Posted by: burusi | September 30, 2013

მიმოხილვა

აკადემიური სტილი

მიმოხილვა

წიგნის ან სტატიის მიმოხილვა აკადემიური ნაშრომის ერთ–ერთი ტიპია. აკადემიური მიმოხილვის მიზანია, გადმოგვცეს წიგნის ან სტატიის შინაარსი კრიტიკულ შეფასებასთან ერთად.  ამ თავში განხილულია აკადემიური მიმოხილვის სტრუქტურული ერთეულები და მათი სათანადო ფორმატი.

1.თავფურცელი

2. მიმოხილვა (ძირითადი ნაწილი)

3. გამოყენებული ლიტერატურა

1. თავფურცელი

თავფურცელზე მოცემული უნდა იყოს:

● მიმოხილული წიგნის ან სტატიის სრული სათაური;
● ინფორმაცია მიმოხილული წიგნის ან სტატიის ავტორისა და გამოცემის შესახებ;
● მიმომხილველის სახელი და გვარი;
● ფაკულტეტი და პროგრამა, რომლის წევრიც არის მიმომხილველი (პროგრამის საფეხურის მითითებით სტუდენტის შემთხვევაში);
● უნივერსიტეტი;
● ადგილი;
● წელი;

თავფურცლის დაფორმატებისას გამოიყენება შემდეგი პარამეტრები:

● შრიფტი – (Unicod-ში კოდირებული შრიფტი, Sylfaen ან მსგავსი);
● შრიფტის ზომა და ფორმა: წიგნის სრული სათაური – 14, გამუქებული და დახრილი; სტატიის სრული სათაური –14, გამუქებული და სწორი; მონაცემები მიმოხილული წიგნის ან სტატიის ავტორისა და გამოცემის შესახებ – 12 და სწორი; მიმომხილველის სახელი და გვარი – 12, გამუქებული და სწორი; ფაკულტეტი და პროგრამა – 12 და დახრილი;
უნივერსიტეტი, ადგილი და წელი – 12, გამუქებული და სწორი;
● ველები: მარჯვენა ველი – 2 სმ, მარცხენა ველი – 2.5 სმ, ზედა ველი – 2 სმ, ქვედა ველი 2 სმ;
● ტექსტი განათავსეთ გვერდის შუაში;
● თავფურცელი არ ინომრება.

იხ. ნიმუში 1 და ნიმუში 2.

ნიმუში 1

წიგნის სრული სათაური

ინფორმაცია წიგნის ავტორის და გამოცემის შესახებ

მიმომხილველი: სახელი და გვარი

ფაკულტეტი, პროგრამა (პროგრამის საფეხური სტუდენტის შემთხვევაში)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2011

ნიმუში 2

სტატიის სრული სათაური

ინფორმაცია სტატიის ავტორის და გამოცემის შესახებ

მიმომხილველი: სახელი და გვარი

ფაკულტეტი, პროგრამა (პროგრამის საფეხური სტუდენტის შემთხვევაში)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2011

2. მიმოხილვა

მიმოხილვა მოიცავს შემდეგ ნაწილებს (თუმცა მათი ცალკე გამოყოფა და დასათაურება არ ხდება):

შესავალი ნაწილის დანიშნულებაა: ავტორისა და წიგნის (სტატიის) გაცნობა მკითხველისთვის, ჟანრის ან კვლევის სფეროს მითითება, სამიზნე აუდიტორიის მითითება და პუბლიკაციის (წიგნი, სტატია) მიზნის დასახელება, სათაურისა და წიგნის (სტატიის) შინაარსის ურთიერთმიმართების წარმოჩენა.

ძირითადი ნაწილის აგების პრინციპები: წიგნის ან სტატიის სტრუქტურის განხილვა; წიგნის შემთხვევაში თითოეული თავის, ხოლო სტატიის შემთხვევაში თითოეული სტრუქტურული ნაწილის მოკლე შინაარსის გადმოცემა; წიგნის ან სტატიის კრიტიკული შეფასება საკუთარი აზრის დაფიქსირებით და/ან შედარება მანამდე არსებულ მსგავს პუბლიკაციებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დასკვნა აჯამებს და განსაზღვრავს: არის თუ არა მიმოხილულ ნაშრომში (წიგნში ან სტატიაში) რაიმე პრინციპული სიახლე, ამართლებს თუ არა წიგნი ან სტატია მიზანს და რამდენად დააკმაყოფილებს იგი სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებს.

თავფურცელი არ ინომრება, შესაბამისად, ნაშრომის ნუმერაცია იწყება უშუალოდ მიმოხილვის ძირითადი ტექსტის პირველი გვერდიდან. მიმოხილვის დაფორმატებისას გამოიყენება შემდეგი პარამეტრები:

● შრიფტი – (Unicod-ში კოდირებული შრიფტი, Sylfaen ან მსგავსი);
● შრიფტის ზომა – 12;
● ველები: მარჯვენა ველი – 2 სმ, მარცხენა ველი – 2.5 სმ, ზედა ველი – 2 სმ, ქვედა ველი 2 სმ;
● სტრიქონებს შორის მანძილი – 1.5;
● გვერდები დანომრეთ არაბული ციფრებით.

3. გამოყენებული ლიტერატურა

ზოგადად მიმოხილვის შემთხვევაში ავტორი ეყრდნობა მხოლოდ მიმოხილულ პუბლიკაციას, რომლის შესახებაც ინფორმაცია მოცემული თავფურცელზე. თუმცა, შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევა, როდესაც ავტორი მიმართავს სხვა წყაროებს. ასეთ შემთხვევაში გამოყენებული ნებისმიერი წყაროს მითითება ხდება მიმოხილვის ბოლო ნაწილში „გამოყენებული ლიტერატურა“. ლიტერატურის სწორი ციტირებისთვის და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხის სწორად შედგენისთვის გასათვალისწინებელია ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური სტილის წესები წყაროების მითითებისთვის.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: