტრილიონ აშშ დოლარს 2020 წლისთვის (1,2).

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის  სერიოზული დაზიანებები საგზაო ტრანსპორტის შეჯახებისას უმეტესწილად პრევენციული და პროგნოზირებადია. ადამიანის მიერ შექმნილი პრობლემა ღიაა რაციონალური ანალიზისა და ეფექტური საგზაო უსაფრთხოების მართვისთვის.

კვლევა ჩატარდა 2018 წლის იანვარ-აპრილში. კვლევა მიზნად ისახავდა მოსახლეობის ცოდნა-დამოკიდებულებებისშეფასებას საგზაო უსაფრთხოების საკითხების მიმართ თბილისის მოსახლეობის მაგალითზე.კვლევის პირველ ეტაპზე განხორციელდა კითხვარის შემუშავება  და ეთიკის კომისიის თანხმობის მოპოვება, მეორე ეტაპზეგანხორციელდა მოსახლეობის გამოკითხვა ქალაქ თბილისში, ხოლო მესამე ეტაპზე – კითხვარებისდამუშავება და ანალიზი, შედეგების საფუძველზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევის ინსტრუმენტი: კვლევის ჩასატარებლად შემუშავდა კითხვარი, რომელიც მოიცავდა  როგორც კითხვებს  რესპონდენტთა დემოგრაფიული მახასიათებლების შესახებ, ისე კითხვებს მოსახლეობის  საგზაო უსაფრთხოების საკითხების მიმართ დამოკიდებულებების შესახებ.

კვლევის შედეგები

სულ გამოკითხული იქნა გამოკითხული 250 შემთხვევითი პრინციპით შერჩეული რესპონდენტი, რომელთა შორის ყველაზე მეტი იყო  25-34 ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები (55,2%). 65 და მეტი ასაკის პირებმა შეადგინეს რესპონდენტთა   0.8 %.  გამოკითხულთა უმეტესობა (54.4 %) იყო არის მდედრობითი სქესის რესპონდენტი.  

გამოკითხულმა რესპონდენტების უმეტესობა იყო სპეციალისტ/პროფესიონალი 66.8%, არაკვალიფიციური მუშა-2%, დაუსაქმებელი 9.6%. ხელოსანი/მონათესავე პროფესიების მუშა 4.8%. რესპოდენტების გამოკითხვის შედეგად  გამოკითხულთა 16% არის სტუდენტი,  1.6 % პენსიონერი , ხოლო უმუშევარია 10.4 %  შეკითხვაზე რამდენი წელია რაც მძღოლი ხართ,  გამოკითხულთა 44.4 % უპასუხა რომ 5 წელზე მეტია, 28.80 % არ ჰქონდა მართვის მოწმობა, გამოკითხულთა 14.4% უპასუხა რომ  3-4 წელია,  4.4%   1-2 წელია რაც მძღოლია,  ასევე 4.4 % ფლობს მათვის მოწმობას 1-2 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში.     შეკითხვაზე  ავტომობილის მართვისას თუ თავს დაღლილად გრძნობთ, რა ხერხს მიმართავთ ამ მდგომარეობისაგან თავის დასაღწევად,  რესპონდენტთა  პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: არასოდეს იძინებს 57.3%, არასოდეს ჩერდება და ისვენებს გამოკითხულთა 37.4%,  არასოდეს იღებს კოფეინს ან ენერგეტიკულ სასმელს 33 %.     

რესპონდენტთა 26,2% აღნიშნა რომ არასოდეს ესაუბრება მგზავრებს, 28.10% არასოდეს აღებს ფანჯარას/რთავს კონდიციონერს,  მხოლოდ გამოკითხულთა 12.2% აღნიშნა რომ ყოველთვის ჩერდება და ისვენებს, ყოველთვის იძინებს 2.9%, ასევე ყოველთვის იღებს კოფეინს ან ენერგეტიკულ სასმელს 2.6%,  რესპონდენტების 7% ყოველთვის აღებს ფანჯარას/რთავს კონდიციონერს, 0.9 % მგზავრს სთხოვს მის მაგიერ მართოს ავტომობილი.

შეკითხვაზე ბოლო 3 წლის განმავლობაში რამდენჯერ მოხვედრილხართ ავარიაში  როდესაც თავად მართავდით მანქანას. გამოკითხულთა 49.6 % აღნიშნა რომ არ მოხვედრილა  ავარიაში ამ პერიოდში,  12.8  % აღნიშნა რომ ერთხელ, 4% აღნიშნა ორჯერ, 2.40% სამჯერ ან მეტჯერ.     

შეკითხვაზე საგზაო შემთხვევების რისკების არსებობის გათვალისწინებით რამდენად უსაფრთხოა ქვეყნის გზებზე გადაადგილება, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა უპასუხა რომ არც ისე  56.4 %,  18.8 % ფიქრობს რომ საკმაოდ,  18 % აღნიშნა  რომ საერთოდ არა, მხოლოდ 4% აღნიშნავს რომ ძალიან უსაფრთხოა.

შეკითხვაზე თუ რამდენად ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ბოლოდ 10 წლის განმავლობაში საგზაო უსაფრთხოება გაუმჯობესდა რესპონდენტთა ნახევარზე მეტი თვლის რომ არც ისე – 52.00 %, რესპონდენტთა 28% ფიქრობს რომ საკმაოდ, რესპონდენტთა 13.60 % აღნიშნა  რომ საერთოდ არა, მხოლოდ რესპონდენტთა 4.40 % უპასუხა რომ ძალიან.        

            ავტოსაგზაო უსაფრთხოებისათვის გასაუმჯობესებლად გასატარებელი კონკრეტული ზომების შესახებ, პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 50  %-ზე მეტი  თვლის   რომ ავტომატიზირებული კამერების არსებობა გზებზე მკვეთრად   შეამცირებს შუქნიშნების დაუმორჩილებლობის და სიჩქარის გადაჭარბების სიხშირეს, ასევე უმეტესობისთვის სასურველია მეტი საველოსიპედო ბილიკი, ტროტუარი და ავტომობილებისგან თავისუფალი ზონები მჭიდროდ  დასახლებულ უბნებში (იხ. სურათი №1).     

        სურათი 1 ავტოსაგზაო უსაფრთხოებისათვის გასაუმჯობესებელიზომები

შეკითხვაზე თუ რამდენად უსაფრთხოდ მიიჩნევენ კონკრეტული გადაადგილების საშუალებებს უბედური შემთხვევების მხრივ,  მოსახლეობის უმეტესობამ (22.4 %) დაასახელა ფეხით მოსიარულეები,  12.8 % ავტომობილი, ხოლო მოტოციკლი უმეტესობის მხრიდან ყველაზე სახიფათო ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.

შეკითხვაზე თუ რამდენად ხშირად არღვევენ სხვა მძღოლები სიჩქარის ლიმიტს, კონკრეტული ტიპის გზებზე,  მაგალითად ავტომაგისტრალებზე, გამოკითხულთა თითქმის 30.8 % ფიქრობს, რომ  ნაკლებად ან საერთოდ არ არღვევენ, ხოლო 60 % ფიქრობს რომ  საკმაოდ ხშირად ან/და  ყოველთვის . ქალაქებს შორის გზებზე  24.8 % ფიქრობს რომ არ არღვევენ, ხოლო 59.6 % ფიქრობს უფრო  რომ აღვევენ. მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს რაც შეეხება, 40.4% ფიქრობს რომ არღვევენ, ხოლო 42% ფიქრობს რომ არღვევენ.

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებით რესპონდენტების უმრავლესობა(72.4%) თვლის რომ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა დაუშვებელია, მიუხედავადფრთხილად მოძრაობისა, ვინაიდან საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ აყენება გზის სხვა მომხმარებლებს(78.4% აზრით), იზრდება   პოლიციის მხრიდანდაჯარიმების რისკი (52.4%), გამოკითხულთა თითქმის მესამედი ფიქრობს რომ მათი მეგობრებისუმრავლესობა არ მიუჯდება საჭეს ნასვამ მდგომარეობაში.

შეკითხვაზე რა ტიპის გზებზე გადაადგილებისას უფრო გაიკეთებდით უსაფრთხოების ღვედს, გამოკითხულთა 50 %-ზე მეტმა აღნიშნა, რომ რომ მძღოლის ამპუაში და ყველა მოცემულ სიტუაციაში (მაგისტრალურიგზები, ქალაქებს შორის გზები,რაიონების გზები, საზოგადოებრივი გზები, ქალაქის გზები,ქალაქის გარეთ გზები) გაიკეთებდა უსაფრთხოების ღვედს, წინ მჯდომი მგზავრების თითქმის39% ანალოგიურად მოიქცეოდა, მხოლოდ უკან მჯდომი მგზავრებიდან  ყველაზე მაღალმა 9.9% აღნიშნა რომ მაგისტრალურ გზებზეგამოიყენებდა უსაფრთხოების ღვედს.

შეკითხვაზე თქვენი აზრით შემდეგი ფაქტორებიდან რომელი რამდენად ხშირად ხდება ავტო ავარიაში მოხვედრისმიზეზი,  გამოკითხულთა ყველაზე მაღალმა ხვედრითმაწილმა (46.4%) აღნიშნა, რომ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ძალიან ხშირადარის ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი.  36.8% თვლის რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ასევე ხშირად არის ავტოავარიის გამომწვევიმიზეზი, 32%-ის აზრით – გამოუცდელობა,  ცუდიამინდი გამოკითხულთა 30% ის აზრით იშვიათად არის ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი.

გამოიკვეთა შემდეგი კორელაციური კავშირები: „შეკითხვაზე ხართ თუ არა შემჩნეული ავტოსაგზაო დარღვევებში„მძღოლები რომელთაც  ჰქონდათ ერთ წელზე ნაკლებიმართვის გამოცდილება 60% უპასუხა რომ არა, ხოლო 40 % დადებითად. 1-2 წლის გამოცდილებისმქონე მძღოლების 72.7% უპასუხა რომ არ არის შემჩნეული ავტოსაგზაო დარღვევებში, ხოლო27.3% უპასუხა რომ დადებითად. 3-4 წლიანი გამოცდილები მქონე პირებში პროცენტული მაჩვენებელიშემდეგნაირად გადანაწილდა: რესპონდენტების 61%-ის პასუხი იყო უარი, ხოლო 39 % დადებითი პასუხი გასცა. შედარებით სტაჟიანი მძღოლებისშემთხვევაში კი პროცენტული მაჩვენებელი თითქმის თანაბრად გადანაწილდა (დიახ 50.9%,არა 49.1%). როგორც შედეგების ანალიზი გვიჩვენებს გამოცდილების მატებასთან ერთად გაიზარდაავტოსაგზაო დარღვევებში გამოკითხულთა მონაწილეობა, რაც სავარაუდოდ რესპონდენტთა მხრიდან  დაუსჯელი შემთხვევებით და ამის შედეგად მეტი გამბედაობითაიხსნება.

გამოიკვეთა შემდეგი სახის კორელაცია უსაფრთხოების ღვედის ტარებასა და სქესთან კავშირში: მდედრობითისქესის წარმომადგენლების 90.2% ყოველთვის იკეთებს უსაფრთხოების ღვედს, ხოლო მამაკაცების65.6 % ყოველთვის, 26.9 % უმეტესწილად, ხოლო 4.3% ზოგჯერ (იხ. სურათი №2).

სურათი №2 უსაფრთხოების ღვედის ტარებასა და სქესთან კავშირი

კორელაცია უსაფრთხოების ღვედის ტარებასა და ასაკობრის კატეგორიასთან კავშირში: გამოიკვეთა რომ 55-64 წლამდე რესპონდენტების 100 % ყოველთვის იკეთებს უსაფრთხოების ღვედს, ასევე ყოველთვის იკეთებს უსაფრთხოების ღვედს 16-24 წლამდე გამოკითხულთა        86 %,  არასოდეს იკეთებს მხოლოდ 25-34 წლამდე გამოკითხულთა 1%. უსაფრთხოების ღვედის ასეთი მაღალი პროცენტულობით გამოყენების მაჩვენებელი, სავარაუდოდ განპირობებულია ქვეყანაში არსებული  კანონმდებლობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში არსებული ჯარიმებით (იხ. სურათი №3).

სურათი №3 კავშირი უსაფრთხოების ღვედის ტარებასა და ასაკობრის კატეგორიასშორის

დასკვნა

როგორც კვლევის შედეგებიდან იკვეთება, მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს ქვეყანაში არსებული  ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი რაოდენობა, მაგრამ გამოკითხულთაგან უმრავლესობამ აღიარა რომ არღვევს მოძრაობის წესებს, აჭარბებს სიჩქარის ლიმიტს, განსაკუთრებით ავტომაგისტრალებზე და ქალაქებს შორის გზებზე. ავტოსაგზაო უსაფრთხოება უნდა განისაზღვროს ქვეყნის პრიორიტეტად, რომლის  გასაუმჯობესებლად უნდა განხორციელდეს რიგი ღონისძიებები, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოსახლეობის განათლება და სხვა. ავტომაგისტრალებზე, ქალაქებს შორის გზებზე, მეტად უნდა გამკაცრდეს სიჩქარის ლიმიტის გადაჭარბების კონტროლი, ვინაიდან აღნიშნულით საფრთხე ექმნებათ როგორც უშუალოდ კონკრეტული ავტომობილის მგზავრებს, ასევე გზის სხვა მომხმარებლებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. World Health Organization WHO (2013a), Global Status Report on Road Safety, World Health Organization, Geneva.
  2. World Health Organization WHO (2013b), Global Health Estimates Summary Tables: Projection of Deaths by Cause, Age and Sex by various regional grouping. Geneva, World Health Organization.
  3. AfDB (2012), Road Safety in Africa: an overview, African Development Bank, MDBs Training Initiative Global Road Safety Facility, Washington DC.
  4. Commission for Global Road Safety (2011), Make Roads Safe: Time for Action, London.
  5. Commission for Global Road Safety (2013), Safe Roads for All, London.
  6. Bliss T & Breen J (2011), Improving Road Safety Performance: Lessons From International Experience a resource paper prepared for the World Bank, Washington DC for the National Transport Development Policy Committee (NTDPC), Government of India, Delhi.
  7. Elvik, R., Christensen, P., & Helene Amundsen, A. (2004). Speed and road accidents: an evaluation of the power model. TØI, Transportøkonomisk Institutt, Oslo – Norge: Transportøkonomisk Institutt.
  8. Nilsson, G. (2004) Traffi c Safety Dimensions and the Power Model to Describe the Effect of Speed on Safety, Doctoral thesis Lund Institute of Technology, Lund.
  9. United Nations Road Safety Collaboration (UNRSC) (2011a), Global Plan for the Decade of Action for Road Safety 2011 – 2020, World Health Organization, Geneva.
  10. United Nations Road Safety Collaboration (UNRSC) (2011b), Safe Roads for Development: Apolicy framework for safe infrastructure on major road transport networks, World Health Organization, Geneva.

 

კვლევა დაფინანსდა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დაფინანსებით მიმდინარე აიოვას უნივერსიტეტის ,,iCREATE – კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში” პროექტის ფარგლებში. 

უშვილობის მკურნალობა საქართველოში

თენგიზ ვერულავა1, მარიამ ხაბეიშვილი2

1 მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი, ბიზნესის ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში, კლინიკა “ინ ვიტროს” სუპერვაიზერი

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1)

Download PDF

 

აბსტრაქტი

შესავალი. უშვილობა უარყოფით გავლენას ახდენს როგორც დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე, ასევე სოციალურ მოვლენებზე (განქორწინება, შრომის ნაყოფიერების შემცირება). კვლევის მიზანია საქართველოში უშვილობის მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, კერძოდ, მკურნალობის ფინანსურად ხელმისაწვდომობა, რატომ ირჩევენ საზღვარგარეთიდან ჩამოსული პაციენტები საქართველოში მკურნალობას, და რამდენად კმაყოფილნი არიან მიღებული შედეგებით, როგორია უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების მიმართ მოსახლეობის განათლების დონე. პაციენტები რამდენად დროულად მიმართავენ უშვილობის სამკურნალოდ სათანადო სამედიცინო დაწესებულებებს. მეთოდოლოგია: კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია უშვილობის საკითხებზე არსებული ლიტერატურა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა თბილისის „კლინიკა ინ ვიტროს“ უშვილო წყვილების გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით, სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. შედეგები: რესპოდენტები უშვილობის სამკურნალოდ ყველაზე მეტად იყენებენ ხელოვნურ განაყოფიერებას (46%). ჩატარებული მკურნალობიდან დადებითი შედეგი იქნა მიღებული რესპოდენტთა 78%-ში. ხოლო მეთოდებიდან ყველაზე დადებითი შედეგი იქნა მიღებული ინსემინაციის მეთოდით მკურნალობაზე (78.6%). ასაკობრივ ჭრილში, ყველაზე დადებითი შედეგი იქნა მიღებული 35 წელზე ნაკლები ასაკის რესპოდენტთა შორის (48%). რესპოდენტები უშვილობის სამკურნალოდ ექიმს აკითხავენ ძალიან დაგვიანებით. მკურნალობის ფასები ფინანსურად ხელმისაწვდომია რესპოდენტთა მხოლოდ 20%-თვის. 80%-თვის მკურნალობა ძვირია, მაგრამ იძულებულია ჩაიტაროს. უცხო ქვეყნების რესპოდენტების (გამოკითხულთა 24 %) აზრით, მათთვის ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომია თბილისში მკურნალობა, ასევე ხაზს უსვამენ საქართველოში ჩატარებული მკურნალობის მაღალ ხარისხს. დისკუსია, რეკომენდაციები: უშვილობის მკურნალობასთან დაკავშირებულ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს პაციენტების დაგვიანებით მიმართვა ექიმთან, ასევე უშედეგო მკურნალობა სხვადასხვა კლინიკებში. აღნიშნული კიდევ უფრო ამძიმებს უშვილობის პრობლემას, რადგან რაც უფრო დიდია უნაყოფობის ხანგრძლივობა მით უფრო მცირდება უნაყოფობის მკურნალობის შედეგიანობა. კვლევა აჩვენებს, რომ ამ სფეროში მოსახლეობას აქვს განათლების დაბალი დონე. მიზანშეწონილია ქალთა რეპროდუქციული განათლების ამაღლება, უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მასიური პროფილაქტიკური გამოკვლევები, რათა მოხდეს მსგავსი დაავადებების დროული გამოვლენა და ადეკვატური მკურნალობა.

საკვანძო სიტყვები: უშვილობის მკურნალობა, ჯანდაცვა.

ციტირება: თენგიზ ვერულავა, მარიამ ხაბეიშვილი. უშვილობის მკურნალობა საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2015; 1 (1).

Infertility treatment in Georgia

Tengiz Verulava, Mary Khabeishvili

Abstract

Introduction: Infertility negatively affects the demographic projections, as well as social events (divorce, decline of labor productivity). The aim of the research is to study, issues related to infertility treatment in Georgia, in particular, financial access, satisfaction with the results, education level of the patients. Methodology: The quantitative research was carried out with patients and specialists. Results: Respondents most used artificial insemination (46%) from infertility treatment methods. The positive result was obtained by treatment with 78% of respondents. The most positive results were obtained by the insemination methods of treatment (78.6%). By age, the positive results were obtained from 35 years old among the respondents (48%). Discussion, Recommendations: The study shows that the population of this area has a low level of education. It is recommended to increase women’s reproductive education about modern methods of infertility treatment, to increase access to health care, mass preventive examinations in order to detect such diseases in a timely.

Keywords: pension system, poverty, ageing, elderly.

Quote: Tengiz Verulava, Mary Khabeishvili. Infertility treatment in Georgia. Health Policy, Economics and Sociology 2015; 1 (1).

შესავალი

უნაყოფო ქორწინების პრობლემა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ სამედიცინო-სოციალურ და დემოგრაფიულ პრობლემად. უშვილობა – მძიმე პათოლოგიაა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე, ასევე ბევრ ისეთ სოციალურ მოვლენებზე, როგორიცაა: განქორწინება, შრომის ნაყოფიერების შემცირება. უშვილობის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის პრობლემის აქტუალობა  დაკავშირებულია ამ დაავადების მნიშვნელოვანი გახშირებით და მისი ზრდის ტენდენციით მთელ მსოფლიოში[1];[2];[3].

ბოლო პერიოდში მსოფლიოს ბევრ ქვეყნებში აღინიშნება უნაყოფო ქორწინებების გახშირება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თანამედროვე პირობებში ქორწინებათა 10-დან 15%-მდე არის  უნაყოფო. ამასთან, ქალის უშვილობა შეადგენს 50-70%-ს, ხოლო მამაკაცის უშვილობა 30-50%-ს[4];[5]. თითქმის იგივე მონეცემები არსებობს საქართველოსთვისაც. საქართველოში არის დაახლოებით 35 ათასი რეპროდუქციული ასაკის უნაყოფო წყვილი და აქედან, სულ ცოტა, 70% მაინც საჭიროებს “ინ ვიტრო” განაყოფიერებას[6]. თუმცა, სინამდვილეში უშვილობის შემთხვევა უფრო მეტია, რადგან ყველა უშვილო წყვილი არ არის აღრიცხული.

თუმცა, სინამდვილეში უშვილობის შემთხვევა უფრო მეტია, რადგან ყველა უშვილო წყვილი არ არის აღრიცხული. საქმე ის არის, რომ უნაყოფოებად არ განიხილავენ განსაკუთრებულ კონტინგენტს, რომელშიც ქალების 2 ტიპი შედის. I ტიპს მიეკუთვნებიან ქალები (ქალთა საერთო რაოდენობის 2,5%), რომელთაც შეუძლიათ დაორსულება, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის ბოლომდე მიყვანასა და მშობიარობაში ხელს უშლით[7]. მაგალითად, თუ ქალს აქვს გულის, ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადება, ორსულობა და მშობიარობა მისი სიცოცხლისთვის საშიშია [7]. II ტიპს კი მიაკუთვნებენ ქალებს (მათი ხვედრითი წილიც 2,5%-ია), რომელთაც შეუძლიათ დაორსულებაც, ორსულობის ბოლომდე მიყვანაც და მშობიარობაც, მაგრამ ეს არც ბავშვისთვის, არც დედისთვის და არც ქვეყნისთვის იქნება კარგი [7]. ეს ის ქალები არიან, რომელთაც აქვთ მძიმე მემკვიდრეობითი დაავადება, მაგალითად, შიზოფრენია, ანდა შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა (როდესაც იგივე დაავადება აქვს მის მეუღლესაც) და სხვა. ქალების ეს ტიპიც პირობითად უშვილოდ უნდა ჩაითვალოს, თუმცა მათ შვილის ყოლას არავინ უკრძალავს. ამრიგად, უშვილობის რეალური მაჩვენებელი 15%-მდე აღწევს და ასეა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში [7].

უშვილობის რიცხვის ზრდას საქართველოში ადასტურებს ქალთა რეპროდუქციული საკითხების კვლევა, რომლის მიხედვით, დღეს საქართველოში უფრო ხშირად მიმართავენ სამედიცინო დახმარებას უშვილობისგან განკურნებისთვის. უშვილობის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემას წარმოადგენს ხალხის განათლების დაბალი დონე. უშვილობის სამკურნალოდ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტები მიდიან დაგვიანებით, რომელთა უნაყოფობის ხანგრძლივობა 10-15 წელია და რომელთაც გამოვლილი აქვთ საქართველოს სხვადასხვა კლინიკები და ფაქტობრივად, ამით მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმეს[6]. აღნიშნული მეტყველებს, რომ ამ სფეროში ხალხს აქვს განათლების დაბალი დონე. მთელს მსოფლიოში უნაყოფობის ხანგრძლივობა არ აღემატება 2-3 წელიწადს და ასეთი პაციენტები ბევრად უფრო პერსპექტიულები არიან, ვიდრე 15 წლის უნაყოფონი [6].

პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე, უშვილობის მკურნალობის ხარჯებზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა. უშვილობის მკურნალობა ძალიან ძვირადღირებულია, ხოლო მოსახლეობის ცხოვრების დონე ქვეყანაში უაღრესად დაბალია, შესაბამისად დაბალია მოსახლეობის გადახდისუნარიანობა [6]. ამასთან, უშვილობის მკურნალობა საქართველოში გაცილებით იაფია ვიდრე სხვა ქვეყნებში.

აქვე აღსანიშნავია, რომ უშვილობის მკურნალობა საქართველოში გაცილებით იაფია ვიდრე სხვა ქვეყნებში. პაციენტების გამოკითხვების მიხედვით, მკურნალობის საფასური სხვადასხვა ქვეყნებში შემდეგ ფარგლებში მერყეობს[8]:

  • აშშ $ 10,000 დან $ 18, 000-მდე;
  • ჰონკონგი $10,000;
  • კანადა $ 7 200;
  • ავსტრალია $5,200 – 7,000;
  • უნგრეთი $ 3,700;
  • სამხრეთ აფრიკა და თურქეთი $3,000.

ამ ქვეყნებში მზარდი მოთხოვნის მიუხედავად არ ხდება მომსახურების მნიშვნელოვანი გაიაფება, რაც იწვევს პაციენტების მიგრაციას აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და უნაყოფობის მკურნალობა საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი სეგმენტი ხდება.

კვლევის მიზანია საქართველოში უშვილობის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების შესწავლა, აგრეთვე იმის გარკვევა თუ რამდენად ფინანსურად ხელმისაწვდომია მკურნალობა, რატომ ირჩევენ საზღვარგარეთიდან ჩამოსული პაციენტები საქართველოში მკურნალობას, და რამდენად კმაყოფილნი არიან მიღებული შედეგებით, როგორია უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების მიმართ ხალხის განათლების დონე, პაციენტები რამდენად დროულად მიმართავენ უშვილობის სამკურნალოდ სათანადო სამედიცინო დაწესებულებებს.

უშვილობის კლასიფიკაცია. უშვილობა, უნაყოფობა სამედიცინო ლიტერატურის განმარტებით შვილის ყოლის უუნარობაა შესაბამისი სამედიცინო ჩარევის გარეშე. უნაყოფობა ნიშნავს, რომ ქალს ან მამაკაცს არ შესწევთ უნარი, შვილი იყოლიონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, თუ ქალი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა, ის უშვილოდ ითვლება. 20 წლის წინ ლოდინის პერიოდი 3 წელს შეადგენდა, მერე 2 წელზე ჩამოვიდა, დღეს კი უკვე 1 წლით განისაზღვრება [7].

გამოყოფენ ქალის და კაცის უნაყოფობას. უნაყოფო ქორწინება არის პირველადი და მეორადი. პირველადს უწოდებენ უნაყოფობას, როცა ქალი სქესობრივი ცხოვრების განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა ორსულად; მეორეულია უშვილობა, როცა წინამორბედი ერთი ან რამდენიმე ორსულობის შემდეგ ქალი აღარ დაორსულებულა. განასხვავებენ ქალის აბსოლუტურ და შედარებით უნაყოფობას. აბსოლუტური უნაყოფობა თან ახლავს განვითარების მანკებს, მაგ., საკვერცხეების ან საშვილოსნოს უქონლობას – ამ შემთხვევაში ორსულობა გამორიცხულია [7]. უნაყოფობის უნივერსალური კლასიფიკაცია არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოყოფს ქალის უნაყოფობის 22 ფაქტორს და მამაკაცის უნაყოფობის 16 ფაქტორს.

უშვილობის მიზეზები. უნაყოფობის მიზეზებს შორის პირველი ადგილი უჭირავს სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს (უროგენიტალური ინფექციები), რომლებიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (ე.წ. ვენერული დაავადებები) შედეგია [7].

უნაყოფობის მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა ენდოკრინული გენეზის უშვილობა, ასევე აღსანიშნავია რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნოს, მილების, მცირე მენჯის ღრუს) პათოლოგიები, გენეტიკური, იმუნური და სხვა მიზეზები.

უშვილობის განვითარებაში ერთ ერთ მთავარ როლს ასრულებს აბორტი, ასევე მნიშვნელოვანია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების სირთულე, არასრულფასოვნი კვება, ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება, გადატანილი ინფექციები.

უშვილობა შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ფაქტორით. შესაძლებელია ქალისა და მამაკაცის ფაქტორების თანაარსებობაც. არსებობს იდიოპათიური უშვილობაც. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. უნაყოფო ქორწინების ფაქტორების შესწავლამ გვიჩვენა, რომ თითქმის ყოველი მეორე ოჯახური წყვილისათვის (44.3%-52.7%) უნაყოფობა განპირობებულია ქალის რეპროდუქციული სისტემის ორგანოების დაავადებებით, 6.4%-19.4% წყვილში – მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის პათოლოგიით, ხოლო დაახლოებით მესამედზე მეტ ოჯახებში   უშვილობა განპირობებულია ორივე წყვილის რეპროდუქციული ფუნქციის პათოლოგიით[9].

ბოლო წლებში შეიცვალა უშვილობის სტრუქტურა. მაგალითად, თუ უწინ ქალი უფრო წამყვანი ფიგურა იყო უშვილობის მიზეზთა თვალსაზრისით, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, აბორტების გართულებების შედეგად, ბოლო დროს, უშვილობის მიზეზთა ძიებისას, წინ წამოიწია მამაკაცის ფაქტორმა [7].

მკურნალობა. საშვილოსნის მილების გამავლობის აღსადგენად არსებობს კონსერვატიული (ძირითადად მედიკამენტოზური), ენდოსკოპიური და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მეთოდები. ამასთან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მეთოდები წარმოადგენენ უნაყოფობის მკურნალობის დასკვნით ეტაპს ან ყველა არსებული მეთოდების ალტერნატივას. ტრადიციული მეთოდებით მკურნალობისაგან არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში დადებითი შედეგების არ არსებობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მეთოდების გამოყენება, რომლის დროს განაყოფიერების და ემბრიონების ადრეული განვითარების ყველა ეტაპები ხორციელდება ორგანიზმის გარეშე:

  • ექსტრაკორპორალური განაყოფიერება და ემბრიონების გადატანა საშვილოსნოს ღრუში,
  • ოოციტის ციტოპლაზმაში სპერმატოზოიდების ინიექცია,
  • სპერმის დონორობა,
  • ოოციტების დონორობა,
  • სუროგატული დედობა,
  • მეუღლის (დონორის) სპერმით ხელოვნური ინსემინაცია.

უშვილობის მიზეზთაგან უმრავლესობის გადაჭრის საუკეთესო მეთოდს ინ ვიტრო განაყოფიერება წარმოადგენს. ინ-ვიტრო განაყოფიერების მხრივ საქართველოც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. საქართველოში და ზოგადად ამიერკავკასიაში პირველი სინჯარის ბავშვი 1999 წელს დაიბადა.

ინვიტრო განაყოფიერება არის განაყოფიერება სინჯარაში, ანუ ორგანიზმის გარეთ (ექსტრაკორპორალური განაყოფიერება). ამ ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად დაბადებულ ბავშვებს ხშირად “სინჯარის ბავშვებს” უწოდებენ, რადგან ემბრიონის წარმოქმნის და განვითარების პირველი ეტაპები ლაბორატორიის სინჯარაში ხდება. ქალისა და მამაკაცის გამეტებს – კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდს – ათავსებენ სპეციალურ სინჯარაში სადაც ისინი ერთმანეთს შეერწყმიან – ხდება განაყოფიერება, სიცოცხლის ჩასახვა; რამდენიმე დღე ემბრიონი ინკუბატორში ვითარდება და შემდეგ თავსდება საშვილოსნოს ღრუში[10].

პირველი “IVF baby” (სინჯარის ბავშვი) ლუიზ ბრაუნი დაიბადა 1978 წელს ინგლისში, ქალაქ კემბრიჯში, პატრიკ სტეპტოესა და ბობ ედუარდსის კლინიკაში დაიბადა[11].

პირველი ინტრო განაყოფიერებიდან შემდეგ სამ ათეულზე მეტი წელი გავიდა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მონიტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICMART) 2013 წლის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში სულ ცოტა ხუთი მილიონი „ინ-ვიტრო ადამიანი“ ცხოვრობს [11], ხოლო ყოვეწლიურად იბადება 350 ათასი ახალშობილი. ამ მხრივ, ყველაზე აქტიური ქვეყნებია აშშ და იაპონია, თუმცა ყველაზე აქტიური რეგიონი ევროპაა.

უშვილობის მკურნალობის ერთ–ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდია საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, რომელიც გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად, შეყვანას.

საქართველოს ჯანმრთელობის შესახებ კანონის მუხლი 141-ის მიხედვით, განაყოფიერება დონორის სპერმით ნებადართულია:

ა) უშვილობის გამო, ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, ან მარტოხელა ქალის განაყოფიერებისათვის, თუ მიღებულია უშვილო წყვილის ან მარტოხელა ქალის წერილობითი თანხმობა. ბავშვის დაბადების შემთხვევაში უშვილო წყვილი ან მარტოხელა ქალი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით. დონორს არა აქვს განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მამად ცნობის უფლება;

ბ) მხოლოდ სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში, თუ მას ატარებს შესაბამისი ლიცენზიის მქონე ექიმი.

მუხლი 143-ის მიხედვით, ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია:

ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა;

ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის (“სუროგატული დედის”) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით. წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია.

  1. ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან “სუროგატულ დედას” არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.

მუხლი144-ის მიხედვით, ხელოვნური განაყოფიერების მიზნით შესაძლებელია გაყინვის მეთოდით კონსერვირებული ქალის და მამაკაცის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენება. კონსერვაციის დრო განისაზღვრება წყვილის სურვილისამებრ, დადგენილი წესით.

ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა ინ ვიტრო

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში “ინ ვიტრო”-განაყოფიერების დანერგვის იდეა ეკუთვნის ი. ჟორდანიას ინსტიტუტის ხელმძღვანელს არჩილ ხომასურიძეს, რომელიც იმხანად მუშაობდა მოსკოვში, გინეკოლოგიის საკავშირო ინსტიტუტში [6].

1980-იან წლებში ახალგაზრდა, ნოვატორული სულისკვეთებით გამორჩეულმა მეცნიერმა “ინ ვიტრო” ანუ სინჯარაში განაყოფიერების იდეა საზღვარგარეთიდან ჩამოიტანა და ამის თაობაზე მოუყვა თავის კოლეგებს[12]. ამავე პერიოდში მოსკოვის სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში მოღვაწეობდნენ ქართველი მედიკოსები, რომლებიც ჩაერთვნენ ინ ვინტრო განაყოფიერების პროცესში და კარგ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ. ინ ვინტრო განაყოფიერების შედეგად, ქართველი მედიკოსების მონაწილეობით მოსკოვში 1985 წელს დაიბადა პირველი ბავშვი – ლენა კალინინა, რომელსაც ელენა დაარქვეს [6, 12].  უკრაინელ გოგონას დედის მკურნალი ექიმის სახელი დაარქვეს [6]. ქართველი მედიკოსები შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრის შექმნის  იმედით.

არჩილ ხომასურიძემ თბილისში გადმოსვლისთანავე შეუდგა “ინ ვიტრო”- განაყოფიერების მეთოდის დანერგვას. მისი ინიციატივით ახალგაზრდებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაიარეს ტრეინინგები. მოიარეს აშშ-ის, ევროპის ყველა ავტორიტეტული კლინიკა, სადაც ინ ვიტრო განაყოფიერება კეთდებოდა [12]. საბჭოთა პერიოდში ი. ჟორდანიას ინსტიტუტმა შეიძინა საჭირო მოწყობილობა-დანადგარები. თუმცა, შემდგომ განვითარებული მოვლენების შედეგად ჟორდანიას ინსტიტუტში შეჩერდა მუშაობა “ინ ვიტრო”-განაყოფიერების მეთოდის დანერგვაზე. ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა, რომელიც გამოწერილი ჰქონდათ, ქვეყანაში შექმნილი ქაოსის გამო დანიშნულ ადგილმდე ვერ აღწევდა. ბევრი ახალგაზრდა სამუშაოდ დასავლეთში დარჩა.

არჩილ ხომასურიძეს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია. დასჭირდა ახალი კადრების აღზრდა. აპარატურა, რომელშიც ათეულ ათასობით საბჭოთა მანეთი იყო გადახდილი, მორალურად მოძველდა და საჭირო გახდა ახლის ყიდვა [6].

1997 წელს ჩამოყალიბდა ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა ინ ვიტრო (კლინიკა In Vitro Fertilization), როგორც ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინ-ვიტრო განაყოფიერების განყოფილება. საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების ოპერაცია პირველად ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში ჩატარდა [12]. 2000 წელს დაიბადა ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში პირველი “ხელოვნური” ბავშვი [6].

ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინ-ვიტრო განაყოფიერების განყოფილება წარმოადგენდა პირველ მსგავსი პროფილის განყოფილებას არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც [10]. ამჟამად საქართველოში „კლინიკა ინ ვიტრო“-ს გარდა ინ ვიტრო განაყოფიერების რამოდენიმე კლინიკაა[13].

2010 წლიდან კლინიკა In Vitro Fertilization წარმოადგენს კერძო კლინიკას (მდებარეობს იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს მახლობლად). კლინიკა ინ ვიტრო არის, ევროპის ემბრიოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა საზოგადოების წევრი [10].

კლინიკის ძირითადი სერვისებია [10]:

  • უშვილობის მკურნალობა (როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა)
  • გინეკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგი და მკურნალობა
  • ორსულობის მონიტორინგი
  • ტრანსვაგინალურად საკვერცხის კისტის ასპირაცია
  • სპეციალისტების კონსულტაციები – გინეკოლოგი, მამოლოგი, რადიოლოგი, ქირურგი, ემბრიოლოგი, ანესთეზიოლოგი

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სრული სპექტრი

  • ინ ვიტრო განაყოფიერება – IVF
  • ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია – ICSI
  • ტესტიკულარული სპერმის ექსტრაქცია, ასპირაცია – TESE/TESA/MESA
  • საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია – IUI
  • დონაცია სუროგაციის პროგრამა
  • ემბრიონების და სპერმის კრიოპრეზერვაცია (გაყინვა)
  • ბლასტოცისტის კულტივაცია

დიაგნოსტიკური სერვისები:

  • ულტრაბგერითი გამოკვლევები 3D და 4D განზომილებით;
  • კოლპოსკოპია, ჰისტეროსკოპია, ლაპარასკოპია,
  • სონოჰისტეროგრაფია,

ლაბორატორიული გამოკვლევები:

  • ოვარიული რეზერვის შეფასება (AMH-ის განსაზვრა);
  • იმუნო-ფერმენტული გამოკვლევები;
  • PAP-ტესტი;
  • სპერმოგრამა.

ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა ინ ვიტროს დახმარებით საქართველოს 3000-ზე მეტი ბავშვი მოევლინა.

ცხრილი 1: ინ ვიტროს წარმატებულობის ინდექსები. კლინიკა In Vitro Fertilization. სტატისტიკური მონაცემები. 2015 წ.

Picture1

წყარო: კლინიკა In Vitro Fertilization. სტატისტიკური მონაცემები.

ცხრილი 2: ბლასტოცისტის გადატანის წარმატებულობის ინდექსები. კლინიკა In Vitro Fertilization. სტატისტიკური მონაცემები. 2015 წ.

Picture3

წყარო: კლინიკა In Vitro Fertilization. სტატისტიკური მონაცემები.

ცხრილი 3: გაყინული ემბრიონის გადატანის წარმატებულობის ინდექსები. კლინიკა In Vitro Fertilization. სტატისტიკური მონაცემები. 2015 წ.

Picture4

წყარო: კლინიკა In Vitro Fertilization. სტატისტიკური მონაცემები.

ცხრილი 4: კვერცხუჯრედის დონაციის წარმატებულობის ინდექსი. კლინიკა In Vitro Fertilization. სტატისტიკური მონაცემები. 2015 წ.

Picture5

წყარო: კლინიკა In Vitro Fertilization. სტატისტიკური მონაცემები.

ცხრილი 5: ემბრიოლოგიის შიდა სტატისტიკის  ფურცელი. 2014 წელი

Picture6

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია უშვილობის საკითხებზე არსებული ლიტერატურა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა ბენეფიციართა გამოკითხვა. იმის გამო, რომ კვლევა ტარდებოდა შეზღუდულ დროში, კვლევის არეალს წარმოადგენდა თბილისის „კლინიკა ინ ვიტროს“ პაციენტები. აღნიშნული პროფილის სამედიცინო დაწესებულების შესარჩევად გამოყენებული იქნა სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევა. სტრატიფიცირების ცვლადად გამოყენებული იქნა სამედიცინო დაწესებულების ზომა, გატარებულ პაციენტთა რაოდენობა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეირჩა „კლინიკა ინ ვიტრო“. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი ხეტიალის პრინციპით. კვლევის შეზღუდვად მივიჩნევთ ნაკლები დანახარჯების და მოკლე დროში გამოკითხვის ჩატარების შესაძლებლობის გამო, კვლევის ჩატარებას მხოლოდ „კლინიკა ინ ვიტროში“.

შედეგები

ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა ინ ვიტროში (კლინიკა In Vitro Fertilization) გამოკითხულ იქნა 50 ქალი. ასაკობრივ ჭრილში ყველაზე მეტი წილი მოდის 35 წელზე ნაკლებ ასაკზე (40%), 35-37 წელს შეადგენდა 30%, 38-40 წელს – 30%, ხოლო 40 წელზე მეტს არცერთი.

ცხრილი 6: რესპოდენტთა ასაკობრივი განაწილება

Picture7

რესპოდენტთა გამოკითხვით, მათ მიმართ გამოყენებულ იქნა მკურნალობის შემდეგი მეთოდები:

  1. ინსემინაცია (მეუღლის სპერმის ხელოვნურად შეყვანა ქალის საშვილოსნოს ღრუში)
  2. სუროგატი დედის გამოყენება
  3. დონორის გამოყენება
  4. ხელოვნური განაყოფიერება

გამოყენებულ მეთოდებს შორის ყველაზე მეტად ჩატარდა ხელოვნური განაყოფიერება (46%), შემდეგ მოდის დონორის გამოყენება (32%), ინსემინაცია (28%), სუროგატი დედის გამოყენება (14%).

როგორც რესპოდენტთა პასუხებიდან ჩანს, 35 წელზე ნაკლებ ასაკში უფრო მეტად გამოიყენებენ ინსემინაციის მეთოდს და ხელოვნურ განაყოფიერებას (20-20%). 35-37 წლის ასაკის პირები უფრო მეტად მიმართავენ დონორის გამოყენებას (20%), ხოლო 38-40 წლის პირები ხელოვნურ განაყოფიერებას (22%). (ცხრილი 7)

ჩატარებული მკურნალობიდან დადებითი შედეგი იქნა მიღებული რესპოდენტთა 78%-ში. ჩატარებული მკურნალობის მეთოდებიდან ყველაზე დადებითი შედეგი იქნა მიღებული ინსემინაციის მეთოდით მკურნალობაზე (78.6%), შედარებით დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა ხელოვნურ განაყოფიერებაზე (56.5%). ასაკობრივ ჭრილში, ჩატარებული მკურნალობიდან ყველაზე დადებითი შედეგი იქნა მიღებული 35 წელზე ნაკლები ასაკის რესპოდენტთა შორის (48%), შემდგომ 35-37 წლის ასაკის რესპოდენტთა შორის (16%), და ბოლოს 38-40 წლის რესპოდენტთა შორის (14%). (ცხრილი 8)

ცხრილი 7: რესპოდენტთა მიმართ გამოყენებულ მკურნალობის მეთოდები

Picture8

ჩატარებული მკურნალობიდან დადებითი შედეგი იქნა მიღებული რესპოდენტთა 78%-ში. ჩატარებული მკურნალობის მეთოდებიდან ყველაზე დადებითი შედეგი იქნა მიღებული ინსემინაციის მეთოდით მკურნალობაზე (78.6%), შედარებით დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა ხელოვნურ განაყოფიერებაზე (56.5%). ასაკობრივ ჭრილში, ჩატარებული მკურნალობიდან ყველაზე დადებითი შედეგი იქნა მიღებული 35 წელზე ნაკლები ასაკის რესპოდენტთა შორის (48%), შემდგომ 35-37 წლის ასაკის რესპოდენტთა შორის (16%), და ბოლოს 38-40 წლის რესპოდენტთა შორის (14%).

ცხრილი 8: რესპოდენტთა მიმართ გამოყენებულ მკურნალობის მეთოდების შდეგების განაწილება

Picture9

რესპოდენტთა შორის საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ 76%-ს, უცხო ქვეყნების მოქალაქეები 24%-ს. უცხო ქვეყნების რესპოდენტებს შორის ჭარბობდნენ 35 წელზე ნაკლები პაციენტები (50%), 38-40 წლის ასაკის პაციენტები შეადგენდნენ 33.3%-ს, ხოლო 35-37 წლის პაციენტები – 16.7%-ს. უცხო ქვეყნების რესპოდენტებს შორის ჭარბობდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები (16%). დიდი ბრიტანეთის მოქალაქენი შეადგენდნენ 4%-ს, ავსტრიელები 2%-ს, ხოლო გერმანელები 2%-ს.

ცხრილი 9: რესპოდენტთა  განაწილება ქვეყნების მიხედვით

Picture10

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ყველა იყვნენ ჩრდილოეთ ოსეთიდან (ვლადიკავკაზი). უცხო ქვეყნების რესპოდენტების პასუხი, კითხვაზე თუ რატომ მკურნალობენ საქართველოში, განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ მათთვის ხელსაყრელია თბილისში მკურნალობის ჩატარება, რადგან იგი უფრო ახლოსაა, ვიდრე მოსკოვის ცენტრებში მკურნალობა, ასევე, მათთვის ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომია თბილისში მკურნალობა. მათი განმარტებით, რუსეთში იგივე სახის სერვისის ღირებულება დაახლოებით 15000 ლარზე მეტს შეადგენს, მაშინ როდესაც თბილისში მისი ღირებულება 10000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება გერმანიის მოქალაქეებს, გერმანიაში ასეთი სახის სერვისები კანონით არის აკრძალული, ამიტომ მკურნალობის ჩასატარებლად ჩამოდიან საქართველოში. დიდი ბრიტანეთის და ავსტრიის მოქალაქეების აზრით, ასეთი სახის სერვისების ღირებულება საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე თავიანთ ქვეყნებში, ამიტომ  ანიჭებენ ისინი უპირატესობას საქართველოში მკურნალობას. უცხო ქვეყნის რესპოდენტები ხაზს უსვამენ საქართველოში ჩატარებული მკურნალობის მაღალ ხარისხს. მათ მიერ სერვისების ლიკერტის სკალის ათბალიანი სისტემით შეფასებისას, სადაც 1 აღნიშნავდა ცუდს, ხოლო 10 კარგს,  საშუალო ქულამ შეადგინა 9.7. ამ მხრივ, ყველაზე მაღალი შეფასება მისცეს ბრიტანეთისა და გერმანიის რესპოდენტებმა (უმაღლესი 10 ქულა).

ცხრილი 10: უცხოელ რესპოდენტთა მიერ სამედიცინო სერვისების ხარისხის შეფასება.

Picture11

ქართველ რესპოდენტთაგან 5 %-მა მიღებული მომსახურეობა შეაფასა 5 ქულით, 7%-მა – 6 ქულით,  8%-მა – 7 ქულით, 10-მა%-მა – 8 ქულით, 18%-მა 9 ქულით, 43%-მა – 10 ქულით. რესპოდენტთა 38% აღნიშნა, რომ „კლინიკა ინ ვიტრო“-მდე სამკურნალოდ მიმართა სხვა სამედიცინო დაწესებულებებს. რესპოდენტთა 26%-მა პირველად მიმართა „კლინიკა ინ ვიტრო“-ს, ხოლო 36% თავიდანვე „კლინიკა ინ ვიტრო“-ს პაციენტია. (ცხრილი 11)

ცხრილი 11: რესპოდენტთა აზრი „კლინიკა ინ ვიტრო“-სთან მიმართვაზე.

Picture12

პაციენტთა 72% ენდობა „კლინიკა ინ ვიტრო“-ს, 18% ნაწილობრივ ენდობა, ხოლო გამოკითხულთა 10 %-ს გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა. (ცხრილი 12)

ცხრილი 12: რესპოდენტთა აზრი „კლინიკა ინ ვიტრო“-ს ნდობაზე.

Picture13

სამედიცინო დაწესებულების არჩევის პროცესში უპირატესი კრიტერიუმი გამოკითხულთა 54%-თვის აღმოჩნდა ექიმთა კვალიფიკაცია, გამოკითხულთა 26 %-თვის – კლინიკის პრესტიჟულობა, ხელმისაწვდომი ფასები – 16%-ს, გაუჭირდა პასუხის გაცემა – 4%. (ცხრილი 13)

ცხრილი 13: რესპოდენტთა აზრი „კლინიკა ინ ვიტრო“-ს არჩევის უპირატესობაზე.

Picture14

კითხვაზე, თუ საიდან გაიგეს კლინიკის შესახებ, რესპოდენტთა უმრავლესობამ აღნიშნა – ნათესავ-ახლობლები (48%), ექიმებისგან (18%), გაზეთებისგან (12%), ტელევიზია (14%), ვებ გვერდი (8%). (ცხრილი 14)

როგორც რესპოდენტთა პასუხებიდან ჩანს, კლინიკის მიერ განხორციელებული მკურნალობის ფასები ფინანსურად ხელმისაწვდომია რესპოდენტთა მხოლოდ 20%-თვის. 80%-თვის მკურნალობა ძვირია, მაგრამ იძულებულია ჩაიტაროს. რესპოდენტების მიერ მითითებული შენიშვნებიდან ირკვევა, რომ ასეთი პაციენტებისათვის დაფინანსების წყაროს წარმოადგენენ ბანკიდან გამოტანილი სესხები, ახლობლების დახმარება. (ცხრილი 15)

ცხრილი 14: რესპოდენტთა აზრი თუ საიდან გაიგეს კლინიკის შესახებ

Picture15

ცხრილი 15: რესპოდენტთა აზრი მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის შესახებ

Picture16

რესპოდენტთა გარკვეულმა უშვილობის სამკურნალოდ სათანადო სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხეს ქორწინებიდან ძალიან დაგვიანებით. ამასთან, რაც უფრო ნაკლებია ასაკი, მით უფრო დაბალია უშვილობის სამკურნალოდ ექიმთან მიმართვის დროულობა.

რესპოდენტებს შორის, რომელთა ასაკი შეადგენდა 35 წელზე ნაკლებს, ექიმს უშვილობის პრობლემებზე ქორწინებიდან პირველ წელს მიმართა მხოლოდ 15%-მა, ქორწინებიდან 10 წელზე მეტი ხნის დაგვიანებით 15%-მა. 35-37 წლის ასაკის რესპოდენტებში, ექიმს ქორწინებიდან პირველ წელს მიმართა 7%-მა, ხოლო 10 წელზე მეტი ხნის დაგვიანებით – 13%-მა. 38-40 წლის ასაკის რესპოდენტებში, ექიმს ქორწინებიდან პირველ წელს მიმართა 7%-მა, ხოლო ქორწინებიდან 10 წელზე მეტი ხნის დაგვიანებით – 27%-მა.

რომ შევაჯამოთ, ყველა ასაკის რესპონდენტებს შორის, ექიმს უშვილობის პრობლემებზე სამკურნალოდ ქორწინებიდან პირველ წელს მიმართა 10%-მა, ქორწინებიდან მეორე წელს – 12%-მა, ქორწინებიდან მესამე-მეხუთე წელს 20%-მა,  ქორწინებიდან მეექვსე-მეათე წელს 40%-მა ხოლო ქორწინებიდან 10 წელზე მეტი ხნის დაგვიანებით – 18%-მა.

ცხრილი 16: ქორწინებიდან რამდენი წლის შემდეგ მიაკითხეს ექიმს უშვილობის სამკურნალოდ.

Picture17

რესპოდენტთა გარკვეულმა უშვილობის სამკურნალოდ სათანადო სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხეს ქორწინებიდან ძალიან დაგვიანებით. ამასთან, რაც უფრო ნაკლებია ასაკი, მით უფრო დაბალია უშვილობის სამკურნალოდ ექიმთან მიმართვის დროულობა.

რესპოდენტებს შორის, რომელთა ასაკი შეადგენდა 35 წელზე ნაკლებს, ექიმს უშვილობის პრობლემებზე ქორწინებიდან პირველ წელს მიმართა მხოლოდ 15%-მა, ქორწინებიდან 10 წელზე მეტი ხნის დაგვიანებით 15%-მა. 35-37 წლის ასაკის რესპოდენტებში, ექიმს ქორწინებიდან პირველ წელს მიმართა 7%-მა, ხოლო 10 წელზე მეტი ხნის დაგვიანებით – 13%-მა. 38-40 წლის ასაკის რესპოდენტებში, ექიმს ქორწინებიდან პირველ წელს მიმართა 7%-მა, ხოლო ქორწინებიდან 10 წელზე მეტი ხნის დაგვიანებით – 27%-მა.

რომ შევაჯამოთ, ყველა ასაკის რესპონდენტებს შორის, ექიმს უშვილობის პრობლემებზე სამკურნალოდ ქორწინებიდან პირველ წელს მიმართა 10%-მა, ქორწინებიდან მეორე წელს – 12%-მა, ქორწინებიდან მესამე-მეხუთე წელს 20%-მა,  ქორწინებიდან მეექვსე-მეათე წელს 40%-მა ხოლო ქორწინებიდან 10 წელზე მეტი ხნის დაგვიანებით – 18%-მა.

ინტერპრეტაცია, დისკუსია

ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა ინ ვიტრო (კლინიკა In Vitro Fertilization) წარმოადგენს პირველ მსგავსი პროფილის განყოფილებას არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც. ამჟამად საქართველოში „კლინიკა ინ ვიტრო“-ს გარდა ინ ვიტრო განაყოფიერების რამოდენიმე კლინიკაა. კლინიკა ინ ვიტროს დახმარებით საქართველოს 3000-ზე მეტი ბავშვი მოევლინა.

რესპოდენტები მკურნალობის მეთოდებიდან ყველაზე მეტად გამოიყენებენ ხელოვნურ განაყოფიერებას (46%). კლინიკის მიერ განხორციელებული სერვისების მაღალ ხარისხზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ჩატარებული მკურნალობიდან დადებითი შედეგი იქნა მიღებული რესპოდენტთა 78%-ში.

„კლინიკა ინ ვიტრო“-ს მზარდ პრეზტიჟზე ხაზს უსვამს ის გარემოება, რომ რესპოდენტთა შორის დაახლოებით 24%-ს უცხო ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ. მათთვის ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომია თბილისში მკურნალობა, ასეთი სახის სერვისის ღირებულება თავიანთ ქვეყნებში გაცილებით ძვირია. გარდა, დაბალი ფასისა უცხო ქვეყნის რესპოდენტები ხაზს უსვამენ საქართველოში ჩატარებული მკურნალობის მაღალ ხარისხს. რესპოდენტთა მიერ შედეგები შეფასდა საშუალოდ 9.7 ქულით (უმაღლესი ქულა შეადგენდა 10-ს). რესპოდენტთაგან 43%-მა სამედიცინო მომსახურების ხარისხი შეაფასა 10 ქულით.

პაციენტთა გარკვეული ნაწილი „კლინიკა ინ ვიტრო“-მდე სამკურნალოდ მიმართავდა სხვა სამედიცინო დაწესებულებებს, თუმცა პაციენტთა 36% თავიდანვე „კლინიკა ინ ვიტრო“-ს პაციენტია, რაც მეტყველებს, რომ პაციენტთა საკმაო ნაწილი კმაყოფილია კლინიკაში მიღებული მომსახურების პირობებით და ხარისხით და არ სურს სხვა კლინიკაში მკურნალობა. კლინიკაში გაწეული მომსახურების მაღალ ხარისხზე მეტყველებს ის გარემოება, რომ მისი შერჩევის უპირატესი კრიტერიუმი გამოკითხულთა 54%-თვის აღმოჩნდა ექიმთა კვალიფიკაცია.

დაბალია სამედიცინო მომსახურებაზე რესპოდენტთა ფინანსური ხელმისაწვდომობა, მაგრამ ისინი იძულებული არიან მკურნალობა ჩაიტარონ. ასეთი პაციენტებისათვის დაფინანსების წყაროს წარმოადგენენ ბანკიდან გამოტანილი სესხები, ახლობლების დახმარება.

კვლევამ აჩვენა, რომ განათლების დაბალი დონე კიდევ უფრო ამძიმებს უშვილობის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემას. პაციენტები ძალიან დაგვიანებით მიმართავენ უშვილობის სამკურნალოდ სათანადო სამედიცინო დაწესებულებებს. ექიმს უშვილობის პრობლემებზე სამკურნალოდ ქორწინებიდან პირველ წელს მიმართა მხოლოდ 10%-მა, ქორწინებიდან მეორე წელს – 12%-მა, ქორწინებიდან მესამე-მეხუთე წელს 20%-მა,  ქორწინებიდან მეექვსე-მეათე წელს 40%-მა ხოლო ქორწინებიდან 10 წელზე მეტი ხნის დაგვიანებით – 18%-მა. ამრიგად, პაციენტთა უმრავლესობა მაშინ მიმართავს სათანადო სამედიცინო დაწესებულებას, როდესაც უნაყოფობის ხანგრძლივობა მეექვსე-მეათე წელია (რესპოდენტთა 40%).

აქვე აღსანიშნავია, რომ რესპოდენტებს შორის ბევრს უკვე გამოვლილი აქვთ საქართველოს სხვადასხვა კლინიკები, რითაც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. აღნიშნული მეტყველებს, რომ ამ სფეროში ხალხს აქვს განათლების დაბალი დონე. რაც უფრო ნაკლებია უნაყოფობის ხანგრძლივობა მით უფრო პერსპექტიულია უნაყოფობის მკურნალობა.

დასკვნა, რეკომენდაციები

უშვილობის მკურნალობასთან დაკავშირებულ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს პაციენტების დაგვიანებით მიმართვა ექიმთან. მათ შორის ბევრს უკვე გამოვლილი აქვთ საქართველოს სხვადასხვა კლინიკები. აღნიშნული კიდევ უფრო ამძიმებს უშვილობის პრობლემას, რადგან რაც უფრო დიდია უნაყოფობის ხანგრძლივობა მით უფრო მცირდება უნაყოფობის მკურნალობის შედეგიანობა. აღნიშნული მეტყველებს, რომ ამ სფეროში ხალხს აქვს განათლების დაბალი დონე. ამგვარად, დიდი მნიშვნელობა აქვს ქალთა რეპროდუქციული განათლების ამაღლებას, უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას, მასიურ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, რათა მოხდეს მსგავსი დაავადებების დროული გამოვლენა და ადეკვატური მკურნალობა.

[1] Chemes H.E. Sperm pathology: a step beyond descriptive morphology. Origin, characterization and fertility potential of abnormal sperm phenotypes in infertile men / H.E. Chemes, V.Y. Rawe // Hum. Reprod. Update. 2003. -№.9. – P.405-408

[2] Kildea S. Reproductive health, infertility and sexually transmitted infections in indigenous women in a remote community in the Northern Territory / S. Kildea, F.J. Bowden // Aust. N. Z. J. Publ. Health: 2000. – Vol.24. – №4. -P.382-386.

[3] Sonmezer M. Fertility preservation in female patients / M. Sonmezer, K. Oktay // Hum. Reprod. Update. 2004. – Vol.10. – P.251-266.

[4] Benoff S. Male infertility and environmental exposure to lead and cadmium / S. Benoff, A. Jacob, I. R. Hurley // Hum. Reprod. Update. 2000. – Vol.6. -P. 107-121

[5] Rodriguez R., Hernandez R., Fuster F. et al. Genital infection and infertility. //Enferm Infec. Microbiol. Clin. -2001.-Vol. 19(6).-P. 261-266.

[6] დალი ჩიკვაიძე. “ინ ვიტრო”-განაყოფიერება ამიერკავკასიაში მხოლოდ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტშია დანერგილი. ჟურნალი „ბიზნესი და მენეჯმენტი. 2(10), 2006 წ.

http://aaf.ge/index.php?menu=2&jurn=10&rubr=0&mas=1572

[7] ნანა ხუცაიძე, ქეთევან ქარქაშაძე. უშვილობა – მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჟურნალი მკურნალი. http://www.mkurnali.ge/qali/ginekologia/3255-ushviloba-mizezebi-diagnostika-da-mkurnaloba.html

[8] Medical Tourism: The Cost of International IVF. ვებ გვერდი Attain Fertility. http://attainfertility.com

[9] Корнеева И.Е. Современная концепция диагностики и лечения бесплодия в браке // Автореф. дис. … д-ра мед. наук. М., 2003. 36.с. 6.

[10] კლინიკა In Vitro Fertilization. ვებ გვერდი http://invitro.ge

[11] გვახარია მარინა. “ინ-ვიტრო ბავშვები”, როგორც “ღვთის სასწაული”. ჟურნალი „ლიბერალი“. 2014. http://blogs.liberali.ge/ge/blog/1843/117436/

[12] გია ცაგარეიშვილი. ინ ვიტრო განაყოფიერებით საქართველოში 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა.

http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/105478-in-vitro-ganayofierebith-saqarthveloshi-11-tslis-ganmavlobashi-3-000-ze-meti-bavshvi-daibada.html

[13] სუროგაციისა და დონაციის ცენტრი “FAMILY PLANNING”. ინტევიუ ექიმ-რეპროდულოგ ნატალია ხონელიძესთან. ვებ გვერდი http://www.surrogationcenter.com/index.php?m=114&news_id=11

სტუდენტთა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართ დამოკიდებულებების შეფასება

ნია ხაჩიძე, ანა გიგუაშვილი, ნინო ჩიხლაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი

Download PDF

აბსტრაქტი

შესავალი. ახალგაზრდა ასაკი თავისთავად დიდ რისკს წარმოადგენს  ავარიებისთვის, ამიტომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში დაბალი ინფორმირების დონე და წესების ხშირი დარღვევა უფრო დიდი რისკის ქვეშ აქცევს  სტუდენტებს. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს სტუდენტების დამოკიდებულებების შესწავლა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში. მეთოდოლოგია. გამოკითხვა ჩატარდა სპეციალურად შედგენილი სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით. კვლევის სამიზნე ჯგუფად შეირჩა შვიდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები საქართველოს ექვსი ქალაქიდან. შედეგები და დისკუსია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში სტუდენტები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე და შესაბამისად სათანადოდ ვერ აფასებენ ავტოავარიებთან დაკავშირებულ რისკებს და საკმარისი სიმძაფრით ვერ აღიქვამენ სხვადასხვა რისკის ქცევას. დასკვნა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე,  მნიშვნელოვანია ახალგაზრდების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის ამაღლება სოციალური მედიის, ინტერნეტის და საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებით.

საკვანძო სიტყვები: ტრავმული დაზიანება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, დამოკიდებულებები, სტუდენტები.

ციტირება: ნია ხაჩიძე, ანა გიგუაშვილი, ნინო ჩიხლაძე. სტუდენტთა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართ დამოკიდებულებების შეფასება. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1).

Abstract

Evaluation of Students’ attitude toward road traffic safety

Nia Kachidze, Ana Giguashvili, Nino Chikhladze

Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Medicine

Introduction. Young age is a risk factors for road traffic accidents, respectively the level of awareness toward road traffic safety issues and the frequent violation of rules make the students even more vulnerable group. Objectives. The aim of the study is to explore the attitudes of the students regarding road traffic safety issues in Georgia. Methodology. Special questionnaire was designed for the survey. Students from seven Georgian Higher Institution in six cities were interviewed. Results. Students across Georgia are not well informed about the road traffic safety issues. Students cannot truly evaluate how severe results of various risk behavior can be. Students cannot assess the risks associated with car crash and cannot identify various risk behaviors. Conclusion. It is important to raise the awareness of the students toward road traffic safety issues via different campaign in social media, internet and educational programs.

Key words: injury, road traffic safety, attitude, students.

Quote: Nia Kachidze, Ana Giguashvili, Nino Chikhladze. Evaluation of Students’ attitude toward road traffic safety. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (1)

შესავალი

საგზაო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმატიზმი წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემას. ყოველწლიურად  მსოფლიოში ავტოავარიების შედეგად ტრავმულ დაზიანებებს ღებულობს  დაახლოებით 50 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო ევროპის რეგიონში დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი. ამის შედეგად, საზოგადოება დიდი ეკონომიკური ზარალის წინაშე დგება, რომელიც, ზოგიერთ ქვეყანაში, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. ავტოსაგზაო ავარიების შედეგად გამოწვეული ტრავმატიზმი  წარმოადგენს 15-დან 29 წლამდე ასაკის  ახალგაზრდების სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს (1). ახალგაზრდა ადამიანების დაღუპვის ალბათობა საგზაო ავარიის გამო ორჯერ უფრო მაღალია ზოგადი მიზეზით დაღუპვის ალბათობასთან შედარებით. 2015 წლის მონაცემებით ევროკავშირში დაღუპული ახალგაზრდების ორი მესამედი არიან მძღოლები, ხოლო 8%-ს შეადგენენ ფეხით  მოსიარულე პირები (2).

სხადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევის შედეგები ადასტურებენ, რომ იმ ავტოსაგზაო შემთხვევებში, რომლებიც ფეხით მოსიარულეთა მსხვერპლით დასრულდა, უდიდესი როლი აკისრიათ ახალგაზრდა (15-20 წლის) და ახალბედა მძღოლებს (3,4). ფლორიდაში (აშშ-ში)  ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ იმ ახალგაზრდა მამაკაცი მძღოლების შემთხვევაში, რომლებიც უფრო აგრესიულები არიან, არსებობს მეტი ალბათობა, რომ ისინი მოხვდებიან მძიმე ავარიებში ფეხითმოსიარულეთა ჩართულობით, უმეტესად გზის გადაკვეთისთვის განკუთვნილ ადგილებში, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები (4,5).

შვედმა მკვლევარებმა, ასევე, დაადგინეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცების საკმაოდ დიდი წილია იმ  ავარიებში, რომელთა მსხვერპლი არიან ფეხითმოსიარულე პირები (4,6).

სხვადასხვა ქვეყნებში შესწავლილია ახალგაზრდების ცოდნა-დამოკიდებულება საგზაო რისკებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან დადასტურებულია, რომ საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებული მძღოლების და ფეხით მოსიარულეების ქცევებზე (7,8)

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ საქართველოში ახალგაზრდების ცოდნა-დამოკიდებულების შესწავლა საგზაო რისკებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში.

მეთოდოლოგია

გამოკითხვა ჩატარდა სპეციალურად შედგენილი სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით. კვლევის სამიზნე ჯგუფად შეირჩა შვიდი სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები. მონაცემების მოპოვება მიმდინარეობდა 4 თვის განმავლობაში (2018 წლის იანვარი-აპრილი). კვლევაში მონაწილეობა იყო ნებაყოფლობითი.

კვლევის შედეგები

გამოიკითხა 445 სტუდენტი შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რესპონდენტთა 46%), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (რესპონდენტთა 14%),  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი  (რესპონდენტთა 8%), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რესპონდენტთა 7%), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი  (რესპონდენტთა 9%),  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (რესპონდენტთა 9%) და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რესპონდენტთა 7%).

რესპონდენტთა უმრავლესობა (76%) იყო ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტი. რესპონდენტებს შორის თითქმის თანაბრად აღმოჩნდნენ ქალები (55.6%) და მამაკაცები (44.4%). რესპონდენტების ასაკობრივი ინტერვალია 18 წლიდან 39 წლამდე, 20 წლის ასაკის რესპონდენტებმა შეადგინეს საერთო რაოდენობის ყველაზე მაღალი წილი (26.1%).

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ რესპონდენტების 44% ფლობს მართვის მოწმობას, მათ შორის არის 39% – ქალი, 61% – მამაკაცი; მათგან 7%-ს ჰქონდა ავტომანქანის მართვის 5 წელზე მეტი გამოცდილება, 10%-ს 3-4 წლის გამოცდილება, 13%-ს 1-2 წლის გამოცდილება, ხოლო 14%-ს 1 წელზე ნაკლები. მართვის მოწმობის მფლობელთა 40% ფლობს საკუთარ ავტომანქანას, ხოლო 34%-ს შეუძლია ოჯახის სხვა წევრების საკუთრებაში მყოფი ავტომანქანის გამოყენება.

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მძღოლი სტუდენტები ავტომანქანის მართვისას დაღლილობის შემთხვევაში ძალიან ხშირად მიმართავენ ისეთ მეთოდებს, რომლებიც ვერ მოახდენენ ამ რისკ-ფაქტორის აღმოფხვრას და წამოადგენენ მხოლოდ დროებითი გამოფხიზლების საშუალებას. დაღლილობის შემთხვევაში სტუდენტების უმრავლესობა უბრალოდ აღებს ფანჯარას/რთავს კონდენციონერს (83%), ესაუბრება მგზავრებს (84%), რთავს რადიოს/უმატებს ხმას (74%), იღებს კოფეინს ან ენერგეტიკულ სასმელს (70%), ხოლო ყოველი მეოთხე (24%) მძღოლი საუბრობს ტელეფონზე. აღსანიშნავია, რომ ეს ქმედებები კიდევ უფრო მეტ რისკს ქმნის ავარიისთვის. ყოველი მეორე მძღოლი სტუდენტი (63%) არასდროს მიმართავს დაძინებას, ხოლო ყოველი მესამე (31%) არასდროს მიმართავს დასვენების პრაქტიკას, რაც ნამდვილად გადაჭრიდა დაღლილობის პრობლემის არსებობას (დიაგრამა №1).

Picture6

სტუდენტების მიერ ავტომანქანის მართვისას დაღლილობის შემთხვევაში გამოყენებული მეთოდების სიხშირე ასახულია (დიაგრამა №2).

Picture7

მძღოლი სტუდენტების 16% აღნიშნავს, რომ შემჩნეულია საგზაო დარღვევებში. მართვის მოწმობის მქონე სტუდენტებიდან 5% აღნიშნავს, რომ ერთხელ მაინც უტარებია მანქანა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ (დიაგრამა №3).

Picture8

გამოკითხული მძღოლი სტუდენტების  44% აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1 ან 2 დღე მაინც გამოუყენებია მობილური ტელეფონი მართვისას, ხოლო 6% ამბობს, რომ ყოველდღე სარგებლობს მობილური ტელეფონით, რეკავს ან აგზავნის შეტყობინებას მაშინ, როდესაც მართავს ავტომობილს.

გამოკითხული რესპონდენტების 9% არ ემხრობა შემოთავაზებას, რომ დამონტაჟდეს მეტი ავტომატიზირებული კამერა წითელი შუქის დაუმორჩილებლობისას, ხოლო 10% არ ფიქრობს, რომ საჭიროა მეტი ავტომატიზირებული კამერის დაყენება კონკრეტულ ადგილებში სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების აღმოსაფხვრელად.

გამოკითხული რესპონდენტების 19% არ ემხრობა უფრო მეტი 30 კმ/სთ-იანი შეზღუდვის შემოღებას მჭიდროდ დასახლებული ადგილებისთვის, ხოლო  32% – არ უერთდება მეტი საველოსიპედო ბილიკების შემოღების შემოთავაზებას. გამოკითხული სტუდენტების 15% აღნიშნავს, რომ არ ემხრობა ქალაქში მეტი ტროტუარების შექმნის იდეას, ხოლო 13% არ იწონებს მეტი მანქანის გზებისგან თავისუფალი ზონების გამოყოფას მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.

გამოკითხული სტუდენტების 25% ფიქრობს, რომ მობილური ტელეფონის მართვისას გამოყენების დროს ჯარიმა არ უნდა გამკაცრდეს, ხოლო   სტუდენტის 42% ფიქრობს, რომ ორბორბლიანი საშუალებების ტარების დროს ჩაფხუტის გამოუყენებლობისას არ არის ჯარიმის გამკაცრება საჭირო (დიაგრამა №4).

Picture9

გამოკითხული სტუდენტების 36% არ ემხრობა დებულებას უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის დროს ჯარიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით. სიჩქარის გადაჭარბების დროს ჯარიმის სიმკაცრის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხული რესპონდენტების 15%-ს, ხოლო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის დროს ჯარიმის გამკაცრებას ეწინააღმდეგება სტუდენტების 5%.

გამოკითხული სტუდენტების 30%-ის აზრით მოტოციკლეტი წარმოადგენს უსაფრთხო გადასაადგილებელ საშუალებას, მსუბუქ ავტომობილს უსაფრთხოდ მიიჩნევს გამოკითხულთა 68%. საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია სტუდენტთა დიდი უმრავლესობა (72%). ველოსიპედით გადაადგილებაში რისკს ვერ ხედავს სტუდენტების 37%, ხოლო ფეხით სიარულით ავარიისგან თავს დაზღვეულად გრძნობს გამოკითხულთა 73%, აქედან სტუდენტების 15% ფეხით სიარულს მიიჩნევს, როგორც ძალიან უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას (დიაგრამა №5).

Picture10

გამოკითხვის შედეგების მიხედვით რესპონდენტთა 65% მიიჩნევს, რომ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მძღოლები მხოლოდ ზოგჯერ ან იშვიათად არღვევენ სიჩქარის ლიმიტს. სტუდენტების 15% ფიქრობს, რომ სოფლის გზებზე მძღოლები არასდროს ან იშვიათად არღვევენ წესებს. რაც შეეხება ქალაქებს შორის მთავარ გზებზე სიჩქარის ლიმიტის დარღვევას, სტუდენტების 51% მიიჩნევს, რომ ეს ხდება მხოლოდ ზოგჯერ ან იშვიათად, ხოლო სტუდენტთა დიდი უმრავლესობა (89%) აღნიშნავს, რომ ავტომაგისტრალებზე გადაადგილებისას მძღოლები სულ მცირე ზოგჯერ მაინც არღვევენ სიჩქარის ლიმიტს, აქედან 13% მიიჩნევს, რომ ეს ხდება ყოველთვის (დიაგრამა №6).

Picture11

გამოკითხული სტუდენტების 39% აღნიშნავს, რომ მისი ახლობლების უმრავლესობა დაარღვევდა სიჩქარის ლიმიტს დასახლებულ ადგილებში, როდესაც ლიმიტი არის 20 კმ/სთ. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (61%) არ ემხრობა დებულებას, რომ დასახლებულ ადგილას სიჩქარის ლიმიტის დარღვევისას შესაძლოა პოლიციამ გააჩეროს და დააჯარიმოს. სტუდენტების ნახევარი (51%) თვლის, რომ  დასახლებულ ადგილას დაწესებული სიჩქარის ლიმიტის გადაჭარბებისას არ იზრდება  ავარიაში მოყოლისა და სხვა ადამიანების დაზიანების რისკი. გამოკითხული სტუდენტების 25% აღნიშნავს, რომ ასეთი მოძრაობისას დანიშნულების ადგილას მიღწევა გაცილებით უფრო სწრაფად შეიძლება, ხოლო 20% თვლის, რომ ლიმიტზე გადაჭარბებით მოძრაობისას მანქანის მართვა უფრო სასიამოვნოა (დიაგრამა №7).

Picture12

სტუდენტების 23% აღნიშნავს, რომ მათი მეგობრების უმრავლესობა ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად მაინც დაჯდებოდა ავტომობილის სამართავად. სტუდენტების 18% არ თვლის, რომ ნასვამ მდგომაროებაში მანქანის მართვისას შესაძლებელია, რომ პოლიციამ გააჩეროს და დააჯარიმოს მძღოლი. რესპონდენტთა 6% თვლის, რომ ნასვამი მძღოლი საფრთხეს არ უქმნის გზების სხვა მომხმარებლებს, ხოლო 7% აღნიშნავს რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა გამართლებულია, თუ მძღოლი ივლის ფრთხილად (დიაგრამა №8).

Picture13

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების ღვედი წინა მგზავრის სავარძელში ჯდომისას, სტუდენტების 84%-ს ყოველთვის უკეთია,  12%-ს  უმეტესწილად,  ხოლო 4% არასდროს უკეთია უსაფრთხოების ღვედი.

გამოკითხვის შედეგებმა გამოავლინა, რომ სტუდენტების 23%-ს ღვედის გაკეთებას აიძულებდა მკაცრი საკანონმდებლო რეგულაცია და ამდენივეზე (23%) იმოქმედებდა მაღალი ჯარიმების არსებობა. სტუდენტების 17%-ზე იმოქმედებდა კანონის გამკაცრება უშუალოდ უსაფრთხოების ღვედის გამოყენებასთან დაკავშირებით, ხოლო 11%-ზე – დაზღვევის ფასის გაზრდა. წინა მგზავრის როლში ყოფნისას მაჩვენებლები ოდნავ მაღალია (26%) საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების შემთხვევაში, ხოლო უკანა მგზავრის როლში ყოფნისას არანაკლები ინტერესი ჩნდება საგანმანათლებლო პროგრამების (17%) მნიშვნელობის და სხვა ადამიანების მიერ შეხსენების (14%) თუ ავტომატური შემხსენებლის (11%) მიმართ (დიაგრამა №9).

Picture14

გამოკითხული სტუდენტი მძღოლების 26% აღნიშნავს, რომ მაგისტრალურ გზებზე გადაადგილებისას უფრო გაიკეთებდა უსაფრთხოების ღვედს. გამოკითხული სტუდენტი მძღოლების 21% აღნიშნავს, რომ ღვედს გაიკეთებდა  ქალაქებს შორის გზებზე, 18-18% რაიონების და ქალაქის გზებზე, ხოლო ქალაქის გარეთ გზებზე ღვედს მოიხმარდა მხოლოდ 17%.

საინტერესო აღმოჩნდა პასუხები შეკითხვაზე „უსაფრთხოების ღვედის გამოყენება არაა საჭირო თუ….“. მძღოლი რესპონდენტების ყოველი 18% ფიქრობს, რომ ღვედის გაკეთება არაა საჭირო, თუ გეჩქარებათ, დაგავიწყდათ ან არ გსიამოვნებთ მისი ტარება. მძღოლი რესპონდენტების 34% სტუდენტი ფიქრობს, რომ ღვედის გამოუყენებლობისთვის გასამართლებელი საბუთია თუ ავტომობილს არ აქვს ღვედი. წინა მგზავრების 15% ფიქრობს, რომ ღვედს არ იკეთებს, თუ გასავლელი მანძილი პატარაა. თითქმის იგივე რაოდენობა (12%) ფიქრობს, რომ ღვედი არაა საჭირო, თუ მგზავრს ეშინია რომ ავარიის შემთხვევაში ღვედის გამო ვერ დააღწევს მანქანას თავს. რაც შეეხება უკანა მგზავრებს, მათ შემთხვევაში ყველა მიზეზი თითქმის თანაბრად დომინირებს პასუხებში.

გამოკითხული სტუდენტებიდან ყოველი მე-10 აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც უმგზავრია ისეთ მძღოლთან ერთად, რომელიც გარკვეული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. აქედან 3% ამბობს, რომ ეს მოხდა ორ-სამჯერ, ხოლო 2% ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა 6-ჯერ ან მეტჯერ (დიაგრამა №10).

Picture15

გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა (72%) აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1 ან 2 დღე მაინც აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როდესაც ავტომობილის მართვისას მძღოლი იყენებდა მობილურ ტელეფონს ზარისთვის ან შეტყობინებისთვის. აქედან ყოველი მე-10 6-დან 9 დღემდე მოხვდა ასეთ სიტუაციაში, ხოლო 3% – უკლებლივ ყოველ დღე ბოლო 30 დღის განმავლობაში (დიაგრამა №11).

Picture16

გამოკითხული რესპონდენტების 15% სტუდენტი აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოხვედრილა ავარიაში, აქედან 4% ავარიაში მოხვდა ორჯერ, ხოლო 1% – სამჯერ ან მეტჯერ (დიაგრამა №12). მათგან ყოველ მეათეს არ ეკეთა ავტოავარიის დროს ღვედი.

Picture17

ავტოავარიაში მოხვედრილი სტუდენტების 31% აღნიშნა, რომ ავტოავარიის შემთხვევის დროს მძღოლს ან მგზავრს აღმოაჩნდა მცირედი დაზიანება, აქედან 3% აღნიშნავს, რომ ეს მოხდა სამჯერ ან მეტჯერ  (დიაგრამა №12).

Picture18

გამოკითხული სტუდენტების ყოველი მე-6 აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო ავარიის გადატანის შემდეგ მძღოლს ან მგზავრს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა, აქედან 4% შემთხვევაში სამჯერ ან მეტჯერ (დიაგრამა №13).

Picture19

გამოკითხული სტუდენტების უმრავლესობამ საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისა და ცოდნის ამაღლების საშუალებად დაასახელა სოციალური ქსელები (72%), ინტერნეტი (70%), საზოგადოებრივი რადიო (30%), უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები (30%), ხოლო გამოკითხული სტუდენტების თითქმის მეოთხედმა (18-24%) უპირატესობა მიანიჭა გაზეთებს, ჟურნალებს და პოლიციის დეპარტამენტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამებს. ამავდროულად, პასუხებში დაფიქსირდა დიდი მხარდაჭერა სკოლებში საგზაო უსაფრთხოების საკითხებში განათლებაზე, ბანერების, სატელეფონო შეტყობინებების და ტელევიზიის აქტიურ გამოყენებაზე, ასევე სტუდენტების ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გამართლებულია ყველა შესაძლო წყაროს გამოყენება (დიაგრამა №14).

Picture20

გამოკითხული სტუდენტების 24% აღნიშნავს, რომ დაღლილობისას ავტომობილის მართვა იშვიათად შეიძლება გახდეს ავტოავარიის მიზეზი, ხოლო 3% მიიჩნევს, რომ ის არასდროსაა ავტოავარიის მიზეზი. სტუდენტების 22%-ის აზრით ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ავარიის მიზეზი შეიძლება გახდეს ზოგჯერ, იშვიათად ან არასდროს, აქედან 3% ფიქრობს, რომ არასდროს არის ავტოავარიის მიზეზი. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სტუდენტების 30%-ის აზრით ავარიის მიზეზი ხდება მხოლოდ ზოგ შემთხვევაში. მობილური ტელეფონის გამოყენებისას ავარია სტუდენტების ნახევარის (52%) აზრით გამოწვეული შეიძლება იყოს მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში. ხოლო სტუდენტის 17%-ის აზრით ტელეფონის გამოყენება ავარიის მიზეზი ხდება იშვიათად ან არასდროს.

გამოკითხული სტუდენტების 40%-ის აზრით ცუდი ამინდი ავარიის მიზეზთა შორის შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ ზოგჯერ. სტუდენტების 41%-სთვის ავტომობილის მართვის 3 წელზე ნაკლები გამოცდილება ავარიასთან იშვიათად ასოცირდება. ასაკოვანი ადამიანების მიერ ავტომობილის მართვა მიზეზთა სიაში სტუდენტთა ნახევრისთვის (49%) ხვდება იშვიათად, ხოლო 5%-სთვის ის ავარიის მიზეზს არასდროს წარმოადგენს (დიაგრამა №15).

Picture21

ზოგიერთი ქვეყნის წარმატება, სიკვდილიანობისა და ტრავმების შემცირების თვალსაზრისით, ნათლად ასახავს რომ ძლიერი პოლიტიკური ვალდებულება და საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა ინვესტირებული რესურსების სანაცვლოდ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი სარგებელის მოტანას ჯანდაცვის სფეროში. ნათელია, რომ არსებული გამოცდილებებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა, შესაბამისი ადაპტაციური ცვლილებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვადასხვა რეგიონში (10,11).

ავარიებით გამოწვეული ტრავმებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებისთვის მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვა. მაჩვენებლების გაუმჯობესება და თავიდანაცილებადი ავარიების მინიმუმამდე დაყვანა ყველა ქვეყნის პრიორიტეტული საკითხების სიაში უნდა იყოს. იმ ქვეყნებისთვის კი, რომელთაც არ აქვთ ასეთ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება, ძალიან დიდ დახმარებას წარმოადგენს წარმატებული ქვეყნების პრაქტიკის გაზიარება და საკუთარ ქვეყანაზე ადაპტირება.

დასკვნა

კვლევის შედეგების ანალიზი გვიჩვენებს, რომ სტუდენტები საქართველოში  არასათანადოდ აფასებენ ავტოავარიებთან დაკავშირებულ რისკებს და საკმარისი სიმძაფრით ვერ აღიქვამენ სხვადასხვა რისკის ქცევას.

გადაღლილ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ავტოავარიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს, თუმცა გამოკითხული სტუდენტების თითქმის მესამედის აზრით იგი იშვიათად ან არასდროს ხდება ავარიის მიზეზი. მძღოლი სტუდენტების დიდი უმრავლესობა კი დაღლილობის დასაძლევად ხშირად მიმართავს ისეთ ხერხებს, რომლებიც მხოლოდ დროებით და უმეტესად უშედეგოდ შეიძლება იყოს გამოფხიზლების საშუალება. მძღოლი სტუდენტების დაახლოებით მეოთხედი მართვის დროს დაღლილობის დასაძლევად მიმართავს ტელეფონზე საუბარს.

მძღოლი სტუდენტის 16% შემჩნეულია საგზაო დარღვევებში, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში მათგან 12% ერთხელ მაინც დაჯარიმებულა სიჩქარის ლიმიტის გადაჭარბების გამო.

სტუდენტები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი და ვერ აღიქვამენ საგზაო უსაფრთხოების წესების მნიშვნელობას. გამოკითხული სტუდენტების მეხუთედი არ ემხრობა უფრო მეტი 30 კმ/სთ-იანი შეზღუდვის შემოღებას, ხოლო 13% არ იწონებს მეტი მანქანის გზებისაგან თავისუფალი ზონების გამოყოფას მჭიდროდ დასახლებული ადგილებისთვის.

კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები გარკვეულწილად არ ემხრობიან ჯარიმის გამკაცრების იდეას. სტუდენტები ვერ აღიქვამენ თუ რამხელა რისკის მატარებელი შეიძლება იყოს კონკრეტული გადასაადგილებელი საშუალების გამოყენება. სტუდენტები არასწორად აღიქვამენ საგზაო უსაფრთხოების მხრივ ქვეყანაში არსებულ რეალობას. მათგან 65%-ის აზრით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მძღოლები სიჩქარის ლიმიტს არღვევენ მხოლოდ ზოგჯერ ან იშვიათად, ხოლო ქალაქებს შორის მთავარ გზებთან დაკავშირებით იგივეს ფიქრობს გამოკითხული სტუდენტების ნახევარი.

სტუდენტები სათანადო სიმწვავით ვერ აანალიზებენ ამა თუ იმ რისკის ქცევის სავარაუდო შედეგებს. სტუდენტების ნახევარი  თვლის, რომ  დასახლებულ ადგილას დაწესებული სიჩქარის ლიმიტის გადაჭარბებისას არ იზრდება  ავარიაში მოყოლისა და სხვა ადამიანების დაზიანების რისკი. სტუდენტების მეოთხედმა აღნიშნა, რომ მათი მეგობრების უმრავლესობა ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად მაინც დაჯდებოდა ავტომობილის სამართავად.

კვლევის შედეგების თანახმად სტუდენტები შესაბამისი სიმძაფრით ვერ აფასებენ ავარიის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზს.  გამოკითხულთა ნახევარის აზრით  65 წელს გადაცილებული ადამიანის მიერ ავტომობილის მართვა იშვიათად ან არასდროს არის ავარიის მიზეზი. არ აღიქმება ავარიის რისკად  არც გამოუცდელობა.

გამოკითხული სტუდენტებიდან ყოველი მე-5 ერთხელ მაინც მოხვედრილა ავტოავარიაში, მათგან 75% ბოლო სამი წლის განმავლობაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც არ არიან სათანდო მზადყოფნით განწყობილნი უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართ.

რეკომენდაციები

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე,  მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის გაზრდა. მიზანშეწონილია ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების წესების შესწავლა დაიწყოს რაც შეიძლება მცირე ასაკიდან, რათა მცირე ასაკიდან იყოს გააზრებული უსაფრთხოების ზომების მნიშვნელობა. ბაღის ასაკის ბავშვებისთვის ასეთი ტიპის გაკვეთილები შესაძლებელია საგანმანათლებლოსთან ერთად გასართობი სახითაც დაიგეგმოს.

აუცილებელია საგზაო უსაფრთხოების წესების შესწავალა დაინერგოს ყველა საშუალო სკოლაში, რადგან მოზარდებს შეეძლებათ უკეთ გაიაზრონ მისი მნიშვნელობა და მანქანის მართვისთვის დაშვებულ ასაკში შევიდნენ უკვე არსებული გარკვეული ინფორმაციით.

მნიშვნელოვანია სწორად იქნას დაგეგმილი მართვის მოწმობის მოსაპოვებელი გამოცდები, რადგან გამოუცდელი მძღოლები წარმოადგენენ ერთ-ერთ დიდ რისკს ავარიის თვალსაზრისით. შესაბამისად აუცილებელია, რომ ახალბედა მძღოლები, მართვის მოწმობის მოპოვების შემდეგ, მაქსიმალურად მომზადებულები ჩაებან ქალაქის მოძრაობაში.

საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვაში მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ქვეყანაში შესაბამისი რეგულაციების არსებობა და კანონის აღსრულების სიმკაცრე. მიზანშეწონილია სამართლებრივი რეგულაციების გადახედვა, დახვეწა და გაუმჯობესება. ასევე, მნიშნველოვანია სხვადასხვა დარღვევებისთვის ჯარიმების გამკაცრებაც.

საგზაო უსაფრთხოების საკითხებში საზოგადოების ინფორმირებისთვის სასარგებლოა სოციალური მედიის და ინტერნეტის გამოყენება, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. World Health Organisation. 2017. Save lives: a road safety technical package.
  2. European Commission. 2016. ROAD SAFETY IN THE EUROPEAN UNION Trends, statistics and main challenges.
  3. Chang, D. 2008. National pedestrian crash report.
  4. Kim, J. S. 2014. A review of the traffic safety culture in Europe to improve pedestrian safety in the US: Lessons from France and Sweden.
  5. Siddiqui, N., Chu, X., & Guttenplan, M. Crossing locations, light conditions, and pedestrian injury severity. Transportation Research Record: Journal of the Transportation Research Board. 2006,1982:141-149.
  6. Öström, M., & Eriksson, A. Pedestrian fatalities and alcohol. Accident Analysis & Prevention, 2001, 33(2):173-180.
  7. European Commission. 2010. Europe 2020: a strategy for smart, sustainable and inclusive growth. Working paper {COM (2010) 2020}.
  8. EC–European Commission. 2010. Towards a European road safety area: policy orientations on road safety 2011-2020. Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions, COM,2010: 389.
  9. International Union for Health Promotion and Education (IUHPE). 2010.Youth and Road Safety Action Kit.
  10. Racioppi F., L. E. Preventing Road Traffic Injury: A Public Health Perspective for Europe. 2004.
  11. Shoukrallah, R. Road safety in five leading countries. Journal of the Australasian College of Road Safety. 2008;19:

კვლევა დაფინანსდა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დაფინანსებით მიმდინარე აიოვას უნივერსიტეტის ,,iCREATE – კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში” პროექტის ფარგლებში. 

Managers Opinion About the Implementation of Hospital Accreditation in Georgia

Teona Gorgadze1, Otar Vasadze2

The University of Georgia, School of Health Sciences and Public Health

1PhD student, Public Health; 2Supervisor, MD, PhD, Associate Professor

Download PDF

Abstract

In healthcare system of Georgia is not implemented accreditation of medical organizations, which is well approved tool for quality management. In 2010 “Independent Hospital Association of Georgia”, which united only 12 hospitals at that time, tried to conduct self-assessment of the hospitals, but only five of them took part in it. The aim of the current study was to assess the prospects of implementation of the hospital accreditation system in Georgia through studying the opinion of managers employed in hospitals. 66 different levels managers from 46 hospitals took part in the survey.  97% of the managers think that accreditation is necessary, 84,8% – that accreditation should be obligatory and should meet international requirements, but only for 51,5% of managers was known accreditation requirements of  any country. Only 17,4% of hospitals had an attempt to obtain any kind of accreditation, 75 % from them were successful and 25% were unsuccessful. Based on the analysis of the results of the study we can conclude that without active intervention and regulation from the Government hospital accreditation process will not be able to start.

Abbreviations: JCI – Joint Commission International Accreditation;  KTQ – Kooperation für Transparenz und Qualität;  ISO – International Standartization Organization.

Keywords: accreditation, certification system, quality of healthcare, hospital accreditation.

აბსტრაქტი

მენეჯერების აზრი საავადმყოფოს აკრედიტაციის დანერგვის შესახებ საქართველოში

თეონა გორგაძე1, ოთარ ვასაძე2

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

2 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ჯერ კიდევ არ არის დანერგილი სამედიცინო ორგანიზაციების აკრედიტაცია, რომელიც ხარისხის მართვის კარგად აპრობირებულ ისტრუმენტს წარმოადგენს. 2010 წელს დამოუკიდებელ ჰოსპიტალთა ასოციაციამ, რომელიც  იმ პერიოდში მხოლოდ 12 საავადმყოფოს აერთიანებდა, სცადა საავადმყოფოთა თვითშეფასების ჩატარება, მაგრამ მასში მხოლოდ 5-მა  საავადმყოფომ მიიღო მონაწილეობა. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველში საავადმყოფოთა აკრედიტაციის სისტემის დანერგვის პერსპექტივების შეფასება უშუალოდ საავადმყოფოებში დასაქმებული მენეჯერების აზრის შესწავლის გზით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 46 საავადმყოფოში დასაქმებულმა 66-მა სხვადასხვა დონის მენეჯერმა. გამოკითხულთა 97% თვლის, რომ აკრედიტაცია საჭიროა, 84,8%-ის აზრით ის უნდა იყოს სავალდებულო და შეესაბამებოდეს საერთაშორისო მოთხოვნებს, თუმცა, მხოლოდ 51,5%-თვის არის ცნობილი რომელიმე ქვეყნის აკრედიტაციის მოთხოვნები. კვლევაში მონაწილე საავადმყოფოებიდან რომელიმე ტიპის აკრედიტაციის მიღების მცდელობა ჰქონდა მხოლოდ 17,4%-ს, რომელთაგან 75% წარმატებული, ხოლო 25% წარუმატებელი იყო.  კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო სექტორი მხარს უჭერს აკრედიტაციის პროცესის დაწყებას, სახელმწიფოს აქტიური ჩარევისა და რეგულირების გარეშე ის ვერ დაიწყება.

Introduction

Development of quality management systems and implementation of its control are vital for all countries, especially for developing countries with limited resources providing the population with the minimally necessary medical services. Quality oriented health care is a safe, effective and efficient medical service, that will respond the health care requirements. These requirements are complex that has been achieved by implementing accreditation of hospitals in a number of countries.  (Ashish, Epstein, 2010; Chassin, O’Kane, 2011).

Implementation of quality management policy has great importance for Georgia. Patient should be provided with safe, effective and affordable medical care with the limited resources available in the country.  So it is very important to provide the quality of medical care as a state, as well as at a separate hospital level (Sasania, 2010).

The aim of the study was to assess the prospects of implementation of the hospital accreditation system in Georgia through studying the opinion of managers employed in hospitals.

Methodology

A questionnaire with 17 questions has been developed and analyzed. 66 Managers fully answered the questionnaires. The managers have been interviewed in 2017.

Results

46 hospitals took part in the study, 28 (60,9%) were from Tbilisi and 18 (39,1%) were from different regions of Georgia. According to the capacity 28 (60,9%) hospitals had more than 50 beds and 18 (39,1%) hospitals had less than 50 beds. 32 hospitals (69,6%) were multi-profile and 14 (30,4%) hospitals were mono-profile (Illustration 1).

Illustration 1. Location, capacity and profile of hospitals.

Picture1

Source: study results.

According to the capacity, hospitals having more than 50 beds were 19 (67,9%) in Tbilisi and 9 (32,1%) in regions. Hospitals having less than 50 beds were 9, from total amount (18 hospitals) in Tbilisi and 9 hospitals were in regions. There were 17 (53,1%) multi-profile hospitals in Tbilisi and 15 (46,9%) multi-profile ones in regions. 11 (78,6%) mono-profile hospitals in Tbilisi and only 3 (21,4%) hospitals in regions took part in the study (Illustration 2).

Illustration 2. Location, capacity and profile of hospitals.

Picture7

Source: study results.

97% of managers participating in the survey consider that it is necessary to implement the accreditation process in Georgia, while for 3% of managers was difficult to answer the question (Illustration 3). The data is statistically significant (chi-square=12,5;  df=2;  P<0.05).

Illustration 3. The need to introduce  accreditation process in Georgia.

Picture9

Source: study results.

84,4% of managers thinks that accreditation process of hospitals should be mandatory. 13,6% of them don’t agree this opinion, while for 1,5% of managers it was difficult to answer the question (Illustration 4).  The data is statistically significant (chi-square=13,4; df=6;  P<0.05).

Illustration 4. Should accreditation process be mandatory in Georgia.

Picture11

Source: study results.

Positive answer about correspondence of international and local requirements, in case of implementation of accreditation process mentioned 85% of managers, negative answer mentioned only 2% of managers, and for 14% of managers it was difficult to answer the question (Illustration 5). The data is statistically significant (chi-square=8,96; df=4;  P<0.05).

Illustration 5. Correspondence of international and local requirements.

Picture13

Source: study results.

53% of managers say that they use international quality indicators, 42,2% of managers work according to the  local indicators, 5% of managers answered that she/he doesn’t use any kind of indicators (Illustration 6). The data is statistically significant (chi-square=32,3; df=6;  P<0.05).

Illustration 6. Use of quality assessment indicators

Picture17

Source: study results.

31(47%) managers from 24 hospitals (52,7% of hospitals taking part in survey) confirmed the opinion whether their hospital meets the requirements of any country or international accreditation. 8 (12,1%) managers think, that the hospital doesn’t meet the requirements of any country or international accreditation, while for 27 (40,9%) managers, from 14 hospitals it was difficult to answer the question. 54,1% of managers in Tbilisi and 34,5% managers in regions say, that their hospital meet the requirements of any country or international accreditation. 10,8% of managers in Tbilisi and 13,8% of managers in regions  negatively assessed the question. For 35,1% of managers in Tbilisi and for  51,7% of managers in regions it was difficult to answer the question. 55,8% of managers, working in hospitals with the capacity of more than 50 beds and 28,6% of managers working in hospitals with the capacity of less than 50 beds say that their hospital meets the requirements of any country or international accreditation. 11,6% of managers working in hospitals with the capacity of more than 50 beds and 14,3% of managers working in hospitals with the capacity of less than 50 beds say that their hospitals do not meet the requirements of any country or international accreditation. For 32,6% of managers working in hospitals with the capacity of more  than 50 beds and for 57,1% of managers working in hospitals with the capacity of less than 50 beds it was difficult to answer the question. 41,7% of managers in multi-profile hospitals answered the question positively, 14,5% of managers answered negatively and for 43,8% it was difficult to answer the question. 61,1% of managers in mono-profile hospitals answered the question positively, 5,6% of managers answered negatively and for 31,3% it was difficult to answer (Illustration 7).

Illustration 7. Opinion of managers that the hospital meets the requirements of any country or international accreditation.

Picture19

Source: study results.

8 (17,4%) from 46 hospitals had an attempt to get accreditation. Only 33,3% of managers from 24 hospitals, who think that their hospital meet the requirements of any country or international accreditation had an attempt to get accreditation. 25% of hospitals (7 hospitals from 28 ones), with more than 50 beds had an attempt of accreditation. 5,6% of hospitals (1 hospital from 18), with less than 50 beds had also attempt of accreditation. 25% of hospitals in Tbilisi (7 hospitals from 28) tried to get the accreditation. 5,6% of hospitals (1 from 18 hospitals) in regions have also attempt to get accreditation. From 32 multi-profile hospitals only 6 (18,7%) confirmed attempt to get accreditation. From 14 mono-profile hospitals 2 (14,3%) of them confirmed the attempt (Illustration 8).

Illustration 8. Attempt to get accreditation according to location, capacity and profile.

Picture20

Source: study results

In accreditation process 75% of hospitals (6 hospitals from 8) got positive result, while 25% (2 hospitals from 8) had negative one. According to the location in Tbilisi 71,4% of hospitals got positive result and 28,6% of hospitals  got negative result in accreditation process. Only one hospital in region had an attempt and got also positive result. Both hospitals, that were not successful in accreditation process were in Tbilisi. A similar statistical data result was observed according to the capacity of hospitals. 28,6% of hospitals having more than 50 beds got negative result. Both hospitals were multi-profile (33,3%) (Illustration 9).

Illustration 9. Results of accreditation process according to the location, capacity and profile.

Picture21

Source: study results.

According to the survey one hospital had got “Joint Commission International Accreditation -JCI”, one had got “Kooperation für Transparenz und Qualität- KTQ” and 4 hospitals had got “International Standartization Organization- ISO”.  2 hospitals which were not successful in accreditation process did not answer the question about the reasons for the failed results. 7,6% of managers who did not participate in accreditation process answered the above mentioned question. 2 respondents answered that the main result of unsuccessful attempt is  “insufficient involvement of governing units”, 1 respondent meant – “insufficient work of quality department in hospital” and 2 hospitals said that the hospital was new.

33,3% of managers answered that it took them one year to get positive result in accreditation, 16,7% of managers circled the answer- “more than 2 years” and 50% did not answer the question (Table 1).

Table 1.  What time did it take to achieve the positive results of the accreditation process?

Time Number %
6 months
1 year 2 33.3%
2 years
More than 2 years 1 16.7%
No answer 3 50%

Source: study results.

Managers who did not answer or it was difficult to answer the question, whether their hospitals meet the requirements of any country or international accreditation, had possibility to answer the question about time, needed to carry out the work to meet such demands.  85,7% of managers (30 managers from 35) answered the question. 7 (20%)  managers’ answer was 6 months, 8 (22,9%) managers answered 1 year, 9 managers answered 2 years, 6 managers –more than 2 years and 5(14,3%) managers did not answer the question (Table 2).

Table 2. What time is it necessary to achieve the positive results of the accreditation process?

Time Number %
6 months 7 20%
1 year 8 22.9%
2 years 9 25.7%
More than 2 years 6 17.1%
No answer 5 14.3%

Source: study materials.

Conclusion

As the result of the survey we established that the managers of hospitals in Tbilisi as well as in different regions of Georgia have positive views about the accreditation process. The hospitals are ready to ensure the compliance of international accreditation process requirements with local ones. Managers in hospitals in regions are interested in accreditation process, more than the ones in hospitals in Tbilisi. It is very important to make promotion of advantages of accreditation system in Georgia. Accreditation system in Georgia should be established based on a well-proven and operating system. It is necessary to create integrated regulatory system in Healthcare with all mechanisms having defined functions, significance and area of action. Healthcare system in Georgia should clearly define quality assessment indicators.

References   

  1. Ashish J., Epstein A., (2010) – Hospital Governance and the Quality of Care – http://content.healthaffairs.org
  2. Gzirishvili D., (2012) – Independent Georgia – Social and Health Care Systems. Analytical Review  – Tbilisi.
  3. JCAHO / Joint Commission, camh. (2006) – Comprehensive Accreditation Manual for Hospitals.
  4. Sasania I., (2010) – The Quality of Healthcare Structure –  http://www.insurance.org.ge/

ორსულთა პატრონაჟი საქართველოში

ნანა ჯინჭარაძე,¹ ნატა ყაზახშვილი,² ილონა საყვარელიძე,³ ნინო აბაიშვილი3

¹საქართველოს უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა
²თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
³თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1)

Download PDF

აბსტრაქტი

შესავალი. კვლევის მიზანია ორსულთა პატრონაჟის თავისებურებების შესწავლა პოსტასაბჭოთა პერიოდის საქართველოში. მეთოდოლოგია. კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია თვისებრივი კვლევა, ე.წ.  „კაბინეტური კვლევის“ მეთოდი (desk research): სტატიტიკური მონაცემების  შეკრება, აღწერილობა,  სისტემატიზაციია,  შედარება, ანალიზი, ინტერპრეტაცია. დედათა და  ბავშვთა ჯანმრთელობის ინდიკატორების შესახებ მონაცემები აღებული იქნა  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან.  შედეგები. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა, პერინატალური, ნეონატალური, ადრეული ნეონატალური  სიკვდილიანობა შემცირდა. გაიზარდა გვიანი ნეონატალური სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობისა და ადრეული ნეონატალური სიკვდილიანობის შეფარდების სიხშირე. მიუხედავად იმისა რომ უკანასკნელ წლებში გაიზარდა სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა, კვლავ მნიშვნელოვანია დედათა პრევენტირებადი სიკვდილიანობა. ანტენატალური მოვლის პროგრამაში არ არის გათვალისწინენული პირის ღრუს ჯანმრთელობა და სტომატოლოგიური სერვისები. დასკვნა. გვიან ნეონატალური სიკვდილიანობის, პერინატალური სიკვდილიანობის მკვდრადშობადობის სიხშირის მაღალი მაჩვენებლები, დედათა სიკვდილიანობა, ჩასახვამდელ პერიოდში და  ორსულობის დროს განვითარებული დაავადებების სტრუქტურა, ორსულობის ცუდი გამოსავალი მიუთითებს, რომ ანტენატალური მოვლის ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტს, ნაყოფისა და ორსულის რისკების გამოვლინება, პრევენცია და მკურნალობა არ არის ადექვატური.

საკვანძო სიტყვები: ორსულთა პატრონაჟი, ნეონატალური სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობა, დედათა სიკვდილიანობა, პერინატალური სიკვდილიანობა, ორსულთა პირის ღრუს ჯანმრთელობა.

ციტირება: ნანა ჯინჭარაძე, ნატა ყაზახაშვილი, ილონა საყვარელიძე, ნინო აბაიშვილი. ორსულთა პატრონაჟი საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია 2019; 5 (1).

Abstract

Patronage of the Pregnant in  Georgia

Nana Jincharadze,¹ Nata Kazakhashvili,² Ilona Sakvarelidze,³ Nino Abaishvili3

¹University of Georgia, School of Health Sciences and Public Health.
²Tbilisi State University,
³ Tbilisi Humanitarian Teaching University

Introduction. Purpose of this study is to determine trends of The patronage of  the pregnant  in Georgia in  post-Soviet period. Methodology. Methodological basis of this research is the qualitative research, method of cabinet research (“Desk Research”), it was used gathering, descriptive, systematization, comparison, analysis, interpretation of statistical dates. The date on Mothers and  child health indicators were taken from the National Center for Disease Control and Public Health, National Statistics Office of Georgia.  Regulations of the Government of Georgia and normative acts of the Ministry of Labor, Health and Social Protection were used for study the legal basis. Result. 0-1 year ages Child mortality, perinatal, neonatal, early neonatal mortality rates was  decreased. Was increased  the rate of late neonatal mortality, stillbirth, perinatal mortality and ratio   of stillbirth with early neonatal   mortality. Despite the fact that in recent years, with the help of the state health care program increased antenatal visits, there is still important the preventable maternal mortality.In the antenatal care programs are not on oral cavity health care , the dentist services. Conclusion. High rates of late neonatal mortality, perinatal mortality and stillbirth, causes of the maternal death, structure of the diseases that developed   in the preconception period and during pregnancy, a bad outcomes of pregnancy are indicates that the quality of antenatal care does not fit to the standard, identification of risks in the fetus and the pregnant woman, their prevention and treatment inadequate.

Key words:  post-soviet period, pregnant, patronage, neonatal mortality, stillbirth, cesarean section, maternal mortality, perinatal mortality.

Quote: Nana Jincharadze, Nata Kazakhashvili, Ilona Sakvarelidze, Nino Abaishvili. Patronage of the Pregnant in Georgia. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (1)

 

შესავალი

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა საქართველოში ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტია. საქართველოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის ვექტორი მიმართულია ახალშობილთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე [1].

  დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა და ანტენატალური სერვისების მოწოდება პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა [8].

ორსულობამდე, ანტენატალური, პერინატალური, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომ  მოვლისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებით შესაძლებელია მომავალში  თავიდან იქნას აცილებული ყოველწლიური ნეონატალური სიკვდილიანობის 71%, მკვდრადშობადობის 33% და დედათა სიკვდილიანობის 54% [4].

საქართველოში სხვადასხვა წლებში ( 1999-2010 წწ) ჩატარებული   კვლევების მიხედვით ვლინდება,რომ  სიკვდილის ყველაზე მაღალი რისკი სიცოცხლის პირველ თვეზე მოდის. ახალშობილთა სიკვდილის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის ჰიპოქსია და ინფექციები. სიკვდილის რისკი შეიძლება შემცირდეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით ორსულობის პერიოდში, უსაფრთხო მშობიარობისა და პერინატალურ პერიოდში ხარისხიანი სამედიცინო ჩარევის უზრუნველყოფით [2],[3].

2017 წელს  ჯანმომ    განაახლა  რეკომენდაციები ანტენატალური მოვლის  შესახებ, რასაც საფუძვლად დაედო ექსპერტების მოსაზრება ანტენატალური სერვისებით ორსულთა მოცვის გაზრდის, ასევე ვიზიტების  დაგეგმვისა და ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ. ჯანმოს ახალი მოდელით ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის შემთხვევაში განისაზღვრა  მინიმუმ  8 ანტენატალური ვიზიტი [10].

საქართველომ გაიზიარა ჯანმოს რეკომენდაციები  და „დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის“ სახელმწიფო პროგრამით 2018 წლის  1 თებერვლიდან  დაინერგა ორსულთა  8 ვიზიტიანი მოდელი.

კვლევის მიზანია ორსულთა პატრონაჟის თავისებურებების შესწავლა პოსტასაბჭოთა პერიოდის საქართველოში.

მეთოდოლოგია 

კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია თვისებრივი კვლევა, ე.წ.  „კაბინეტური კვლევის“ მეთოდი (desk research): სტატიტიკური მონაცემების შეკრება, აღწერილობა,  სისტემატიზაციია,  შედარება, ანალიზი, ინტერპრეტაცია. დედათა და  ბავშვთა ჯანმრთელობის ინდიკატორების შესახებ მონაცემები აღებული იქნა  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან. შესწავლილი იქნა შემდეგი ინდიკატორები: შობადობის დინამიკა; 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა და ავადობა, ნეონატალური სიკვდილიანობა (ადრეული და გვიანი ნეონატალური სიკვდილიანობა), პერინატალური სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობა. მშობიარობების საერთო რაოდენობა, მათ შორის ბინაზე და სამედიცინო დაწესებულებაში; კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ მიღებული მშობიარობის ხვედრითი წილი; ორსულთა დროული მიმართვის, 4 სრული ვიზიტით მოცვის, ორსულობის ბოლომდე მიტანის, დროული მშობიარობის, ფიზიოლოგიური, პათოლოგიური მშობიარობის, საკეისრო კვეთის (სასწრაფო, გადაუდებელი, მოთხოვნით) წილი;  სამართლებრივი ბაზის შესასწავლად გამოყენებული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილებები, საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტები.

შედეგები

კვლევით ვლინდება, რომ  პოსტასაბჭოთა საქართველოში 1996-2016 წლებში, 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 23,7-დან 9-მდე, ანუ თითქმის 2,6-ჯერ  შემცირდა, ხოლო ნეონატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი 13,5-დან  6,3-მდე, ანუ 2-ჯერ შემცირდა, ორივე მაჩვენებელი  ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად  აღემატება ევროპის ქვეყნების იგივე მაჩვენებლებს, ხოლო მკვდრადშობადობის მაჩვენებელი (9,8) და პერინატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი (13,8) კრიტიკულად შეუსაბამოა ჩვენთვის, როგორც მცირერიცხოვანი ერისათვის.

ჩატარებული კვლევის მიხედვით,  1996-2016 წწ. სამშობიარო სახლში მშობიარობის რაოდენობა გაიზარდა 52114-დან 55929-მდე, ხოლო ბინაზე მშობიარობა მკვეთრად შემცირდა 2365-დან 11-მდე, ამასთან, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ მიღებული მშობიარობების ხვედრითი წილი   95,8%-დან 99.8%-მდე გაიზარდა; გაუმჯობესდა ანტენატალური მეთვალყურეობის ინდიკატორები: ანტენატალური მეთვალყურეობისათვის დროული ანუ ორსულობის 12 კვირამდე მიმართვა და აღრიცხვაზე აყვანა 1999-2016წწ  გაიზარდა 54%-დან 84.7%-მდე, ხოლო 4 სრული ანტენატალური ვიზიტით მოცვა  იგივე პერიოდში გაიზარდა 60.95-დან 81.9%-მდე.

1996-2016 წწ ფიზიოლოგიური მშობიარობების წილი შემცირდა 72%-დან 52.7%-მდე და პათოლოგიური მშობიარობების წილი გაიზარდა 28%-დან 47.3%-მდე, აბსოლუტურ რიცხვებში საკეისრო კვეთის რაოდენობა გაიზარდა 3725-დან 24461-მდე, საკეისრო კვეთის პროცენტული წილი მშობიარობის საერთო რაოდენობაში 6,9%-დან 43,7%-მდე გაიზარდა. ბოლო 7-8 წელია  მატების ტენდენციის ხასიათდება დედის მოთხოვნით ჩატარებული  საკეისრო კვეთის რაოდენობა, რომელიც  2016 წელს იყო 4261, ყველა საკეისრო კვეთის 17,8%, ხოლო 2017 წელს  4204, ყველა საკეისრო კვეთის 17,9%.

პოსტსაბჭოთა  საქართველოში  დედათა სიკვდილიანობა შემცირდა 48.4-დან 23-მდე 100000 ცოცხალშობილზე, თუმცა  მაჩვენებელი ჯერ კიდევ შორსაა მდგრადი განვითარების სამიზნე მნიშვნელობიდან. ამასთან,  საქართველო  მე-12 ადგილზეა დედათა სიკვდილიანობის მხრივ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის და  ბევრად  აღემატება თურქეთის და ევროპის მაჩვენებლებს.

საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მიზეზები  გლობალური ტენდეციების მსგავსია: პრევალირებს სისხლდენა, ინფექცია, პრეეკლამპსია/ეკლამპსია.

ორსულობამდე და ორსულობის დროს განვითარებულ დაავადებათა შორის წინა ხედზეა: ანემია, შარად-სასქესო სისტემის ინფექციები, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. 

დასკვნა

ამრიგად,   პოსტსაბჭოთა  პერიოდის საქართველოში  ანტენატალური მეთვალყურეობის განმსაზღვრელი პარამეტრების გაუმჯობესების, დედათა და ბავშვთა სერვისებზე  ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კვალდაკვალ, გამოვლინდა  ორსულობის არასახარბიელო გამოსავალი.

პოსტსაბჭოთა პერიოდის  საქართველოში  1996 წლიდან დღემდე ხორციელდება  „დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის პროგრამა“ (ადრე „უსაფრთხო დედობის და ბავშთა გადარჩენის პროგრამა“), რითაც უზრუნველყოფილია უფასო ანტენატალური მეთვალყურეობა. მიუხედავად  ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდისა  ორსულობის გამოსავალი არცთუ სახარბიელოა. მიუხედავად იმისა, რომ ანტენატალური მოვლის პროგრამა მუდმივად იცვლება-უმჯობესდება, დღემდე არ არის გათვალისწინებული ორსულთა საჭიროება პირის ღრუს ჯანმრთელობის შეფასებისა და სამედიცინო ჩარევისათვის. ორსულები ჰორმონული ვარიაციების გამო წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს ღრძილების დაავადებების განვითარების მხრივ; არანამკურნალები კარიესი თუ ღრძილების ჩირქოვანი ანთება წარმოადგენს  ბაქტერიული ინფექციის გავრცელების საფრთხეს როგორც ორსულის, ისე ნაყოფისათვის და   ასოცირდება  მცირე მასისა და დღენაკლი ბავშვების დაბადებასთან. მულტიცენტრული,რანდომული კვლევების მიხედვით, ღრძილების ანთებითი პროცესები, გინგივიტები და პერიოდონტიტები, კარიესი და კბილების დესტრუქცია 36 კვირის გესტაციის ვადამდე ორსულთა 35-100%-ში ვითარდება [6].[7]. აქედან გამომდინარე, ორსულის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა  ანტენატალური მოვლის სხვა რუტინულ სერვისებთან ერთად დადებითად აისახება  დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

რეკომენდაციები

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია დაინერგოს ანტენატალური მოვლის პროგრამებში,სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირის ღრუს დაავადებათა მკურნალობის სტომატოლოგიური  მომსახურების შეღავათიანი პაკეტი ორსულთათვის. რეკომენდებულია დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სისტემაში  ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება: ანტენატალური მოვლის  ხარისხისა და  მოცულობის გაზრდა პაციენტის საჭიროებაზე მორგებული სერვისებით.

ლიტერატურა:

  1. საქართველოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება N 459, 2017 წლის 6 ოქტომბერი. Link
  2. ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა საქართველოში, თბილისი., 2005
  3. ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა საქართველოში 2010.. თბილისი. 2012.
  4. Bhutta ZA, Das JK, Bahl R, Lawn JE, Salam RA, Paul VK. Can available interventions end preventable deaths in mothers, newborn babies, and stillbirths, and at what cost? Lancet. 2014; 384 (9940):347-70. Link
  5. Child Mortality Levels & Trends in Child Mortality. Report. WHO. 2017:1-40. Link
  6. George et al. What do antenatal care providers understand and do about oral health care during pregnancy: a cross-sectional survey in New South Wales, Australia.    BMC Pregnancy and Childbirth, 2016; 16:382.
  7. George A. Evaluation of a midwifery initiated oral health-dental service program to improve oral health and birth outcomes for pregnant women: A multi-centre randomised controlled trial. International Journal of Nursing Studies 82; 2018:49–57.
  8. Starfield, B. Primary Care: Balancing Health Needs, Services and Technology. New York, NY: Oxford University Press. 1998.
  9. Trends in health systems in the former Soviet countries. The European Observatory on  Health Systems and Policies .Edited by Bernd Rechel Erica Richardson Martin McKee. Printed in the United Kingdom. 2014.
  10. WHO recommendations on antenatal care for a positive pregnancy experience. World Health Organization, 2016. Link

ბილ კლინტონის ჯანდაცვის რეფორმები: წარუმატებლობის მიზეზები

ნათია ბრეგაძე1, ნათელა წილოსანი1, ნინია რამაზაშვილი1, თენგიზ ვერულავა2

1საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2 მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი, ბიზნესის ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1)

Download PDF

აბსტრაქტი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თავისი მმართველობა ჯანდაცვის სისტემის რეფორმით დაიწყო, თუმცა დიდი ძალისხმევის და მხარდაჭერის მიუხედავად ვერ შეძლო მისი გატარება. კვლევაში განხილულია კლინტონის ჯანდაცვის რეფორმის წარუმატებლობის ძირითადი მიზეზები: კერძო სადაზღვეო ბაზრის რეგულირების სირთულე, რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯებზე კონტროლის სირთულე, ხარჯების დიდი მოცულობა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აღმოჩნდა მზად ჯანდაცვის სისტემის რადიკალური რეფორმირებისათვის, ბიზნეს სექტორმა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია რეფორმას, რადგან რეფორმა დამსაქმებლებს უდიდეს პასუხისმგებლობას ეკისრებდა თითეული დასაქმებულის დაზღვევის თვალსაზრისით.

საკვანძო სიტყვები: ჯანდაცვა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, აშშ-ის ჯანდაცვის სისტემა, კლინტონის ჯანდაცვის რეფორმა.

ციტირება: ნათია ბრეგაძე, ნათელა წილოსანი, ნინია რამაზაშვილი, თენგიზ ვერულავა. ბილ კლინტონის ჯანდაცვის რეფორმები: წარუმატებლობის მიზეზები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1).

Abstract

President of the United States of America Bill Clinton has stated his presidency with the health care reform. Despite huge efforts and support he couldn’t succeed. The research address key reasons for failure of the reform: difficulties to regulate private insurance marketplace, difficulties to control expenditures for fulfillment the reform, the amount of expenditure itself. Big part of population was not ready for the radical reform of insurance systems, the business sector was against the reform, because employers were imposed huge responsibility to the employees in regard to their insurance.

Key words: health care, healthcare system, The US healthcare system, Clinton’s healthcare reform.

Quote: Natia Bregadze, Natela Tsilosani, Ninia Ramazashvili, Tengiz Verulava. Bill Clinton’s Health Care Reforms: The Causes of Failure. Health Policy, Economics and Sociology, 2019; 5 (1)

 

შესავალი

ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თავისი მმართველობის 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მრავალი რეფორმები წამოიწყო. კლინტონის სახელს უკავშირდება პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების წინ წამოწევის ხელშეწყობა, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლების უფლებების დაცვა, დამნაშავეობასთან ბრძოლის გაზრდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კლინტონის მიზანს შეადგენდა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღება. იმის მიუხედავად, რომ მმართველობის პირველი ორი წლის მანძილზე კონგრესს მისივე პარტიის წარმომადგენლები, დემოკრატები აკონტროლებდნენ, ჯანდაცვის რეფორმის გატარება კლინტონმა მაინც ვერ შეძლო.

ამ მხრივ, საინტერესოა კლინტონის მიერ წამოწყებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების შესწავლა.

ჯანდაცვის სისტემის თავისებურებები აშშში 

განვითარებულ ქვეყნებს შორის მხოლოდ აშშ-ს არ ჰქონდა ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული სისტემა. ამერიკელების უმრავლესობა – 60%-ზე მეტი – დაზღვეულია დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებული ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით. სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმებაზე დაფუძნებულ სადაზღვევო სისტემის განვითარებას და ასეთი სახის სადაზღვევო პროდუქტები განთავისუფლებულია გადასახადებისაგან [1].

ხანდაზმულთათვის და მოსახლეობის ღარიბი ფენებისათვის მოქმედებს მედიქეას და მედიქეიდის სახელმწიფო პროგრამები. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ფედერალური პროგრამით მოცულია 65 წლის და მეტი ასაკის (31 მილიონი ადამიანი 1990 წელს) ადამიანი  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარკვეული ნაწილი (დაახლ. სამი მილიონი პირი). სახელმწიფო სამედიცინო დახმარების პროგრამა (ფედერალური და შტატების ერთობლივი სახელმწიფო პროგრამა), ფარავდა გადაუდებელ, პრევენციულ, სასწრაფო და გრძელვადიან  სამედიცინო სერვისებს. ფედერალური მთავრობა აგრეთვე უზრუნველყოფდა ჯანმრთელობის დაზღვევას ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ან ყიდულობს კერძო სადაზღვევო პოლისს ან დაუზღვეველია. თუმცა, დაუზღვეველ ადამიანებს შეუძლიათ სამედიცინო მომსახურებისათვის მიმართონ საჯარო ჯანდაცვის დაწესებულებებს და საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებს. ფედერალური რეგულაციების შესაბამისად, საავადმყოფოები, რომლებიც ღებულობენ სახელმწიფო დაფინანსებას, მოვალენი იყვნენ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გაუწიონ დაუზღვეველ პაციენტებს.

ჯანდაცვა აშშ-ში ერთ-ერთი მძლავრი ინდუსტრიაა და მოიცავს ქვეყნის ეკონომიკის ერთი მეშვიდედს. მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ხარჯავს ჯანდაცვაზე იმდენს, რამდენსაც აშშ ხარჯავს. 1980-იან წლებში აშშ-ის ჯანდაცვის ხარჯები ბევრად უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე  მთლიანი ინფლაცია. 1988-დან 1993 წლამდე პერიოდში, მაგალითად, საშუალო ოჯახური სადაზღვევო პრემია დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ჯგუფური ჯანმრთელობის დაზღვევისთვის დაახლოებით ორჯერ, 2,500 დოლარიდან 5,200 დოლარამდე გაიზარდა. 1980 წლიდან 1991 წლის პერიოდში ჯანდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-დან 13%-მდე ($ 752 მილიარდი) გაიზარდა.

სამედიცინო მომსახურების ხარჯების მკვეთრი ზრდა დაკავშირებულია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებასთან  (მაგალითად, MRIS, CAT სკანირება, ორგანოთა ტრანსპლანტანტები), რაც ზრდიდა როგორც მკურნალობის ხარისხს, ასევე ხარჯებს. ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდა ასევე განპირობებულია ასაკოვანი მოსახლეობის წილის გაზრდით, რომლებიც საჭიროებენ ძვირადღირებულ  მკურნალობას. ხარჯების ზრდაზე გარკვეული გავლენა მოახდინა პროფესიული შეცდომების გამო აღძრულმა სარჩელებმა. ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ექიმები ახორციელებენ ე.წ. “თავდაცვით  მედიცინას”, რაც გულისხმობს ზედმეტი გამოკვლევების და მომსახურებების ჩატარებას. კვლევები აჩვენებენ, რომ   ამ ფაქტორმა სამი  პროცენტი გაზარდა სამედიცინო მომსახურებების ხარჯები. ხარჯების ზრდაზე ასევე გავლენას ახდენს მაღალი ადმინისტრაციული ხარჯები [2].

ხარჯების ზრდის შეკავების მიზნით გატარდა სხვადასხვა ღონისძიებები. ზოგიერთმა დიდმა ბიზნესმა დაიწყო “თვითდაზღვევა”, რათა თავიდან აეცილებინა   სახელმწიფო სადაზღვევო რეგულაციებთან დაკავშირებული ხარჯები.  დასაქმებულების საპენსიო შემოსავლის და უსაფრთხოების შესახებ 1974 წლის კანონის (ERISA) დებულებების შესაბამისად, თვითდაზღვევის განმახორციელებელი ორგანიზაციები გათავისუფლებული იყვნენ სახელმწიფო რეგულაციებიდან, რაც ხშირად მოიცავდა სადაზღვევო პრემიაზე მინინალურ გადასახადს. თვითდამზღვევი კომპანიები კისრულობდნენ ანდერრაითინგთან დაკავშირებულ რისკებს, მაგრამ ხელშეკრულებებს დებდნენ კერძო ფირმებთან სადაზღვევო პრეტენზიების ადმინისტრირების მიზნით.

მრავალმა დამსაქმებელმა ხარჯების შესამცირებლად ჯანდაცვის დაზღვევის ზოგიერთი ხარჯი გადაიტანა თავიანთ თანამშრომლებზე თანადაზღვევის და თანაგადახდის სახით. 1980 წლიდან მოყოლებული 1990-იანი წლების დასაწყისამდე, ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიის წილი, რომელსაც იხდიდნენ დამსაქმებლები,  80-დან 69 პროცენტამდე შემცირდა. დიდმა ორგანიზაციებმაც დაიწყო დასაქმებულების გადაყვანა ისეთ სადაზღვევო პაკეტებზე, რომლებსაც კონტრაქტები გაფორმებული ჰქონდათ ნაკლებად ძვირადღირებულ სამკურნალო დაწესებულებებთან. ასევე, დაიწყეს მართული სამედიცინო დახმარების სხვადასხვა ფორმების ფართოდ გამოყენება.

მცირე ორგანიზაციები უფრო შეზღუდული არჩევანის წინაშე დადგნენ. მათი სადაზღვევო პრემიები ჩვეულებრივ 35%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე მსხვილი ფირმების. ამასთან, მცირე ორგანიზაციებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე რამდენიმე თანამშრომელიც კი იწვევდა განსაკუთრებით მაღალ სადაზღვევო ხარჯებს. სადაზღვევო პრემიების ზრდის გამო ზოგიერთმა დამსაქმებელმა შეამცირა  სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება (ან საერთოდ უარი თქვა). 1989-1991 წლებში, იმ ორგანიზაციების პროცენტული მაჩვენებელი, ვისაც ჰყავდა 25 ან ნაკლები თანამშრომელი და უზრუნველყოფდა ჯანმრთელობის დაზღვევას შემცირდა 39-დან 32%-მდე, ხოლო იმ ორგანიზაციების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც ჰყავდათ 25-დან 99-მდე დასაქმებული, ეს რიცხვი შემცირდა 93-დან 81%-მდე.

აშშ-ის ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებით შემაშფოთებელ  ტენდენციას წარმოადგენდა დაუზღვეველი ადამიანების რიცხვის ზრდა. დაუზღვეველთა რაოდენობა 1980 წლიდან 1992 წლამდე პერიოდში 24 მილიონიდან 37 მილიონამდე გაიზარდა, ანუ არა-ხანდაზმული მოსახლეობის 15%-ს არ ჰქონდა  ჯანმრთელობის დაზღვევა. ნიუ-იორკ ტაიმსის ანგარიშის თანახმად,  დაუზღვეველი მოსახლეობის 84 პროცენტი იყო   სრული ან ნახევარი განაკვეთით დასაქმებულები და მათი ოჯახები. ზოგიერთი მათგანი არ იყო დაზღვეული საკუთარი ნებით.  მაგალითად, 1987 წელს, დაახლოებით 2.6 მილიონმა ადამიანმა „უარი თქვა“ დაზღვევაზე, ჩვეულებრივ, ისინი იყვნენ  ახალგაზრდა და ჯანმრთელი დასაქმებულები,  რომელმაც უარი თქვეს  სამსახურის მიერ  დაზღვევის შეთავაზებაზე. ეს რიცხვი 1996 წელს 6.3 მილიონამდე გაიზარდა. რამდენადაც 1990-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური ზრდა შენელდა, ბევრმა დასაქმებულმა, რომელსაც ჯანმრთელობის დაზღვევა ჰქონდა, გამოთქვა შეშფოთება თავიანთი სამუშაოების და, შესაბამისად, დაზღვევის დაფარვის დაკარგვის გამო.  მაშინაც კი, თუ ისინი   ახალ სამსახურს იპოვნიდნენ,  დამზღვევები სავარაუდოდ უარს ეტყოდნენ დაზღვევაზე; სხვებს შეიძლება ისეთი სამუშაო ეპოვა, რომელიც არ უზრუნველყოფდა ჯანმრთელობის დაზღვევას. ქვეყანაში ჩატარებული მრავალი გამოკითხვა ადასტურებდა ჯანდაცვის რეფორმირების აქტუალობას. დემოკრატები ცდილობდნენ ამ პრობლემის წინ წამოწევას 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების განსხვავებული ვარიაციები

ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შესახებ არსებული წინადადებები ძირითადად იყოფოდა რამოდენიმე კატეგორიად. ჯორჯ ბუშმა 1992 წელს წარმოადგინა ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობდა ბაზარზე ორიენტირებულ რეფორმას, რომლის მეშვეობით დაზღვევა უნდა გამხდარიყო უფრო ხელმისაწვდომი. იგი ხასიათდებოდა საგადასახადო შეღავათებით, რომელიც უნდა დახმარებოდა საშუალო და დაბალშემოსავალიან ოჯახებს დაზღვევის შესაძენად. გარდა ამისა, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის შეიქმნებოდა ჯანმრთელობის დაზღვევის “ქსელი“, ხოლო დამზღვევს უნდა დაეზღვია ყველა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანი.

დემოკრატებში პოპულარული იყო ერთი გადამხდელის სისტემა, რომელიც წარმოადგენდა შედარებით რთულ ცენტრალიზებულ მიდგომას ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით. ეს სისტემა დანერგილი იყო კანადაში, დიდ ბრიტანეთში და მრავალ ევროპულ ქვეყანაში და უნდა შეეცვალა დაზღვევის არსებული სისტემა აშშ-ში. იგი გულისხმობდა ერთი დამფინანსებლის მიერ ადმინისტრირების სისტემას, სადაც დაფინასების უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა ზოგადი გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები. დემოკრატების 90 წევრმა ამ პროგრამას მხარდაჭერა გამოუცხადა.

კიდევ ორი სხვა მიდგომა იყო, რომელიც გულისხმობდა არსებულ ბაზარზე დამყარებული დაზღვევის აშენებას “play or pay” სქემის მიხედვით. დამსაქმებელს მოეთხოვებოდა შეეთავაზებინა ჯანმრთელობის დაზღვევა ან გადაეხადა გადასახადი, რომელსაც მთავრობა გამოიყენებდა დაუზღვეველის დასაზღვევად. ეს მიდგომა გულისხმობდა დაზღევის შემსყიდველი კოოპერატივების შექმნას, რომლის სათავეში იქნებოდა დიდი ან პატარ დამსაქმებლები. ყოველ წელს სპონსორები შეარჩევდნენ გარკვეული ჩამონათვალიდან დაზღვევის გეგმას, რომელიც შეირჩეოდა სტანდარტული პაკეტიდან უფრო ძვირი პაკეტისაკენ. დამსაქმებლები გადაიხდიდნენ გარკვეულ ფიქსირებულ ნაწილს, ხოლო დანარჩენ ნაწილს უტოვებდნენ დასაქმებულებს. ამ სქემით მზღვეველები იძულებული გახდებოდნენ შეემცირებინათ სადაზღვევო შენატანები.

ბილ კლინტონის პროგრამა

თეთრ სახლში ადრეულ ეტაპზევე კლინტონი დაპირდა ხალხს რომ წარმოადგენდა რეფორმის გეგმას პირველივე წელს, რომელიც უზრუნველყოფდა ყველა ამერიკელისათვის ხელმისაწვდომ დაზღვევას. მან უარყო დემოკრატების მიერ წარმოდგენილი ერთი გადამხდელის სქემის ე.წ. “big government’’ მიდგომა.

1992 წლის 24 სექტემბერს მან წარმოადგინა ჯანდაცვის რეფორმირების გეგმა. იგი ითვალისწინებდა სპეციალური საბჭოს შექმნას, რომელიც დააწესებდა ჯანდაცვის ხარჯები ლიმიტებს. კლინტონი აღნიშნავდა, რომ ეს სქემა არ მოითხოვდა ახალი გადასახადების დაწესებას და შეინარჩუნებდა იმ არსებული დაზღვევის სისტემის პოზიტიურ ასპექტებს. თუმცა, აღმოჩნდა რომ მას შეუძლებელი იყო ახალი გადასახადების გარეშე წარმოდგენილი რეფორმის დანერგვა. მან შექმნა ჯგუფი, რომლელსაც სათავეში ჩაუდგა მისი ცოლი ჰილარი კლინტონი. სამუშაო ჯგუფს პირველი 100 დღის განმავლობაში უნდა შეესწავლა ყველა საჭირო დეტალს რომ არ მომხდარიყო ახალი გადასახადების დაწესება.

სამუშაო ჯგუფში გაერთიანდა 500-მდე ადამიანი. მასში შედიოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების დეპარტამენტებისა და სააგენტოების წარმომადგენლები, დემოკრატი კონგრესმენები, ჯანდაცვის პოლიტიკაზე მომუშავე აკადემიური წრეები. ისინი დაიყვნენ 34 სამუშაო ჯგუფად და მუშაობდნენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ღირებულება, სარგებელი, საინფორმაციო სისტემები და ა.შ. სამუშაო ჯგუფში არ მონაწილეობდა რესპუბლიკელების არცერთი წარმომადგენელი. მაგრამ ეს არ იყო შემაფერხებელი ფაქტორი სამუშაო ჯგუფისათვის. ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს უამრავ ორგანიზაციასთან და კონგრესის წევრებთან. ჯამში სამუშაო ჯგუფის წევრები შეხვდნენ 572 ორგანიზაციის წარმოამდგენელს და დაახლოებით 200 სესია გამართეს კონგრესის წევრებთან და ლიდერებთან.

პრეზიდენტ კლინტოს იმედი ჰქონდა, რომ ჯანდაცვის რეფორმის მიღებას მისი გაპრეზიდენტებიდან მალევე შეძლებდა. კლინტონის გეგმა მოიაზრებდა ბიუჯეტის რეკონსტრუქციის კანონპროექტსაც, რომელსაც, მისი აზრით, დიდი წინააღმდეგობა არ უნდა მოჰყოლოდა სენატში და უბრალო უმრავლესობითაც შეძლებდა ამ ინიციატივის მიღებას. თუმცა, აღნიშნულ კანონპროექტს წინ აღუდგა სენატორი რობერტ ბირდი, სენატის პროცედურული მხარის watchdog, რომელმაც კანონპროექტის დეტალური განხილვა და დებატები მოითხოვა. ბირდის წინააღმდეგობა საერთო გეგმაში უკან დახეული ნაბიჯი იყო, თუმცა პრეზიდენტმა კლინტონმა გადაწყვიტა, შეეცვალა ჯანდაცვის რეფორმის დღის წესრიგი.

ამასობაში, სამუშაო ჯგუფი ერთგვარად ჩაიკარგა თავის ამბიციურ სამუშაო გეგმაში. დღის წესრიგს რამდენიმე კვირით ჩამორჩებოდნენ და ძირითადი საკითხები ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი, შესათანხმებელი იყო. საბოლოოდ, სამუშაო ჯგუფი მაისში დაიშალა, მანამდე სანამ სექტემბერში პრეზიდენტი თავის სრულ ყურადღებას ჯანდაცვის ახალი სისტემის კონცეფციას მიაპყრობდა და საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებდა მის შინაარსთან დაკავშირებით.

ამ ხანგრძლივი პოლიტიკის საბოლოო შედეგი გახლდათ 245 გვერდიანი რთული დოკუმენტი. “The Proposal” (განაცხადი) ამგვარი სათაურით გამოაქვეყნა ჟურნალმა ნიუ იორკ თაიმსმა სტატია ამ დოკუმენტის შესახებ და მისი შინაარსი დაახასიათა, როგორც კომპლექსური და ამბიციური. თაიმსის მიხედვით, კლინტონის მიერ შემუშავებული რეფორმის სტანდარტული პაკეტი მოიაზრებდა საკმაოდ დიდი რაოდენობის სერვისებს, პრევენციული ღონისძიებებიდან დაწყებული სკრინინგის პროგრამებით დასრულებული – კლინიკაში, ჰოსპისში თუ ბინაზე. ადმინისტრაციის ვარაუდით, ამერიკელი მოსახლეობის მხოლოდ 10-12%-ს, ძირითადად ახალგაზრდებს, მოუწევდათ შედარებით მეტის გადახდა იმ მომსახურებისთვის, რასაც აქამდე ისედაც იღებდნენ. დანარჩენები გადაიხდიან იგივეს ან ნაკლებს უკეთესი სარგებლისთვის. გარდა ამისა, კლინტონის შეთავაზება მოიაზრებდა ამ სისტემის შიგნით უშუალო დაზღვევის რამდენიმე ფორმას, რომელიც დამსაქმებელს დასაქმებულისთვის შეეძლო შეეთავაზებინა. აქამდე, მხოლოდ ერთი ან ორი ფორმა არსებობდა და დასაქმებულს, ფაქტობრივად, არჩევანის საშუალება არც ჰქონდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო დამსაქმებლის მანდატი. კლინტონის გეგმის მიხედვით, ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიის დიდი ნაწილი – საშუალოდ 1, 800 $ წელიწადში ინდივიდუალურ დონეზე, 4, 200 $ კი საოჯახო სტანდარტულ პაკეტზე – უნდა გადაეხადათ დამსაქმებლებს. აღნიშნული შეთავაზება დამსაქმებელს ავალდებულებდა, რომ სრულ განაკვეთზე დასაქმებული თანამშრომლის სადაზღვევო პრემიის საშუალო ღირებულების 80% თვითონ დაეფარა. ნახევარ-განაკვეთზე დასაქმებულებს კი, რომლებიც ადრე სადაზღვეო სისტემაში საერთოდ არ მოიაზრებოდნენ, ასევე გადაუხდიდა შესაბამის პროცენტს. ამგვარი სისტემის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაზღვევის შენატანი დაფარავდა ანაზღაურების 7.9%-ს. პატარა კომპანიებისთვის ეს იქნებოდა ანაზღაურების 3.5%-ზე ნაკლები, მათი ზომისდა შესაბამისად. გარდა ამისა, კომპანიები რომლებსაც 50 თანამშრომელზე ნაკლები ჰყავდათ, სახელმწიფოსგან სუბსიდიებს მიიღებდნენ. ის უმსხვილესი კომპანიები კი, რომლებსაც 5 000 თანამშრომელზე მეტი ჰყავდათ, შეეძლებოდათ, თუ სურვილი ექნებოდათ, პროცესი წარემართათ თვით-დაზღვევით, მაგრამ არსებული პოლიტიკის ფარგლებში, არსებული კანონმდებლობითა და საგადასახადო ვალდებულებებით.

ამ სისტემაში გათვალისწინებული იყვნენ უმუშევარი, დაუზღვეველი ადამიანებიც, რომელთა სადაზღვეო პრემიისთვისაც გამოიყოფოდა სუბსიდია, რომელიც დაფინანსდებოდა რეგიონული ჯანდაცვის ალიანსის ბიუჯეტიდან. ასევე, დიდი ორგანიზაციების წახალისებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათვალისწინებული იქნებოდა იმ დასაქმებულების სადაზღვეო პრემიის 80%-იანი დაფინანსება, რომელთა ასაკიც იყო 55-65 წელი.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, კლინტონის გეგმის მიხედვით, ფედერალური ბიუჯეტიდან დაიხარჯებოდა 350 მილიარდი დოლარი 1994-2000 წლებში. რეფორმის დანერგვის პროცესს მონიტორინგს გაუწევდა 7 სუბიექტიანი „National Health Board”.

პრესა და საზოგადოებრივი აზრი

22 სექტემბერს კლინტონმა ოფიციალურად წარადგინა რეფორმის გეგმა. საზოგადოების რეაქცია ძირითადად პოზიტიური იყო. გამოკითხვებით დადგინდა, რომ 59% პოზიტიურად აფასებდა გეგმას, 33% კი მოწინააღმდეგე იყო.

რამდენიმე კვირის შემდეგ ჩატარებულმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 21% აცხადებდა, რომ კლინტონის გეგმის შესახებ სრულყოფილ ან ძირითად ინფორმაციას ფლობდა. New York Times and CBS News-ის გამოკითხვით კი ჯანდაცვის რეფორმა დასახელდა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად, რომლის წინაშეც ქვეყანა იდგა.

ანალოგიური შერეული პოზიციები და მესიჯები მოდიოდა კონგრესისგანაც. ზოგი კრიტიკულად იყო განწყობილი, ზოგი კი მხარს უჭერდა პრეზიდენტის ინიციატივას. შეფასებებში ისმოდა „სრულყოფილი არ არის“, „პირველი ნაბიჯისთვის ნორმალურია“, „კომპლექსური საკითხია და დახვეწას საჭიროებს“, „მიუღებელია“.

ბიზნეს სექტორი და ჯანდაცვის რეფორმა

ბიზნეს სექტორის მრავლფეროვნების გათვალისწინებით, მათი დამოკიდებულება ჯანდაცვის რეფორმის მიმართ არ იყო ერთგვაროვანი. ერთის მხრივ, არსებობდა ფართოდ გავრცელებული შეთანხმება, რომ ჯანმთელობის დაზღვევის მაღალი დანახარჯები დააზიანებდა ბიზნესს. ამასთან, რეფორმა განსაკუთრებით მძიმე ტვირთი იყო მსხვილი კომპანიებისთვის. დაიმლერ კრაისლერის აღმასრულებელი დირექტორი სწრაფი კვების ობიექტების ქსელის მაგალითზე, რომლებიც არ ფარავდნენ დასაქმებულთა ჯანდაცვის ხარჯებს,  განმარტავდა, რომ აღნიშნული პრინციპით მსხვილი ბიზნესს ფაქტიურად უწევდა მცირე ბიზნესის სუბსიდირება. ავტომობილების მწარმოებელი მსხვილი ამერიკული კომპანიებისთვის წარმოებაზე დანამატი საკმაოდ დიდი იყო. მაგალითისთვის, კრაისლერის კორპორაციას  დასაქმებულთა ჯანდაცვის ხარჯები წარმოებას უძვირებდა 700 დოლარით. ეს განსაკუთრებულად დამაზიანებელი იყო კონკურენციის პირობებში, რომელიც ამერიკული წარმოების მანქანას უნდა გაეწია იაპონიის და ევროპული ქვეყნების ავტომობილების მწარმოებლებთან.

კონკურენციის პრობლემა მნიშვნელოვანი იყო ასევე  მცირე ბიზნესისთვისაც. მათთვის დაზღვევის ხარჯები მაღალი იყო სხვადახსხა მიზეზის გამო. ისინი მეტისმეტად მცირებიუჯეტიანი იყვნენ თვითდაზღვევისთვის, რაც მათ იზოლირებას გამოიწვევდა იმ ხარჯებისგან, რომელსაც სახელმწიფო მანდატი ითვალისწინებდა. მცირე ბიზნესის მფლობელები ორი არჩევანის წინაშე იდგნენ ან ქონოდათ უკონტროლო ჯანდაცვის ხარჯები ან შეემცირებინათ ჯანდაცვის დაზღვევის მოცულობა, რაც მათ ასევე არაკონკურენტულ პოზიციაზე ტოვებდა. ბოლო წლების განმაცლობაში, მცირე ბიზნესში დასაქმებულები კომპანიების მიერ განხორციელებულ გამოკითხვებში ჯანდაცვის დაზღვევის პრობლემას ასახელებდნენ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად.

მხვილი ბიზნესი იყო ის სეგმენტი, რომლის მხარდაჭერაზეც ჯანდაცვის რეფორმის ახალ კანონპროექტთან მიმართებით თეთრი სახლი დიდ იმედებს ამყარებდა.  კლინტონი შეხვდა მხვილი ბიზნესის წამომადგენელთა ჯგუფს ჯანდაცვის რეფორმის განხილვის მიზნით. კვლევები ადასტურებდნენ, რომ აღნიშნული რეფორმა ჯანდაცვის ხარჯებს შეამცირებდა. ამასთან, მთავრობა ბიზნესს სთავაზობდა, მათთან დასაქმებული ადრეული საპენსიო ასაკის პირების ჯანდაცვის ხარჯის 80%-ის სახელმწიფოს მიერ დაფარვას. სწორედ ეს შეთავაზება განიხილებოდა მიმზიდველ არგუმენტად. დიდი კომპანიები აღნიშნული შეთავაზებით კმაყოფილები იყვნენ და მხარს უჭერდნენ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ გეგმას და ამ გეგმით დადგენილ დამსაქმებლის მანდატს. თუმცა, მსხვილი ბიზნესის სექტორში იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გააჩნდათ გარკვეული ფრთხილი დამოკიდებულება აღნიშნული რეფორმის მიმართ. ფირმები, როგორიცაა პეპსი კოლა რომლებიც ფლობდნენ რესტორნების ქსელს და ჰყავდათ ბევრი ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული თანამშრომლები და დაუზღვეველი პირები, ოპონირებნენ აღნიშნულ რეფორმას. კერძოდ, დამსაქმებლის მანდატს. შესაბამისად, მათ დაიწყეს მხარდაჭერა კლინტონის ალტერნატიულ ჯანდაცვის რეფორმის, რომელიც ჯიმ კუპერის მიერ იყო ინიცირებული. აღნიშნული ჯანდაცვის რეფორმა, გულისხმობდა სავალდებულო კორპორატიულ შესყიდვებს და ამით დაბალი შემოსავლის მქონე დასაქმებულის ჯანდაცვის ხარჯის სუბსიდირებას. თუმცა, არც აღნიშნული რეფორმა იყო ბოლომდე მათთვის მიმზიდველი. მათი მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო ის გარემოება, რომ აღნიშნული ჯანდაცვის რეფორმა განიხილებოდა კლინტონის ჯანდაცვის რეფორმის ერთადერთ ალტერნატივად.

დასაწყისიდანვე ჩანდა, რომ კლინტონის შემოთავაზებული ჯანდაცვის რეფორმა იქნებოდა არაპოპულარული მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. მათ უმრავლესობას არ მოწონდა დამსაქმებლის მანდატი. თუმცა, არც ამ საზოგადოების აზრი იყო მონოლითური. სავაჭრო პალატამ, რომელიც შედგებოდა 200.000 მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისგან, გამოხატა სურვილი მიეღო დამსაქმებლის მანდატი. პალატის წარმომადგენლები მართავდნენ კონსულტაციებს რეფორმის ინიციატორებთან და მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის რეფომის გეგმა ბოლომდე არ მოსწონდათ, მათ იმედი ქონდათ რომ მის შეცვლას/ ჩასწორებას საკანონმდებლო განხილვების დროს მოახერხებდნენ.

მალე აღნიშნული პალატის წევრებმა დაიწყეს ორგანიზაციის მიტოვება და გადასვლა მის ოპონენტ ორგანიზაციაში, დამოუკიდებელი ბიზნესის ეროვნულ ფედერაციაში. აღნიშნული ფედერაცია 600.000 წევრს ითვლიდა. ისინი აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის არჩევნებამდე მათი პოზიცია ცნობილი იყო, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ჯანდაცვის რეფორმის მოცემულ გეგმას. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ დამსაქმებლის მანდატით გამოწვეული ხარჯები მრავალ მათ წევრს დატოვებდა ბიზნესის მიღმა. მცირე ბიზნესის წარმომადგენლების აზრით, ეს რეფორმა გამოიწვევს მილიონობით ადამიანის უმუშევრობას. აღნიშნულმა ორგანიზაციამ წამოიწო ფართომაშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი იყო „მანდატის მოკვლა“.

სადაზღვევო კომპანიები

ბუნებრივია, ჯანდაცვის ახალი რეფორმა ყველაზე დიდ გავლენას სადაზღვევო ბიზნესზე მოახდენდა. ანალიტიკოსების მოსაზრებით,  ხუთი ძირითადი მსხვილი სადაზღვევო კომანია რეფორმის შედეგად აღმოჩნდებოდა გამარჯვებულთა რიგებში. მათთვის კონკურენტული სისტემა გაცილებით ადვილი საოპერირებო გარემო გახდებოდა. გაცილებით დიდი დარტყმა იქნებოდა აღნიშნული რეფორმა საშუალო და მცირე კომპანიებისთვის. სადაზღვევო კომპანიები გამოთქვავდნენ წუხილს, კლინტონის რეფორმის მიმართ. ამ მხრივ ყველაზე აქტიურად მოქმედებდა ამერიკის ჯანდაცვის დამზღვევთა ასოციაცია. ამერიკის ჯანდაცვის დამზღვევთა ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრები ჯანდაცვის რეფორმების საკითხებზე უშედეგო აღმოჩნდა. 1993 წელს ასოციაციამ დაიწყო თანხების მოზიდვა რეფორმის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის. მათ შორის ყველაზე დიდი თანხა გაიხარჯა სატელევიზიო კამპანიაზე. ეს იყო ვიდეო რგოლების ციკლი, ცნობილი როგორც „ჰარი და ლუისი“.  აღნიშნულ ვიდეო რგოლში, მსახიობები განასახიერებდნენ მეუღლეებს, რომლებიც მსჯელობდნენ ჯანდაცვის ახალ რეფორმაზე. წუხდნენ მცირე არჩევანზე, რასაც ახალი პროგრამა სთავაზობდა. ვიდეო რგოლები ერთი ფრაზით მთავრდებოდა:  ისინი ირჩევენ“ – ამბობდა ჰარი, „ჩვენ ვაგებთ“ – პასუხობდა ლუისი. აღნიშნული ვიდეო რგოლები მიმართული იყო საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რათა საბოლოო ჯამში კანონმდებლებზეც მოეხდინა გავლენა.

კონგრესი

ადმინისტრაციამ კონგრესში ჯანდაცვის ახალი კანონპროექტი 1993 წლის 20 ნოემბრამდე არ წარადგინა. ეს იყო 1,342 გვერდიანი გრძელი და რთული საკანონმდებლო დოკუმენტი. პროექტით გამოწვეული ხარჯები არ იყო დაანგარიშებული და ბიუჯეტის ოფისის მიერ აღნიშნულ საკითხზე ანგარიში 1994 წლის პირველ ნახევარში თუ დაიდებოდა.

კლინტონის კანონპროექტს არც საკანონმდებლო სიცრცეში შეხვდნენ ერთნაირი პოზიციით. კომიტეტებში ძლიერი იყო კლინტონის გეგმის მოწინააღმდეგეთა გავლენა. კომიტეტების უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს კლინტონის ფანტაზიას ეძახდა. თუმცა, კანონპროექტის შანსები კონგრესში ცუდი არ იყო. დემოკრატები აკონტროლებდნენ ორივე პალატას. ამასთან, ახლოვდებოდა შუალედური არჩევნები და აღნიშნული კანონპროექტის და ზოგადად, ჯანდაცვის რეფორმა კვლავ „ბრძოლის“ არენად განიხილებოდა.

რატომ ჩავარდა კლინტონის ჯანდაცვის რეფორმა

საბოლოო ჯამში, ყველაფერ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვკვეთოთ ის ძირითადი მიზეზები, სირთულეები და არგუმენტები, რის გამოც კლინტონის ჯანდაცვის რეფორმა ჩავარდა:

  • გადაჭარბებული ამბიცია – კლინტონის ჯანდაცვის რეფორმა ბევრმა საკმაოდ ამბიციურ განაცხადად შეაფასა. კრიტიკოსების აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებას მრავალწლიანი კვლევა, განხილვა, შეფასება სჭირდება. შესაბამისად, ამგვარი რადიკალური რეფორმის გატარების იდეა გაპრეზიდენტებიდან რამოდენიმე წელში თავიდანვე კრახისთვის იყო განწირული.
  • კერძო სადაზღვეო ბაზრის რეგულირების სირთულე – ჯანდაცვის რეფორმის კონცეფციაში არსად არ იყო საუბარი კერძო სადაზღვეო ბაზრის რეგულირებაზე. ფაქტია, რომ სადაზღვევო ბიზნესის თამაშგარედ დატოვება მძაფრი რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა.
  • ხარჯების კონტროლი – კლინტონს გათვალისწინებული ჰქონდა, რომ ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების პერიოდში გაწეულ ხარჯებს გააკონტროლებდა ჯანდაცვის ეროვნული საბჭო. საბჭო დაკომპლექტებული იქნებოდა როგორც პარტიული წარმომადგენლებისგან, ისე სფეროში კომპეტენტური ადამიანებისაგან, თუმცა, დიდი საფრთხე ჩნდებოდა მიკერძოებულობის, არაობიექტურობისა და თანხების არამიზნობრივი ხარჯვის.
  • ხარჯების მოცულობა – კლინტონის ჯანდაცვის რეფორმისათვის საჭირო იყო 2 ტრილიონი დოლარი, რაც აშშ-ის მთლიანი ბიუჯეტის მეექვსედს წარმოადგენდა. ამგვარი ხარჯის გაწევა საკმაოდ დიდი რისკი იყო, შესაბამისად, გახდა ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ კონგრესი არ ენდო ინიციატივას.
  • მოსახლეობის განწყობა – მიუხედავად იმისა, რომ კლინტონის წინასაარჩევნო პროგრამამ დიდი გავლენა იქონია მის გაპრეზიდენტებაზე, შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ამერიკის მოსახლეობის საგრძნობლად დიდი ნაწილი სულაც არ ეთანხმებოდა ჯანდაცვის სისტემის ასეთ რადიკალურ ცვლილებას. მათ აშინებდათ ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხების მასშტაბურობა, ასევე აღნიშნავდნენ, რომ ამერიკის მოსახლეობა ჯერ არ იყო მზად ამ რეფორმისთვის;
  • ბიზნეს სექტორი – კლინტონის რეფორმას ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სწორედ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისგან ჰქონდა. გასაკვირი არც არის, ახალი რეფორმის ფარგლებში დამსაქმებლებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ – მათი მხრიდან თითეული დასაქმებულის სადაზღვეო პრემიაზე გაწეული ხარჯი საგრძნობლად აღემატებოდა უკვე არსებულს.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ვერულავა თ. ჯანდაცვის სისტემის რეფორმები აშშ-ში ინდივიდუალიზმი და უნივერსალიზმი. ეკონომისტი, 2017: XIII (4):142-154. Link, Google Scholar
  2. ვერულავა თ. არამომგებიანი საავადმყოფოების როლი ჯანდაცვის სისტემაში: მსოფლიო გამოცდილება და საქართველო. ეკონომიკა და ბიზნესი. 2017; 10 (3), გვ. 100-110. Link, Google Scholar
  3. ვერულავა თ. ჯანდაცვის პოლიტიკა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016. Link, Google Scholar
  4. ვერულავა თ. ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა. თბილისი: საქართველოს უნივერსიტეტი, Link, Google Scholar
  5. ვერულავა თ. სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის ფორმები, მსოფლიო პრაქტიკა და საქართველო. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 201 Link, Google Scholar
  6. Verulava T, Jorbenadze R. Dangadze B. The Role of Non-Profit Organizations in Healthcare System: World Practice and Georgia. Georgian Medical News.2018; 278(1):178-182.  Link, Google Scholar
  7. Blendon RJ, Brodie M, Benson What Happened to Americans’ Support for the Clinton Health Plan?, Health Affairs, 1995; 14(2):7-23.
  8. Philip C, Schone More Offers, Fewer Takers for Employment-Based Health Insurance: 1987 and 1996, Health Affairs, 1997; 16(6):142-149.
  9. Cutler DM. A Guide to Health Care Reform. Journal of Economic Perspectives, 1994: 3-17.
  10. Domestic Policy Council (2001). Health Care Accomplishments of the Clinton Washington, DC: The White House.
  11. Employee Benefits Research Institute (2000). Sources of Health Insurance and Characteristics of the Uninsured. Washington, DC: EBRI.
  12. Farber H, Levy Recent Trends in Employer-Sponsored Health Insurance Coverage: Are Bad Jobs Getting Worse? Journal of Health Economics, 2000; 19(1), 93-119
  13. Gruber J. Health Insurance for Poor Women and Children in the U.S.: Lessons from the Past Decade, in Tax Policy and the Economy 11, James Poterba, ed. Cambridge, MA: MIT Press, 1997; 169-211.
  14. Madrian BC. Employment-Based Health Insurance and Job Mobility: Is There Evidence of Job-Lock? Quarterly Journal of Economics 1994; 109, 27-51.
  15. Newhouse J. et al. Free for All? Lessons from the RAND Health Insurance Santa Monica, CA: RAND Corp. 1993.
  16. Peden EA, Freeland A Historical Analysis of Medical Spending Growth, 1960-1993″, Health Affairs, 1995; 14(2):235-247.
  17. S. General Accounting Office. Social Security Disability Policy: Factors Affecting Beneficiaries’ Return to Work. Testimony before the Subcommittee on Social Security, 1998.

ავტოსატრანსპორტო სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღება და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე: თბილისის შემთხვევა

ანა ლორთქიფანიძე1, ნანა ბიგვავა1 თენგიზ ვერულავა2

1 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი, ბიზნესის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1)

Download PDF

აბსტრაქტი

შესავალი. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ჯანრმთელობისათვის საზიანო პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში ურბანული გარემოს ძირითადი დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტია. ამ პრობლემასთან საბრძოლველად 2018 წლიდან ეტაპობრივად შემოღებულ იქნა კანონი ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით. კვლევის მიზანია ავტომობილთა სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებასთან დაკავშირებით მოქალაქეების აზრის შესწავლა, თუ რამდენად და რა შემთხვევაში არიან თბილისში მცხოვრები გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების მომხმარებლები მზად, ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, დათმონ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტით მოძრაობა. მეთოდოლოგია. კვლევა ეყრდნობა 12 ჩაღრმავებულ ინტერვიუს და მოიცავდა შემდეგ სამ სეგმენტს: 1) მსუბუქი ავტომანქანის ტაქსისტი, საკუთარი გაუმართავი ავტოსატრატრანპორტო საშუალებით 2) ტექნიკურად გაუმართავი მსუბუქი   ავტომობილის მომხმარებელი და 3) უტრანსპორტო მომხმარებელი, რომელსაც აქვს საშუალება იყიდოს მანქანა. შედეგები, დასკვნა. კვლევამ აჩვენა, რომ კანონის მაქსიმალურად ეფექტურად ამოქმედებისათვის საჭიროა: 1. მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი; 2. მოსახლეობის ინფორმირება, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საზიანო შედეგების შესახებ და გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების როლის შესახებ ჰაერის დაბინძურებაში; 3.  დაწესდეს დაბალპროცენტიანი სესხი ან განვადება ახალი მანქანების შესაძენად ან გაუმართავი ავტომობილების შესაკეთებლად, მთავრობისა და ბანკების ხელშეწყობით. 4. დაწესდეს კონტროლი საწვავის ხარისხზე.

საკვანძო სიტყვები: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ავტომობილთა სავალდებულო ტექდათვალიერება

ციტირება: ანა ლორთქიფანიძე, ნანა ბიგვავა, თენგიზ ვერულავა. ავტოსატრანსპორტო სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღება და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე: თბილისის შემთხვევა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1).

Introduction of compulsory technical inspections and its impact on health: Tbilisi case 

Ana Lordkipanidze1, Nana Bigvava1, Tengiz Verulava2

1 Faculty of Social and Political Sciences of Ivane Javakhishvili Tbilisi State University

2 Public Health and Insurance Institute, Business School, Ilia State University

Health policy, economics and sociology, 2019; 5 (1)

Abstract

Introduction. Atmospheric air pollution poses a big threat to health in Georgia. The main pollutant of urban environment is auto transport. To fight atmospheric air pollution, Georgian government has implemented step by step law about vehicle inspection, starting from 2018. The purpose of this survey is to determine how ready and in which case are owners of technically crooked light vehicles ready to give up using their technically crooked cars? The goal of this research is to provide policy implication for government, in order for them to make new law work more effectively. Methodology. This study relies on 12 in depth interviews and includes following segments: 1) Taxi Drivers, with his/her own technically crooked vehicle 2) Owners of technically crooked car 3) Individuals without car, who have ability to buy a car. Result. As research demonstrated, for law to work more effectively, government needs to focus on the following steps: 1. Organizing public transportation 2. Informing population about threats that pollution of atmospheric air poses to health and also what role does technically crooked car play in this 3. Establishing a low-cost loan in order for people to either buy new cars or repair existing ones, with the support of government and banks. 4. Control should be set over fuel quality.

Keywords: Atmospheric air pollution, vehicle inspection

Quote: Ana Lordkipanidze, Nana Bigvava, Tengiz Verulava. Introduction of compulsory technical inspections and its impact on health: Tbilisi case. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (1).

შესავალი

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოს მასშტაბით. მსოფლიოში ნაადრევი გარდაცვალების 4.2 მილიონი შემთხვევა დაკავშირებულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, 10-დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.

სიკვდილიანობის  გარდა, ჰაერის დაბინძურება ასევე ზრდის სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს. იგი აზიანებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ, საჭმლის მომნელებელ და საშარდე სისტემას. მან შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ობსრუქციული პულმონალური დაავადებები, ასთმა, ფილტვის კიბო, კარდიოცერებრალური და  გულის იშემიური დაავადებები.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროებია: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ტრანსპორტი. 2015 წლის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ურბანული გარემოს ძირითადი დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტია. ატმოსფერულ ჰაერში NO2-ის კონცენტრაციის 70%, ხოლო CO-ს კონცეტრაციის 56% ტრანსპორტიდან მოდის. საგზაო მოძრაობა ზრდის ავტომობილის ემისიებს და ამცირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხს.  კვლევები ადასტურებენ, რომ მთავარი გზების მიმდებარედ მცხოვრებ პირებში შეინიშნება ჭარბი სიკვდილიანობა (ზჰანგ, 2017).

2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მილიონ ასორმოცი ათასამდე მანქანაა რეგისტრირებული, მათ შორის 420 ათასამდე თბილისშია გაფორმებული. 2014 წლის მონაცემებით, თბილისში 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა 859 328-ს შეადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ  ყოველ მეორე ადამიანს ავტომანქანა ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონცემებით, მანქანების 44% 20 წლის ან მეტი ხნოვანებისაა და სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება.

მართალია, თბილისის დაბინძურების დონე ისეთივეა, როგორც ბევრ სხვა ევროპულ ქალაქში (გრაფიკი 1),  თუმცა, მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილ 2627 ქალაქს შორის, თბილისი 576-ე ადგილს იკავებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიხედვით.

Picture2

გრაფიკი 1. ჰაერში PM2.5-ის შემცველობა, WHO-ს 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.

 საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ყველა კატეგორიის ავტომობილისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას გულისხმობს.

კვლევის მიზანია ავტომობილთა სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებასთან დაკავშირებით მოქალაქეების აზრის შესწავლა, თუ რამდენად და რა შემთხვევაში არიან თბილისში მცხოვრები გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების მომხმარებლები მზად, ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, დათმონ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტით მოძრაობა.

კვლევის მეთოდები

კვლევისათვის გამოყენებულ იქნა პირისპირი ინტერვიუირების მეთოდი. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 12 ჩაღრმავებული ინტერვიუ სამ სეგმენტში: 1) მსუბუქი ავტომანქანის ტაქსისტი, საკუთარი გაუმართავი ავტოსატრატრანპორტო საშუალებით 2) ტექნიკურად გაუმართავი მსუბუქი ავტომობილის მომხმარებელი და 3) უტრანსპორტო მომხმარებელი, რომელსაც აქვს საშუალება იყიდოს მანქანა. თითოეულ სეგმენტში გამოკითხულ იქნა 4 ადამიანი. კვლევის ფარგლებში, ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალება განიმარტა როგორც სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც არ აქვს კატალიზატორი, ან აქვს და არ მუშაობს, რის შედეგადაც მანქანა ჭარბ გამონაბოლქვს გამოჰყოფს.

გამოყენებულ იქნა პირველადი მონაცემების ტიპი, სადაც თავად შევაგროვეთ მონაცემები ჩაღრმავებული ინტერვიუს საფუძველზე. მონაცემების მოპოვება სიტყვების ტიპით მოვახდინეთ. ჯერ გავაკეთეთ ინტერვიუს აუდიო ჩანაწერი, ხოლო შემდეგ მოვახდინეთ მისი გაშიფვრა.

ტექნიკურად გაუმართავი მსუბუქი ავტომობილის მომხმარებლის შემთხვევაში, მონაცემების შეგროვება მოხდა ნახევრად ბუნებრივ გარემოში, სადაც ინდივიდები გამოყენებულ იქნა როგორც ინფორმაციის წყაროები. ტექნიკურად გაუმართავი ტაქსის მძღოლების შესარჩევად გამოყენებულ იქნა თოვლის გუნდის პრინციპი.

კვლევა ჩატარდა 2018 წლის მაის-ივნისში.

შედეგები

ტექნიკურად გაუმართავი კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების გამოკითხვა

31 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩატარდა ოთხი ჩაღრმავებული ინტერვიუ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლებთან, რომელთა მანქანებსაც ან კატალიზატორი არ ჰქონდათ, ან ჰქონდათ მაგრამ დაზიანებულ მდგომარეობაში და მათ ავტომობილს აღენიშნებოდა უხვი გამონაბოლქვი.

რესპონდენტთა აბსოლუტური უმრაველსობა ემხრობა კანონს ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ტექნიკურად გაუმართავი მანქანა მოსახლეობას ორი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აყენებს: (1) ზრდის ავტოსატრანსპორტო ავარიების რისკს და ამით საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და (2) უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე, და ამით ზრდის დაავადებების წარმოშობის რისკს.

მიუხედავად ამისა, ისინი არ არიან მზად ნებაყოფლობით დათმონ ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოხმარება, თუ არ იქნება დაკმაყოფილებული შემდეგი კრიტერიუმები: 1) მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა მოქალაქეებმა, რომელთა ავტომობილებიც ვერ გაივლიან ტექ-დათვალიერებას შეძლონ ალტერნატიული საშუალებებით სარგებლობა და 2) სახელმწიფო გასცემს დაბალპროცენტიან სესხს ან გავნადებას, რათა მძღოლებმა შეძლონ დაზიანებული მანქანის შეკეთება ან ახალი მანქანის შესყიდვა.

რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა უკავშირებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ონკოლოგიური დაავადებების ზრდას და მიიჩნევს, რომ ჰაერის დაბინძურება მომავალი თაობებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება. გარდა იმისა, რომ რესპონდენტები აღნიშნავენ კავშირს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და დაავადებებს შორის, ერთ-ერთი რესპონდენტი იმაზეც საუბრობს, რომ თავად სახელმწიფოსთვის, გრძელვადიან პერსექტივაში უფრო შემოსავლიანია, ხელი შეუწყოს მოსახლებობას ახალი მანქანების შეძენაში, ან არსებული გაუმართავი მანქანების შეკეთებაში, რათა მომავალში დაზოგოს ადამიანების ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა.

რესპონდენტებს ვესაუბრეთ ალტერნატიულ მანქანებზეც, რომელიც არ მუშაობს სტანდარტულ საწვავზე ან დიზელზე. ეს მანქანა მუშაობს მზის ან ელექტრო  ენერგიაზე და არის ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო ვიდრე ნებისმიერი სახის საწვავზე მომუშავე მანქანა. რესპონდენტები მზად არიან გადავიდნენ ალტერნატიული ელექტრომობილების მოხმარებაზე, იმ შემთხვევაში, თუ: ა) გაიზრდება ელექტრო მანქანების დატენვის სადგურების რაოდენობა  ბ) შემოვა მეტი ელექტრომობილი, რომელსაც 400-500 კილომეტრის გავლა შეუძლია გ) შემცირდება ელექტრომობილების ფასი.

რესპონდენტები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი ავტომობილები ვერ გაივლიან ტექნიკურ დათვალიერებას, მთავრობის მხრიდან მათთვის დიდი ხელშეწყობა იქნება თუ სახელმწიფოს დახმარებით ბანკები უზრუნველყოფენ დაბალპროცენტიან სესხს ან განვადებას.

მსუბუქი ავტომანქანის ტაქსისტი, საკუთარი გაუმართავი ავტოსატრატრანპორტო საშუალებით

გამოკითხული ტაქსისტების უმრავლესობა არ ფლობდა სრულფასოვან ინფორმაციას ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით. კრიტერიუმების გაცნობის შემდეგ, მათი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ტექდათვალიერება დადებითად იმოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე, მათთვის ეს პროცესი დამღუპველია, ვინაიდან ოჯახში ერთადერთი ფინანსების წყარო, სწორედ ეს ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანაა.

ინტერვიუების შეჯამების შედეგად, რესპონდენტთა უმრავლესობისთვის უცნობია ყველა კრიტერიუმი, რომლითაც შეფასდება ავტომანქანა ტექდათვალიერების დროს. თუმცა, გამოკითხულთა აბსოლიტურმა უმრავლესობამ იცის, რომ კატალიზატორი არის ერთ-ერთი კრიტერიუმი. ტაქსისტების უმრავლესობა საუბრობს თავიანთ გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რის გამოც ისინი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ გამოასაწორებენ არსებულ მდგომარეობას. კატალიზატორის საკმაოდ სიძვირის გამო, ასევე საბურავების და ჩამოთვლილი კრიტერიუმების გაცნობის შემდეგ, მათი ვარაუდით მანქანის მოწესრიგება ავტომანქანის თვითღირებულებაზე მეტი გამოვა. ამიტომ შეუძლებელი იქნება საკუთარი ხარჯებით თუნდაც დამატებით ერთ თვეში ამ მდგომარეობის გამოსწორება. მათი აზრით, მთავრობა დათმობაზე უნდა წავიდეს და შეღავათები გაუწიოს მძღოლებს, რომლებიც ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას, ვინაიდან ეს პროცესი მათი ვარაუდით მტკივნეულად ჩაივლის იმ ადამიანებისთვის ვისაც ფინანსურად უჭირთ.

ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის დაბინძურებამ, რესპონდენტთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მომავალზე ფიქრი და ამ პრობლემის მოგვარება უნდა დადგეს დღის წესრიგში, თუმცა ეს მხოლოდ ტექდათვალიერებით ვერ გამოსწორდება. ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ფაქტორს, როგორიც არის საწვავის ხარისხი. უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, რათა ნორმალური სიჩქარით შეეძლოს მანქანას გადაადგილება, ვინაიდან როგორც აღნიშნეს, რაც მეტი სიჩქარით მოძრაობს ავტომანქანა, მით უფრო მეტი არის ჰაერის დაბინძურების ალბათობა.

ასევე, მნიშვნელოვანი, რაც გამოიკვეთა, იყო ტაქსის ძღოლების გულახდილობა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ისინი საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარ თავს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან შედარებით დაბალ ფასად გადაადგილდნენ გაუმართავი ავტომანქანით. მათ ესმით, რომ ეს საფრთხის შემცველია, თუმცა მომავალზე ფიქრი, არ შველის მშიერ კუჭს. ისინი ელოდებიან მხარდაჭერას მთავრობისგან. მათი აზრით, საუკეთესო გამოსავალი რაიმე სახის დათმობაზე წასვლაა. ფინანსურ მხარდაჭერას არ მოელიან სახელმწიფოსგან, რადგან მათი გადმოსახედიდან,  ილუზიაში ცხოვრებას აზრი არ აქვს. მათი აზრით, მნიშვნელოვანია, მთავრობა დაფიქრდეს ხალხის გასაჭირზე და რაიმე სახის კომპრომისი იქნეს მიღწეული. მათი აზრით, რაიმე სახის შაღავათები დაეხმარებოდა საზოგადოებას, მაგალითად მთავრობის მხრიდან მათთვის დიდი ხელშეწყობა იქნება თუ სახელმწიფოს დახმარებით ბანკები უზრუნველყოფენ დაბალპროცენტიან სესხს ან განვადებას.

უტრანსპორტო მომხმარებელი, რომელსაც აქვს საშუალება იყიდოს მანქანა

რესპოდენტები, რომელთაც არ ჰყავთ მანქანა, საუბრობენ ჰაერის დაბინძურებაზე, გამონაბოლქვზე და ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე, რაც უკავშირდება ჰაერის სისუფთავეს, მათ ჯანმრთელობას და მომავალს. მიუხედავად ამისა,  ჩატარებული 4 ინტერვიუდან ტრანსპორტის არ ყოლის მიზეზად, ქალაქში მოძრაობის შიშიც დაფიქსირდა. რესპოდენტთა აზრით, უნდა მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ხალხმა შეძლოს კომფორტულად მგზავრობა და მისი გამოყენების სურვილი გაუჩნდეს იმ მძღოლებს, რომლებსაც ჰყავთ გამართული ავტომანქანა. მათი აზრით, საჭიროა ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირება და განათლების ამაღლება იმ საფრთხეების შესახებ რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

რესპოდენტთა აზრით, ყურადღება უნდა გამახვილდეს რეკრეაციული ზონების მოწყობაზე და ამის მაგალითად ამერიკის ,,ცენტრალ-პარკი“ მოჰყავთ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა, მათი აზრით, ქალაქს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰაერის დაბინძურება დროთა განმავლობაში უამრავ დაავადებას გამოიწვევს.

რესპონდენტთა უმრავლესობა თანხმდება იმ აზრზე, რომ ავტომობილების სავალდებულო  ტექნიკური დათვალიერების შემოღება აუცილებელია, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ასევე მოძრაობის უსაფრთხოებისთვის. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი საშუალება ჰაერის დაბინძურების აღმოსაფხვრელად. მათი აზრით, საწვავზე კონტროლი გაცილებით ადვილია, ვიდრე ათასობით მანქანის დათვალიერება.

რესპოდენტები ხაზს უსვამენ, რომ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღება არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნა, რადგან იგი მხარეებს შორის თანამშრომლობას ავტოსატრანსპორტო სფეროშიც ითვალისწინებს.

დისკუსია

კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტები რომლებიც ფლობენ  ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ასევე უტრანსპორტო მომხმარებლები, რომელთაც აქვთ საშუალება იყიდონ მანქანა, სრულიად ეთანხმებიან და მხარს უჭერენ კანონს სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებით. განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ გამოკითხული ტაქსის მძღოლები, რომელთა აზრითაც, მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი მიესალმებიან ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების ეფექტურობას, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღესდღეობით მათთვის მისი შემოღება დამღუპველია, ვინაიდან ოჯახში ერთადერთი ფინანსების წყარო, სწორედ ეს ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანაა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია:

  1. მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
  2. მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საზიანო შედეგების შესახებ და ასევე, თუ რა როლს თამაშობს გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალება ჰაერის დაბინძურებაში;
  3. დაწესდეს დაბალპროცენტიანი სესხი ან განვადება ახალი მანქანების შესაძენად ან გაუმართავი ავტომობილების შესაკეთებლად, მთავრობისა და ბანკების ხელშეწყობით.
  4. დაწესდეს კონტროლი საწვავის ხარისხზე

ამგვარად, რესპონდენტთა უმრავლესობა ემხრობა ტექნიკურ დათვალიერებას და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს.  მათი აზრით, თავად სახლმწიფოსთვის, გრძელვადიან პერსექტივაში უფრო შემოსავლიანია, დაეხმაროს მოსახლებობას ახალი მანქანების შეძენაში, ან არსებული გაუმართავი მანქანების შეკეთებაში, რათა მომავალში დაზოგოს ადამიანების ჯანდაცვაზე დახარჯული თანხები.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Di Q, Wang Y, Zanobetti A, Wang Y, Koutrakis P, Choirat C, Dominici F, Schwartz JD. Air pollution and mortality in the Medicare population. Engl. J. Med. 2017; 376: 2513–2522.Link, Google Scholar
  2. Jiang XQ, Mei XD, Feng D. Air pollution and chronic airway diseases: What should people know and do? Thor. Dis. 2016; 8: 31–40.Link, Google Scholar
  3. Shin J, Park JY, Choi J. Long-term exposure to ambient air pollutants and mental health status: A nationwide population-based cross-sectional study. PLoS ONE, 2018; 13(4), Link, Google Scholar
  4. Pinichka C, Makka N, Sukkumnoed D, Chariyalertsak S, Inchai P, Bundhamcharoen K. Burden of disease attributed to ambient air pollution in Thailand: A GIS-based approach. PLoS ONE, 2017; 12(12, Link, Google Scholar
  5. Mannucci P, Franchini M. Health Effects of Ambient Air Pollution in Developing Countries. International Journal of Environmental Research and Public Health, 2017; 14(9), 1048. Link, Google Scholar
  6. World Health Organization. Ambient air pollution: Health impacts. Link
  7. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მოსახლეობის საყოვლთაო აღწერა, 2014. Link

« Newer Posts - Older Posts »

Categories

%d bloggers like this: