Posted by: burusi | June 21, 2014

თენგიზ ვერულავა “სამედიცინო დახმარების ანაზღაურების მეთოდების კომპლექსური შეფასება” (დისერტაცია)

თენგიზ ვერულავა - Tengiz Verulava

თენგიზ ვერულავა – Tengiz Verulava

თენგიზ ვერულავა “სამედიცინო დახმარების ანაზღაურების მეთოდების კომპლექსური შეფასება” (დისერტაცია)

იხილეთ PDF ფაილი. თენგიზ ვერულავა “სამედიცინო დახმარების ანაზღაურების მეთოდების კომპლექსური შეფასება” (დისერტაცია). 1999 წ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სოციალური ჰიგიენა და ჯანდაცვის ორგანიზაცია

ხელმძღვანელი: პროფ. ოთარ გერზმავა
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

***
შ ე ს ა ვ ა ლ ი

საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის მრავალეტაპიანი პროცესი გარკვეული სირთულეებით ხორციელდება, რაც მრავალი მიზეზებითაა განპირობებული. ჯანდაცვის სისტემის საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლამ, სამედიცინო დახმარებაზე თანაგადახდის დაწესებამ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოების სხვადასხვა ფენებში. სერიოზულ პრობლემას, განსაკუთრებით რეფორმის გატარების პირველ ეტაპზე, წარმოადგენდა მისი განხორციელებისათვის საჭირო გამოცდილებისა და პრაქტიკის უქონლობა, რამაც გამოიწვია მთელი რიგი პრობლემების წარმოშობა. მეორეს მხრივ, აშკარაა, რომ არსებული ეკონომიკური სირთულეების პირობებში სახელმწიფოს აღარ შეეძლო მოსახლეობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც სისტემის რეფორმირების ძირითადი მიზეზი გახდა.

90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში გამოხატულად გაუარესდა მოსახლეობის ჯანმრთელობის ძირითადი მაჩვენებლები. მკვეთრად შემცირდა შობადობა, მოიმატა სოციალურად საშიში დაავადებების რიცხვმა, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულ მოსახლეობაში.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა დააჩქარა ჯანდაცვის არსებული სისტემის რეორიენტაციის პროცესი, რომელიც ფაქტობრივად 1995 წლიდან დაიწყო. რეფორმების პირველ ეტაპზე არსებითად შეიცვალა ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მეთოდები, განისაზღვრა საზოგადოების მოთხოვნილებები ჯანდაცვის სისტემის მიმართ, ჩამოყალიბდა სისტემის ორგანიზაციის ახალი პრინციპები, მისი საქმიანობის შინაარსი. დარგი გადავიდა პროგრამულ და პროგრამულ-მიზნობრივ დაფინანსებაზე. დაინერგა პრიორიტეტულ მიმართულებათა შერჩევის და განხორციელების მექანიზმი, კონკრეტულად განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულებები და რეალური შესაძლებლობები მოსახლეობის სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის საქმეში. 1996 წელს საფუძველი ჩაეყარა სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებას.

რეფორმის შედეგად სამედიცინო დაწესებულებები გადავიდნენ სამეურნეო ანგარიშიან ურთიერთობებზე. მათ მიერ შემოსავლების მიღება და განაწილება თვისობრივად ახალ წესებსა და პირობებს დაეფუძნა. სრულიად შეიცვალა სამედიცინო პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მექანიზმები, რომლებიც ამჟამად სახელშეკრულებო პრინციპებით ხორციელდება.

სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ახალი მეთოდების შესწავლისას გამოიკვეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მათი ტექნოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეულს ესაჭიროება სხვადასხვა ხარისხის კონტროლი. აგრეთვე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მართვის ახალი მექანიზმების გამოყენების სირთულეებიდან გამომდინარე, საჭიროა სხვადასხვა ინფორმაციული სისტემების ამოქმედება, სისტემის მძლავრი და მაღალი დონის ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა.

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პირველი ეტაპის შედეგების შეჯამება საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, უკვე მოღწეულია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესება, ეს განპირობებულია სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის მიღწევით და ამ კონტიგენტისათვის თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფით. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევის სისტემის სრულყოფას.

ჩატარებული ანალიზი ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის წარმატებული განხორციელების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ახალი მეთოდების მეცნიერული კვლევა და მიღებული მონაცემების საფუძველზე სათანადო ღონისძიებების გატარება სამედიცინო დახმარების სოციალური და ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემები მოითხოვს სერიოზულ სამეცნიერო უზრუნველყოფას, ამ კუთხით ქვეყანაში შესრულებულია მხოლოდ ერთეული კვლევები.

ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, კვლევის მიზანია საქართველოში სამედიცინო დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპების, გაწეული სამედიცინო დახმარების ანაზღაურების ახალი მეთოდების დანერგვის კომპლექსური შეფასება და მიღებული მონაცემების საფუძველზე ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების ოპტიმიზაციის მიზნით სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.

დასახული მიზნის მისაღწევად კვლევის პროცესში გადაწყვეტილია შემდეგი ამოცანები:

1. განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი ჯანდაცვის დაფინანსების სისტემების მეცნიერული ანალიზი.
2. საქართველოში სადაზღვევო მედიცინის განვითარების ძირითადი ტენდენციების ანალიზი ბავშვთა გადარჩენის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის მაგალითზე;
3. სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების ძირითადი ტენდენციების რეტროსპექტული ანალიზი;
4. ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეორიენტაციის პროცესის შედეგების კომპლექსური შეფასება;
5. ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში გამოყენებული დაფინანსების მეთოდების საექსპერტო შეფასება;
6. მიღებული შედეგების საფუძველზე სათანადო რეკომენდაციების შემუშავება გაწეული სამედიცინო დახმარების ანაზღაურების ოპტიმალური ფორმების შერჩევის მიზნით.

მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩამოყალიბდა კონკრეტული წინადადებები, რომლებიც მიმართულია:

• ბავშვთა გადარჩენის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების მეთოდების ოპტიმიზაციაზე;
• მომზადდა წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებენ სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლებას;
• შემუშავდა ღონისძიებათა ნუსხა, რომელიც მიმართულია ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებისაკენ;
• რეგიონში ჩამოყალიბდა პირობები, რომლებიც ხელს უწყობს სამედიცინო დახმარების რეორიენტაციას პროფილაქტიკურ მუშაობაზე;
• მომზადდა წინადადებები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს პროგრამის დაფინანსებისათვის საჭირო რესურსების დაზოგვას.

***
იხილეთ PDF ფაილი. თენგიზ ვერულავა “სამედიცინო დახმარების ანაზღაურების მეთოდების კომპლექსური შეფასება” (დისერტაცია). 1999 წ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: