Posted by: burusi | July 28, 2013

საქართველო – ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიში: საქართველო – ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009

არსებული ანგარიში მოიცავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოძიებული ძირითადი მონაცემების შეფასებას საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რომელიც, თავისმხრივ, განხორციელდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისისა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. არსებული შეფასება ხორციელდებოდა 2007 წლის ივლისიდან 2009 წლის სექტემბრამდე, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობის ძალისხმევას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქმედითობის გამყარებას ჯანდაცვის სისტემის შემდგომი ეფექტური მართვის მიზნით.

არსებული ანგარიში წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასებას ძირითად საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და შედეგები, ჯანდაცვის განვითარებისა და დაავადებების პრევენციის პოლიტიკა, ობიექტურობისა და ფინანსების დაცვა, ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის მომსახურების ეფექტურობა და შედეგიანობა, ჯანდაცვის სისტემის რესურსების ეფექტური განაწილება, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა და ჯანდაცვის სისტემის მართვის ფუნქცია.

სტრატეგიული რეკომენდაციები წარმოდგენილია არსებული ანგარიშის ყოველი ნაწილის ბოლოში. დასკვნა თანდართულია და ცალ-ცალკე გამოჰყოფს აღმასრულებელ და ტექნიკურ ანგარიშებს შეფასებასთან დაკავშირებული სხვა ანგარიშებისგან. არსებული ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შეფასება არის პირველი, ანალოგიური ანგარიშების მთელი რიგიდან, რომელიც გამოქვეყნდა წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის მიერ. დანარჩენი ანგარიშები
გამოქვეყნდება 2009 წელს და მოიცავს სომხეთს, ესტონეთს და პორტუგალიას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიში: საქართველო – ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასება, 2009


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: