Posted by: burusi | October 25, 2013

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD – Deutscher Akademischer Austauschdienst)

DAAD –Deutscher Akademischer Austauschdienst

DAAD –Deutscher Akademischer Austauschdienst

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD – Deutscher Akademischer Austauschdienst)

რა არის DAAD?

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) არის გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანება, რომელიც თავისი 60.000 სტიპენდიატით მსოფლიოს ერთ-ერთი დიდ სამეცნიერო ფონდად გვევლინება.

DAAD 1925 წელს დაარსდა, მისი ცენტრალური ოფისი ამჟამად ბონში მდებარეობს. ფონდი ფინანსდება გერმანიის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კვლევის სამინისტროს და ევროკავშირის ხარჯებით.

DAAD ძირითადად სამი მიმართულებით ახორციელებს თავის მიზანს:

1. სტიპენდია საუკეთესოებს: DAAD აფინანსებს გერმანელი და უცხოელი სტუდენტების/მეცნიერების საუკეთესო ნაწილს, რომლებიც კონკურენტუნარიან გარემოსა და მკაცრი საკონკურსო პირობების ფონზე მოიპოვებენ სტიპენდიას.

2. ღია სტრუქტურა ყველასათვის: DAAD-ს მიზანია ისეთი საუნივერსიტეტო სტრუქტურების შექმნა (როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ), რომელიც საერთაშორისო კვალიფიკაციას, მობილურობასა და და დიალოგს უზრუნველყოფს. რაც სწავლებისა და კვლევის მაღალ ხარისხს განაპირობებს.

3. ცოდნა სამეცნიერო თანამშრომლობისათვის: DDAAD მიზნად ისახავს მსოფლიოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით მოპოვებული ცოდნის სისტემატიზირებას, განვითარებასა და ცოდნის ხელმისაწვდომობას, საერთაშორისო პერტნიორული პროგრამების გაღრმავების მიზნით.

DAAD-ს დევიზია: ცვლილებები გაცვლის გზით – change by exchange. http://www.daad.de

DAAD საქართველოში

DAAD საქართველოში 1988 წლიდან არსებობს. 2004 წელს გაიხსნა DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრი, 2006 წლიდან მოყოლებული კი საქართველოში DAAD-ს სამი ლექტორი მოღვაწეობს.

DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრი არის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენლობა საქართველოში. იგი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ 54 საინფორმაციო ცენტრს შორის.

DAAD-ს წარმომადგენლობა საქართველოში:

• ინფორმაციას აწვდის ქართველ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მეცნიერებს გერმანიაში სწავლის, კვლევის და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ;
• კონსულტაციას უწევს DAAD-სა და სხვა გერმანული ფონდების კონკურსანტებს. აქვე ხდება განაცხადების მიღებაც;

• დახმარების ხელს უწვდის ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს პარტნიორული პროგრამების განხორციელებაში, ამასთან ინფორმაციას აწვდის ქართულ მხარეს გერმანული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების შესახებ;

• ორგანიზებას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს სტუდენტებისა და პროფესორ – მასწავლებლებისათვის, მონაწილეობს ყოფილი სტიპენდიატებისადმი მიძღვნილი სემინარებისა და კონფერენციების წარმართვაში;

DAAD საქართველოში საკამოდ მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი. მისივე დაფინანსებით ხდება პარტნიორული პროგრამების განხორციელება ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის, კონფერენციებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზება (მათ შორის რეგიონებშიც).

DAAD-ს დახმარებით ფუნქციონირებს გერმანულენოვანი სამაგისტრო კურსები, საქართველოში ჩამოდიან გერმანელი პროფესორები, დამატებითი შესაძლებლობები ეძლევათ ყოფილ სტიპენდიატებსაც.

დაწვრილებითი ინფორმაცია: http://www.ic.daad.de/tbilissi

DAAD-ს სტიპენდიები საქართველოსთვის 2014/2015

საუკეთესოებს დიდი შანსი აქვთ გახდნენ DAAD-ს სტიპენდიატები. გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური აფინანსებს სტუდენტებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და მეცნიერებს.

• საბაკალავრო სტიპენდიები გერმანული სკოლის მე-12 კლასელებისთვის (ხანგრძლივობა 1-5 წელი)
• საზაფხულო კურსები გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში (ხანგრძლივობა 3-4¾ კვირა)
• სტიპენდია სტუდენტური ჯგუფებისათვის (ხანგრძლივობა 7-10 დღე)
• სასწავლო სტიპენდია ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულისთვის (ხანგრძლივობა1-2 წელი)
• ERP – სამაგისტრო სტიპენდია ეკონომისტებისათვის (ხანგრძლივობა 2 წელი)
• სტიპენდია ხელოვანთათვის (ხანგრძლივობა 10 -24 თვე)
• კვლევითი სტიპენდიები დოქტორანტებისა და ახალგაზრდა კვალიფიცირებული მეცნიერებისათვის (ხანგრძლივობა 1-10 თვე, სადოქტორი სტიპენდია 3 წელი)
• კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის (ხანგრძლივობა 3 თვე)
• განმეორებითი სტიპენდია ყოფილი სტიპენდიატებისათვის (ხანგრძლივობა 3 თვე)
• მეცნიერთა ორმხრივი გაცვლა (ხანგრძლივობა 3 თვე)
• სტიპენდია ხელოვანთათვის – უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებისთვის. (ხანგრძლივობა 3 თვე)

DAAD-ს სტიპენდიების კონკურსი საქართველოში ცხადდება ყოველი წლის სექტემბერში, ხოლო განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.

კონკურსანტების შერჩევა ხდება გერმანიაში არა DAAD-ს, არამედ კომპეტენტური დარგობრივი კომისიების მიერ, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები არიან წარმოდგენილი. შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი კვალიფიკაციაა.

2013 წელს საქართველოსთვის 102 ინდივიდუალური სტიპენდია გაიცა (372 განაცხადიდან), რომ აღარაფერი ითქვას DAAD-ს მიერ დაფინანსებული პარტნიორული პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გამგზავრებულ სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებზე.

დამატებითი ინფორმაცია DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ http://www.ic.daad.de/tbilissi (→ Stipendien), DAAD-ს თბილისი
საინფორმაციო ცენტრში ან DAAD-ს ლექტორებთან თბილისსა და ქუთაისში.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: