Posted by: burusi | October 18, 2013

თენგიზ ვერულავა – დაზღვეულ პენსიონერთა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა

პენსია

თენგიზ ვერულავა – დაზღვეულ პენსიონერთა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა

რამდენად ხელმისაწვდომია პენსიონერთათვის მედიკამენტები, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საჭირო კომპონენტს წარმოადგენს ჯანდაცვაში?

2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსიონერებზე ვრცელდება სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა. სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურების გარკვეული სახეების დაფინანსებას, მათ შორის სამკურნალო საშუალებათა ანაზღაურებას დამტკიცებული ნუსხის და ლიმიტის მიხედვით. სადაზღვევო კომპანია პენსიონერებს უნაზღაურებს მედიკამენტებს პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის 100 ლარის ფარგლებში, 50%-ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან. ცნობისათვის, საპენსიო ასაკის პირთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამით ქვეყანაში დაზღვულია 485 875 პირი.

რატომ არის აუცილებელი საპენსიო ასაკის მოსახლეობის სახელმწიფო დაზღვევა? პენსიონერები ყველაზე დიდ რის-ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ დაზღვევას კერძო სადაზღვევო კომპანიები, როგორც წესი, მოსალოდნელი დიდი ხარჯების გამო თავს არიდებენ. კერძო სადაზღვევო კომპანიას ყოველთვის ურჩევნია შედარებით ჯანმრთელ, ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს მოემსახუროს, რადგან მათი ავად გახდომის რისკი დაბალია. აქედან გამომდინარე, ბევრ ქვეყნებში პენსიონერთა სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო ფარავს.

რამდენად ხელმისაწვდომია პენსიონერთათვის სამედიცინო მომსახურება?

ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე არის საჭიროების შემთხვევაში მისი მიღების შესაძლებლობა. მიუხედავად სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით დაფარვისა, პენსიონერთათვის ჯანდაცვა ხშირად არის კატასტროფული ხარჯების და შესაბამისად მათი გაღატაკების მიზეზი. ამასთან, ჯანდაცვის ხარჯების ყველაზე მზარდი და დიდი წილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. ასევე თუ გავითვალისწინებთ, რომ სამედიცინო მომსახურების მომხმარებელი უმეტესად საპენსიო ასაკის მოსახლეობაა, ადვილი წარმოსადგენია ჯანდაცვის სერვისებზე და განსაკუთრებით მედიკამენტებზე მათი ფინანსური ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის“ მაგისტრანტებმა ამა წლის გაზაფხულზე ჩაატარეს კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა საპენსიო ასაკის მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის და ზოგადად სადაზღვევო პოლისით კმაყოფილების შეფასებას.

წერილი სრული სახით იხილეთ ჟურნალ ტაბულას ვებ გვერდზე “ტაბლოგი”

ტაბლოგი: დაზღვეულ პენსიონერთა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა


Responses

  1. http://giogiobliadze.wordpress.com/


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: