Posted by: burusi | August 16, 2018

დედების მიერ თანდაყოლილი მალფორმაციის მქონე ახალშობილების აღქმა და ემოციური დამოკიდებულება

დედების მიერ თანდაყოლილი მალფორმაციის მქონე ახალშობილების აღქმა და ემოციური დამოკიდებულება (მიმოხილვა)

მარიამ პეტრიაშვილი1

1დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1)

PDF

აბსტრაქტი

მიმოხილვის მიზანია დედების დამოკიდებულების განსაზღვრა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანგრძლივი მკურნალობისა და მოვლისთვის გადაყვანილი თანდაყოლილი მალფორმაციების მქონე ახლშობილებთან მიმართებაში. მასში განხილულია პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობისთვის სასარგებლო რჩევები და მიდგომები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი დედის უარყოფითი ემოციები და აქედან გამომდინარე, არასასურველი სამომავლო შედეგები თანდაყოლილი მალფორმაციების მქონე ახალშობილებთან მიმართებაში.

საკვანძო სიტყვები: თანდაყოლილი მალფორმაციები, ახლშობილები, ნეონატალური ზრუნვა.

ციტირება: მარიამ პეტრიაშვილი, დედების მიერ თანდაყოლილი მალფორმაციის მქონე ახალშობილების აღქმა და ემოციური დამოკიდებულება. ანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1).

Abstract

The aim of the review is to identify maternal perception in terms of newborns with a diagnosis of congenital malformation, hospitalized in the intensive care unit. According research, mothers require a more humane caring approach at the time of disclosure, since this is a negative experience in the family environment. It contains approaches to minimize the negative emotions of the mothers and, therefore, the undesirable consequences for newborns with congenital malformations.

Keywords: Neonatal Nursing; Congenital Abnormalities; Infant Newborn.

Quote: Mariam Petriashvili. Maternal perception in terms of newborns with a congenital malformation (Review). Health Policy, Economics and Sociology 2019;5(1)

____________________________________________________________________________________________

მიმოხილვა

თანდაყოლილი ანომალიის მქონე ახალშობილთა პრობლემა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს  ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალებისთვის, არა  მხოლოდ მკურნალობის და მოვლის თვალსაზრისით, არამედ  სოციალური, ფსიქო-ემოციური და დეონტოლოგიური მიმართულებით.

სტატიის მიზანია დედების დამოკიდებულების განსაზღვრა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანგრძლივი მკურნალობისა და მოვლისთვის გადაყვანილი თანდაყოლილი მალფორმაციების მქონე ახლშობილებთან მიმართებაში.

ნაშრომში განხილულია ჟურნალ “Online Brazilian Journal of Nursing” (2015; 14(2)) გამოქვეყნებული სტატია “დედების მიერ თანდაყოლილი მალფორმაციის მქონე ახალშობილების აღქმა და ემოციური დამოკიდებულება” (Maternal perception in terms of newborns with congenital malformations: a descriptive study Original Article). სტატიის ავტორებია: Silva PLN, Soares ABA, Ferreira TN, Rocha RG [1].

აღნიშნულ კვლევაში   გამოყენებულია  რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები. კვლევა ჩატარდა კლემენტ ფარიას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში (University Hospital Clemente Faria). კვლევა მიმდინარეობდა 2013 წ. ნოემბერი – 2014 წ. აპრილის პერიოდში. კვლევისათვის შეირჩა ცხრა დედა, რომელთაც ჰყავდათ ახალშობილები თანდაყოლილი მალფორმაცით.

მონაცემების შესაგროვებლად გამოყენებული იყო კვლევის შემდეგი ინსტრუმენტები: ნახევრადსტრუქტურირებული ინტერვიუ, აუდიო ჩანაწერები, ინტერვიუს და აუდიოჩანაწერების გაშიფვრა.  დასმული იყო ორი მთავარი შეკითხვა:

  1. როგორია დედის რეაქცია, როდესაც მიიღო ინფორმაცია თავისი შვილის თანდაყოლილი ანომალიის დიაგნოზის შესახებ?
  2. როგორია დედის შეგრძნება (აღქმა, განცდა) შვილის საავადმყოფოს ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში დარჩენის გამო?

სტატიის შესავალში მოცემულია თანდაყოლილი ანომალიების სტატისტიკური მონაცემები. ახალშობილთა 3%-ში გვხვდება დიდი მალფორმაციები, რომლებიც იყოფა კოსმეტიკურ და ფუნქციურ დეფექტებად. ასეთი მალფორმაციები 1 წლამდე ასაკის ბავშვთა  სიკვდილობის სტრუქტურაში მნიშვნელოვან წილს შეადგენს და წარმოადგენს ავადობის და სიკვდილობის უხშირეს მიზეზს სიცოცხლის ადრეულ წლებში.

თანდაყოლილი ანომალიის მქონე ახალშობილი უზარმაზარ ემოციურ ტვირთს წარმოადგენს. ქალების უმრავლესობა არ არის მომზადებული ამ გამოწვევის პირისპირ. ისინი ავლენენ განსხვავებულ ემოციებს დიაგნოზის გაცნობის და მათი ახალშობილების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის დროს.

მედიცინის თანამედროვე მიღწევების ფონზე სულ უფრო იზრდება გადარჩენილი ანომალიების მქონე ახალშობილების რიცხვი. ანომალიების მქონე ბავშვს მოაქვს ნეგატიური განცდები მშობლებისთვის, რომელთაც აქვთ ,,იდეალური ბავშვის“ დაბადების მოლოდინი.

თანდაყოლილი დეფექტების უმეტესობა დიაგნოსტირებული იყო პრენატალურად. თუმცა, კვლავ დიდი რჩება დაბადების შემდგომ დიაგნოსტირებული დეფექტების წილი. დედები რეალურად აწყდებიან უხერხულ და მოულოდნელ სიტუაციებს სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობის დროს, კერძოდ: მშობლებისთვის მიუღებელია პედიატრის საუბარში შერბილებული, მანუგეშებელი ტონი, უცხო ტერმინოლოგია, ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდება, მშობიარობის შემდგომ ბავშვის დაგვიანებული მიყვანა დედასთან. რიგ შემთხვევებში დედას ინფორმაცია ახალშობილის მდგომარეობის შესახებ  მიაწოდა არა უშუალოდ ექიმმა, არამედ ოჯახის სხვა წევრებმა, მაგ.,  დედამთილმა.

სტატიაში განხილულია  დედების ემოციური განწყობა და ფსიქოლოგიური მიმღებლობა/მიუღებლობა თანდაყოლილი ანომალიების მქონე ახალშობილების დიაგნოზების გაცნობის და მკურნალობის პროცესში ჩართვის ეტაპზე.

უხერხულ და მიუღებელ გარემოებებად დედები მიიჩნევენ, აგრეთვე, დაგვიანებულ ინფორმირებას, ე.წ. ,,მორიდების ან დაზოგვის მიზნით“, აგრეთვე, დიდი რაოდენობით სამედიცინო პერსონალის ერთობლივად შესვლას პალატაში ინფორმაციის პირველადი მიწოდების დროს.

     სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ავტორების მიერ გაკეთებულ დასკვნებს, სადაც აღნიშნულია რომ:

  1. დედის აღქმისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დიაგნოზის შესახებ ინფორმაციის პირველად მიწოდების მომენტი, ვინაიდან დიაგნოზი ახდენს კრიტიკულ გავლენას არა მხოლოდ ბავშვის, არამედ დედის და მისი ოჯახის სამომავლო გეგმებზე, რაც შეიძლება მოიაზრებოდეს ბავშვზე უარის თქმას. ამ დროს ვითარდება ისეთი ფსიქოლოგიური შედეგები, როგორიცაა დეპრესია, სუიციდის მცდელობა, გაუცხოება.
  2. ჯანდაცვის პროფესიონალებმა უნდა მიაწოდონ დედას სრული და ობიექტური ინფორმაცია ბავშვის დიაგნოზის შესახებ შესაფერ დროს, დროულად, მარტივი, დედისთვის გასაგები ენით.
  3. ჯანდაცვის პროფესიონალებმა აუცილებლად უნდა გაიარონ შესაბამისი ფსიქოლოგიური ტრენინგები მალფორმაციების შესახებ დიაგნოზის მიწოდების მეთოდებთან და წესებთან დაკავშირებით.
  4. დაუშვებელია ჯანდაცვის პროფესიონალების მხრიდან ზედმეტად დამაიმედებელი ან გადაჭარბებულად პესიმისტური პროგნოზის გაკეთება დედასთან და ოჯახის წევრებთან.
  5. დიაგნოზის შესახებ ინფორმირებისას მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს დრო, ადგილი, ვის მიერ და ვისთან ერთად იქნება მიწოდებული ინფორმაცია.

სტატიის ავტორები ჩატარებული კვლევის შედეგების და დასკვნების საფუძველზე იძლევიან კონკრეტულ რეკომენდაციებს სამედიცინო პერსონალისთვის, კერძოდ:

  • აუცილებელია მედპერსონალის სათანადოდ მომზადება მალფორმაციების შემთხვევაში დედასთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის, ინფორმირების და სამედიცინო ეთიკის სხვა ასპექტების მიმართულებით.
  • აუცილებელია სამედიცინო პერსონალის მიერ ინფორმაციის მაქსიმალურად რეალისტურად და დროულად მიწოდება; დედის უარყოფითი ემოციების მინიმუმამდე დაყვანა.  დედის შემდგომი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ბავშვის და ოჯახის შემდგომ ცხოვრებაში, რაშიც უდიდეს როლს ასრულებს სამედიცინო პერსონალის მიერ დედის სწორი ინფორმირება.

სტატია საინტერსოა და ღირებული პერინატალური და პედიატრიული სფეროს ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, ვინაიდან მასში  განხილულია თანდაყოლილი მალფორმაციების მქონე ახალშობილთა დედებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის პრობლემატური საკითხები. სტატიის ავტორები დასკვნაში იძლევიან პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობისთივს სასარგებლო რჩევებს და მიდგომებს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი დედის უარყოფითი ემოციები და აქედან გამომდინარე, არასასურველი სამომავლო შედეგები თანდაყოლილი მალფორმაციების მქონე ახალშობილებთან მიმართებაში.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Silva PLN, Soares ABA, Ferreira TN, Rocha RG. Maternal perception in terms of newborns with congenital malformations: a descriptive study. Online braz j nurs 2015; 14 (2):190-6. Article Google Scholar

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: