Posted by: burusi | June 22, 2010

თენგიზ ვერულავა – “ჯანდაცვის ფინანსური წყაროები”

თენგიზ ვერულავა -Tengiz Verulava

“ჯანდაცვის ფინანსური წყაროები”

არსებობს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების 5 წყარო:

  • სახელმწიფო სავალდებულო გადასახადები (საერთო გადასახადები);
  • სამედიცინო სადაზღვევო შენატანები (სოციალური და ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა);
  • მიზნობრივი გადასახადები;
  • მოსახლეობის პირდაპირი გადახდები (ჯიბიდან გადახდები);
  • ქველმოქმედება.

სქემაზე წარმოდგენილია ჯანდაცვის დაფინანსების მთავარი სისტემები და ფინანსური წყაროების ნაკადები.

სქემა 1: ჯანდაცვის დაფინანსების სისტემები

ჯანდაცვის დაფინანსების სისტემები

ცხრილი 3: დაფინანსების სისტემების დამახასიათებელი ნიშნები

დაფინანსების სისტემების დამახასიათებელი ნიშნები

ცხრილი 4: დაფინანსების სისტემების ძირითადი თავისებურებები

დაფინანსების სისტემების ძირითადი თავისებურებები

სქემაზე ნაჩვენებია დაფინანსების სისტემებს შორის განსხვავება, თუმცა თითოეულ სისტემაში შესაძლებელია მრავალი ვარიანტის არსებობა. სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება იმის საფუძველზე, შენატანები გამოიყენება თუ არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორისათვის, როგორაა განსაზღვრული სადაზღვევო შენატანის ზომა (შენატანები განისაზღვრება თუ არა რისკის საფუძველზე).

სქემა 2: დაფინანსების სისტემები

დაფინანსების სისტემები

წყარო: Maeda 1998

ცხრილი 5: დაფინანსების მექანიზმებით დაჯგუფებული ქვეყნები, 2002 წ.

დაფინანსების მექანიზმებით დაჯგუფებული ქვეყნები, 2002 წ.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯანდაცვის დაფინანსება უპირატესად ორი ძირითადი წყაროს: სოციალური სადაზღვევო შენატანებისა (საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები) და საერთო გადასახადების (general taxation) საშუალებით (დანია, ფინეთი, ირლანდია, იტალია, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, შვეცია, დიდი ბრიტანეთი) ხორციელდება. განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის ხარჯებში მნიშვნელოვანი წილი უდევს მოსახლეობის პირად შენატანებს.

ნახ. 1: ჯანდაცვის ხარჯებში საერთო გადასახადების (general taxation) და სოციალური დაზღვევის წილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ა.შ.შ.-ში

ჯანდაცვის ხარჯებში საერთო გადასახადების (general taxation) და სოციალური დაზღვევის წილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ა.შ.შ.-ში

წყარო: Reinhard Busse, Jonas Schreyögg, and Christian Gericke, Analyzing Changes in Health Financing Arrangements in High-Income Countries, 2007, The International Bank for Reconstruction and Development / The World Bank

შენიშვნა: L – ლუქსემბურგი, NL – ნიდერლანდები, F – საფრანგეთი, D – გერმანია, J – იაპონია, B – ბელგია, A – ავსტრია, GR – საბერძნეთი, IS – ისლანდია, ROK – კორეა, CH – შვეიცარია, SGP – სინგაპური, FIN – ფინეთი, CDN – კანადა, N – ნორვეგია, E – ესპანეთი, P – პორტუგალია, IRL – ირლანდია, S – შვეცია, UK – დიდი ბრიტანეთი, NZ – ახ. ზელანდია, I – იტალია, AUS – ავსტრალია.

ნახ. 2: ქვეყნები სადაც შემოსავლები გაიზარდა 5 %-ზე მეტად, სახელმწიფო სავალდებულო გადასახადების (საერთო გადასახადები) და სოციალური სადაზღვევო შენატანებიდან, 1975, 1992-2002, (ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების %)

ქვეყნები სადაც შემოსავლები გაიზარდა 5 %-ზე მეტად, სახელმწიფო სავალდებულო გადასახადების (საერთო გადასახადები) და სოციალური სადაზღვევო შენატანებიდან, 1975, 1992-2002, (ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების %)

წყარო: Reinhard Busse, Jonas Schreyögg, and Christian Gericke, Analyzing Changes in Health Financing Arrangements in High-Income Countries, 2007, The International Bank for Reconstruction and Development / The World Bank

შენიშვნა: L – ლუქსემბურგი, NL – ნიდერლანდები, IS – ისლანდია, ROK – კორეა, CH – შვეიცარია, SGP – სინგაპური, FIN – ფინეთი, CDN – კანადა, N – ნორვეგია, E – ესპანეთი.

ფაქტიურად ჯანდაცვის ყველა სისტემაში გამოიყენება დაფინანსების სხვადასხვა წყაროები. ძირითადად ჯანდაცვის დაფინანსება სახელმწიფო სავალდებულო გადასახადებით (საერთო გადასახადები) და სამედიცინო სადაზღვევო შენატანით ხორციელდება, თუმცა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ჯანდაცვის დაფინანსების ძირითადი წყარო მოსახლეობის პირადი შენატანებია.
ასე მაგალითად, გერმანიაში ჯანდაცვის საერთო ხარჯებში ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის წილი შეადგენს 57 %-ს (2002 წ.). სოციალური დაზღვევის სხვა სახეების წილი შეადგენს 10,5 %-ს: 1,7 % – საპენსიო დაზღვევიდან (ძირითადად სარეაბილიტაციო მკურნალობაზე), 1,7 % საწარმოო ტრავმატიზმის დაზღვევიდან და 7 % – ხანგრძლივი სამედიცინო მოვლის დაზღვევის თანხებიდან. სახელმწიფო ხაზინიდან შემოსავლები შეადგენს 7,8 %-ს. მთლიანად, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დაფინანსების წყარო შეადგენს 75,3 %, დანარჩენი 24,7 % კერძო დაფინანსების წყაროზე მოდის, მათგან 12,2 % მოსახლეობის პირდაპირი შენატანები შეადგენს, ხოლო 8,4 % – კერძო დაზღვევა.

ცხრილი 6: ჯანდაცვის დაფინანსების სხვადასხვა წყაროების პროცენტული წილი გერმანიაში (1992, 2002 წწ.)

ჯანდაცვის დაფინანსების სხვადასხვა წყაროების პროცენტული წილი გერმანიაში (1992, 2002 წწ.)

წყარო: Busse R, Reisberg A. Health Care System in Transition: Germany, Copenhagen, WHO. Regional Office on behalf of the European Observatory on Health Systems and Policies, 2004.

რუსეთში ჯანდაცვის დაფინანსება შერეულია – სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ფონდებიდან და საბიუჯეტო სახსრებიდან. 1999 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის დაფინანსების საბიუჯეტო შემოსავლები შეადგენს 50 %-ს (5 % – ფედერალური ბიუჯეტი; 45 % – რეგიონული ბიუჯეტი), სამედიცინო სადაზღვევო შენატანები შეადგენს 16 %-ს, ხოლო დანარჩენი 34 % – მოსახლეობის ჯიბიდან გადახდებს.
საქართველოში 1995 წელს დაწყებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შედეგად ძირეულად შეიცვალა სამედიცინო მომსახურების სისტემა. ე.წ. საბჭოური ტიპის ცენტრალიზებული მოდელის ნაცვლად არჩევანი შეჩერდა სადაზღვევო მოდელზე. 1996 წელს შეიქმნა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო კომპანია (სდსკ). რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენდა:

  • საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
  • სავალდებულო სადაზღვევო შენატანები, რომელიც შინაარსით შედგება დამქირავებელისა და დაქირავებულის მიერ გადახდილი სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის შენატანისაგან (ხელფასის ფონდზე დარიცხული 3% და ხელფასის 1%).

სქემა 3: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოდელი (1995-2003 წწ.)

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოდელი

შენიშვნა: 1. სავალდებულო სადაზღვევო შენატანები 1% ხელფასიდან; 2. სავალდებულო სადაზღვევო შენატანები 3% გამოწერილი ხელფასიდან; 3. გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში; 4. თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან; 5. სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსება, კონტრაქტებით; 6. საბიუჯეტო ტრანსფერი, რადგანაც არ ყოფნის ჯანდაცვაზე გადასახადით მოზიდული სახსრები; 7. დაფინანსება სამედიცინო დაწესებულებებისათვის; 8. ჯიბიდან გადახდები ან თანაგადახდა პროგრამების მიხედვით; 9. მომსახურება; 10. დაფინანსება ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მხრიდან.

2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა შეეცვალა სოციალური კონტრიბუციები და შემოეღო საერთო გადასახადები. რეფორმის შედეგად სოციალური და ჯანდაცვითი ხარჯები იფარება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სქემა 4: ფინანსების ნაკადები საქართველოს ჯანდაცვის სექტორში, 2005 წ.

ფინანსების დინება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში

სქემა 5: ფინანსების ნაკადები საქართველოს ჯანდაცვის სექტორში, 2008 წ.

ფინანსების ნაკადები საქართველოს ჯანდაცვის სექტორში, 2008 წ.

წიგნიდან: “ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა”, თენგიზ ვერულავა, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისი 2009 წ.


Responses

  1. ყველაფერი კარგია და საინტერესო,მაგრამ ვინ გვეტყვის ,რატომ არ აქვს ბავშვთა პოლიკლინიკების ექიმებს ქალაქ ქუთაისში 6 თვე ხელფასი,რომელიც ისედაც არსებობის ზღვარს ქვემოთ არის.!!! ვინ გაგვაცნობს რეფორმის შინაარს.!!! რატომ არ აქვს ექიმებს ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა.!!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: