Posted by: burusi | June 30, 2014

Wonca – ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაცია

primary care პირველადი ჯანდაცვა

Wonca – ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაცია

Wonca უჩვეულო, მაგრამ სრულად შესაბამისი აკრონიმია და ნიშნავს ზოგად პრაქტიკოსთა/ოჯახის ექიმთა ეროვნული კოლეჯების, აკადემიებისა და აკადემიური ასოციაციების მსოფლიო ორგანიზაციას. Wonca-ს შემოკლებული სახელწოდებაა ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაცია.

Wonca-ს წესდება

Wonca შედგება ეროვნული კოლეჯების, აკადემიებისა და ორგანიზაციებისაგან, რომლებიც მუშაობენ ზოგადი/საოჯახო მედიცინის აკადემიურ ასპექტებზე. 1972 წელს ორგანიზაციაში 18 წევრი იყო გაერთიანებული, დღეს კი მათი რაოდენობა 97-ია მსოფლიოს 79 ქვეყნიდან. აღნიშნული რაოდენობა მოიცავს რვა ორგანიზაციას, რომლებიც Wonca–სთან თანამშრომლობენ. სულ Wonca–ში 200,000 ზოგადი პრაქტიკის/ოჯახის ექიმია გაწევრიანებული.

Wonca წარმოადგენს მისი წევრების ინტერესების დამცველს საერთაშორისო დონეზე, სადაც ის ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, როგორიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

Wonca-ს მისია

Wonca-ს მისიაა მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება შემდეგი სახის საქმიანობით: მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებების განსაზღვრა და მხარდაჭერა, ზოგად პრაქტიკაში/საოჯახო მედიცინაში მომსახურების სტანდარტების დამკვიდრება და მათი გაუმჯობესება; პერსონალური, ყოვლისმომცველი და უწყვეტი მომსახურების მხარდაჭერა ოჯახისა და თემის კონტექსტში; ზოგად პრაქტიკოსთა/ოჯახის ექიმთა აკადემიური ორგანიზაციების ჩამოყალიბების წახალისება და მხარდაჭერა; ზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის წარმომადგენელ წევრ ორგანიზაციებს შორის ცოდნისა და ინფორმაციის ურთიერთ გაზიარება; ზოგადი პრაქტიკის/ოჯახის ექიმთა საგანმანათლებლო, კვლევითი და მომსახურებითი საქმიანობის წარდგენა ჯანმრთელობისა და მედიცინის სფეროში მოღვაწე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფორუმებზე.

Wonca-ს მმართველი ორგანო

Wonca-ს მმართველი ორგანოა წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებითა და თანამდებობის პირებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იკრიბება Wonca-ს მსოფლიო კონფერენციების დროს. მცირე აღმასრულებელი კომიტეტი იკრიბება ყოველწლიურად, კონფერენციებს შორის პერიოდში, ორგანიზაციის საქმიანობის განსახორციელებლად. აღმასრულებლის წევრები არიან მსოფლიო პრეზიდენტი, ახლად არჩეული პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი, რეგიონული პრეზიდენტები Wonca-ს ექვსი რეგიონიდან: აფრიკა, ამერიკა, აზია-წყნარი ოკეანე, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ აზია, ლათინური ამერიკა და სამი თავისუფალი წევრი. Wonca-ს სამდივნო 2001 წლის 1 მაისიდან სინგაპურში მდებარეობს. რას აკეთებს Wonca?

Wonca-ს გავლენა ზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის განვითარებაზე მსოფლიოში სხვადასხვა გზით ხორციელდება.

მსოფლიო საბჭო, რეგიონები, კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები

Wonca-ს მსოფლიო საბჭოს და მისი რეგიონული საბჭოების საშუალებით ექვს რეგიონში აქვს გავლენა. მას ჰყავს კომიტეტები წევრობის, მმართველობის, ადგილობრივი ორგანოების დადგენილებების, ფინანსების, პუბლიკაციებისა და კომუნიკაციის სფეროებში; სამუშაო ჯგუფები პრობლემების კლასიფიკაციაზე შემდეგ სფეროებში: ზოგადი/საოჯახო მედიცინა, სასოფლო პრაქტიკა, ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმატიკა, გარემო, კომუნიკაციები და პუბლიკაციები, კვლევა, ჯანმრთელობის ქცევის ცვლილება, თამბაქოსათვის თავის დანებება, ქალები და საოჯახო მედიცინა. ამ ჯგუფებში გაერთიანებულია ასობით ოჯახის ექიმი, რომლებიც იკრიბებიან სამ წელიწადში ერთხელ, ზოგჯერ უფრო ხშირად, ხოლო შეხვედრებს შორის მუშაობას მიმოწერის საშუალებით აწარმოებენ. წლების განმავლობაში მათ ჩაატარეს რევოლუციური კვლევები და გამოსცეს მნიშვნელოვანი პუბლიკაციები.

ურთიერთობები სხვა ორგანიზაციებთან

Wonca-ს აქვს ოფიციალური ურთიერთობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციასთან. 1994 წელს Wonca–მ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კანადაში ჩაატარეს ერთობლივი სტრატეგიული აქცია-ფორუმი შემდეგი თემის განსახილველად: სამედიცინო პრაქტიკისა და განათლების მოსახლეობის საჭიროებებთან შესაბამისობის გაზრდა: ოჯახის ექიმის წვლილი. გამოქვეყნდა ანგარიში აღნიშნულ საკითხზე გაწეული მუშაობის შესახებ. ამჟამად, Wonca აქტიურად არის ჩაბმული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან რიგ ერთობლივ პროექტებში.

მსოფლიო და რეგიონული კონფერენციები

Wonca ატარებს მსოფლიო კონფერენციას სამ წელიწადში ერთხელ. 4000-ზე მეტი ოჯახის ექიმი დაესწრო 1998 წლის დუბლინის კონფერენციას ირლანდიაში. 2000-ზე მეტი დელეგატი ჰყავდა 2001 წელს დურბანის მსოფლიო კონფერენციას სამხრეთ აფრიკაში. 2004 წლის კონფერენცია ჩატარდა ორლანდოში (აშშ), ხოლო 2007 წლის კონფერენცია – სინგაპურში.

აღნიშნული კონფერენციები უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ოჯახის ექიმებისათვის, რომლებსაც ეძლევათ ნაშრომების წარდგენის, საკითხების განხილვისა და პროფესიული ქსელების გაფართოების საშუალება. რეგიონული კონფერენციები მრავალი წლის განმავლობაში ეწყობა. 2000 წელს კონფერენცია ჩატარდა ახალ ზელანდიასა და ავსტრიაში, 2001 წელს – ფინეთში. 2002 წლის რეგიონული კონფერენციები ჩატარდა ბრიტანეთში, მალაიზიაში, კოლუმბიასა და შრი-ლანკაში. 2003 წლის რეგიონული კონფერენციები ჩატარდა სლოვენიასა და ჩინეთში.

2004 წელს ევროპის რეგიონული კონფერენცია ჩატარდა ამსტერდამში (ნიდერლანდები), 2005 წელს – საბერძნეთსა და იაპონიაში, 2006 წელს იტალიასა და ტაილანდში. 2008 წელს რეგიონული კონფერენცია ჩატარდება ავსტრალიაში, ხოლო 2009 წელს – ჰონკონგში.

პუბლიკაციები

2002 წელი, ჯანმრთელობის სისტემების გაუმჯობესება,L საოჯახო მედიცინის წვლილი – გზამკვლევი. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგი. Wonca აქვეყნებს ბიულეტენს Wonca News, წელიწადში ერთხელ. Wonca-ს ვებ-გვერდია http://www.globalfamilydoctor.com. ვებ-გვერდზე, რომელზეც განთავსებულია სასარგებლო ინფორმაცია Wonca–ს შესახებ, სამუშაო ჯგუფების, წევრობის, საუკეთესო ინტერაქტიული განათლების, კონფერენციების, პუბლიკაციების, კვლევის, ინტერნეტის რესურსებისა და Wonca-ს მაღაზიის შესახებ.

ინდივიდებს შეუძლიათ შეუერთდნენ Wonca-ს პირდაპირი წევრობის საშუალებით. Wonca-ს დაფუძნების დღიდანვე ოჯახის ექიმები გამოხატავენ სურვილს Wonca-ს ინდივიდუალური წევრობის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან Wonca-ს არაპირდაპირი წევრები ეროვნული კოლეჯებისა და აკადემიების საშუალებით. ამიტომ შემოღებულია პირდაპირი წევრობა, რომელიც საშუალებას აძლევს ოჯახის ექიმებს ინდივიდუალურად შეუერთდნენ Wonca-ს, რომელსაც ამჟამად ჰყავს 1500 პირდაპირი წევრი 84 ქვეყნიდან.

ოჯახის ექიმებს აქვთ საშუალება გახდნენ Wonca-ს პირდაპირი წევრები ზომიერი საწევრო შენატანის გადახდით, რომელიც შეადგენს წელიწადში 50 აშშ დოლარს, ან სამ წელიწადში 125 აშშ დოლარს, ხოლო ევროპის ექიმებისათვის წელიწადში 60 აშშ დოლარს და სამ წელიწადში 150 აშშ დოლარს. პირდაპირი წევრები იღებენ წევრობის სერტიფიკატებს, რომლის ჩარჩოში ჩასმაა შესაძლებელი, და Wonca-ს ბიულეტენის ექვს გამოშვებას წელიწადში; Wonca-ს ცნობარს და სამკერდე ნიშანს. პირდაპირ წევრებს შეუძლიათ ფასდაკლებით შეიძინონ Wonca-ს სპეციალური დიზაინის აბრეშუმის ჰალსტუხი, აბრეშუმის შარფი, სამაჯურის სამაგრი და ჰალსტუხის ქინძისთავი. მათ, აგრეთვე, ეკუთვნით სარეგისტრაციო გადასახადის შემცირება Wonca-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე და ფასდაკლება პუბლიკაციებზე, მაგ. საერთაშორისო ჟურნალი Family Practice, რომელიც ქვეყნდება Oxford University Press-ის მიერ, პირდაპირ წევრებს შეუძლიათ შეიძინონ 70%-იანი ფასდაკლებით.

Wonca-ს პირდაპირი წევრების ცნობარი ქვეყნდება ყოველწლიურად. ეს არის ინფორმაციის წყარო ოჯახის ექიმებისა და მათი ინტერესების, ასევე საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ მთელ მსოფლიოში. აღნიშნული სწრაფად მზარდი საერთაშორისო ქსელი იქცა საერთო ინტერესების მქონე ზოგადი პრაქტიკის/ოჯახის ექიმების მძლავრ ინტერაქტიულ კავშირად.

მომავალი

Wonca-ს გლობალური სამომავლო გეგმაა გააგრძელოს მუშაობა მის უპირველეს ამოცანაზე, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას გულისხმობს ზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებითა და გაძლიერებით. Wonca, ამევე დროს, აცნობიერებს, რომ მრავალ განვითარებად ქვეყანაში არის კვალიფიციური ოჯახის ექიმების ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, ყველა ერს შეუძლია აღიაროს საოჯახო მედიცინის კონცეფცია პირველადი ჯანდაცვის ყველა პროფესიონალისათვის; ამგვარად, შესაძლებელია ჯანმრთელობის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

Wonca-ს სურვილია წაახალისოს და მხარი დაუჭიროს ზოგადი პრაქტიკის/ოჯახის ექიმთა აკადემიური ორგანიზაციების განვითარებას. მან ამ მიმართულებით ჩამოყალიბების დღიდან –1972 წლიდან, სტაბილურ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ეს პროცესი დაჩქარდა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. Wonca–ს წევრი ორგანიზაციების რაოდენობა განუხრელად იზრდება – 2002 წლის ივნისში მე-6 და უახლესი ლათინო-ამერიკული რეგიონი შეემატა, რომელიც ლათინური ამერიკის 11 ქვეყანას აერთიანებს და აფართოებს საერთაშორისო ქსელს ზოგადი პრაქტიკის/ოჯახის ექიმებისა, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას შეასრულონ მთავარი როლი ზოგადი პრაქტიკის /საოჯახი მედიცინის სისტემაში და საოჯახო მედიცინის, როგორც დისციპლინის განვითარებაში.

როდესაც Wonca–ს მიერ წარსულში მიღწეულ წარმატებებს სამომავლო გეგმები ემატება, შესაძლოა, დანამდვილებით ვივარაუდოთ მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის უწყვეტი გაუმჯობესება, რაც Wonca–ს უპირველესი მისიაა.

წყარო: http://www.gfma.ge/documents/Newsletter%202.pdf


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: