Posted by: burusi | March 29, 2014

“სოფლის ექიმის” სახელმწიფო პროგრამა

IMG_6357

“სოფლის ექიმის” სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის მოსარგებლეები არიან სოფლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი:

1. სოფლის ერთი ექიმის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება – თვეში 500 ლარის ოდენობით.

2. ერთი ექთნის/ფერშლის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება – თვეში 350 ლარის ოდენობით.

3. „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაცია უზრუნველყოფს თავის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურების თანადაფინანსებას განსაზღვრული თანხის 50%-ით.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

1. უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რაოდენობის საექიმო და საექთნო პუნქტების დაკომპლექტება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრით (იხ.“სოფლის ექიმის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობისა და „ექიმის ჩანთის“ განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 28 მარტის N01-63/ო ბრძანება).

2. აწარმოოს ცალკეული დაკონტრაქტებული საექიმო პუნქტის ფარგლებში მიმაგრებული კონტინგენტის აღრიცხვა (მათ შორის, ასაცრელი კონტინგენტი) და რუტინული ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად მიაწოდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალურ/რაიონულ ცენტრებს. (“პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის N183/ნ ბრძანება http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=367)

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა. გეგმური ამბულატორიის შემთხვევაში ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. (http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=839)

მომსახურების მოცულობა:

1. ექიმთან/ექთანთან ვიზიტი.
2. იმუნიზაცია იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა.
3. ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად;
4. ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე მეთვალყურეობა ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად;
5. ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე 3 წლამდე ბავშვებში ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად;
6. ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე წელიწადში 4-ჯერ მუდმივად მწოლიარე (გადაადგილების უნარს მოკლებულ) პირებთან.
7. ინკურაბელურ პაციენტებთან ბინაზე ვიზიტი საჭიროების შესაბამისად.
8. ქრონიკული (მათ შორის, ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ბრონქული ასთმა, ინკურაბელური პაციენტები) და მწვავე დაავადებების:
• დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე;
• მართვა და რეფერალი საჭიროების შესაბამისად.
9. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ (DOT) მკურნალობის უზრუნველყოფა ექთნის მიერ.
10. სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს.
11. ამბულატორიულ დონეზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის, საანგარიშგებო და სტატისტიკური ფორმები) წარმოება, ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის) (გარდა „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა – ფორმა №IV-100/ა (შემდგომში – ფორმა №IV-100/ა) სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ცნობებისა).
12. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველყოფა “სოფლის ექიმის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობისა და „ექიმის ჩანთის“ განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 28 მარტის N01-63/ო ბრძანებით დამტკიცებული „ექიმის ჩანთიდან“.

შესრულებული სამუშაოს რევიზიისას გამოყენებული იქნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები), ასეთის არსებობის შემთხვევაში, და სადავო შემთხვევების განხილვისას მიენიჭება უპირატესობა მათში მოცემულ რეკომენდაციებს. საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება რეცენზენტთა დასკვნები.
http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=68

დანართი – სოფლის ექიმის მომსახურების მიმწოდებლები

ოპერატორი კომპანია შპს „ჯეოჰოსპიტალსი“
რაიონი/მუნიციპალიტეტი
1. მცხეთა
2 დუშეთი
3 ბორჯომი
4. გურჯაანი
5. საგარეჯო
6. სამტრედია
7. ბაღდათი
8. ზესტაფონი
9. ჭიათურა
10. თეთრიწყარო
11. მარნეული
12. გარდაბანი
13. წალკა
14. ხარაგაული
15. ვანი
16. ხონი

ს/ს – საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება
1. საჩხერე

შპს „უნიმედი კახეთი“
1. თელავი
2. ახმეტა
3. ყვარელი

შპს „უნიმედი აჭარა“
1. ქობულეთი
2. შუახევი
3. ქედა
4. ხულო
5. ხელვაჩაური

შპს „უნიმედი სამცხე“
1. ადიგენი
2. ასპინძა
3. ახალციხე
4. ახალქალაქი
5. ნინოწმინდა

სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“
1. ტყიბული
2. თერჯოლა
3. წყალტუბო
4. ზუგდიდი
5. მარტვილი
6. წალენჯიხა
7. ჩხოროწყუ
8. ხობი
9. აბაშა

შპს „მედალფა“ ოზურგეთი
1. კასპი
2. ლანჩხუთი
3. ჩოხატაური

შპს „ალიანს მედი+“ და შპს „მედიქალ პარკი საქართველო“
1. ბოლნისი
2. დმანისი
3. მესტია
4. ამბროლაური
5. ონი
6. ცაგერი
7. ხაშური
8. ქარელი
9. ლენტეხი

შპს „არქიმედეს კლინიკა“
1. ლაგოდეხი
2. სიღნაღი
3. სენაკი
4. დედოფლისწყარო

შპს „გორმედი“
გორი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: