Posted by: burusi | July 9, 2013

სამაგისტრო პროგრამა “ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი”

Iliauni_Logo

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა “ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი”

სპეციალიზაციები:

1. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა;
2. ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის ეკონომიკა
3. ჯანდაცვის მენეჯმენტი
4. ფარმაციის მენეჯმენტი

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია:

1. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი / Master of Public Health
2. ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის ეკონომიკა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი / Master of Public Health
3. ჯანდაცვის მენეჯმენტი – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში Master of Business Administration (MBA) in Health Management
4. ფარმაციის მენეჯმენტი – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფარმაციის მენეჯმენტში Master of Business Administration (MBA) in Pharmacy Management

პროგრამის ხელმძღვანელი – თენგიზ ვერულავა (სრული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი)

პროგრამის ხანგრძლივობა (სემესტრი, კრედიტების რაოდენობა) – პროგრამა 4 სემესტრიანია, 120 კრედიტით

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები (მოთხოვნები):

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უნდა ჰქონდეს გავლილი საერთო სამაგისტრო გამოცდა, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა (ესსე)

პროგრამის მიზნები:

სამაგისტრო პროგრამა ”ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი” მულტიდისციპლინური პროგრამაა, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჯანდაცვის ეკონომიკის, ფარმაციის მენეჯმენტის მიმართულებებს, რაც სტუდენტებს ფართო არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მიზანს შეადგენს სათანადო კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ შესაბამისი სპეციალობის ღრმა და სისტემური ცოდნა, რომლებიც იმუშავებენ ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა სტრუქტურებში და შეძლებენ ეფექტიანი ადმინისტრირებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას

პროგრამის სტრუქტურა:

სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს. პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:

  • ძირითადი მოდული
  • კონცენტრაციის მოდული

ძირითადი მოდული მოიცავს ძირითად საგნებს, რომლებიც განკუთვნილია სამაგისტრო პროგრამის ზოგადი კომპეტენციების ჩამოსაყალიბებლად ამ პროგრამის ყველა კონცენტრაციის სტუდენტისთვის. ძირითად მოდულში სტუდენტი ეცნობა ჯანდაცვის ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს. კერძოდ, ჯანდაცვის მენეჯმენტს და მარკეტინგს, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს კანონმდებლობას, ბიოეთიკას და ჯანდაცვის პოლიტიკის და ეკონომიკის, შედეგად სტუდენტი აგროვებს 30 კრედიტს.

კონცენტრაციაზე (საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის ეკონომიკა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ფარმაციის მენეჯმენტი)-ჯამში უნდა დააგროვონ 60 კრედიტი – სტუდენტი სწავლების მეორე სემესტრიდან ირჩევს აღნიშნული კონცენტრაციებიდან ერთ–ერთს. კონცენტრაციის მიზანია სტუდენტებში პროგრამის ზოგადი კომპეტენციების დარჩენილი ნაწილისა და დარგობრივი კომპეტენციების განვითარება, ჯამში სტუდენტმა უნდა მოიპოვოს 42 კრედიტი. აგრეთვე პროგრამა ითვალისწინებს სურვილისამებრ 3 საუნივერსიტეტო არჩევით კურსს პირველი სამი სემესტრის განმავლობაში, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს დააგროვოს 18 კრედიტი. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა- 30 კრედიტი

სწავლების მეთოდები:

პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები რეალიზდება სასწავლო კურსებში ლექციების, სემინარების და პრაქტიკული მეცადინეობების მეშევეობით. კურსების შესწავლა ასევე ხორციელდება სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით რეკომენდებული ძირითადი სახელმძღვანელოების, დამატებითი ლიტერატურის დამუშავების, აგრეთვე ინტერნეტ–რესურსების გამოყენების საფუძველზე.

ლექცია – ლექციის დანიშნულებაა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ძირითად თემათა თეორიულ–გამოყენებით ჭრილში განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციით და ტერმინოლოგიით. ლექციები ორიენტირებულია:

  • თემის გარშემო თეორიული კვლევის სფეროში დაგროვილი გამოცდილების შესწავლაზე;
  • სხვადასხვა კონცეფციებისა და მიდგომების, მნიშვნელოვანი მოდელების განხილვასა და ანალიტიკურ შეფასებაზე;
  • საბაზისო ცნებების, მეთოდებისა და ფუნქციების მნიშვნელობის გააზრებაზე.

ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ლექციის შინაარსის სრულფასოვნად გაგებისა და შემდგომ დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობის მიზნით სტუდენტი სასურველია წინასწარ გაეცნოს განსახილველი საკითხის გარშემო მითითებულ მასალას და მეცადინეობამდე დამოუკიდებლად მოხაზოს საკვანძო დებულებები და სამსჯელო პრობლემები

ლექციის ფორმატი:

  • ინტერაქტიული ლექციები – გულისხმობს სტუდენტების აქტიურ ჩართვას ლექციის მსვლელობის პროცესში.
  • ლექცია პრეზენტაცია – გულისხმობს ლექტორის მიერ გამოყენებულ ვიზუალიზაციის ხერხებს ლექციის შინაარსის უკეთესად აღქმის მიზნით (Power Point-ის პრეზენტაცია, პლაკატი, გაფართოებული გეგმა (Handout) და სხვ.)
  •  მასტერკლასი – გულისხმობს დარგის ცნობილი სპეციალისტის/პრაქტიკოსის მოწვევას კონკრეტული თემის ირგვლივ პროფესიული უნარ–ჩევევების დემონსტრირების მიზნით.
  • ვიდეო–ლექციები – გულისხმობს პროგრამულ სტუდიაში წინასწარ ჩაწერილ ლექციას, რომელსაც სტუდენტი ეცნობა ელექტრონულ პორტალზე (უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე ან youtube-ზე). ვიდეო ლექციების დანიშნულებაა, რომ სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს მისთვის სასურველ მასალას დაწესებულებაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ან/და წინასწარ მოამზადოს საკითხები, რომელიც მას სჭირდება ლექტორთან კონსულტაციის მისაღებად.

პრაქტიკული მეცადინეობები – პრაქტიკული მეცადინეობებზე სტუდენტის მიერ შეძენილი ცოდნის განმტკიცებასა და პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელ უნარ–ჩვევათა გამომუშავებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო თემატიკით გათვალისწინებული სხვადასხვა საქმიანი თამაში (პრობლემური სიტუაციების ანალიზი (ქეისი)), რომლის მიზანია სტუდენტს გააცნოს კონკრეტულ თემასთან (თემებთან) მიმართებაში პრაქტიკული პრობლემები, რომელიც რეალურად შესაძლებელია წარმოიქმნას (ან წარმოიქმნა) შესაბამის ორგანიზაციაში. მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე სტუდენტმა უნდა შეძლოს პრობლემის გადაჭრის მექანიზმების შემუშავება. სწავლების აქტიური და თამაშის მეთოდები შესაძლებლობას იძლევა მთლიანად იქნას რეალიზებული სტუდენტთა შემოქმედებითი პოტენციალი. სტუდენტს თითოეული ქეისი მიეცემა სტრუქტურიზებული ფორმით: მიზანი, დავალება, ამოსავალი მონაცემები, რეკომენდაციები ამოხსნისთვის, ქეისის ამოხსნის სცენარის ვარიანტები. ქეისების ამოსახსნელად სტუდენტისთვის მიცემული რეკომენდაციები წარმოადგენს პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მეთოდურ საფუძველს.

სემინარული მეცადინეობა – ითვალისწინებს განსახილველი საკითხის საფუძვლიან დამუშავებას და სემინარზე დემონსტრირებას.. ლექტორი კურსის ფარგლებში არჩევს პრობლემატურ საკითხებს, რომელთა დამუშავება საჭიროებს ლექციაზე გაშუქებული კონცეფციებისა და დებულებების სათანადოდ გააზრებას, მითითებული ლიტერატურის, აგრეთვე სხვა საინფორმაციო წყაროების გაცნობა–ანალიზსა და საკითხისადმი საკუთარი პოზიციის გამოკვეთას. სემინარული მუშაობისას უნდა გადამოწმდეს, თუ რამდენად მართებულად გაიგო სტუდენტმა ლექციაზე გაშუქებული საკითხები, ან/და დამოუკიდებლად მომზადებული მასალა.

სემინარული მეცადინეობების წარმართვის ფორმატი:

  • დისკუსია/დებატები.
  • ჯგუფური (collaborative) მუშაობა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
  • თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება
  • გონებრივი იერიში (Brain storming)
  •  როლური და სიტუაციური თამაშები
  • მოხსენება/დემონსტრირება/პრეზენტაცია და სხვ.

ტუტორიალი – ლექტორი ატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს სტუდენტებისთვის სასწავლო კურსთან დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ

პროგრამის აღწერა იხილეთ:

სამაგისტრო პროგრამა “ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი”

***

ესსე-მოტოვაცია

რას უნდა მოიცავდეს ესე-მოტივაცია?

ესე დაწერილი უნდა იყოს არაუმეტეს 2 გვრდისა, აკრეფილი სილფაინში, 1,5 ინტერვალით, 11 ზომის შრიფტით. აუცილებლად უნდა მიეთითოს ესეს დასაწყისში სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, მაგისტრატურის რეგისტრაციის ნომერი, ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქულა, მაილი, საკონტაქტო ინფორმაცია.

ესეს წერის დროს აღწერილი უნდა იყოს:

• რატომ გსურთ მაგისტრატურაში ჩაბარება
• რატომ აირჩიეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
• თქვენი მიზნები და მოტივები.
• აღწერეთ რისი მიღწევა გსურთ 5-10 წლის განმალობაში.
• რა გამოცდილება გაქვთ არჩეული მიმართულებით.
• არჩეულ სფეროში ერთი პრობლემის თქვენეული ხედვა.

ესსე-მოტივააციის შეფასება

ესსე – ფასდება 100 ქულიანი სისტემით:

1. მიზნებისა და მოტივების არგუმენტირებული მსჯელობა და გააზრება – 45 ქულა
2. ზოგადი განათლება – 15 ქულა
3. დამოუკიდებელი აზროვნება – 10 ქულა
4. სამუშაო გამოცდილება-10 ქულა
5. აქტიურობა–20 ქულა

შენიშვნა: პლაგიატის აღმოჩენის შემთვევაში კანდიდატი აღარ განიხილება

ესსე-მოტოვაციის აღწერა იხილეთ ბმულზე:

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: tengiz.verulava@iliauni.edu.ge
მობ: (+995 577) 28 48 49

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,642 other followers

%d bloggers like this: