Posted by: burusi | June 30, 2014

ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაცია – ევროპის კონგრესი

Family doctor ოჯახის ექიმი

ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაცია – ევროპის კონგრესი

პარიზი, 17-20 ოქტომბერი, 2007 წ

WONCA : ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაცია

Wonca ნიშნავს ,,ზოგადი პრაქტიკის/ოჯახის ექიმთა ეროვნული კოლეჯების, აკადემიების და აკადემიური ასოციაციების მსოფლიო ორგანიზაციას”, ანუ მოკლედ – ,,ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაციას”. იგი 1972 წელს შეიქმნა და აერთიანებს 200 000 ექიმს 79 ქვეყნიდან.

ორგანიზაციის ძირითადი მისიაა მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლის გაუმჯობესება ზოგადი და საოჯახო მედიცინის ფასეულობათა დამკვიდრების გზით.
Wonca არა მარტო წაახალისებს, არამედ აქტიურად უჭერს მხარს ზოგადი პრაქტიკის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებების ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ჯანმრთელობის სისტემები განვითარების ან რეფორმის სტადიაშია.

პრაქტიკული ,,ნოუ-ჰაუს” და ინფორმაციის ურთიერთგაზიარება წევრ ორგანიზაციებს შორის, ასევე, ზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის წარმოდგენა ხდება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივად, სამი ძირითადი ელემენტის საშუალებით: კვლევა, განათლება და მომსახურების ხარისხი.
Wonca წარმოდგენილია ექვს სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში: აფრიკაში, ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, აზია/წყნარი ოკეანის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, მეორეულ აღმოსავლეთ/სამხრეთ აზიასა და ევროპაში; თითოეული მათგანის მართვას მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს.
Wonca-ს ევროპის განყოფილება შედგება 30 წევრისაგან და წარმოადგენს 45 000-ზე მეტ ზოგადი პრაქტიკის ექიმს ევროპიდან. მისი ძირითადი ფუნქციაა სპეციალობის დამკვიდრება თითოეული პაციენტისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ და განვითარება განათლების, სწავლებისა და პრაქტიკული კლინიკური კვლევის საუკეთესო ხარისხის მისაღწევად.

Wonca-ს ევროპის განყოფილება

Wonca-ს ევროპის განყოფილების ხელმძღვანელია პროფესორი იგორ შვაბი, რომლის სამდივნო 2005 წლიდან სლოვენიაში მდებარეობს. მომავალი 10 წლისათვის შემუშავებულია პროგრამა, რომლის მიზანია რიგი სტრატეგიული ამოცანების განხორციელება.

• ზოგადი მედიცინის სავალდებულო კურსის დანერგვა სწავლების საწყისი წლების განმავლობაში ევროპის ყველა სამედიცინო ფაკულტეტზე (ძირითად თემატური ლექცია).
• ზოგადი მედიცინის განყოფილებების გახსნა ევროპის ყველა სამედიცინო უნივერსიტეტში (ძირითადი თემატური ლექცია).
• წინადადება საუნივერსიტეტო კურსის მესამე წლის მთლიანად ზოგადი პრაქტიკისათვის დათმობის შესახებ (ძირითადი თემატური ლექცია)
• ზოგადი პრაქტიკისათვის სპეციფიური უმაღლესი საგანმანათლებლო კურსების შექმნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ევროკავშირის დირექტივების საფუძველზე, ასევე იმ ქვეყნებში, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის წევრები არ არიან (ძირითადი თემატური ლექცია)
• კვლევაზე დამყარებული ზოგადი მედიცინის უწყვეტი განვითარების უზრუნველყოფა (ძირითადი თემატური ლექცია)
• მტკიცებაზე დამყარებული ხარისხის განვითარების უზრუნველყოფა ევროპის ყველა ქვეყანაში (ძირითადი თემატური ლექცია)
• დისკუსიის წამოჭრა და მხარდაჭერა სავალდებულო უწყვეტი პროფესიული განათლების და კვალიფიკაციის ამაღლების თემაზე (ძირითადი თემატური ლექცია)
• უწყვეტი სამედიცინო განათლების განყოფილებებისა და კვლევითი ორგანიზაციების შექმნის მხარდაჭერა (ძირითადი თემატური ლექცია)
• ზოგად პრაქტიკაში წონასწორობის დაცვა პრევენციას, დიაგნოსტიკასა და მომსახურების პრაქტიკას შორის (ძირითადი თემატური ლექცია)
• ზოგადი პრაქტიკოსების პასუხისმგებლობის ამაღლება პაციენტებისა და მთელი საზოგადოების წინაშე (ძირითადი თემატური ლექცია)

Wonca – ევროპის განყოფილება ორგანიზებულია სამი ძირითადი ქსელის საშუალებით, რომელთაც საკუთარი სამოქმედო სფეროები აქვთ:

􀂃ევროპის ზოგადი პრაქტიკის სამეცნიერო კვლევითი ქსელი – EGPRN – European General Practice Research Network ორგანიზაციის ამოცანებია სამეცნიერო კვლევის წახალისება ზოგად პრაქტიკაში, მულტიცენტრული ევროპული სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობა და კოორდინირება ზოგად პრაქტიკაში, და საბოლოოდ საერთაშორისოდ აღიარებული ცოდნის ფუნდამენტის შექმნა ზოგადი მედიცინის პრაქტიკისათვის. მათი ორი ყოველწლიური შეხვედრა საშუალებას აძლევს ევროპის მეცნიერებს ერთმანეთს გააცნონ საკუთარი შრომები და გაუზიარონ მოსაზრებები ზოგად პრაქტიკაში წამოჭრილი საკითხების შესახებ.

􀂃ზოგადი პრაქტიკის მასწავლებელთა ევროპული აკადემია – EURACT – European Academy of Teachers in General Practice ყველაზე ძველია Wonca –ს ქსელში. იგი 1992 წელს ჩამოყალიბდა და ამოცანად დაისახა ზოგადი პრაქტიკის სწავლება, სამეცნიერო მხარდაჭერა და განათლება. ის უწყვეტ კავშირშია ზოგად პრაქტიკასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციებთან და აქტიურად თანამშრომლობს მათთან. EURACT -ის ერთ-ერთი ინიციატივა იყო ,,ევროპული ზოგადი მედიცინის – საოჯახო მედიცინის – განსაზღვრა”, რომელიც გამოიცა 2002 წელს, ხელმეორედ გამოიცა 2005 წელს და ითარგმნა მრავალ ენაზე (მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან http://www.cnge.fr); იგი, აგრეთვე, მოხსენიებულია ევროპის პირველადი ჯანდაცვის სისტემების სტრუქტურულ განვითარებაში.
􀂃ზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის ხარისხის ევროპული ასოციაცია – EQuiP – European Association for Quality in General Practice/Family Medicine ზოგად პრაქტიკასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან და კოლეჯებთან ერთობლივად, ევროპის მასშტაბით მონაწილეობს პაციენტის მომსახურების ხარისხის დონის გაუმჯობესებაში. იგი მოუწოდებს ექიმებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ. ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ხარისხზე დამყარებული კრიტერიუმები და ამოცანები, რომლებიც უზრუნველყოფს ევროპის მომსახურების სისტემების განსაზღვრას, შეფასებას და ადაპტაციას.
ვასკო და გამას მოძრაობა (VdGM – Vasco da Gama Movement) უახლესი ინიციატივაა, რომელიც Wonca – ევროპის განყოფილებას დაუკავშირდა და რომელსაც ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი კოსში (საბერძნეთი) 2005 წლის სექტემბერში. იგი აერთიანებს ,,ახალგაზრდებს”, ინტერნებს და კურსდამთავრებულებს 5 წლამდე პრაქტიკული გამოცდილებით ზოგადი პრაქტიკა/საოჯახო მედიცინაში. გამოცდილების გაზიარების ამოცანაა ზოგადი პრაქტიკის პოპულარიზაცია ახალგაზრდა სპეციალისტებში, რაც ხორციელდება ფორუმების, შეხვედრების, საერთაშორისო მოვლენებში მონაწილეობის, საინფორმაციო ბიულეტენების გამოქვეყნების საშუალებით. Wonca – ევროპის განყოფილება ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრების რაოდენობის გაზრდით და დისკუსიების წამოჭრის გზით; ამავე მიზანს ემსახურება ორგანიზაციის უდიდესი მოვლენა – ყოველწლიური კონგრესი.

Wonca – ევროპის განყოფილება საკუთარ ამოცანებსა და საქმიანობას ზოგადი პრაქტიკის ევროპულ ჟურნალში აქვეყნებს. ინდექსირებული მიმოხილვა, ასევე, წარმოადგენს ორგანიზაციისა და მისი ქსელის მიერ ჩატარებული სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების საშუალებას.

Wonca – ევროპის განყოფილების ვებ-გვერდია: http://www.woncaeurope.org

Wonca: http://www.globalfamilydoctor.com

WONCA-ს კონგრესი სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, ხოლო მისი ევროპის განყოფიელება საერთაშორისო კონგრესს ყოველწლიურად ატარებს. 2007 წლის 17-20 ოქტომბერს WONCA -ევროპის კონგრესს პარიზმა უმასპინძლა.

კონგრესის თემა იყო ,,პირველადი ჯანდაცვის ახლებური გააზრება ევროპულ კონტექსტში: ახალი გამოწვევა ზოგად პრაქტიკაში”. კონგრესის მონაწილეებმა წარმოადგინეს პირველადი ჯანდაცვის კლინიკური პრაქტიკის განსხვავებული ფორმები ევროპის ჯანდაცვის განსხვავებული სისტემებიდან.

კონგრესზე მიწვეულები იყვნენ პირველად ჯანდაცვაში მომუშავე ორგანიზაციები, სხვა სპეციალობებში მოღვაწე ოფიციალური საერთაშორისო და ეროვნული სტრუქტურები და სამეცნიერო საზოგადოებები, რათა განესაზღვრათ საკუთარი როლი ზოგადი პრაქტიკის განვითარებაში.

WONCA -ს სამი ძირითადი ქსელი:

o ევროპის ზოგადი პრაქტიკის კვლევითი ქსელი (EGPRN)
o ზოგადი პრაქტიკის მასწავლებელთა ევროპის აკადემია (EURACT)
o ზოგად პრაქტიკაში ხარისხის ევროპული ასოციაცია (EQUIP)

მჭიდროდ იყო ჩართული კონგრესის მუშაობაში. კონგრესის ორიენტაცია პასუხობდა ზოგადი პრაქტიკის სამ ძირითად საბაზო საკითხს, რომლებიც საფრანგეთის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ იყო რეკომენდებული: მომსახურება, სწავლება და კვლევა.

მრავალფეროვანი პროგრამა საინტერესო იყო ზოგადი პრაქტიკის ყველა ექიმის, მასწავლებლის, უწყვეტი სამედიცინო განათლების სპეციალისტების, ახალგაზრდა ექიმებისა და ყველა სპეციალისტისათვის, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის პრობლემებზე მუშაობენ.

გარდა ძირითადი თემისა ,,პირველადი ჯანდაცვა ევროპულ კონტექსტში”, კონფერენციის მონაწილეებს ჰქონდათ შემდეგი საკითხების გაცნობის საშუალება:

• ევროპის ჯანდაცვის განსხვავებული სისტემები.
• გლობალური მიდგომა ზოგად პრაქტიკაში – მკურნალობის, კვლევისა და განათლების სფეროს ერთიანობა რეალური და სრულყოფილი მომსახურების უზრუნველსაყოფად.
• სემინარები, რომელთა მიზანი იყო პროფესიული პრაქტიკის შეფასება და ორიენტაცია სხვადასხვა ქვეყანაში.
• სამეცნიერო პრეზენტაციები და პროფესიული გამოცდილების გაზიარება უმაღლეს საერთაშორისო დონეზე.
• საფრანგეთისა და ევროპის ინსტიტუციურ და სამეცნიერო პარტნიორებთან თანამშრომლობის საფუძველზე ორგანიზებული სემინარები
• გამოცდილების გაზიარება კონფერენციაში მონაწილე ლაბორატორიებსა და საზოგადოებებს შორის.

სამეცნიერო პროგრამა ასახავდა პირველადი ჯანდაცვის მრავალფეროვნებას, პრევენციიდან მკურნალობამდე და პალიატიურ მზრუნველობამდე, მტკიცებაზე დაფუძნებულ მედიცინაზე დაყრდნობით.

კონგრესის ფორმატი

რადგან დღეს ევროპის ყველა ქვეყანა საკუთარი ჯანდაცვის სისტემის ორიენტაციას პირველად ჯანდაცვაზე აკეთებს, ახლა იდეალური დროა ზოგადი პრაქტიკის, როგორც სპეციალობის დასამკვიდრებლად.

WONCA – ევროპის 2007 წლის კონფერენციამ შემოგვთავაზა მდიდარი და მრავალფეროვანი, პირველად ჯანდაცვაზე ორიენტირებული და პირველადი ჯანდაცვით შთაგონებული პროგრამა. მან გასცა პასუხი მრავალ კითხვას შემდეგი საკითხების გარშემო: მომსახურების მართვა, კვლევა და განათლება ზოგად პრაქტიკაში.
პროგრამა შემდეგ ელემენტებს მოიცავდა:

• WONCA-ს 5 ძირითადი თემატური ლექცია
• კლინიკური წლის 8 მიმოხილვა
• მტკიცებით მედიცინაზე დამყარებული პრაქტიკის 8 სხდომა
• 8 გაერთიანებული სხდომა
• 8 პარტნიორული სხდომა
• 62 სემინარი
• 65 ზეპირი პრეზენტაცია
• 5 პოსტერული პრეზენტაცია

როგორც WONCA–ს ყველა კონგრესზე, ფორმატი მოიცავდა სხდომებსა და სემინარებს. ყოველ სამუშაო დღეს ხსნიდა WONCA–ს ერთ-ერთი ქსელიდან (EGPRN, EURACT, EQUIP) არჩეული ცნობილი სპიკერი. კონკრეტული თემები იყო კვლევა, სწავლება და ხარისხი ზოგად პრაქტიკაში.

კონგრესის მიმდინარეობისას მონაწილეებს ჰქონდათ არჩევანი დასწრებოდნენ 15 სხვადასხვა ოთახში მიმდინარე შეხვედრებსა და სემინარებს განსხვავებულ თემებზე:

• კლინიკური წლის მიმოხილვა: გასულ წელს სხვადასხვა კლინიკურ სფეროში გამოქვეყნებული მონაცემების სინთეზი.
• მტკიცებით მედიცინაზე დამყარებული პრაქტიკა: ორიენტაცია მიმდინარე მდგომარეობაზე ზოგად პრაქტიკაში, სამედიცინო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღების განსაკუთრებული გამახვილებით მტკიცებაზე დამყარებული მედიცინის სამ განმსაზღვრელ ფაქტორზე.
• სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეული ლექციები აბსტრაქტების წარდგენის შემდეგ; სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეული სემინარები პროექტების წარდგენის შემდეგ.
• ერთობლივი სხდომები: ინსტიტუციური სტრუქტურების მონაწილეობით ორგანიზებული ღია შეხვედრები, რომელთა ამოცანა იყო პირველადი ჯანდაცვის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებების ურთიერთ გაზიარება.
• პოსტერები ბილბორდებზე, საგამოფენო სივრცეში ეკრანებზე გაშუქებული პოსტერები და პოსტერები, რომელთა ირგვლივ გაკეთდა კომენტარები აუდიტორიებში.

პირველადი ჯანდაცვის სამეცნიერო საზოგადოებების, ფარმაცევტული კომპანიების, სამედიცინო მოწყობილობის მწარმოებლებისა და ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე სხვა პარტნიორების მიერ ერთობლივად დაგეგმილი სხდომები ორგანიზებული იყო პარტნიორთა ინტერაქტიული სხდომების სახით.

კონგრესის მინაწილეების მიერ დასკვნით სხდომაზე მოხდა ,,პირველადი ჯანდაცვის განახლებულ გააზრებაში” შეტანილი წვლილის სინთეზი და გაიხსნა ინსტიტუციური დებატები.

თემები

WONCA-ს 2007 წლის კონგრესის ,,პირველადი ჯანდაცვის განახლებული გააზრება ევროპულ კონტექსტში: ახალი გამოწვევა ზოგად პრაქტიკაში” – დღეს სათანადო კითხვას სვამს ევროპაში.

იმ დროს, როდესაც ევროპის ყველა ქვეყანა საკუთარი ჯანმრთელობის სისტემების ორიენტაციას პირველად ჯანდაცვაზე ახდენს, ძალზე მნიშვნელოვანია ზოგადი პრაქტიკის პირველ პოზიციებზე დაყენება მომსახურებით უზრუნველყოფის სისტემაში.

ძირითადი ამოცანებია – მტკიცებაზე დამყარებული მედიცინის დამკვიდრება ყოველდღიურ ცხოვრებაში, არსებული სამეცნიერო მონაცემების ინტეგრაცია, კლინიკური კონტექსტი და პაციენტის არჩევანი.

დანარჩენი სამედიცინო სპეციალობების მსგავსად, ზოგადი პრაქტიკა სამ ძირითად საკითხად იყოფა:

1. მომსახურების საკითხი, რომელიც მოიცავს შემდეგს:
• სამედიცინო პრაქტიკა მწვავე და ქრონკული დაავადებების შემთხვევაში
• სამედიცინო პრაქტიკა დაუცველ პაციენტებთან მიმართებაში (ხანდაზმულები, ბავშვები, უნარშეზღუდული ადამიანები); ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა
• მომსახურების ხარისხი
• ჯანმრთელობის სამსახური
• დაავადებათა პრევენცია და პაციენტის განათლება
• ჯანდაცვის (ქსელების) ორგანიზაცია და კოორდინაცია

2. სწავლება, საბაზისო სამედიცინო განათლების ჩათვლით, სწავლება ზოგად პრაქტიკაში, უწყვეტი სამედიცინო განათლება და პრაქტიკის შეფასება.

3. კვლევა ზოგად პრაქტიკაში, რომელიც მოიცავს კლინიკურ, ეპიდემიოლოგიურ და საგანმანათლებლო საკითხებს.

შრომები სამედიცინო პრაქტიკის შესახებ ორიენტირებული იქნება შემდეგ საკითხებზე:

• პრევენცია
• სკრინინგი
• დიაგნოსტიკა
• არამედიკამენტური მართვა
• მედიკამენტური მართვა
• განათლება მკურნალობის შესახებ
• უწყვეტი მომსახურება
• მომსახურების კოორდინაცია მომსახურების პროცესის მონაწილეებს შორის

მწვავე და ქრონიკული დაავადებების მართვის საკითხები უნდა შეესაბამებოდეს საოჯახო მედიცინის პრაქტიკას, ასევე, უნდა პასუხობდეს პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების მიზანს. ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მართვა, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი, გულის უკმარისობა, ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დავადებები პასუხობს ზოგადი პრაქტიკის გამოწვევას.

ლექციები ძირითად საკითხებზე

WONCA – ევროპის ქსელების (EGPRN, EURACT, EQUIP) მიერ ორგანიზებული 3 ძირითადი ლექცია, რომლებშიც მონაწილეობდნენ წარმომადგენლები ვასკო და გამას მოძრაობიდან, ორიენტირებული იყო კვლევაზე, განათლებასა და ხარისხით უზრუნველყოფაზე ,,პირველადი ჯანდაცვის განახლებულად გააზრების” პროცესში:

• კვლევის განვითარება (EGPRN და VdGM)
• განათლებისა და სწავლების როლი (EURACT და VdGM)
• ხარისხის შეფასების განხორციელება (EQUIP და VdGM)
• პირველადი ჯანდაცვის ახალი განზომილების ჩართვა ევროპულ კონტექსტში: WONCA-ს ძირითადი როლი – WONCA – ევროპის პრეზიდენტი
• ზოგადი პრაქტიკის განვითარება და მისი როლი საფრანგეთის ჯანმრთელობის სისტემაში – WONCA-ს სამეცნიერო კომიტეტი

კლინიკური წლის მიმოხილვა

ცნობილმა ექსპერტებმა კრიტიკულად მიმოიხილეს ძირითადი პუბლიკაციები და დასვეს შეკითხვა ზოგად პრაქტიკაში, გასული წლის განმავლობაში, მათი გამოყენების შესახებ. სადისკუსიო საკითხები უშუალოდ უკავშირდებოდა პრაქტიკაში არსებულ ყოველდღიურ პრობლემებს:

• პაციენტები გულს-სისხლძარღვთა პრობლემებით (გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება)
• პაციენტები რესპირატორული სინდრომით (ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები)
• პაციენტები ფსიქიური დარღვევებით (შფოთვა, დეპრესია)
• პაციენტები კარდიოვასკულური რისკით (ჰიპერტენზია, მეტაბოლური დარღვევები: დიაბეტი, ქოლესტერინი)
• პაციენტები ონკოლოგიური დაავადებებით (სკრინინგი, პრევენცია, პალიატიური მკურნალობა)
• პაციენტები ინფექციური დაავადებებით (ანტიბიოტიკები, ვაქცინები)
• დაბერება და დამოკიდებულება
• პაციენტები ჩივილებით ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ.

მტკიცებაზე დამყარებული მედიცინა

კლინიკური წლის მიმოხილვის პროცესში დასმული საკითხები განხილული იყო სამეცნიერო მონაცემების ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის კუთხით. სამეცნიერო კომიტეტების მიერ მოცემული საკითხების შერჩევა დაფუძნებული იყო პირველად ჯანდაცვაში არსებულ პათოლოგიებსა და სიტუაციებზე, შემოთავაზებულ იქნა ინტერდისციპლინური მიდგომა, პრაქტიკის მრავალსახეობა და კლინიკური რეკომენდაციები. აღნიშნულ სხდომებზე მონაწილეობისათვის მოწვეულნი იყვნენ სხვა სპეციალობების სამეცნიერო საზოგადოებები.

განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

• მართვის ალტერნატივები
• კლინიკურ რეკომენდაციებსა და პრაქტიკას შორის ნაპრალის არსებობის მიმეზების ანალიზი
• ოპტიმალური გადაწყვეტილების განსაზღვრა პირველადი ჯანდაცვის ყოველდღიურ პრაქტიკაში
• ,,პირველადი ჯანდაცვის განახლებული გააზრების” პროცესში შეტანილი წვლილი

ერთობლივი სხდომები

WONCA – ევროპის პარიზის 2007 წლის კონფერენციაზე ჩატარდა ერთობლივი სხდომები შემდეგ ორგანიზაციებთან: სამედიცინო პროდუქტების შეფასების ევროპის სააგენტო (European Agency for the Evaluation of Medicinal Products – EMEA), ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების საფრანგეთის ეროვნული ინსტიტუტი (French National Institute for Health and Medical Research – INSERM), ბრაზილიის ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი (INCA – Instituto Nacional de Câncer), ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (European Public Health Association, or EUPHA), კოკრეინის თანამშრომლობა, საფრანგეთის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები და ა.შ.

სემინარები

ორგანიზებული იყო 2 სახის სემინარი:

სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეული სემინარები

მსოფლიო პირველადი ჯანდაცვის ქსელების მიერ მართული სემინარები: ევროპის ზოგადი პრაქტიკის სამეცნიერო კვლევითი ქსელი (EGPRN), ზოგადი პრაქტიკის მასწავლებელთა ევროპული აკადემია (EURACT), ზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის ხარისხის ევროპული ასოციაცია (EQuiP), WONCA-ს საერთაშორისო კლასიფიკაციის კომიტეტი, WONCA-ს ინფორმატიკის სამუშაო ჯგუფი, WONCA-ს სამუშაო ჯგუფი განათლების საკითხებზე, WONCA-ს სამუშაო ჯგუფი ,,ქალები და საოჯახო მედიცინა”, WONCA-ს სპეციალური ინტერესის სამუშაო ჯგუფი ეთიკის საკითხებზე, ევროპის პირველადი ჯანდაცვის კარდიოვასკულური პრევენციის ჯგუფი, პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო რესპირატორული ჯგუფი, WONCA-ს სპეციალური ინტერესის ჯგუფი ჯანმრთელობის ქცევის შეცვლის საკითხებზე.

პარტნიორთა სხდომები

ზოგადი პრაქტიკის სამეცნიერო საზოგადოებებისა და მათი პარტნიორების (დაწესებულებები, სამეცნიერო საზოგადოებები სპეციალობების მხიედვით, მრეწველობა) მიერ შემოთავაზებული აღნიშნული სხდომები შეირჩა WONCA–ს სამეცნიერო საზოგადოების მიერ.

ვასკო და გამას მოძრაობა

ვასკო და გამას მოძრაობა არის WONCA–ევროპის სამუშაო ჯგუფი ახალგაზრდა და მომავალი ზოგადი პრაქატიკოსებისათვის. ჯგუფში გაწევრიანების უფლება აქვთ ინტერნებს ზოგად პრაქტიკაში და ექიმებს ოჯახის ექიმის კვალიფიკაციის მიღებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში.

მოძრაობა არის იმ სამუშაოს გაგრძელება, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისათვის დაიწყო WONCA – ევროპის ამსტერდამის 2004 წლის კონფერენციის წინა შეხვედრაზე. ვასკო და გამას მოძრაობა მჭიდროდ თანამშრომლობდა საბერძნეთისა და იტალიის HOC–თან წარმატებული კონფერენცისწინა შეხვედრის ორგანიზებისათვის კოსში – 2005 წელს და ფლორენციაში – 2006 წელს.

ვასკო და გამას მოძრაობამ ახლახანს გადასინჯა საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურა. WONCA – ევროპის 2007 წლის პარიზის კონფერენციის ვასკო და გამას მოძრაობის გენერალურ ასამბლეამდე ის შუალედური წესდებით სარგებლობდა. მოძრაობას ჰყავს აღმასრულებელი ჯგუფი 10 დელეგატით, ევროპული საბჭო WONCA – ევროპის წევრი 20 ქვეყნების თითო წარმომადგენლით, ხუთი თემატური ჯგუფი და ინტერნეტ-ფორუმი, რომელიც ღიაა ყველა სათანადო წევრისათვის. დამატებით ინფორმაციას მოიძიებთ ვებ-გვერდზე: http://www.vdgm.eu

განისაზღვრა ვასკო და გამას მოძრაობის მიზნები; იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა HOC-თან და EURACT-თან პარიზის კონფერენციის წინა შეხვედრების ორგანიზებისათვის.

ვასკო და გამას მოძრაობის კონფერენციის წინა შეხვედრები შედგა 16 და 17 ოქტომბერს პლენარული სხდომებისა და მცირე ჯგუფებში სემინარების ფორმატით, სადაც განხილულ იქნა შემდეგი თემები:

  • ,,ზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის ევროპული განსაზღვრა” – შესავალი
  • ქვეყნების მიმოხილვა: ჯანდაცვის სისტემების ორგანიზაცია, ზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის სტატუსი, სასწავლო პროგრამები
  • ზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის მომავალი

ვასკო და გამას მოძრაობამ დიდი მადლობა გადაუხადა EURACT–ის მასწავლებლებს მხარდაჭერისათვის.

წყარო: http://www.gfma.ge/documents/Newsletter%202.pdf


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: