Posted by: burusi | June 30, 2014

კრის ვან ვილი: “ჩვენი მიზნები 2010 წლისათვის – ოჯახის ექიმი ყველა ოჯახს!”

Family doctor ოჯახის ექიმი

კრის ვან ვილი: “ჩვენი მიზნები 2010 წლისათვის – ოჯახის ექიმი ყველა ოჯახს!”

WONCA – მსოფლიოს პრეზიდენტისაგან

Wonca -ს სიცოცხლის ციკლი სამწლეულის რიტმში ზის და სინგაპურის 2007 წლის მსოფლიო საბჭოსა და მე-18 კონფერენციის წარმატებით დამთავრების შემდეგ ჩვენი მზერა ახლა ,,2010” წლის კანკუნის შეხვედრისკენაა მიმართული.

სინგაპურის კონფერენცია ჩატარდა 2007 წლის ივლისში, დევიზით ,,გენომიქსი და საოჯახო მედიცინა”.

სინგაპურის კონფერენცია საოჯახო მედიცინის მომავლის მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხო: გენომიქსი და (ტექნიკური) მისი შედეგები ჯანდაცვისათვის მომავალ ათწლეულში. ამ საკითხების განხილვისას ადვილად შეიძლებოდა წინა პლანზე ტექნოლოგიური პრობლემების წამოწევა, მაგრამ მადლობას ვუხდით კონფერენციის ორგანიზატორებს, რომ ასე არ მოხდა. პირიქით, გენეტიკური საკითხების განხილვისას ხაზი გაესვა პაციენტზე ორიენტირებული, ზოგადი და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული მედიცინის მნიშვნელობას.

ადამიანების, საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სოციალური ფაქტორები, რომლის შეცვლას გენომიქსი არ აპირებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ანგარიშის მომზადებას აპირებს ჯანმრთელობის სოციალურ დეტერმინანტებზე: Wonca – ს საბჭოს ამ საკითხების განხილვის საშუალება ჰქონდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, პროფესორ დევიდ საჩერთან კონფერენციის წინა პერიოდში. პირველადი ჯანდაცვა და საოჯახო მედიცინა გადამწყვეტ როლს ასრულებს ჰარმონიული კავშირის შექმნაში ინდივიდუალური პაციენტის მომსახურებასა და ჯანმრთელობის დამკვიდრების საზოგადოებრივ საქმიანობას შორის: გარდა პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისა ოჯახის ექიმი არის შუამავალი პაციენტსა და საზოგადოებას შორის. საოჯახო მედიცინის საფუძველია თანასწორობა სქესის, რასის, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურალური და სხვა ფაქტორების მიხედვით. სამუშაო ჯგუფის ,,ქალი და საოჯახო მედიცინა” ინიციატივის საფუძველზე Wonca –მ აიღო პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გაატაროს ეს პრინციპები ორგანიზაციულ და საგარეო საქმიანობაში. პირველადი ჯანდაცვის მიერ მოსახლეობისა და საზოგადოების ჯანმრთელობაში შეტანილი წვლილის ლოგიკური შედეგია მოთხოვნილება ოჯახის ექიმზე ნებისმიერ საზოგადოებაში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში:

Wonca-ს საბჭოს ფორმულირებით ,,მსოფლიოს ყველა ოჯახს – ოჯახის ექიმი! ”. Wonca აკადემიური ორგანიზაციაა და მისი საზოგადოებაში მოღვაწეობის სურვილი ამ კუთხით უნდა გაშუქდეს. ორგანიზაციის ამოცანაა საუკეთესო ხარისხის მომსახურების გაწევის მიზნით, ნებისმიერი ოჯახის ექიმის მხარდაჭერა, მათი დაკავშირება სწავლების, ტრენინგის, კვლევისა და განვითარების აკადემიური ქსელის წარმომადგენლობებთან. საგანმანათლებლო სამუშაო ჯგუფის მიერ აღნიშნულის ფორმულირება შემდეგი სახით მოხდა: სამედიცინო უნივერსიტეტის/სკოლის ნებისმიერმა სტუდენტმა უნდა გაიაროს სწავლება ზოგად პრაქტიკაში. ეს სტრატეგიული მისია Wonca –ს მხრიდან მსოფლიოს ხალხზე მზრუნველობის შესახებ განხილული იქნა საბჭოს შეხვედრასა (21-23 ივლისი, 2007) და Wonca – მსოფლიოს კონფერენციაზე (24-27 ივლისი, 2007) სინგაპურში.

ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად აუცილებელია უსაფრთხო და ეფექტური პირველადი ჯანდაცვა საუკეთესო ხარისხის საოჯახო მედიცინით, რომლის მისაღწევად და წევრი ორგანიზაციების მხარდასაჭერად Wonca –მ მიიღო სამი რეზოლუცია:

1. მაღალი ხარისხის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შესახებ ,,ყოველ ოჯახს უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმი! “. მოსახლეობისა და სხვადასხვა ეროვნების ხალხის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, უმნიშვნელოვანესია მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა; ყველა თემს, მთელ მსოფლიოში, უნდა ემსახურებოდეს ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე საოჯახო პრაქტიკა. Wonca, მის წევრ ორგანიზაციებთან ერთად, მიისწრაფის ჩართოს ყველა ოჯახის ექიმი ყველა თემიდან აკადემიურ ქსელში მუშაობის მხარდაჭერისა და გაუმჯობესების მიზნით.

2. გენდერული თანასწორობა: ჯანმრთელობის თანასწორობის რეკომენდაციები – დადგენილება მომზადებული სამუშაო ჯგუფის მიერ ,,ქალები და საოჯახო მედიცინა” ჰამილტონის (ონტარიო) კონფერენციაზე. დადგენილების სრული ტექსტი გამოქვეყნებულია Wonca News_ის 2007 წლის ოქტომბრის გამოცემაში, რომლის მიღებით ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ თანასწორობა საერთო ეთიკური კატეგორიაა ჯანმრთელობის დაცვის მართვისას და ამდენად, Wonca –ს მუშაობაში გენდერული, ეთნიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მხედველობაშია მისაღები.

3. სამედიცინო განათლების შესახებ: სინგაპურის დადგენილება, მომზადებული განათლების სამუშაო ჯგუფის მიერ:

• მსოფლიოს ნებისმიერ სამედიცინო უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს საოჯახო მედიცინის განყოფილება, ან მისი ექვივალენტური აკადემიური მიმართულება.
• მსოფლიოს ნებისმიერი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა ტრენინგის პროცესში უნდა მიიღოს პრაქტიკა საოჯახო მედიცინაში, რაც შეიძლება ადრე და რაც შეიძლება ხშირად.

სამედიცინო განათლება ჯანდაცვის რეფორმისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მძლავრი იარაღია. პრაქტიკული განმოცდილების მიღებას საოჯახო მედიცინაში ხშირად გადამწყვეტი როლი ენიჭება მომავალი სპეციალობის არჩევისას, ხოლო საოჯახო მედიცინის ჩართვა საუნივერსიტეტო პროგრამაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საუკეთესო სტუდენტების მოზიდვას საოჯახო პრაქტიკაში. მეორადი ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული სტუდენტების მიერ პირველად ჯანდაცვაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება, დახვეწს მათს, პირველად ჯანდაცვასთან ურთიერთობის უნარს მომავალში.

სამი მიმართულებით – თანასწორობა, განათლება და ოჯახის ექიმი ყველა ოჯახს! – ჩვენ მხარს ვუჭერთ პირველადი ჯანდაცვის დამკვიდრებას მთელ მსოფლიოში.
თუმცა აღნიშნული განვითარების გზაზე პრობლემებიც არსებობს. ინიციატივათა უმრავლესობა წარმოადგენს დაავადებაზე ორიენტირებულ (ვერტიკალურ) პროგრამას, და არა ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ჰორიზონტალურ პირველად ჯანდაცვას. მეცნიერული მტკიცებულება მეორესთანაა, ხოლო ფული, როგორც ჩანს, პირველთან. მთავარი საკითხი იქნება ვერტიკალური პროგრამების ხელმეორედ განსაზღვრა იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს მათი პირველადი ჯანდაცვის საშუალებით ფუნქციონირება. ხოლო მათი ფინანსების გარკვეული რაოდენობა, მაგ. 15% – ინვესტირებული უნდა იყოს ინტეგრირებული ჰორიზონტალური პირველადი ჯანდაცვის განვითარებაში: ,,თხუთმეტი – 2015 წლისათვის! ”.

პროფესორი კრის ვან ვილი
Wonca – მსოფლიოს პრეზიდენტი

წყარო: http://www.gfma.ge/documents/Newsletter%202.pdf

სტატიის PDF ვერსია WONCA_-_მსოფლიოს_პრეზიდენტისაგან


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: