Posted by: burusi | August 26, 2013

სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსი

MEDICAL ETHICS - სამედიცინო ეთიკა

MEDICAL ETHICS – სამედიცინო ეთიკა

სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსი

მიღებულია მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის გენერალური ასამბლეის მიერ, ლონდონი, ინგლისი, 1949 წლის ოქტომბერი. განახლებულია:

22-ე მსოფლიო სამედიცინო ასამბლეის მიერ, სიდნეი, ავსტრალია, 1968 წლის აგვისტო;

35-ე მსოფლიო სამედიცინო ასამბლეის მიერ, ვენეცია, იტალია, 1983 წლის ოქტომბერი.

ექიმის ზოგადი მოვალეობები:

ექიმი ყოველთვის უნდა ამკვიდრებდეს პროფესიული საქმიანობის უმაღლეს სტანდარტებს;

ფინანსურმა ინტერესებმა არ უნდა მოახდინონ გავლენა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პაციენტის ინტერესების შესაბამისი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებაზე;

ექიმი, მიუხედავად საქმიანობის სახისა, სამედიცინო დახმარებას უნდა ატარებდეს თავდადებით, სრული ტექნიკური და მორალური დამოუკიდებლობით, თანაგრძნობითა და ადამიანის ღირსების პატივისცემით;

ექიმი პატიოსანი უნდა იყოს პაციენტებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში, უნდა ებრძოლოს სხვა ექიმების პროფესიულ და პიროვნულ ნაკლს, უნდა ამხელდეს სიცრუესა და თაღლითობას.

არაეთიკურად უნდა იქნეს მიჩნეული:

ა) თვითრეკლამა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს დაშვებულია მოცემული ქვეყნის კანონმდებლობით და ეროვნული სამედიცინო ასოციაციის ეთიკური კოდექსით;

ბ) ნებისმიერი სახის საზღაურის გადახდა ან მიღება მხოლოდ სხვისი რეკომენდაციით ან მიმართვით პაციენტის მიღებისთვის და პაციენტის სხვა სპეციალისტთან გაგზავნისათვის;

ექიმმა პატივი უნდა სცეს პაციენტის, კოლეგების, სხვა სამედიცინო პერსონალის უფლებებს, აგრეთვე, არ უნდა გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია პაციენტის შესახებ. იმ შემთხვევებში, თუ ექიმი იყენებს სამედიცინო დახმარების ისეთ ფორმებს, რომელთაც შეიძლება გააუარესონ პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობა, ექიმმა უნდა იმოქმედოს მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად;

ექიმმა უნდა გამოიჩინოს უდიდესი სიფრთხილე აღმოჩენების, ახალი ტექნოლოგიების ან სამკურნალო მეთოდების არაპროფესიული არხებით გავრცელებისას;

ექიმმა უნდა დაადასტუროს მხოლოდ ის, რაც თავად შეამოწმა.

ექიმის მოვალეობები ავადმყოფის წინაშე:

ექიმს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ იგი მოვალეა დაიცვას ადამიანის სიცოცხლე;

ექიმი მოვალეა უერთგულოს პაციენტს და მთელი თავისი ცოდნა მოახმაროს მას. თუ ექიმს არა აქვს გამოკვლევის ან მკურნალობის საშუალება, მან საამისოდ უნდა მოუხმოს სხვა ექიმს, რომელსაც ეს შესაძლებლობა გააჩნია;

ექიმმა საიდუმლოდ უნდა შეინახოს ყოველივე თავისი პაციენტის შესახებ, ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგაც კი;

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ექიმის ჰუმანიტარული მოვალეობაა იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის დარწმუნებული, რომ ასეთი დახმარების გაწევის სურვილი ან შესაძლებლობა სხვებსაც გააჩნიათ.

ექიმების მოვალეობები ერთმანეთის წინაშე:

ექიმი ისე უნდა მოექცეს თავის კოლეგებს, როგორც იგი ისურვებდა, რომ მას მოქცეოდნენ;

ექიმმა არ უნდა გადაიბიროს თავისი კოლეგების პაციენტები;

ექიმმა უნდა დაიცვას მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული „ჟენევის დეკლარაციის“ პრინციპები.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: