Posted by: burusi | January 14, 2015

თენგიზ ვერულავა “არაკომერციული საავადმყოფოების ევროპული გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში”

თენგიზ ვერულავა, რამაზ ფუტკარაძე, ოთარ ზურაბიშვილი, ირინა გოგორიშვილი. საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 16-18 ივნისი. 2014 წ.

თენგიზ ვერულავა, რამაზ ფუტკარაძე, ოთარ ზურაბიშვილი, ირინა გოგორიშვილი. საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 16-18 ივნისი. 2014 წ.

თენგიზ ვერულავა “არაკომერციული საავადმყოფოების ევროპული გამოცდილება   და  მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში”

საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენცია “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“
მოხსენებათა თეზისები. გვ. 92-94
16-17-18 ივნისი. 2014 წ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იხილეთ მოხსენების PDF ვერსია
კონფერენციის პროგრამა

კვლევის მიზანი და ამოცანები

კვლევის მიზანს შეადგენდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არაკომერციული საავადმყოფოების როლის, საკანონმდებლო ბარიერების შესწავლა, მათი განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება. მიზნის მისაღწევად კონკრეტული ამოცანებია:
1. არაკომერციული საავადმყოფოების ქცევის თავისებურებების შესწავლა.
2. არაკომერციული საავადმყოფოების საგადასახადო უპირატესობების შესწავლა, კერძოდ, რაში მდგომარეობს სახელმწიფოს მიერ მათთვის მინიჭებული საგადასახადო უპირატესობების მიზეზი.
3. საქართველოს სამედიცინო ბაზარზე არსებული მდგომარეობა არამომგებიანი საავადმყოფოების თვალსაზრისით. არსებობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობაში მასტიმულირებელი მუხლები მათი განვითარებისთვის?
4. რა დადებით შედეგის მომტანია საზოგადოებისთვის არაკომერციული საავადმყოფოების განვითარება საქართველოში.
5. არამომგებიანი საავადმყოფოების როლის გაზრდის მიზნით რა ქმედებებია მიზანშეწონილი სახელმწიფოს მხრიდან.

კვლევის მეთოდოლოგია
კვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს არაკომერციული საავადმყოფოების შესახებ არსებული ლიტერატურა. კვლევის მეთოდად აგრეთვე გამოყენებულ იქნა ექსპერტთა მოსაზრებების შესწავლა არაკომერციული საავადმყოფოების ირგვლივ არსებულ პრობლემებზე საქართველოს სამედიცინო ბაზარზე. კვლევის სამიზნე აუდიტორიად შერჩეულ იქნება ექსპერტები მათი პროფესიული პროფილების მიხედვით.

შედეგები
საქართველოში არსებული საავადმყოფოების უმრავლესობა მომგებიან (კომერციულ) ორგანიზაციებს წარმოადგენენ. 2013 წლის მონაცემებით, საავადმყოფოთა 42% სადაზღვევო კომპანიებს ეკუთვნის, ფიზიკურ პირებს – 29 %, სახელმწიფოს მხოლოდ 8 %. სახელმწიფოს საკუთრებაში, ძირითადად, ფსიქიატრიული და სპეციფიკური სამედიცინო მომსახურების საავადმყოფოები რჩებიან. ამისგან განსხვავებით დასავლეთ ევროპის, ასევე აშშ-ის ჯანდაცვის სისტემაში არამომგებიანი (არაკომერციულ) საავადმყოფოები შეადგენენ 50 %-ზე მეტს. ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა ქმნის პრობლემას, რადგან ჯანდაცვის ბაზარი არსებითად განსხვავდება ეკონომიკის სხვა სფეროებისაგან, განსხვავებულია ჯანდაცვის ბაზარზე მოქმედი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა ქცევაც, რაც უმთავრესად დაკავშირებულია მესაკუთრეობის ფორმასთან. თუ ჩვეულებრივ ბაზარზე ძირითადად, დამახასიათებელია მაქსიმალური მოგებისკენ სწრაფვა, სამედიცინო ბაზარზე გარკვეული სერვისები საზოგადოებრივი სიკეთის ნიშნებით ხასიათდებიან. აღნიშნულის გამო დასავლეთის ქვეყნებში არაკომერციული საავადმყოფოები წარმოადგენენ კომერციული საავადმყოფოების ალტერნატიულ ფორმას.

საქართველოში არ არსებობს საავადმყოფოების არამომგებიანი სახით ფუნქციონირების საკმარისი მოტივაცია. საჭიროა საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების შემდგომი დახვეწა და ევროპული გამოცდილების გათვალისწინება.

მიზანშეწონილია არამომგებიანი საავადმყოფოების როლის გაზრდა საქართველოს სამედიცინო ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ამაღლებას, და რაც მთავარია, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაახლოებას ცივილიზებულ სამყაროს არსებულ გამოცდილებასთან.

თენგიზ ვერულავა
მედიცინის აკადემიური დოქტორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. დაზღვევისა და ჯანდაცვის სკოლის დირექტორი

ციტირება:
ვერულავა თენგიზ. არაკომერციული საავადმყოფოების ევროპული გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში. საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენცია – “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“. მოხსენებათა თეზისები. 16-17-18 ივნისი. 2014 წ. გვ. 92-94. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2014 წ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: