Posted by: burusi | July 10, 2018

ნინო ჩერქეზიშვილი “ჩაგრულთა გაკვეთილები”

ჩაგრულთა გაკვეთილები

ნინო ჩერქეზიშვილი¹

¹სახელოვნებო მეცნიერების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დოქტორანტი, შ.რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1)

Download PDF

აბსტრაქტი

შესავალი. ჩაგრულთა თეატრალური გაკვეთილები ე.წ. „ჩაგრულთა თეატრი“ არის არატრადიციული თეატრია, რომელიც გამოიყენება ადამიანებს შორის დიალოგის დაწყების და კონფლიქტური სიტუაციების დებატებით გადაჭრის ხელშესაწყობად.  სპექტაკლის მიმდინარეობის დროს ნებისმიერ „მაყურებელ–თანამონაწილეს“ შეუძლია თეატრალურ დადგმაში ჩაერიოს და სცენარში განვითარებულ მოვლენებზე საკუთარი პოზიცია გამოთქვას. მეთოდოლოგია. კვლევა ჩატარდა საფრანგეთში. გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდები. კვლევისათვის შერჩეულ იქნა საფრანგეთის სამი სკოლა: კველევის ფარგლებში გამოკითხულ იქნა ორი თეატრალური კომპანიის 30 მსახიობი და სამი რეჟისორი. განხორციელდა 340 მოზარდის ქცევაზე დაკვირვება. შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ სპექტაკლს, წარმოდგენას განსაკუთრებული ზემოქმედების მოხდენა შეუძლია  ადამიანებზე. თეატრალურ დებატებში ისინი პოულობენ გზას, როგორ მოიქცნენ რეალურ ცხოვრებაში მსგავსი პრობლემების მოგვარების დროს. ასეთი თეატრალური დებატები სიტუაციის გაანალიზებას და ტრანსფორმირებას ხელს უწყობს. დასკვნა, რეკომენდაციები. მიზანშეწონილია საქართველოს სკოლებში დისკრიმინაციული სიტუაციების აღმოფხვრის მიზნით ე.წ. თეატრალური ჩაგრულთა გაკვეთილების  დანერგვა, ვინაიდან სახეზე გვაქვს კონფლიქტის უამრავი ფორმა, ფიზიკური თუ სიტყვიერი. ჩაგრულთა გაკვეთილების დროს ყველაზე მთავარი შიშის დაძლევაა. თეატრალური დებატები დაეხმარება და გაამხნევებს ქართველ მოზარდებს სიტუაციის გაანალიზებასა და გარდაქმნაში.

საკვანძო სიტყვები: ჩაგვრა, ძალადობა, ბულინფი, ჩაგრულთა თეატრი, თეატრალური დებატები, მაყურებელ-მსახიობი.

ციტირება: ნინო ჩერქეზიშვილი. ჩაგრულთა გაკვეთილები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1).

Abstract

Introduction. Oppression, use of force, bullying, conflict among adolescents are most hot issues and topical problems of the 21st century. The Theatrical lesson of oppressed  (the theatre of oppressed) is a non-tradition theater. It is used to encourage people to start a dialogue and solve problems through debates. The greatest humanistic and historic task of the oppressed is as follows: they have to free not only themselves, but oppressors as well. Boal took into practice the methodologies of Paolo Freire which meant political and social activation of target groups. Boal presents the new term: “Spect-actors” and this creates the new form – “Theatrical Debates”, so called “Forum Theater”. He also brings “Joker” i.e. “Moderator” in theatrical act. Imagination of Boal stands on an idea, whereas any “Spect -actors” can be involved in theatrical play during the play, express his/her position about play issues, even changing the play course. Method of Boal (used in many countries of the world) aims to turn the audience into active participant of the play, providing improvement of people and their environment. Presently, many theater companies work in Europe and USA following the method created by Boal. Here in the work, we will show you the research   from the”Theatrical Debates “created by the students and fellows of Boal. The lessons of the oppressed  This is the research where students  explore, demonstrate   and analyze the transformation of their lives. The theatres  NAJE end ENTRÉES DE JEU successfully practice the form Theatrical Debates with children and adults, who are the members of different groups.

Key words: Oppression, bullying, , Moderator, Spect-actors, Theatrical Debates, The theater of oppressed.

Quote: Nino Cherkezishvili. The lesson e of the Oppressed. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (1).

____________________________________________________________________________________________

შესავალი

ჩაგვრა, ძალადობა,  ბულინგი,  მოზარდებს შორის კონფლიქტი XXI საუკუნის ყველაზე აქტუალური და მწვავე პრობლემებია.  არასასურველ და აგრესიულ ქცევებს ადამიანები დეჰუმანიზაციისკენ მიჰყავს.

ბრაზილიელი მეცნიერის პაულო ფრეიერის მიხედვით: „ჩაგვრა არის ნებისმიერი სიტუაცია რომელშიც „ა“ ობიექტურად ჩაგრავს  „ბ“-ს ან აბრკოლებს მის ბრძოლას დამკვიდრებისთვის“. [1. გვ.26 ]

ბრაზილიელი რეჟისორისა და პოლიტიკოსის აუგუსტო ბოალის მიერ შექმნილი ე.წ. ჩაგრულთა თეატრალური გაკვეთილები, განსაკუთრებით თეატრალური დებატები,  დღეს მთელს მსოფლიოში გამოიყენება,  იმისათვის რომ ხელი შეუწყოს ადამიანებს შორის დიალოგის დაწყებას და კონფლიქტური სიტუაციები დებატებით გადაჭრას. დიალოგი გულისხმობს ნდობას, თანაზიარობას, თანამონაწილეობას, ერთად სწავლისა და შემოქმედების სურვილს.

ჩაგრულთა გაკვეთილების  მიზანია სოციალურ, კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანის ცნობიერების ამაღლება. ჩაგრულთა თეატრალური დადგმები გვაჩვენებს, თუ როგორ არის ადამიანის სხეული და გონება დაკავშირებული ტრადიციებთან, შეჩვეულ თუ დასწავლილ ქცევასთან.

XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე ჩაგრულთა მდგომარეობის შესწავლა-განხილვა სულ უფრო პოპულარული ხდება და მთელ მსოფლიოში გამოიყენება, მათ შორის სკოლებში, ორგანიზაციებში ურთიერთობათა დემოკრატიზაციის მიზნით. კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც იქნება ადამიანური ურთერთობების პრობლემა და საჭირო ხდება ვითარების ანალიზი და გამოსავალის მოძებნა.

ლიტერატურის მიმოხილვა

ჩაგრულთა გაკვეთილები მიმდინარეობს ე.წ. „ჩაგრულთა თეატრში“ რომელიც 1960-იან წლებში, ბრაზილიაში, აუგუსტო ბოალიმ შექმნა. მან პაულო ფრეიერის მეთოდები  განათლების, სწავლისა და აღზრდის სფეროებში თეატრალური დებატების მეშვეობით განავითარა. ბოალიმ თეატრის სცენაზე გადაიტანა პაულო ფრეიერის ჩაგრულთა პედაგოგიკის თეზისები. ჩაგულთა თეატრში გააერთიანა: უხილავი თეატრი, თეატრალური დებატები, სამართლებრივი თეატრი.  1973 წელს კი, მისი პირველი წიგნი „ჩაგრულთა თეატრი“ გამოიცა.

„ჩაგრულთა ბრძოლას სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის, დაკარგული ადამიანობისთვის, ჰუმანიზაციისკენ სწრაფვას კიდევ უფრო აძლიერებს დეჰუმანიზაცია…  იგი არა მხოლოდ მათზე მოქმედებს ვისაც ადამიანობა წაართვეს, არამედ მათზეც, ვინც წაართვა,“ წერდა ფრეიერი  თავის წინში.[1.გვ.15]

ჩაგულთა გაკვეთილების ავტორთა აზრით, ადამიანების ერთი ნაწილის მეორეზე ბატონობა უსამართლო სოციალური მოწყობიდან მომდინარეობს და მრავალგვარი ფორმით გამოიხატება. ამ უსამართლობას ადამიანი დაჰყავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურული ექსპლოატაციის ობიექტის მდგომარეობამდე.

„ჩაგრული ადამიანი, როდესაც თავისუფლებისთვის ბრძოლას იწყებს, მჩგვრელს კი არ უნდა დაემსგავსოს, არამედ ორივე მხარის ღირსების აღდგენა უნდა სცადოს“.  [2.გვ.15]

ასე რომ, ჩაგრულთა უდიდესი ჰუმანისტური და ისტორიული ამოცანა ასეთია: მათ უნდა გაათავისუფლონ არა მხოლო საკუთარი თავი, არამედ მჩაგვრელებიც, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების მეშვეობით ჩაგრავენ და ექსპლუატაციას უწევენ ჩაგრულებს. ისინი ვერ აცნობიერებენ საკუთარ თავს როგორც მჩაგვრელებს და ვერც იმას აცნობიერებენ, რომ მათაც გათავისუფლება სჭირდებათ. ჩაგვრის აღმოფხვრის ინიციატივა ჩაგრულებისგან უნდა წამოვიდეს.

ბოალი თავის მეთოდს  სწავლების მეთოდს უწოდებს და ამბობს, რომ ჩაგრულთა თეატრში ადამიანები სწვალობენ იმას, რაც უკვე იციან. პრობლემის სათავეს ბოალი თავისუფლების იმ შიშში ხედავს, რომელიც ჩაგრულებს ასე აწუხებთ. შიში,  რომელიც ჩაგრულებს მჩაგვრელის პოზიციის დაკავებისკენ ან ჩაგრულის როლთან შეგუებისკენ უბიძგებს, ნამდვილად შესწავლის ღირსია. ჩაგრულის ქცევა მჩაგრელის დირექტივებითაა განსაზღვრული.

ბოალის სურვილია, რომ შეისწავლოს ეს სიტუაცია და თეატრში მისი ტრანსფორმაცია მოახდინოს. პაულო ფრეიერმა განათლების მეშვეობით საზოგადოების გარდასაქმნელად სპეციალური მეთოდი შექმნა. ფრეირის კონცეფციიდან გამომდინარე, ჩაგრულები ვერ ახდენენ თავიანთი პრობლემების გაცნობიერებასა და იდენტიფიკაციას. ამისათვის მათ გარეშე ადამიანის დახმარება სჭირდებათ.  ასეთ დამხმარე პირს, რომელიც ჩაგრულებთან კომუნიკაციაში შედის და მათ საკუთარი მდგომარეობისა და საჭიროებების გაცნობიერებაში ეხმარება, ფრეიერმა ანიმატორი უწოდა. ანიმატორი  ჩაგრულებთან გამართული გასაუბრებების საფუძველზე წამოჭრილი თემების იდენტიფიცირებას ახდენს, რათა განახორიელოს პედაგოგიკის ამოცანათა  ადაპტირება ჩაგრულთა სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებთან. ანიმატორი მუშაობს დიალოგური განათლების მეთოდით, სადაც თავად ანომატორს აქვს დიალოგური განმანათლებლის როლი.

ბოალის თეატრში დიალოგიური  განმანათლებლის როლს თამაშობს ჩაგრულთა თეატრის მსახიობი. ბოალის მეთოდი, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყნებში გამოყენება, მიზნად ისახავს, რომ  აუდიტორია თეატრალური წარმოდგენის  აქტიურ მონაწილედ აქციოს, რაც ადამიანებისა და მათი  გარემოს  გაუმჯობესებას და სასიკეთოდ გარდაქმნას ემსახურება.  ბოალის მტკიცებით, ტრადიციული თეატრი არის დესპოტური, მაყურებელს არ აქვს შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი თავი და ორი მხარის თანამშრომლობით მიაღწიოს სასურველ ცვლილებებს, რომლებიც გაათავისუფლებს ადამიანებს [2.გვ25].

ფრეიერის მეთოდი  ეფუძნება მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის დემოკრატიზაციის იდეას. სწორედ ამ მოდელის თუ მეთოდის გადატანა სცადა ბოალიმ სოციალურ თეატრში და თეატრი რეალურად არსებული სოციალური პროლემების მოგვარების იარაღად აქცია. სადღეისოდ ბოალის მიერ შექმნილი მეთოდით ევროპასა და ამერიკაში მრავალი თეატრალური დასი მუშაობს. მათი მუშაობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს – მათ უკავშირდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები – სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურები, სკოლები, ლიცეუმები და სხვა დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ რაიმე პრობლემა ადამიანური ურთიერთობების სფეროში და სთხოვენ დახმარებას, რომელიც თეატრალური დებატების ორგანიზებაში გამოიხატება.

მეთოდოლოგია

კვლევა ჩატარდა საფრანგეთში. გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდები. კვლევისათვის შერჩეულ იქნა საფრანგეთის სამი სკოლა: პარიზის ცენტრში მდებარე სახელმწიფო სკოლა, პარიზის გარეუბანში მდებარე სახელმწიფო სკოლა და ვერსალის სახელმწიფო სკოლაში. ჯგუფში გაერთიანებული იყვნენ 5-8 წლის ბავშვები  პარიზის სხვადასხვა უბნებიდან, ისინი თავად მოვიდნენ Naje-ს  თეატრში. ამ ბავშვებს ჩაგრულთა გაკვეთილები ე.წ. თეატრალური დებატები  თეატრალური კომპანიის Naje-ს და Entrees de Jeu-ს მსახიობებმა ჩაუტარეს. კველევის ფარგლებში გამოკითხულ იქნა ორი თეატრალური კომპანიის 30 მსახიობი და სამი რეჟისორი. განხორციელდა 340 მოზარდის ქცევაზე დაკვირვება.

თეატრალურ კვლევაში ჩართულ სამიზნე ჯგუფს სკოლებისა და ლიცეუმების მოსწავლეებს, აუგუსტო ბოალი „მაყურებელ-თანამონაწილეებს“ უწოდებს. თეატრალურ დებატებს – ჩაგრულთა გაკვეთილებს, მოდერატორობს ჯოკერი, ე.წ. ანიმატორი, რომელიც Naje და  Entrees de Jeu  მსახიობია.

დებატების დაწყების წინ, ჯოკერი ინფორმაციას აწვდის „მაყურებელ-თანამონაწილეებს“ რომ ისინი თეატრალურ დებატების მონაწილეები არიან და პირველი ჩვენების შემდეგ სპექტაკლის ხელმეორედ ჩვენება გაიმართება. ამ დროს ნებისმიერს შეუძლია დაიყვიროს „სტოპ“, და ჩააგრულ პერსონაჟს დაეხმაროს კონფლიქტის მოგვარებაში.

დახმარების არსი:

პირველი – უკარნახოს როგორ მოიქცნენ,

მეორე – მაყურებლის ადგილი მიატოვოს და სცენაზე  ჩაგრული მსახიობი ჩაანაცვლოს.

კვლევისათვის გამოყენებულ იქნა დაკვირვების მეთოდი (ოთხი ძირითადი ტიპი: სხეულის ზედაპირისა და ფიზიკური ნიშნების დაკვირვება, ექსპრესიული მოძრაობის ანალიზი, ფიზიკური ადგილმდებარეობის ანალიზი და მეტყველებითი ქცევის დაკვირვება), პერსონალური და ვიდეო გამოკითხვა, ჩართული (მონაწილეობითი) დაკვირვების მეთოდი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წარმოდენას ქვია თაეტრალური  დებატები, მასში მონაწილე სტუდენტებსა და მშობლებს არ სურთ, მათი ან მათი შვილის ვინაობა გამჟღავნდეს, ამიტომ კვლევის დროს შექმნილი ვიდეო და ფოტომასალის საზოგადოებაში გავრცელება აკრძალულია.

შედეგები

თეატრალური გაკვეთილები, ე.წ. „თატრალური დებატები“ სისტემატიურად ტარდება პარიზისა და ვერსალის სკოლებსა და ლიცეუმებში  2011 წლიდან დღემდე.

ჩაგვრა – ე.წ. ბულინგი, განხორციელებული იყო როგორც მსხვერპლთან უშუალო კონტაქტით – პირდაპირი გზით: მოსწავლის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი აგრესიის გამოხატვა,  აგრეთვე უშუალო კონტაქტის გარეშეც – ირიბი გზით: ჭორების გავრცელებით.

კვლევაში მონაწილეობდა ვერსალის სკოლის ერთი ჯგუფი –  14-16 წლის მოზარდები. საკვლევი თემა იყპ გენდერული თანასწორობა. Entrees de Jeu  მსახიობებმა ოთხი სხვადასხვა წყვილი გაითამაშეს, მამრობითი სქესის მსახიობი ფსიქოლოგიურად ძალადობდა მდედრობით სქესზე. ქალს ძალადობა თავად უნდა აღეკვეთა. სამიზნე ჯგუფი „მაყურებელ-სპექტატორები“ ადგილიდან კარნახობდნენ მსახიობებს თუ როგორ მოქცეულიყვნენ, როგორ გაეთავისუფლებინათ თავი არსებული ჩაგვრისა და ძალადობისგან. თეატრალური დებატების პროცესს გადაღებულ იქნა ვიდეოფირზე. სამიზნე ჯგუფის წევრმა გოგონამ, როგორც კი დაინახა კამერა, დებატებში მონაწილება შეწყვიტა და თქვა, რომ არ სურდა მისი პირადი აზრები და შეხედულებები ვერსალის აუდიტორიას გასცდენოდა. ფაქტიურად თეტრალური დებატები ჩავარდა. ვიდეოფირზე გადამღები გარეშე პირის დანახვისას მოსწავლეებმა უარი განაცხადეს თეატრალური დებატების გაგრძელებაზე. სცენაზე ჩაგრული მაყურებლის ჩანაცვლების სურვილი 80 მოსწავლიდან არავის გასჩენია.

მსგავსი დებატები პარიზის სკოლაში წარმატებით დასრულდა. პარიზის სკოლის მოსწავლეები გარეშე პირზე არ რეაგირებდნენ. უფრო აქტიურები აღმოჩნდნენ და არა მხოლოდ ადგილიდან უკარნახეს ჩაგრულ პერსონაჟს როგორ მოქცეულიყო, არამედ სცენაზეც ჩაანაცვლეს. 80 მოსწავლიდან 6 ავიდა სცენაზე,  15-მა ადგილიდან უკარნახა მსახიობს როგორ აღეკვეთა ჩაგვრა.

კვლევაში მონაწილე მესამე ჯუფს წარმოადგენდნენ პარიზის ლიცეუმის 14-16 წლის სტუდენტები. საკვლევ თემას წარმოადგენდა სტუდენტების დამოკიდებულება სოციალურ ქსელებზე –  „კიბერ-ბულინგი“.  ასეთი ტიპის  თეატრალურ დებატებში ნაჩვენები  იყო თანატოლის ალკოჰოლიური სასმელით თრობა, ფარულად მისი ფოტოების გამოქვეყნება, დამცინავი და შეურაცმყოფელი კომენტარების გავრცელება სოციალური ქსელებით. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ინტერნეტზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ყველაზე მეტად გავრცელებული მოველენაა პარიზის სკოლებში. 80 მოსაწავლიდან 7 ავიდან სცენაზე, 20-მა ადგილიდან  უკარნახა, თუ როგორ მოქცეულიყო ჩაგრული მსახიობი.

მეოთხე ჯგუფს წარმოადგენდა  –  5-8 წლამდე ბავშვები. მათთვის სცენაზე  შეზღუდული შესაძლებლობების მქოდე ადამიანები გაითამაშეს. ნაჩვენები იყო ქუჩაში გადაადგილება, მაღაზიაში შევიწროება, ტაქსში აბუჩად აგდება, ოჯახში კვებისა და წამლის რეჟიმის იძულებით შესრულება. შშმპ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, გარკვეული ქმედების შესრულება თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ყველაზე აქტურები ამ ასაკის ბავშვები აღმოჩნდნენ. 100 მაყურებელ-მონაწილედან სცენაზე 40 ავიდა, რათა ჩაგრული მსახიობი ეთამაშა და გამოსავალი მოეძებნა.

კვლევამ აჩვენა, რომ ჩვეულებრივ, ბავშვებში არ ვლინდება დისკრიმინაციული დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, პირიქით, თანადგომა უფრო იგრძნობა.

ჩაგრულთა გაკვეთილების დროს ბულინგის ოთხივე სახე იყო ნაჩვენები: ფიზიკური, სიტყვიერი, ინდივიდის სოციალურ ურთიერთობებზე/რეპუტაციაზე ორიენტირებული და ინდივიდის საკუთრების დაზიანება.

პედაგოგები, ფსიქოლოგები, სკოლის მოსწავლის მშობლები, მსახიობები და მოდერატორები,  ერთი წლის განმავლობაში სისტემატიურად მუშაობენ, რომ კონფლიქტის და ძალადობის ფორმებზე ესაუბრონ მოზარდებს. მსახიობები და დრამატურგები სცენაზე გასათამაშებელ დრამატულ ტექსტებს ბავშვების რეალური ცხოვრებიდან წერენ, რა თქმა უნდა მათთან გასაუბრების შედეგად.

ჩაგრულები, რომლებიც ადაპტირებულები არიან ჩაგვრის იმ სტრუქტურასთან, რომელშიც ცხოვრობენ,  და მას სრულიად ემორჩილებიან, თავისუფლების ბრძოლის დაწყებაზე თავს იკავებენ, ვინაიდან თვლიან, რომ ამ ბრძოლის თანმდევი რისკის გაწევას ვერ შეძლებენ. თეატრალური დებატების ჯოკერი მათ ამხნევებს და გამბედაობას მატებს ბრძოლის დასაწყებად. ამგვარად, სიტუაციის ტრანსფორმირება შესაძლებელი ხდება.

კვლევამ აჩვენა, რომ სპექტაკლს, წარმოდგენას განსაკუთრებული ზემოქმედების მოხდენა შეუძლია  ადამიანებზე.  მოდერატორი ე.წ. ჯოკერი გაამხნევებს  მაყურებელ-თანამონაწილეს დაფიქრდეს და არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი მოძებნოს. დებატებში იყო როგორც ემოციური ასევე კოლექტიური ჩართულობა.

„მაყურებელ-სპექტატორები“ ამბობენ რომ თეატრალურ დებატებში ისინი პოულობენ გზას, როგორ მოიქცნენ რეალურ ცხოვრებაში მსგავსი პრობლემების მოგვარების დროს. ასეთი თეატრალური დებატები სიტუაციის გაანალიზებას და ტრანსფორმირებას ხელს უწყობს. თეატრალურ დებატებს  ბოლო ოცი წლის განმავლობაში  აქტიურად აწყობენ ჩაგრულთა თეატრის კომპანიები.

 რეკომენდაცია

მიზანშეწონილია საქართველოს სკოლებში  დისკრიმინაციული სიტუაციების აღმოფხვრის მიზნით ე.წ. თეატრალური ჩაგრულთა გაკვეთილები  დაინერგოს. ვინაიდან, სახეზე გვაქვს კონფლიქტის უამრავი ფორმა, ფიზიკური თუ სიტყვიერი.  ჩაგრულთა გაკვეთილების დროს ყველაზე მთავარი შიშის დაძლევაა.  თეატრალური დებატები დაეხმარება და გაამხნევებს ქართველ მოზარდებს სიტუაციის გაანალიზებასა და გარდაქმნაში.

  გამოყენებული ლიტერატურა

  1. ფრეიერი, პაულო. ჩაგრულთა პედაგოგიკა. თბილისი: შპს „გლობუსი“, 2005. Link
  2. Augusto Boal, Theatre de l opprome, Editions la Decouverts & Syrons, Paris 1996. Link


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: